ხეხელის მავნებელი-კოკრიჭამია ცხვირგრძელა (Anthonomus pomorum L.)

111 Views Comment Off

გავრცელება და აგებულება

კოკრიჭამია ცხვირგრძელა საქართველოში ძირითადად გავრცელებულია სამეგრელოსა და ქართლში. მეტ-ნაკლები რაოდენობით გვხვდება ასევე ქვეყნის სხვა კუთხეებშიც, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში.

ხოჭოს სხეული კვერცხისებური ფორმისაა, იგი დაფარულია მონაცრისფრო ბეწვებით. მის ზედა ფრთებს ღია მონაცრისფრო, არშიით შემოვლებული და შუაზე ღია რკალივით მოღუნული ზოლი გასდევს. ულვაშები მუხლისებრია, წითელი ფერის. წითელი ფერისაა აგრეთვე მავნებლის ფეხებიც, ბარძაყებზე კი წაწვეტებული კბილები გააჩნია. მავნებლის სხეულის სიგრძე 5 მმ-ს აღწევს.

ბიოლოგია და დამოკიდებულება გარემო ფაქტორებთან

კოკრიჭამია ცხვირგრძელა ზამთრობს ხოჭოს ფაზაში შტამბისა და გამხმარი ტოტების ქერქქვეშ, ქერქის ნაპრალებში, ჩამოცვენილ ფოთლებში, ნიადაგის ზედა ფენებსა და სხვა თავშესაფრებში. გაზაფხულზე, დაბლობ რაიონებში მარტში, ხოლო მთიან რაიონებში – აპრილში (როდესაც დღე-ღამური საშუალო ტემპერატურა 6-70 მიაღწევს), გამოზამთრებული ხოჭოები იწყებენ მოძრაობას ხის ვარჯში და აზიანებენ ხეხილის გაუღივებელ კვირტებს, მოგვიანებით კი_ კოკრებს.

როდესაც დღე-ღამური საშუალო ტემპერატურა აიწევს 8-90ც-მდე, ხოჭოები იწყებენ ინტენსიურ კვებას, რის შემდეგაც ხდება მათი შეჯვარება. მცენარის კოკრების გამოცალკევების შემდეგ დედალი ხოჭო იწყებს კვერცხის დებას. კვერცხის დადების წინ იგი ხორთუმით კოკორში ღრღნის ორმოს და შიგ დებს კვერცხს. კვერცხის ჩადებისთანავე დედალი ხოჭო ორმოს ფარავს ექსკრემენტებით. კვერცხის დება საგვიანო ჯიშების ყვავილობის დაწყებამდე გრძელდება. მავნებლის კვერცხდების პროდუქცია 30-100 ერთეულის ფარგლებში მერყეობს.

ბუნებრივი აბიოტური ფაქტორებიდან მავნებლის განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტემპერატურას. თუ ტემპერატურა გაზაფხულის იმ პერიოდში როდესაც მატლი გამოიჩეკება, მიაღწევს 200 _ს მატლი ვერ ასწრებს გვირგვინის ფურცლების შეწებებას, ყვავილის გაშლისთანავე ძირს ცვივა და იღუპება

ხოჭოს ემბრიონული განვითარება მთიან რეგიონებში 9-10 დღე გრძელდება, ხოლო ბარში დაახლოებით_6-7 დღე. ახლადგამოჩეკილი მატლი შიგნიდან აწებებს გვირგვინის ფურცლებს გამოყოფილი სეკრეტით, რის გამოც კოკორი ვეღარ იშლება, კარგავს ბუნებრივ ფერს, ხმება და ცვივა. ამავე დროს მატლი იკვებება მტვრიანებითა და ბუტკოთი.

კოკორში მატლი იმყოფება 2-3 კვირის განმავლობაში, ამ პერიოდში იგი ოთხჯერ იცვლის კანს და იქვე ჭუპრდება. დაჭუპრებიდან 7-9 დღის შემდეგ ჭუპრიდან გამოდის ახალგაზრდა ხოჭო, რომელიც ღრღნის გვირგვინის ფურცლებს და გადადის მცენარის ვარჯში.

საქართველოს პირობებში კოკრიჭამია ცხვირგრძელა წელიწადში მხოლოდ ერთ გენერაციას იძლევა.

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა

 კოკრიჭამია ცხვირგრძელა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ხეხილოვან კულტურებს. ამასთან აღსანიშნავია რომ ხოჭოები, რომლებიც შედარებით ადრე გამოდიან მეზამთრეობიდან კვერცხს დებენ ძირითადად მსხლის კულტურაზე. ხოლო მეზამთრეობიდან გვიანგამოსული ხოჭოები კვერცხს ძირითადად დებენ კომშის კოკრებზე (კომში სხვა ხეხილოვან კულტურებთან შედარებით გვიან ყვავილობს).

ბრძოლის ღონისძიებები

კოკრიჭამია ცხვირგრძელას წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ მექანიკურ ღონისძიებად ითვლება ყინვების დადგომისთანავე ხეხილოვან მცენარეთა შტამბისა და ტოტების ჩამოფხეკა, ჩამოცვენილი ფოთლების შეგროვება და ჩამოფხეკილ მასასთან ერთად დაწვა.

მზაღო ლობჟანიძე
სრული პროფესორი ბიოლოგიის დოქტორი

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
239 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3646 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB