ხახვის დაავადებები-თრიფსი, ბუზი-მათი პროფილაქტიკა და მკურნალობა

382 Views Comment Off

მიუხედავად იმისა, რომ ხახვი და ნიორი ძლიერი ფიტონციდი მცენარეები არიან, მათაც ჰყავთ მავნებლები. განსაკუთრებით საშიშ მავნებლებს მიეკუთვნება ხახვის ბუზი,თრიფსები და ჭიჭინობელა

ხახვის ბუზი
ხახვის ბუზი აზიანებს ხახვს, ნიორს. სალათს, ტიტებს და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ხახვი, რომელიც თესლით იწარმოება, უფრო მეტად ზიანდება.

ხახვის ბუზი მოყვითალო-მონაცრისფრო ექვსი-შვიდი მილიმეტრი სიგრძის მწერია, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს ოთახის ბუზს. მისი მატლი თეთრია, სუსტად გამოხატული თავითა და გლუვი არამახვილი ბოლოთი.მათი გამოფრენა უმეტესად მაისის მეორე ნახევარში იწყება, ხოლო მასიური გამოფრენა ალუბლის და ბაბუაწვერას ყვავილობას ემთხვევა. მდედრი, 60 კვერცხს დებს აღმონაცენის ფოთლებზე ან ნიადაგის ზედაპირზე, მცენარესთან ახლოს. სამი რვა დღის შემდეგ გამოჩეკილი მატლები გადადიან მცენარის რბილობში, როგორც წესი, კვებას იწყებენ ძირიდან.
მავნებლისაგან დაზიანებული ბოლქვები ლპება, ფოთლები ყვითდება და ხმება. ძლირი დაზიანების შემთხვევაში, მცენარეები იღუპებიან. მატლების განვითარება გრძელდება 15-20 დღე. ამის შემდეგ ისინი ნიადაგში გადადიან და ჭუპრობას იწყებენ. ორ სამ კვირაში ჭჲპრებიდან ბუზები გამოდიან და ახალ თაობას იძლევიან. მავნებლის გენერაცია ორწლიანია.
პროფილაქტიკა და მკურნალობა
ამისთვის აუცილებელია თესლბრუნვის დაცვა, საკარმიდამო ნაკვეთში საშემოდგომო ბარვა, ხოლო ფერმერულ მეურნეობაში მზრალად ხვნა, ხახვის თესვა ან რგვა ადრეულ ვადებში. კარგ შედეგს იძლევა ხახვის ნათესის ან ნარგავის გვერდით სტაფილოს თესვა. ეს აიხსნება იმით, რომ სტაფილოს სპეციფიკური სუნი აფრთხობს ხახვის ბუზს, ხახვის ფიტონციდები კი სტაფილოსას.ბუზის გამოჩენის შემთხვევაში, მისი დაფრთხობის მიზნით, ნაკვეთს შეაფრქვიეთ თამბაქოს მტვერი და კირი (1:1) ერთ კვადრატულ მეტრზე 10 გრამის ანგარიშით . ეცადეთ, ეს ღონისძიება დაუკავშიროთ ბუზის კვერცხდების პერიოდს.

ხახვის ჭიჭინობელა

ხახვის ჭიჭინობელა არის მავნებელი, რომელიც ხახვის გარდა აზიანებს სტაფილოს, კარტოფილს, ყვავილოვან და ბოლქვიან მცენარეებს. მისი ბუზი მომწვანო-ბრინჯაოსფერია. სიგრძით — 5,5 – 9 მმ. ზურგზე ორი ღია ზოლითა და მუცელზე 3 წყბილი ლაქით. მატლი 10-11 მმ. სიგრძის, დანაოჭებული ზედაპირისაა. იგი მოყვითალო ან მომწვანო შეფერილობით ხასიათდება. მატლები იზამთრებენ ნიადაგში ან ბოლქვებში.

ივნისში, მდედრები ბოლქვებთან ახლოს ნიადაგში ან კანქვეშ მცირე ჯგუფებად დებენ კვერცხებს. 5-10 დღის შემდეგ კვერცხიდან გამოსული მატლები ბოლქვებში იჭრებიან. მსხვილ ბოლქვებში დიდი რაოდენობის მავნებელი გროვდება და მთლიანად ანადგურებს მათ.

18-20 დღის შემდეგ მატლები ნიადაგში გადადიან, იქ ისინი ჭუპრდებიან და ვითარდებიან. მეორე გამოფრენა ივლისის მეორე ნახევარში იწყება და შემოდგომამდე გრძელდება. მეორე თაოიბის მატლები იზამთრებენ ნიადაგში, ნაწილი კი — ბოლქვებსა და საწყობებში.

რაც შეეხება პროფილაქტიკასა და მკურნალობას, იგივეა რაც ხახვის ბუზის შემთხვევაში.

თამბაქოს (ხახვის) თრიფსი

თამბაქოს თრიფსი საკმაოდ საშიში მავნებელია. იგი აზიანებს კიტრს, ხახვს, ნიორს, კომბოსტოსა და ბაღცეულ კულტურებს. ძირითადად სათბურებსა და ორაჟერეებში განთავსებულ მცენარეებს აზიანებს.

ამ მავნებლს აქვს გრძელი, წვრილი (0,8- 0,9 მმ) ღია ყვითელი ან ყავისფერი შეფერვის ტანი, ხავერდისებური ფრთებით და პირის მჩხვლეტავი ნაწილებით. მატლები უფრო მცირე ზომისანი, უფრთოები, მოთეთრო ან მომწვანო-მოყვითალი ფერისანი არიან. ისინი სხვადასხვა მცენარეებზე ბინადრობენ, უმეტესად სათბურებსა და ორანჟერეებში.

წვენს მცენარის ქსოვილებიდან წოვენ, რიგ შემთხვევაში კი ღია გრუნტშიც არსებობენ. ისინი შესაძლებელია სათბურებშიც შეგხვდეთ. მცენარეზე ჩხვლეტის ადგილებში წარმოიქმნება მოთეთრო ან ღია მოყვითალო ფერის მოვერცხლისფრო ლექები. ძლიერი დაზიანების შემთხვევაში, ფოთლები მუქდება და ცვივა, მცენარეები კი ზრდაში ჩამორჩებიან.
ზაფხულის განმავლობაში მდედრი , 100 მუქი ფერის კვერცხს დებს მცენარის კანქვეშ ქსოვილში — თითო-თითოს. 3-7 დღის შემდეგ ჩნდებიან მატლები, რომლებიც მაშინვე კვებას იწყებენ ზრდასრული თრიფსების მსგავსად.
სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, მდედრი მცენარეულ ნარჩენებში, 6-8 თაობას ზამთრობს ნიადაგის ზედა ფენაში, ხახვის ბოლქვების კანქვეშ. ადრე გაზაფხულზე მავნებლები საწყობებში მცენარეული ნარცენებით იკვებებიან. ღია გრუნტში ან სათბურში, ხახვის აღმოცენებისთანავე, მავნებელი უკვე მათზე გადადის და ინტენსიურად მავნებლობს.
პროფილაქტიკა და მკურნალობა
ამისთვის აუცილებელია დასარგავი ადგილის გაწმენდა ნარცენებისაგან. (კვიჭიჭის) კვნიწი გულდასმით დათვალიერება და გადარჩევა. გადარჩეულ ბოლქვებს ს7-10 წუთის განმავლობაში 45 გრადუსზე შემთბარ წყალში ან 24 საათის განმავლობაში რეცხავენ და ალბობენ ნატრიუმის გვარჯილის 2 პროცენტიან ხსნარში.სათბურებში მოსავლის აღების შემდეგ ჩაატარეთ დეზინფექცია. არ დაგავიწყდეთ სარეველების განადგურება. მათზე თრიფსები გადიან თავიანთი განვითარების პირველ სტადიას დაიცავით თესლბრუნვა. განსაკუტრებით ღრმად დაამუშავეთ ნიადაგი. უპირატესობა მიანიჭეთ მზრალად დამუშავებას.

მეურნე
Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები — ინტერვიუ ჯენიფერ ბოუმანთან
283 Views

„ვფიქრობ, საქართველო ბოცვრის ხორცის შესანიშნავი მიმწოდებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის, ევროპისთვის  - ჯენიფერ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
6030 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB