კარტოფილის ფიტოფტორა-სიმპტომები და ბრძოლის ღონისძიებები

923 Views

კარტოფილის ფიტოფტორა ფართოდ გავრცელებული და დიდი ეკონომიურიზიანის მომტანი დაავადებაა.

ფიტოფტორა განსაკუთრებით ძლიერ აზიანებს ძაღლყურძენასებრთა ოჯახისწარმომადგენლებს (კარტოფილი, პამიდორი, პეტუნია). იშვიათად ავადდებაბადრიჯანი და წიწაკა. ასნებოვნებს, აგრეთვე აბუსალათინს, წიწიბურას, მარწყვს.

კარტოფილის ფიტოფტორა (კარტოფილის სიდამპლე) –ყველაზე დიდი მავნეობის მომტანი დაავადებაა მსოფლიოს მრავალი ქვეყნისათვის (მოსავლის დანაკარგებმა შეიძლება 70%მიაღწიოს).

დაავადების ძირითადი საშიშროება – მისი სწრაფად გავრცელებაა. დაავადება იწვევს ფოთლების, გორგლების დაზიანებას.

kartofilis_fitoftora_2883553004577710001

სიმპტომები

თავდაპირველად სიმპტომები ვლინდება ფოთლებსა დაღეროებზე: ფოთლების კიდეებიდან სიღმისაკენ მკრთალ-მოყვითალო და შემდეგ მუქი ყავისფერი ლაქები წარმოიქმნება.

kartofilis_fitoftora_3499046765444440011175

ნესტიან ამინდში ფოთლის ქვედა მხარეს ვითარდება თეთრი ფერის ფიფქი. ლაქები სწრაფად დიდდება ხელსაყრელ პირობებში. ხშირი წვიმებისა და თბილი ამინდების დროს. კარტოფილის ღერო, ფოთლები მთლიანად ხმება და მარტო გამხმარი, გაშავებული ტანი რჩება.

როცა მცენარის მწვანე ნაწილი მთლად გადახმება, ტუბერის განვითარება წყდება, ახალი არ ვითარდება და მოსავალი მთლიანად იღუპება.

დაავადებულ გორგლებზე ჩნდება ნაცრისფერი ან მუქი ფერის უბნები, რომლებსაც კანის ქვეშ აქვს მოწითალო-ყავისფერი შეფერილობა. მეორადი ბაქტერიული სიდამპლეების განვითარებისას დაავადებული გორგლები სწრაფად ლპება და აქვს არასასიამოვნო სუნი.

kartofilis_fitoftora_40034433101025530019

შესაძლებელია გარეგნულად საღმა გორგლებმა ლპობა დაიწყოს სათავსოებში. ინფექციის გამომწვევი იზამთრებს დაავადებულ გორგლებზე, განსაკუთრებით რომლებიც რჩებიან ნიადაგში მოსავლის აღების შემდეგ, მცენარეულ ნარჩენებზე, ნიადაგში.

ბრძოლის ღონისძიებები

  • ფიტოფტორისადმი გამძლე ჯიშებისა და ჰიბრიდების გამოყენება;
  • სათესლე მასალის დამუშავება თესლის შესაწამლი ფუნგიციდებით :
    პრესტიჟი 1 ლ 1 ტ თესლზე, პრემიუმი 1-1,3 1ტ თესლზე;
  • სწორი თესლბრუნვა;
  • სივრცითი იზოლაციის დაცვა ( 1 კმ დაავადებული კულტურის ნათესებს შორის);
  • ნიადაგის მულჩირება;
  • მინერალური და ორგანული სასუქებით მცენარეთა გამოკვების დოზირების დაცვა;
  • არ უნდა დავუშვათ ხშირი ნათესები, აერაციისა და სინათლის ნაკლებობადაავადებისათვის ხელშემწყობი პირობებია;
  • პერიოდულად ნათესების შეწამვლა ფუნგიციდებით:
    რიდომილ გოლდი პლუსი- 4-5კგ/ჰა; კაბრიო ტოპი – 2 კგ/ჰა; ქვადრის მაქსი – 2-2,5 კგ/ჰა; კურზატი 2-2,5 კგ/ჰა;ჩემპიონი – 2-3 კგ/ჰა; აკრობატი – 2 კგ/ჰა; პოლირამი – 1,5-2,5 კგ/ჰა; კუპროფლო – 2,5-3 კგ/ჰა; აბიგა პიკი 2,3-3 კგ/ჰა.
  • არასრულად მომწიფებელი გორგლების აღება მათი შემდგომი მომწიფების მიზნით;
  • პერიოდულად მცენარეს უნდა მოვაშოროთ მიწასთან შემხები, ქვედა ფოთლები;
  • ძლიერ დაავადებული მცენარეები და დაზიანებული გორგლები უნდა განადგურდეს,დაიწვას;
  • გამოყენებული უნდა იქნეს საღი სათესლე მასალა.

სურსათის ეროვნული სააგენტო

33Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB