კარტოფილის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა რეკომენდაცია

264 Views Comment Off

კარტოფილის კიბო  საქართველოში შეზღუდულად გავრცელებული საშიში საკარანტინო სოკოვანი დაავადებაა. იგი მსოფლიოს 44 ქვეყანაში: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ნიდერლანდები, რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, ბელორუსია, შვედეთი, პოლონეთი და სხვა არის რეგისტრირებული.

ამ დაავადების ძლიერ გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს მოსავლის მთლიანი დაკარგვა. კარტოფილის კიბო ბუნებრივ პირობებში ვრცელდება ძალიან ნელა, ხოლო სარგავი მასალის შეტანით სწრაფად გროვდება ნიადაგში და 2-3 წელიწადში იძლევა დასენიანების მაღალ პროცენტს.

განსაკუთრებით ზარალიანია კარტოფილის კიბო ისეთ ინდივიდუალურ მიწის ნაკვეთებში, სადაც არ ახდენენ თესლის და მიწის ნაკვეთის კულტურის მონაცვლეობას.

კარტოფილის კობოს გამომწვევი ორგანიზმი პროტოპლაზმური პარაზიტია. მრავლდება ზოოსპორებით. ნიადაგში ზოოსპორებს (ცისტას) შეუძლიათ გადაიტანონ მკაცრი არახელსაყრელი პირობები და შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა 20 წელზე მეტ ხანს.

კიბოთი ავადდება კარტოფილის ყველა ორგანო ფესვების გარდა. ყველაზე მეტად კი ტუბერები. წარმოქმნილი კორძები ჯერ პატარებია, შემდეგ კი მთლიანად ფარავს მკვებავ ტუბერს. ახალგაზრდა კორძები თეთრი ფერისაა და ყვავილოვანი კომბოსტოს ყვავილედს მოგვაგონებს, დროთა განმავლობაში ფერს იცვლის და შავდება, რაც მიგვანიშნებს ტუბერის ქსოვილის დაშლაზე, ამ დროს კორძიც ლპება და ტუბერი მთლად ფუჭდება.

მიწისზედა ორგანოებზე შეიძლება წარმოიქმნას ანალოგიური კორძები, რომლებიც ქლოროფილის ზემოქმედებით მწვანდება.

კარტოფილის კიბოს კერების დროული გამოვლენის, ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის მიზნით საჭიროა გამოვიყენოთ ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს საკარანტინო, აგროტექნიკურ და ქიმიურ მეთოდებს.

საკარანტინო ღონისძიებებია საგანგებო ფიტოსანიტარიული რეჟიმით საკარანტინო ფიტოსანიტარიული ზონის დადგენა. დასახლებული, დასენიანებული პუნქტებიდან იკრძალება კარტოფილის ტუბერების, ბოლქვების, ძირხვენების, ფესვიანი მცენარეების გამოტანა. ასევე ნაკელის გამოტანა და მისი გამოყენება.

იკრძალება კიბოს მიმართ არაგამძლე კარტოფილის ჯიშების დარგვა. ასეთ კერებში მოყვანილი კარტოფილი არ შეიძლება გამოყენებული იქნას სათესლედ, ასევე არ შეიძლება დაავადებული კარტოფილის გამოყენება საკვებად და ცხოველების გამოსაკვებად. მისი გამოყენება შეიძლება ტექნიკური გადამუშავებისათვის. საეჭვო საკარანტინო ზონიდან სარგავი მასალის, ტუბერების შემოტანისას ტარდება საკარანტინო კონტროლი (დათვალიერება, ლაბორატორიული ექსპერტიზა).

აგროტექნიკური ღონისძიებები გულისხმობს დასენიანებულ ადგილებში კიბოგამძლე კარტოფილის ჯიშების მოყვანას, თესლბრუნვას, ისეთი სათოხნი და პარკოსანი კულტურების თესვას, რომლებიც არ ავადდებიან კიბოთი. არ შეიძლება ასეთ ადგილებში მრავალწლიანი ბალახების თესვა.
დასენიანებული კერების ქიმიური მეთოდით დამუშავების შემდეგ მიწას ასვენებენ ან თესავენ: ჭვავს, ქერს, ბარდას, სიმინდს, შემდეგ რგავენ კიტრს, კომბოსტოს, ლობიოს. მხოლო მეოთხე წელს შეიძლება დაირგას კარტოფილი. თუ ნაკვეთში აღმოჩნდა 5 ძირამდე მცენარე შეიძლება მისი დაწვა.

ქიმიური ღონისძიებები ტარდება ერთეულ იზოლირებულ კერებში. დეზინფექცია ტარდება შარდოვანათი — დოზით 100გრ/კვ.მ-ზე, ნიტრაფენით — 1%-იანი ხსნარით 20 ლიტრი/კვ.მ-ზე, ქლორიანი კირი — 2%-იანი.

დაავადების კერებში დაავადებული ტუბერების და მცენარის სხვადასხვა ნაწილების შეგროვება და განადგურება. 1 მეტრი სიღრმის თხრილში იმარხება ყველა დაავადებული ნაწილები და მუშავდება 2%-იანი ქლორიანი კირით ან 5%-იანი შაბიამნით (20 ლიტრი 1მ.კბ.ნარჩენებზე). ასევე დეზინფექცია უტარდება კარტოფილის შესანახ ადგილებს, სამუშაო იარაღებს, ინვენტარს და ნაკელის შესაგროვებელ ადგილებს.

ნიადაგის სხვადასხვა პათოგენების წინააღმდეგ შეიძლება გამოვიყენოთ ფუნგიციდი ნემასოლი 60-120გრ.მ.კვ.-ზე და ბაზამიდი 40-60 გრ/მ.კვ-ზე, რომლებიც შეიტანება ნიადაგში დარგვამდე 30 დღით ადრე 20 სმ. სიღრმეზე პოლიეთილენის საფარის გადახურვით.

დარგვის წინ კარტოფილის ტუბერებზე კეთდება დეზინფექცია ფორმალინით. სველი შეწამვლით 0.33%-იანი ხსნარით, იხარჯება 100 ლიტრი ხსნარი ტონა თესლზე. ნახევრად სველი შეწამვლისას კი 1.25%-იანი ხსნარით, იხარჯება ტონა თესლზე 30 ლიტრი ხსნარი. თესლის დამუშავება ხდება დათესვამდე, არაუგვიანეს 5 დღისა და შრება ჰაერზე ჩრდილში. ასევე თესლის დასამუშავებლად გამოიყენება ბენლატისა ან ფუნდაზოლის 1%-იანი ხსნარი.
კარტოფილის კობოს წინააღმდეგ საბრძოლველად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპლექსური ღონისძიებების ჩატარება მოგვცემს შედეგს, რამდენიმე წელში გაიწმინდება ნიადაგი ინფექციისგან.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამონისტრო

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები — ინტერვიუ ჯენიფერ ბოუმანთან
274 Views

„ვფიქრობ, საქართველო ბოცვრის ხორცის შესანიშნავი მიმწოდებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის, ევროპისთვის  - ჯენიფერ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
6027 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB