ის რაც აუცილებელია მეურნეობისთვის-ნიადაგის ანალიზი და მისი მნიშვნელობა

761 Views Comment Off

სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებით დაკავებული ნებისმიერი ადამიანისთვის ცნობილია რომ კარგი მოსავლის მისაღებად ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა საჭიროებს ნიადაგის განოყიერებას. ნიადაგის განოყიერება მარტივად რომ ვთქვათ ნიშნავს მცენარის უზრუნველყოფას მისი ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი საკვები მაკრო და მიკრო ელემენტებით.

ეს ყველაფერი ცხადია, ცნობილია და მარტივად გასაგები, მაგრამ მცენარის სწორი კვების განსაზღვრისათვის უმთავრესია ვიცოდეთ ნიადაგში არსებული მდგომარეობა. ანუ გვქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ უშუალოდ რომელი საკვები ნივთიერებების ნაკლებობაა ნიადაგში. ეს ინფორმაცია საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს ნიადაგში შესატანი აგროქიმიკატების დოზები კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო კულტურისათვის.

გარდა ამისა, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს pH — ის, ანუ ნიადაგის არეს რეაქციის ცოდნა, რადგან სასოფლო სამეურნეო კულტურები მგრძნობიარენი არიან ნიადაგის არეს რეაქციის მიმართ და კონკრეტული მათგანის წარმოება შესაძლებელია მხოლოდ მისთვის მისაღები pH — ის გარკვეულ საზღვრებში.

სამწუხაროდ საქართველოში ნაკლებადაა დამკვიდრებული ნიადაგის გამოკვლევის კულტურა. ამას ხელს უწყობს პირველ რიგში ნაკლები ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნიადაგის გამოკვლევა, დამკვიდრებული არასწორი სტერეოტიპები და რა თქმა უნდა ფასები.

ნიადაგის გამოკვლევის მნიშვნელობის და აუცილებლობის წარმოსაჩენად, საკმარისია დასახელდეს ნებისმიერი კულტურებისათვის დამახასიათებელი ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება: კულტურის განვითარების ხარისხი და მოსავალი შესაბამისია იმ საკვები ელემენტის როადენობის, რომელიც ნიადაგში ყველაზე მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი. ანუ ჯაჭვის სიძლიერეს განსაზღვრავს მისი ყველაზე სუსტი რგოლი.

ასევე ერთი ელემენტის ჭარბი რაოდენობით შეტანა ვერ აღმოფხვრის მეორე ელემენტზე არსებულ მოთხოვნას.

იმის დასადგენად თუ კონკრეტულად რომელი და რა რაოდენობის ელემენტის შეტანაა საჭირო, აუცილებელია ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის ჩატარება. თუმცა არსებობს მეორე მეთოდიც – ნებისმიერ კულტურას ნიადაგიდან გამოაქვს კონკრეტული საკვები ელემენტის განსაზღვრული რაოდენობა.

ეს რაოდენობები ცნობილია, რაც შესაძლებლობას იძლევა მოხდეს ნიადაგში ზუსტად იმ რაოდენობის საკვები ელემენტების შეტანა, რაც საჭიროა კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო კულტურის გამოსაკვებად.

მაგრამ ეს მეთოდი იწვევს ზედმეტ ფინანსურ დანახარჯებს და ასევე მისი გამოყენება საფრთხეს უქმნის გარემოს, რადგან რატომ უნდა დახარჯოს ფერმერმა ფული იმ საკვები ელემენტის ყიდვაზე რომელსაც შესაძლოა მისი ნიადაგი საკმარისი რაოდენობით შეიცავს?

გარდა ამისა საკვები ელემენტების ჭარბი რაოდენობით ხელოვნური შეტანა იწვევს არასასურველ პროცესებს ნიადაგის ნაყოფიერ ფენებში, როგორც გარემოსდაცვითი, ასევე წმინდა აგრარული მიმართულებით.

ამ მხრივ სამწუხაროდ დამკვიდრებულია არასწორი სტერეოტიპები – ძირითადად საქართველოს ფერმერულ მეურნეობებში შეაქვთ აზოტშემცველი და ფოსფორიანი სასუქები, საუკეთესო შემთხვევაში აზოტი და კომპლექსური სასუქი (NKP).

ამ შემთხვევაში უგულვებელყოფილია მცენარის მოთხოვნილება სხვა საკვებ ელემენტებზე, რაც როგორც ზემოთ აღინიშნა იწვევს იმას რომ კულტურათა მოსავალი შესაბამისია ნიადაგში ყველაზე ნაკლები რაოდენობით არსებული საკვები ელემენტისა.

არსებული სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს ნიადაგის აგროქიმიური ანალიზი, რაც დაკავშირებულია ფინანსურ დანახარჯებთან და ეს ბუნებრივია, რადგან ხარისხიანი და ზუსტი ანალიზის განსახორციელებლად იხარჯება ძვირადღირებული რეაქტივები, ელექტროენერგია, ადამიანთა შრომა და ასე შემდეგ.

მაგრამ ნიადაგის ანალიზის ჩატარება და ამაში თანხის გადახდა გამართლებული, სწორი და აუცილებელი ქმედებაა თუ გავითვალისწინებთ იმ პოტენციურ შედეგებს, რასაც მიიღებს ფერმერი ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის განხორციელებით.

ეს შედეგებია:

რაოდენობრივად და ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გაზრდილი მოსავალი
ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება
ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტი

საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3232 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
175 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB