გამოვიყენოთ შეხრჩოლების მეთოდი-საგაზაფხულო ყინვის წინააღმდეგ

104 Views Comment Off

წელს ზედმეტად თბილი და უჩვეულო ზამთარია. ხშირად ჰაერის ტემპერატურა 20-24 გრადუსსაც აღწევს. აყვავებულ შინდსა და ტყემალს შიშის ნატამალი არ ეტყობა. სამაგიეროდ, დამფრთხალი არიან გლეხები.

მოსახლეობის დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ წელს მოსავალი აღარ იქნება, ნაადრევად აყვავებულ ხეხილს თუ ვაზს მარტის ყინვა აუცილებლად დააზრობს და თუ შარშან ვაზის მოსავალი მთელ გურიაში არ იყო, წელს უარესია მოსალოდნელი.

წინასწარ დარდსა და უიმედობას, სჯობს მოვემზადოთ.

მარტის ბოლოსთვის ჩვეულ წაყინვებს შეხრჩოლების მეთოდით უნდა შევეწინააღმდეგოთ.

თუ მიწაზე თოვლი დევს, ამ შემთხვევაში უძლურები ვართ. სხვა შემთხვევაში კი, როგორც, ძირითადად, მარტის ბოლოს იჩენს ხოლმე ყინვა თავს, შეხრჩოლება ასეთი წესით უნდა მოვახდინოთ: თივის, ხმელი ფოთლების, სხვა მცენარეული ნარჩენების და ძველი საბურავების თავმოყრა და თანაბრად განაწილება მოვახდინოთ იმ ფართობებში, სადაც ვაზი თუ ხეხილოვანი ნარგავები გვაქვს. ყინვის პერიოდში, საღამოს უნდა მოვუკიდოთ მბჟუტავი ცეცხლი, ისე, რომ კვამლმა ხელოვნური ნისლი წარმოშვას.

ასეთი ხერხით, ორი-სამი დღის მანძილზე, ადვილი შესაძლებელია, კვირტში გამოსული მცენარეები გადავარჩინოთ.

გურია news

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
326 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
5332 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB