დამწყები ფერმერისთვის-კომბოსტო-კულტურის მოკლე დახასიათება

1051 Views Comment Off

კომბოსტოს ყველა სახეობა ორწლიანი კულტურებია. ერთწლიანია მხოლოდ პეკინის კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი.
ორწლიანი სახეობები პირველ წელს ივითარებენ დიდი ზომის თავს, სადაც ხდება საკვები ნივთიერებების დაგროვება, ხოლო მეორე წელს მცენარე ინვითარებს ძლიერ (სიმაღლით 1,75 მ-მდე) სწორმდგომ ღეროს გვერდითი ყლორტებით, რომლებზედაც ვითარდება ყვავილები და პარკები თესლებით.

ყვავილოვან და პეკინის კომბოსტოებს ღერო, ყვავილები და თესლი პირველივე წელს უვითარდებათ.

სავეგეტაციო პერიოდის (აღმოცენებიდან ტექნიკურ სიმწიფემდე პერიოდი) მიხედვით არის კომბოსტოს საადრეო, საშუალო, საშუალოდ-საგვიანო და საგვიანო ჯიშები და ჰიბრიდები. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა ასევე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კლიმატურ პირობებსა და განხორციელებულ აგროტექნიკაზე.

საადრეო ჯიშების/ჰიბრიდების ვეგეტაციის ხანგრძლივობა შეადგენს 103-130 დღეს, საშუალოსი – 131-145 დღეს, საშუალოდ-საგვიანოსი – 146-160, ხოლო საგვიანოსი კი 161-185.

კომბოსტოს საუკეთესო წინამორბედებად ითვლება კარტოფილი, კიტრი, ხახვი, პომიდორი, საშემოდგომო ხორბალი და პარკოსნები.
კომბოსტოს სიცივის ამტანი კულტურაა.

ყველაზე სიცივის ამტანად უნდა ჩაითვალოს ყვავილოვანი კომბოსტო.

ახლად აღმოცენებული კომბოსტოს ღივები ღია გრუნტში თავისუფლად უძლებენ 1-3 გრადუს ხანმოკლე ყინვებს, ასევე უძლებენ 5-6 გრადუს ყინვას პირველი-ორი ფოთლის ფაზაში.

ჩითილის პერიოდში მცენარის ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალურად ითვლება 12-15 გრადუსი ყვავილოვანი კომბოსტოსათვის. ფესვთა სისტემის ინტენსიური განვითარება მიმდინარეობს 150C-ით ქვემოთ ტემპერატურისას.

მოზრდილი კომბოსტოების ზრდა-განვითარებისათვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა 15-18 გრადუსი.

25 გრადუსის ზემოთ ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს თავების ფორმირებასა და მათ ზრდის დასრულებაზე, იზრდება იმ მცენარეთა რაოდენობა, რომლებიც ვერ ინვითარებენ თავებს ანდა ვერ ასრულებენ თავების განვითარებას ჯიშისთვის დამახასიათებელ ზომებში – თავი უფრო ფაშარი და შემოუსვლელი რჩება.

ყველა სახის კომბოსტოები დიდ მოთხოვნებს აყენებენ ნიადაგისა და ჰაერის ტენიანობის მიმართ. ნიადაგში ტენის დეფიციტი ახანგრძლივებს მცენარის ვეგეტაციას, აჩერებს თავების ფორმირებას, ბევრი მცენარე ვერ ინვითარებს თავებს ანდა ვითარდება არასტანდარტული თავები, რომლებიც ვერ აღწევენ სტანდარტულ სიდიდეს.

კომბოსტო მიეკუთვნება ხანგრძლივი დღის მცენარეთა ჯგუფს და მოითხოვს გრძელი დღის პირობებში ინტენსიურ განათებას, განსაკუთრებით განვითარებას პირველ პერიოდში.

გრძელი და განსაკუთრებით ხანგრძლივი დღე აჩქარებს მცენარეთა ზრდა-განვითარებას, საასიმილაციო აპარატის ფორმირებას. ხანგრძლივი განვითარებისას ჩქარდება ყვავილების წარმოქმნა, ვიდრე მოკლე დღის პირობებში და ა.შ.

საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB