ბზის დამწვრობა — Box Blight და მასთან ბრძოლის ღონისძიებები

1083 Views Comment Off

ბზის კულტურის საშიში საკარანტინო დაავადებაა, რომელიც 2011 წლამდე საქართველოში არარეგისტრირებულ დაავადებად ითვლებოდა.

ის პირველად 2010 წლის შემოდგომაზე იქნა დაფიქსირებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, კოლხური ბზის (Buxus colchica) კორომებსა და ქვეტყეში რეინჯერების მიერ, როგორც უცხო დაავადება, რომელმაც ბზის ფოთლების მასიური ცვენა გამოიწვია.

ამ დაავადების სამშობლოა მექსიკა და კარიბის ზღვის აუზი. ევროპაში შემოვიდა გასული საუკუნის ბოლოს, ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე 2010 წელს.

ბზის დამწვრობის გამომწვევია სოკო Cylindrocladium buxicola. სოკო აზიანებს ფოთლებს, სადაც იQჭრება ბაგეებიდან და ახალგაზრდა ყლორტებს. ფოთოლი მურაყავისფერს, ან მუქი არშიით შემოვლებულ ღია ყავისფერს იღებს, რომლის ქვედა მხარეზეც ჩნდება თეთრი ფიფქი, სოკოს მიცელიუმი და ნაყოფიანობა, ფოთოლი ხმება და ცვივა.

დაზიანებული ფოთლებიდან სოკო გადადის ყლორტებში, რომელთა დაზიანების შემთხვევაში მათზე ჩნდება შავი გრძივი ლაქები, მიცელიუმი ავსებს ჭურჭელ-ბოჭკოვან კონებს, რის შედეგადაც ყლორტები ხმება, ბზის ბუჩქი მეჩხერდება და რამოდენიმე წელში ხმება.

ზოგჯერ ბზის დამწვრობის გამომწვევ სოკოს თან ახლავს მეორადი პათოგენი ბზის შავი სიდამპლის გამომწვევი სოკო. სოკოს სპორები მეტად აქტიურია. ისინი შეჭრიდან 5 საათში იწყებენ სწრაფ ზრდას და 48 საათში მიცელიუმი და კონიდიუმები ყალიბდება. კონიდიუმებს წვერწამახვილებული ელიფსოიდური ფორმა აქვს.

სოკო კარგად ვითარდება ტენიან პირობებში, ჩახშირებულ ნარგაობაში.

bza_boxblight_590002728282205444751

განვითარების ოპტიმალური პირობებია 18-250C, მაღალი ტენიანობა. 300C-ის ზემოთ სოკოს განვითარება ნელდება და 350C-ის ზემოთ სოკოს სპორების წარმოქმნა ჩერდება, თუნცა ტემპერატურის ოპტიმუმამდე მიღწევისთანავე იგი აგრძელებს განვითარებას.

დაავადების პიკი მოდის სექტემბერ-ნოემბრის შუალედში. მისი სპორების გადამტანია წვიმა, ქარი, სარწყავი წყალი, სასხლავი ხელსაწყოები. რადგან სპორები წებვადია, ისინი შეიძლება გადაიტანოს ფრინველმა, ცხოველმა და ადამიანმა ტანსაცმლით.

სპორები ყინვისა და გვალვაგამძლეობით ხასიათდებიან, მოსვენებულ მდგომარეობაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას.

მცენარეების გადასარჩენად და ინფექციის გავრცელების აღსაკვეთად, უპირველეს ყოვლისა, უნდა გატარდეს საკარანტინო ღონისძიებები.

boxblight_bza_49910114117113170157

მოიჭრას დაავადებული ნაწილები, ამოიძირკვოს გამხმარი ძირები, შეგროვდეს ჩამოცვენილი ფოთლები, ეს ყველაფერი დაიწვას და ღრმად ჩაიმარხოს. თუ შესაძლებელია, უნდა მოიხსნას ნიადაგის ზედაპირული ფენა, რომელიც სპორებით არის დასენიანებული.

მცენარეებს შორის უნდა იყოს სივრცე კარგი აერაციისათვის; მისი ბინადრობის ადგილი უნდა იყოს მშრალი და კარგად განათებული. დაავადებულ მცენარეებთან მუშაობისას გამოყენებული ინვენტარი, ხელთათმანი და ფეხსაცმელი უნდა გაიწმინდოს სპირტით ან საყოფაცხოვრებო მათეთრებლით.

დასარგავად უნდა შეირჩეს საღი მასალა. (რომ დავრწმუნდეთ სარგავი მასალის სისაღეში, ეს მასალა 3 კვირის მანძილზე უნდა შევინახოთ იზოლირებულად და დავაკვირდეთ). რწყვა უნდა მოხდეს მიგდებით, ისე რომ ფოთლები არ დასველდეს.

სამწუხაროდ, ეს დაავადება მთელს მსოფლიოში არ არის კარგად შესწავლილი და მისი საწინააღმდეგო ფუნგიციდების ასორტიმენტი მცირეა. ეს ფუნგიციდებიც კი არ კლავენ სოკოს , არამედ თრგუნავენ მას და იზოლაციაში აქცევენ. ასეთი ფუნგიციდებია:

პენკონაზოლის (ტოპაზი და მისი ანალოგები: პრეფექტო, პინაკლი, პესოსი ტოპკონაზოლი, კობუზი ხარჯვის ნორმით 0,5-1 ლ/ჰა), კრეზოქსიმეთილის (სტრობი და მისი ანალოგები: სტრობსტარი, პროგრესი – 0,3 კგ/ჰა), პირაკლოსტრობინისა და ბოსკალიდის (სიგნუმი- 1კგ/ჰა) მოქმედი საწყისის მქონე პრეპარატები.

აღნიშნული პრეპარატები გამოცდილია ევროპის ქვეყნებში Cylindrocladium buxicola-ს წინააღმდეგ.

რეკომენდირებულია წელიწადში უნდა ჩატარდეს მინიმუმ სამჯერადი წამლობა. 1) აპრილ-მაისი. 2) ივნის-ივლისი და 3) შემოდგომაზე.

შესხურებისას ფოთლები კარგად უნდა დასველდეს. ხშირი ნალექების, მაღალი ტენიანობისა და ოპტიმალური ტემპერატურის პირობებში წამლობა უნდა განმეორდეს ყოველ 15 დღეში.

წყარო: სურსათის ეროვნული სააგენტო

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1331 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB