ბრიკეტი ეკოლოგიურად სუფთა საწვავი საშუალება, მარტივი დაზგის სქემა

იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი ვიყოთ ეკოლოგიურად სუფთა საწვავით, აუცილებელი არ არის მისი შეძენა.

თუ თქვენ ცხოვრობთ ისეთ ადგილზე, სადაც შესაძლებელია შემდეგი მასალების მოპოვება: ფოთლები, ბოსტნეულის ღერო, სიმინდის ღერო, ტოტები, თხილის ნაჭუჭი, ნამჯის ნარჩენები, ქაღალდი, ნახერხი, წალამი და სხვა. მაშინ თქვენ შეგიძლიათ საწვავი ბრიკეტების მიღება.

საწვავი ბრიკეტის წარმოება არის თანამედროვე მიდგომა გარემოსადმი, ეს არის ტექნოლოგია რომელიც იცავს ტყეებს განადაგურებისაგან, ხელს უწყობს ეროზიული მოვლენების და გაუდაბნოების პროცესის შეჩერებას და ამასთან ის ეკონომიკურად მომგებიანია.

ბიომასა (ორგანული ნარჩენები) წარმოადგენს ენერგიის ძვირფას წყაროს და მისი გამოყენება შეგიძლიათ შეშის ალტერნატივად საჭმლის მოსამზადებლად და გათბობისათვის, თუ სრულად არა ნაწილობრივ მაინც.

ხისგან განსხვავებით ბრიკეტს ცეცხლი ადვილად ეკიდება, ნაკლებად ბოლავს, თანაბარ ტემპერატურას გამოყოფს წვის დროს და მაღალი თბოკალორიული ღირებულება აქვს. ორგანული მასისგან დამზადებული ბრიკეტი 22% მეტ ხანს იწვის ვიდრე შეშა და 18%-ით მეტ სითბოს გამოყოფს.

მინუსად შეიძლება მივიჩნიოთ მაღალი მგრძნობიარობა ტენის მიმართ.

ბრიკეტი, ბიომასა

ბრიკეტის პრესის დამზადების ტექნოლოგია ძალზე მარტივია.

ბრიკეტირების მთელი პროცესი მოიცავს:

  • ნარჩენების შეგროვებას;
  • დანაწევრებას;
  • კომპოსტირებას;
  • დაპრესვას.

ორგანული მასაში არსებული ტენი (წყალი) უნდა გამოიწუროს, ბრიკეტირების მანქანის (პრესის) საშუალებით. იგი იპრესება ბრიკეტების ფორმით, რის შემდეგაც უნდა მოხდეს გამოშრობა.

ბრიკეტირების მარტივი დაზგის აგება ადვილად შესაძლებელია საკუთარი ხელით.

ქვემოთ მოცემულია დაზგის პრინციპის სქემა

press_brikeT_agro_3636343337715

ამ სქემის მიხედვით აგებული მარტივი დაზგა.

press_brikeT_5422220257.jpg

რა თქმა უნდა მარტივი დაზგა სხადასხვაგვარია, მაგალითად ქვემოთ ფოტოზეა მარტივი ორიანი დაზგა.

ბრიკეტის, მარტივი, დაზგა, ბრიკეტირება

წარმატებებს გისურვებთ!

იხილეთ აგრეთვე: როგორ ვაწარმოოთ ბიომასის ბრიკეტები

თქვენი რეკლამა