ბოსტნეულის ზოგიერთი დაავადება და დაცვის პროფილაქტიკური ღონისძიებები

226 Views Comment Off

ბოსტნეულის კილა, ფომოზი ანუ მშრალი სიდამპლე,ფუზარიოზი და კომბოსტოს ბუგრი; პროფილაქტიკა და დაცვა

ბოსტნეულის კილა
დაავადება განსაკუთრებით კომბოსტოს ფესვთა სისტემას აზიანებს. ფესვებზე ვითარდება სხვადასხვა ზომის და ფორმის ნაზარდები.

ფესვები და ფესვაკები სუსტად ვითარდებიან, მცენარის ზრდა-განვითარება ფერხდება ფერხდება და თავის დახვევა ან არ იწყება ან ჩერდება. დაავადებული ჩითილის გადარგვას აზრი არ აქვს არა აქვს, დაავადებული მცენარეების გამოცვლა ძნელია.
გარეგნულად დაავადება ვლინდება ქვედა ფოთლების ხმობით, ეს პროცესი განსაკუთრებით ნათლად ჩანს ცხელ დღეებში.
დაავადებულ ნაზარდებში, იქ სადაც დაავადების სპორა ვითარდება, ქსოვილი სწრაფად ლპება, სპორები თავისუფლდებიან და ნიადაგში ხვდებიან. აღსანიშნავია, რომ ცხოველმყოფელობას 4-დან 7-წლამდე ინარჩუნებენ.

მაღალი ტენიანობის, ტემპერატურისა და მჟავიანობის პირობებში, სპორები ჭიაყელებისა და სხვა მწერების მეშვეობით, წყალთან ერთად, ხვდებიან მცენარეთა ფესვთა სისტემაზე და აავადებენ მას ზრდა განვითარების ყველა ფაზაში. განსაკუთრებით კი ახალგაზრდა მცენარეებსა და ჩითჳლებს.

სხვა მცენარეებთან შედარებით, კომბოსტო და თალგამში ადვილად ავადდებიან, ნაკლებად — ბოლოკი.

პროფილაქტიკა და დაცვა

მიზანშეწონილია სათბურში და ორანჟერიაში დაავადებული ნიადაგის გამოცვლა და მჟავე ნიადაგების მოკირიანება. ჩითილები დარგვამდე დაამუშავეთ. თუ მცენარე ღია გრუნტშია, აუცილებელია ნაკვეთიდან სხვა მცენარეთა ნარჩენების გატანა და მურკების დაწვა.

ფესვებზე არასასიამოვნო სუნის და ქმნილი ნაზარდების შემთხვევაში, მცენარეები მოაცილეთ ნაკვეთს. წარმოებისათვის უნდა შეირჩეს მაღალიმუნური ჯიშები. აღსანიშნავია ისიც, რომ მცენარე რომელიც განოყიერებულ კვლებში (500 გრ ერთ მეტრ კვადრატზე) ან მოკირიანებულ (35-40 გრ) ადგილზე ირგვება, ნაკლებად ზიანდება ამ დაავადებით.

ფომოზი — მშრალი სიდამპლე

ფომოზი, ანუ მშრალი სიდამპლე, ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა. ფომოზი აზიანებს ბევრ რთულ ყვავილოვან მცენარეს და პირველ რიგში მათ ჩითილებს. ინფიცირების დროს, მცენარის ფოთლებსა და თავებზე ჩნდება მონაცრისფრო -მოყვითალო ლაქები, თავის დახვევის ფაზაში კი, ფესვებზე ვითარდება მშრალი სიდამპლე. ამის გამო მცენარე ყვითლდება და ხმება. თავები აღარ იზრდება. დაავადება პროგრესირდება თბილსა და ტენიან ამინდებში.

მოსავლის არების შემდეგ დაავადების აღმძვრელი რჩება მცენარის ნარჩენებზე, თესლში კი მურკებზე. სოკო მცენარეში აღწევს მექანიკური და მავნებელი მწერების მიერ მიყენებული ზიანის შედეგად. მისი გადატანა ხდება, ასევე წყლის, ქარისა და ადამიანების საშუალებით.

პროფილაქტიკა და მკურნალობა

თესლი თესვამდე უნდა დამუშავდეს 50 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე 20-25 წუთის განმავლობაში (შემდგომი გაცივებით). აუცილებელია დაიცვათ თესლბრუნვა და მცენარე თავის ადგილს 3-4 წლის განმავლობაში არ დაუბრუნდეს.

სათბურებში ჩაატარეთ ნიადაგის სათანადო დამუშავება მისი გაჯანსაღების მიზნით. დაიცავით ტემპერატურის და მორწყვის რეჟიმები. დროულად მოაცილეთ დაავადებული მცენარეები და და გაიტანეთ ისინი ნაკვეთიდან. თუ ეს ღონისძიებები არ აღმოჩნდა ეფექტური, მაშინ გამოიყენეთ ფუნგიციდების, მაგალჳთად რიდომელ გოლდისა და ბაილეტონის კომბინირებული ნარევი.

ფუზარიოზი

დაავადების აღმძვრელია სოკო ფუზარიუმ ცოკგლუტიანი, რომელიც ძირითადად კომბოსტოს ჩითილებს აზიანებს, დაზიანებული ფოთლები კარგავენ ტურგორს. ზედაპირზე ჩნდება მოყვითალო-მომწვალო ლაქები, მცირე მუქი ხალებით. ფოთლის გადანაჭერზე კარგად მოსჩანს ძარღვების ბაცი ყავისფერი რგოლები. დაავადებული მცენარის ფოთლები იწყებენ ნაწილობრივ ან მთლიანად გაყვითებას, შემდეგ კი ცვივიან. თავი მრუდდება, ფორმას კარგავს ფოთლები. დაავადება კერების სახით იჩენს თავს. ფუზარიოზით ავადდება ასევე, კოლრაბი. ყვავილოვანი და ბრიუსელი კომბოსტო. ინფექცია ინახება ნიადაგსა და მცენარეულ ნარჩენებზე.

პროფილაქტიკა და მკურნალობა

ამ მიზნით საჭიროა დაავადებული მცენარეებისგან ნაკვეთის გათავისუფლება და მათი დაწვა. თესვამდე თესლი უნდა დამუშავდეს 50 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში (შემდგომი გაცივებით). აუცილებელია დაიცვათ თესლბრუვა, მცენარე თავის ადგილს არ უნდა დაუბრუნდეს 3-4 წლის განმავლობაში. სათბურებში, ნიადაგის გაჯანსაღების მიზნით, საჭიროა მისი დამუშავება კალიუმ პერმანგანატის ხსნარით, ან კონტაქტური ფუბგიციდით (5 გრ 10 ლიტრ წყალზე).

კომბოსტოს ბუგრი

კომბოსტოს ბუგრი ფართოდ გავრცელებული მავნებელია, ის აზიანებს როგორც კომბოსტოს, ისე რთულ ყვავილოვანთა სხვა მცეანრეებს. ბუგრი მცირე ზომის მწუწნავი ინსექტიციდია. დედა ბუგრი უფრთო, მომწვანო-მონაცრისფრო ფერისაა და შავი ფერის კვერცხებს დებს. ბუგრები დიდ კოლონიებად ცხოვრობენ, იკვებებიან მცენარის წვენით და ერთი ზაფხულის განმავლობაში შეუძლიათ 16 თაობის მოცემა.

ბუგრისგან დაზიანებული ფოთლები ხმება და ცვივა. კომბოსტოს ბუგრის გამრავლებას ხელს უწყობს თბილი და ტენიანი ამინდი.
meurne.sknews.ge
Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ქლოროფიტუმი საუკეთესო მცენარეა ოთახში ჰაერის გასაწმენდად
499 Views

ქლოროფიტუმი (ლათ. Chlorophytum, ინგ. Spider plant) საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა, მისი მოვლა მოყვარულ მებაღესაც არ გაუჭირდება, ამასთან ის საუკეთესოა ოთახში ჰაერის გაწმენდის თვალსაზრისით. მეცნიერები ოთახში ჰაერის გასაწმენდად სხადასხვა ცდებს და კვლევებს ატარებდნენ. მაგ. სპეციალურ კამერაში (მცირე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ხეშავი (Rhamnus cathartica) — სამკურნალო მცენარე
1342 Views

ხეშავი ძლიერ დატოტვილი ბუჩქიანი პატარა ხეა ხეჭრელისებთა ოჯახიდან, სიმაღლით 8 მ-მდე მისი დაბრეცილი ტანი დაფარულია შავი ფერის ხაოიანი დახეთქილი კანით, რომელიც ფენა-ფენად ძვრება. ტოტები ეკლიანი აქვს. ახალგაზრდა ტოტებზე ქერქი მოწითალო-ყავისფერია, პრიალა. ყუნწიანი ფოთლები

სრულად
აგროკავკასია FB