ბოსტნეული კულტურების მავნებლები და მათთან ბრძოლის საშუალებები

559 Views Comment Off

ალბათ არაერთხელ გსმენიათ ბოსტნეულ კულტურებზე გავრცელებული მავნებელი დაავადებებისა და მათთან ბრძოლის მეთოდების შესახებ. ბუნებრივია ჩვენც, როგორც მომხმარებელი მუდმივად ვხდებით მათ მიერ მოყენებული ზიანის მსხვერპლი.

სწორედ ამიტომ გამუდმებით ხდება სხვადასხვა მეთოდების გამოცდა იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ასობით სხვადასხვა მავნებელი. ჩვენი გაზეთი საშუალებას გაძლევთ, გაეცნოთ სხვადასხვა მეთოდს, რომელსაც ვიმედოვნებთ, რომ აქტიურად გამოიყენებთ თქვენს სამომავლო საქმიანობაში და ამით ხელს შეგიწყობთ პირადი წარმატების მიღწევაში.

სტატიაში გაეცნობით კიტრის, პომიდვრის, ნივრის და ხახვის ზოგიერთ მავნებელი დაავადებას და მათთან ბრძოლის მეთოდებს.

კიტრის მავნებლები და დაავადებები

ბუგრები

ბუგრები სახლდებიან უპირატესად ახალგაზრდა ფოთლების ქვედა მხარეზე, ასევე ყლორტებზე და წუწვნით აზიანებენ მათ. ფოთლები უფერულდება, იკრუნჩხება და შემდეგ ხმება, საბოლოო ჯამში მცენარე იღუპება. ბუგრების წინააღმდეგ ვიყენებთ: აქტელიკს 0.15%, კარბოფოსს 0,1%, კონფიდორს 0,04%, პირინექსს, აქტელიკს 0,04 %.

აბდაუბდა ტკიპა

ტკიპა და მისი მატლები წუწნიან ფოთლებს, ფოთლის და ნაყოფის ყუნწებს, აჩენენ მათზე წინწკლებს, ფოთლები უფერულდება და ცვივა. ტკიპა პატარა ზომისაა 0,25-0,45 მმ სიგრძის, მოყვითალო-მომწვანო ფერის, კვერცხებს დებს ფოთლის ქვედა მხარეს და აბამს აბლაბუდას ქსელით. საბრძოლველად გამოიყენება 0,15 % აქტელიკი, 0,1 % კარბოფოსი, 0,2% ნეორონი, 0,03-0,05% ნისორანი, 0,03-0,05% სანმაიტი, ობერონი 0,4%.

ნაცარი

დაავადება დასაწყისში ფოთლებზე ცალკეული გაფანტული ლაქების, ბაცი ნაცრისფერი, ნაზი ფიფქის სახით ვითარდება. შემდეგ კი ფოთოლი და ყუნწი მთლიანად მუქი ნაცრისფერი ფიფქით იფარება. ფოთლები ყვითლდება, ჭკნება და ნაყოფი ვეღარ ხარობს. მცენარე ნაადრევად ხმება. საბრძოლველად ნაცრის პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე ტარდება შესხურება ფუნგიციდებით: ბაილეტონი 0,01%, ტოპაზი 0,02%, კოლოიდური, ბამპერი 0,1 %, გოგირდი 0,5-1%.

კიტრის ჭრაქი (პერენესპოროზი)

ჭრაქით ავადდება ფოთოლი, რომლის ზედა მხარეზე ყვითელი დაკუთხული ლაქები ჩნდება, ქვედა მხარე კი მონაცრისფრო-იისფერი ნაზი ფიფქებით იფარება, ფოთოლი ხმება და ადვილად იფშვნება. დაავადება ინტენსიურად ვითარდება ჭარბი ტენის პირობებში, ოპტიმალური ტემპერატურა 15-20 გრადუსი ცელსიუსით. საბრძოლველად გამოიყენეთ შავიტი 0,2 %, რიდომილი მც ან რიდომილ გოლდი 0,25%, სპილენძის ქლორჟანგი 0,5%, ბორდოულის სითხე 1%, იტერალი 0.4%, კოსაიდი 0.4%, ანტრაკოლი 0.4%, ტატუ 0.5%. ბრძოლის ღონისძიებას ვიწყებთ სისტემური ფუნგიციდებით (რიდო-მილ გოლდი) და შემდეგ ვაგრძელებთ კონტაქტურით (ანტრაკოლი, სპილენძის ქლორჟანგი, ბორდოულის სითხე).

ანტრაქოზი

ანტრაქოზი კიტრის ფოთლებს აავადებს ადრეულ სტადიაზე, ზედ აჩენს არამკვეთრად გამოსახულ ლაქებს, რომელთა რიცხვი და ოდენობა დამოკიდებულია ავადმყოფობის განვითარების პირობებზე. თუ პირობები კარგია, ლაქები დიდდება, მრავლდება და ხშირად ფოთლის ფირფიტის გახმობასაც იწვევს. ერთეული ლაქები მკვეთრი არაა და ოდნავ მოწითალო ფერი გადაკრავთ.

ღეროს დაავადებისას, იმის მიხედვით, თუ რა ადგილას მოხვდება ინფექცია, სხვადასხვა შედეგი შეიძლება ჰქონდეს: თუ დაზიანება ღეროს ფესვის ყელთანაა, მაშინ მთელი მცენარის გახმობას იწვევს, თუ ღეროს ნაწილია დაზიანებული, მაშინ მისი გახმობა ხდება და მისი უკანა ნაწილი ახალ ბწკალს გამოიტანს. საბრძოლველად გამოიყენეთ შავიტი 0,2 %, რიდომილი მც ან რიდომილ გოლდი 0,25%, სპილენძის ქლორჟანგი 0,5%, ბორდოს ნარევი 0,5%.

სამხრეთული ფესვის სიდამპლე

სამხრეთული ფესვის სიდამპლე გოგროვანთა საერთო ავადმყოფობაა. იწვევს ღეროსა და ნაყოფის დაავადებას. ნაყოფის დაავადება სწრაფად მიმდინარეობს. დაავადება იწყება ნიადაგის მხრიდან, სოკო იჭრება ნაყოფში და იწვევს ქსოვილის დაშლას. ნაყოფი კარგავს თავის ფორმას, დამპალი მხრიდან ჯდება ანუ ბრტყელდება, შემდეგ კი სკდება. საბრძოლველად გამოიყენეთ პრეპარატ პრევიკურის შესხურება ნიადაგზე დათესვიდან აღმოცენებამდე 0,2% და მეორედ მცენარეების აღმოცენების შემდეგ 0,15-0,2 %.

ზოგადად სარეველებთან საბრძოლველად გამოიყენება ჰერბიციდები სარდონი, მისტრალი, ზენკორი. კულტურული მცენარის გადარგვიდან 2 კვირის შემდეგ (0,7კგ/ჰა; ორლებნიანი სარეველების წინამღდეგ) და ერთლებნინი ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სარეველების წინაამღდეგ (თაგვიყანა, გლერტა, შალაფა, ჭანგა) აგილი 0,6-0,8 ლ/ჰა-ზე, ფიუზილად ფორტე ან ფიუზილად სუპერი 2-4 ლ/ჰა-ზე.

პომიდვრის მავნებლები და დაავადებები

მახრა

მახრა გავრცელებულია თითქმის ყველგან. იგი აზიანებს მცენარეთა ფესვებს, რაც მას ნიადაგში მოძრაობის დროს ხვდება, ანადგურებს თესლს. ზრდასრული მახრა სხეულის ზედა მხრიდან მუქი ყავისფერია, ქვედა მხრიდან მოყვითალო ყავისფერი, სიგრძით 35-57 მმ.

მახრა ზრდასრული ფორმით ზამთრობს ნიადაგში სხვადასხვა ასაკის მატლების სახით 50-100 სმ-ის სიღრმეზე. გაზაფხულზე ამოდის ნიადაგის ზედა ფენაში და იწყებს მავნებლობას. ბრძოლის ღონისძიებები: საბრძოლველად იყენებენ მისატყუებელ მასალას, როგორიცაა ინსექტიციდ გარეული ხორბალი, დაღერღილი სიმინდი, ქატო, კომბინირებული საკვები და ა.შ.

თუ მარცვალს გამოვიყენებთ უნდა მოიხარშოს შერბილებამდე, შეერიოს მშრალი წონის 5% თუთიის ფოსფიდი და 3% მცენარეული ზეთი. მისატყუებელი მასალა უნდა ჩაითოხნოს ნიადაგში კვლე- ბის გასწვრივ 10 დღით ადრე კულტურის დათესვამდე ან დარგვამდე (ან მოაბნევენ ნაკვეთის ზედაპირზე). ხარჯვის ნორმა 1 ჰა 50-60 კგ-ია.

5 ლიტრ წყალში იხსნება 50 გრამი ბი-58 ან პირინექსი, დაემატება მცენარეული ზეთი და იმდენი კომბინირებული საკვები რამდენსაც მიღებული ხსნარი შეირევს, მიღებულ მასას მოაბნევენ საჩითილის ან ნაკვეთის ზედაპირზე, აღნიშნული ღონისძიება სასურველია, ჩატარდეს 2-3 ჯერ.

კოლორადოს ხოჭო

კოლორადოს ხაჭო აზიანებს როგორც პომიდორს, ასევე კარტოფილს და ძაღლყურძენისებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენლებს. საქართველოს ბარის პირობებში ვითარდება ხოჭოს სამი გენერაცია, მავნებლები ძალზე სწრაფად მრავლდებიან და ანადგურებენ მცენარის ფოთლებს.

ბრძოლის ღონისძიებები: იყენებენ პირეტროიდების ჯგუფის პრეპარატებს დეცისი, შერპა, კარატე, ბულდოგი, კონფიდორი ან კონფიდორ მაქსი და სხვა 0,1-0,15 % კონცენტრაციით.

ხვატარები

დიდი ზიანი მოაქვს ხვატარს და მდელოს ხვატარს. გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში, აზიანებს ბოსტნეულ კულტურებს, ზამთრობს მცენარეულ ნარჩენებში. იძლევა 3 სრულ და ნაწილობრივ მეოთხე თაობას.

ბრძოლის ღონისძიებები: მოსავლის აღების შემდეგ ნარჩენების სრული განადგურება, ნიადაგის მზრალად ხვნა. ფოსფორორგანული პრეპარატები; ბი-58, აქტელიკი, პირინექსი, კარბოფოსი 0,15-0,2% კონცენტრაციით.

პომიდვრის ფიტოფტოროზი

დაავადება აზიანებს ძირითადად ფოთლებს, ზოგჯერ ნაყოფსაც. ფოთლებზე წარმოიქმნება მუქი რუხი უფორმო ლაქები. ტენიან ამინდში დაზიანებული ფოთლების ქვედა მხარეს წარმოიქმნება თეთრი ნაფიფქი. ფოთლის და ნაყოფის დაავადებული ადგილები მუქდება და ლპება. ჰაერის მაღალი ტენიანობა დაავადების გაჩენისა და გავრცელების ძირითადი პირობაა.

ბრძოლის მეთოდები — თესლბრუნვის დაცვა. დაავადების პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე ქიმიური პრეპარატებით შესხურება: ბორდოულის ხსნარი 1%, სპილენძის ქლორჟანგი 0,5 %, რიდომილი მც ან რიდომილ გოლდი 0,25%, იტერალი 0.4%, კოსაიდი 0.4%, ანტრაკოლი 0.4%, ტატუ 0.5%, შავიტი 0.2%. ბრძოლის ღონისძიებას ვიწყებთ სისტემური ფუნგიციდებით (რიდომილ გოლდი) და შემდეგ ვაგრძელებთ კონტაქტურით (ანტრაკოლი, სპილენძის ქლორჟანგი, ბორდოულის სითხე).

პომიდვრის ალტერნარიოზი

დაავადების დაწყებისას ფოთლების ქვედა მხარეს ჩნდება მუქი რუხი ფერის კონცენტრირებული ლაქები. პატარა, მუქი, წაგრძელებული ლაქები ჩნდება აგრეთვე ახალგაზრდა მცენარის ღეროს ქვედა ნაწილშიც. მუქი ლაქები, შავი ნაფიფქით წარმოიქმნება ნაყოფზეც. სოკო ვრცელდება კონიდიუმებით, ვრცელდება როგორც ნიადაგიდან, ასევე მცენარეული ნარჩენებიდან. ბრძოლის მეთოდები – თესლბრუნვის დაცვა. დაავადების პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე ქიმიური პრეპარატების შესხურება: ბორდოულის ხსნარი 1%, სპილენძის ქლორჟანგი 0,5 %, რიდომილი მც ან რიდომილ გოლდი 0,25%, იტერალი 0.4%, კოსაიდი 0.4%, ანტრაკოლი 0.4%, ტატუ 0.5%, შავიტი 0,2% და სხვა.

პომიდვრის ფოთლების მურა ლაქიანობა (კლადოსპოროზი)

აღნიშნული სოკო იწვევს ფოთლების დაავადებას, იშვიათად ყლორტებზეც გადადის. სოკო პომიდვრის ქვედა ფოთლებზე ჯერ მოყვითალო ლაქებს აჩენს, როლმებიც შემდეგში ყავისფერი ხავერდოვანი ფიფქით იფარება. სილაქავე ძალზე სწრაფად გადადის მცენარის ახალ ორგანოებზე და ხშირად მცენარის ნაწილის გახმობას იწვევს.

სოკოს განვითარება ხდება მაღალი ტენიანობის შემთხვევაში. ოპტიმალურ ტენიანობად ითვლება 95 %, 80% სინოტივის ქვევით სოკო განვითარებას ანელებს, ხოლო 50-60% დროს სრულიად არ ვითარდება. დაავადებისთვის ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება 22-25 გრადუსი ცელსიუსით, თუმცა მას შეუძლია გამოიწვიოს დაავადება 6-34 გრადუსის ფარგლებში.

ბრძოლის მეთოდები — თესლბრუნვის დაცვა. ტარდება შესხურება ფუნგიციდებით: ბაილეტონი 0,01%, ტოპაზი 0,02%, კოლოიდური გოგირდი 0,5-1%, ბამპერი 0,1 %, მერპანი 0,5-1 %.

მოგეხსენებათ, ხახვი და ნიორი ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რადგან ისინი სავსეა სხვადასხვა ვიტამინით. ამერიკელი მედიკოსების მონაცემების თანახმად, ყოველდღიური ხახვის და ნივრის მიღება ამცირებს პნევმონიის განვითარების რისკს გადატანილი გრიპის შემდეგ.

ხახვი და ნიორი აძლიერებენ ბავშვის იმუნიტეტს, ამცირებენ ანთების ჩამოყალიბების შესაძლებლობას. ამის გარდა ფიტოცინტები ასტიმულირებენ სისხლის წითელი უჯრედების გამომუშავებას, არეგულირებენ სისხლის განახლების პროცესს, ეს კი მატებს ორგანიზმს მდგრადობას ინფექციური და ვირუსული დაავადებების წინააღმდეგ. სპეციალისტები გვირჩევენ ბავშვებს დღეში ერთი კბილი ნიორი და რამოდენიმე ღერო მწვანე ხახვი ჩავურთოთ რაციონში.

ხახვისა და ნივრის მავნებელი დაავადებები

სარეველების წინააღმდეგ იყენებენ სხვადასხვა ჰერბიციდებს პენდიგანი ან სტომპი 3-6 ლ/ ჰა ნიადაგის შესხურება დათესვიდან 2-3 დღის შემდეგ კულტურის აღმოცენებამდე. კულტურული მცენარის აღმოცენების შემდეგ ორლებნიანი (ფართოფოთლოვანი) სარეველების წინააღმდეგ მიმართავენ პრეპარატ გალიგანის ან გუალის გამოყენებას 0,1-1 ლ/ჰა-ზე კულტურული მცენარის განვითარების ფაზების მიხედვით.

საწყის ფაზაში (ცალ ყურზე) ნაკვეთის დამუშავებას ვიწყებთ დაბალი დოზით 100 გ/ჰა, შემდეგში დოზა თანდათანობით იზრდება 150-200-300 გ/ჰა-ზე და ა.შ. ტოტრილი 1,5-3 ლ/ ჰა-ზე (ხახვის 2-4 ფოთლის ფაზაში). ერთლებნიანი სარეველების (შალაფა, ჭანგა, თაგვიყანა და ა.შ.) წინააღმდეგ იყენებენ პრეპარატებიდან ერთ-ერთს – აგილი 0,8-1 ლ/ჰა-ზე, ფიუზილად სუპერს ან ფიუზილად ფორტეს 2-4 ლ/ჰა-ზე, ასევე შეიძლება პრეპარატ ზელეკის გამოყენებაც 2-3 ლ/ჰა-ზე.

ხახვის ბუზის წინააღმდეგ უნდა მივმართოთ ნათესებში შესხურებას აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში 7-10 დღის ინტერვალით: ბი-58 0,2%, პირინექსი 0,2 %. ჭრაქის წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ: შავიტი 0,2 %, რიდომილი მც ან რიდომილ გოლდი 0,25%, სპილენძის ქლორჟანგი 0,5%, ბორდოს ნარევი 0,5%.

 გაზეთი “აგრომანი”

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3350 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წაბლი (Castanea Sativa Mill) სამკურნალო მცენარე
2056 Views

წაბლი — წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. წაბლი ერთ-ერთი მაღალი, 35 მ-მდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი კი საშუალოდ 1 მეტრამდეა, მაგრამ არც თუ იშვიათია 1,5 მ

სრულად
აგროკავკასია FB