ატმის ფოთლის სიხუჭუჭე სიმპტომები და მკურნალობა

3362 Views Comment Off

ატმის ფოთლის სიხუჭუჭე (Taphrina deformans Fuck) — მეტად საშიში დაავადებაა, გავრცელებულია საქართველოს ყველა რეგიონში.

სიმპტომები და განვითარება

ავადდება ფოთლები, ტოტები, ყვავილები და ნაყოფები. ფოთლების დაავადება მაისის მეორე ნახევრიდან ვლინდება.

დაავადება თავიდანვე ფოთლის ფირფიტის დახუჭუჭებით იწყება. ზოგ ადგილას ფირფიტა იბურცება, რის შედეგად მთელი ფირფიტა ხუჭუჭდება. დასაწყისში მწვანე ფერისაა, შემდეგ მკრთალდება, ხოლო საბოლოოდ მონაცრისფრო ფიფქი გადაეკვრება.

ფოთლის ფირფიტა სქელდება, უფრო უხეში და ადვილად მტვრევადი ხდება.

ყლორტების დაავადება უფრო მძიმე ფორმით მიმდინარეობს. ყლორტი სქელდება და დეფორმირდება. საბოლოოდ, ასეთი ყლორტები ხმება.

ყვავილები და ნაყოფები იშვიათად ავადდება. დაავადებისთანავე ყვავილი ხმება და ცვივა. დაავადება ყვავილიდან ნაყოფზე ჯერ კიდევ გამონასკვის პერიოდში გადადის და შემდეგ ახალგაზრდა ნაყოფის დეფორმაციას იწვევს.

ბრძოლის ღონისძიებები

აუცილებელია ჩამოცვენილი და გამხმარი ტოტების მოგროვება და დაწვა. კვირტების გაშლის წინ ხე უნდა შეიწამლოს 3%-იანი ბორდოს სითხით. ეფექტურია ფუნგიციდ ხორუსის ორჯერადი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში ყვავილობამდე 7-10 დღის ინტერვალით.

ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტი

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB