აქტიურ ტემპერატურათა ჯამი მხარეების მიხედვით

1855 Views Comment Off

კლიმატური რესურსების რაციონალური გამოყენებისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა პროდუქტიულობის ამაღლების პოტენციური შესაძლებლობის შესაფასებლად აუცილებელია ტერიტორიის სავეგეტაციო პერიოდის სითბოთი უზრუნველყოფის პირობების აღრიცხვა-შეფასება.

სითბო წარმოადგენს გეოგრაფიული გარემოს იმ ძირითად ფაქტორს, რომელიც განსაზღვრავს საერთოდ ცოცხალ ორგანიზმთა ზრდა-განვითარების პირობებს.

გეოგრაფიული მდებარეობა, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით შემოსაზღვრა და დასავლეთით შავი ზღვის არსებობა განაპირობებს საქართველოში, კერძოდ, მის დაბლობ ნაწილში, ჰაერის შედარებით მაღალ ტემპერატურას.

სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოვლა-მოყვანის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს სითბო წარმოადგენს. არასაკმარისი სითბოს შემთხვევაში მცენარეთა ნორმალური ზრდა-განვითარება და მითუმეტეს, მაღალი მოსავლის მიღება, თითქმის შეუძლებელია.

რაც უფრო ხანგრძლივია წლის თბილი პერიოდი და რაც უფრო მეტია ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურ ტემპერატურათა ჯამი, მით უფრო მეტია სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავალი და მაღალია ხარისხიც.

თ. დავითაიას მიხედვით, გაზაფხულის კლიმატურ ინდექსად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს საშუალო დღეღამური ტემპერატურის 100-ზე ზევით გადასვლის თარიღი. 100-ზე გადასვლის თარიღსა და მთელ თბილ პერიოდში დაგროვილ აქტიურ ტემპერატურათა ჯამს შორის არსებობს საკმაოდ კარგი კავშირი (კორელაციის კოეფიციენტი შეადგენს 0,6_0,9).

რაც უფრო გვიან დგება აღნიშნული თარიღი, მით ნაკლები აქტიურ ტემპერატურათა ჯამი გროვდება წლის მანძილზე; ე.ი. გვიანი გაზაფხული წარმოადგენს მოცემულ წელიწადში სითბოს მოსალოდნელი დეფიციტის მაუწყებელს.

სასოფლო-სამეურნეო კულტურათა უმეტესობა ვეგეტაციას იწყებს და ამთავრებს საშუალო დღეღამური ტემპერატურის 100 დადგომის თარიღთან დაკავშირებით. ამიტომ სითბოთი უზრუნველყოფის მაჩვენებლად აღებული გვაქვს 100-ზე მაღალი საშუალო დღეღამური ტემპერატურების ჯამი (იხ. სურ. 1).

წარმოდგენილი რუკის (სურ. 1 ) ანალიზი გვიჩვენებს, რომ სითბოთი ყველაზე მეტად უზრუნველყოფილია დაბლობი რაიონები, სადაც აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 40000 და მეტია.

ყველაზე მაღალი ჯამი 45500 და მეტი გროვდება კოლხეთში, კერძოდ, ქუთაისის დასავლეთით და მოიცავს სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტებს. აღებული რეგიონი წარმოადგენს მწვანე ბოსტნეულის წარმოების რაიონს, ზამთრის სავეგეტაციო პერიოდის გამოყენებით.

ბარის ზონას (500 მ-მდე სიმაღლე ზღვის დონიდან) შემოსაზღვრავს 38000-იანი იზოთერმა. ადგილის სიმაღლის მატებასთან ერთად, აქტიურ ტემპერატურათა ჯამი მცირდება ყოველ 100 მ სიმაღლეზე, დაახლოებით, 1600-ით და 1500 მ სიმაღლეზე 20000-მდე ეცემა.

საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს ზოლი 8000 და მასზე დაბალი სითბოს ჯამით. იგი ვრცელდება ჯავახეთის ზეგანსა და კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე 2200 _ 2300 მ ზემოთ.

ზონები:

I ზონა (> 40000 ) მოიცავს კოლხეთის დაბლობს (სურ. 1).

II ზონა (4000 — 35000 აქტიურ ტემპერატურათა ჯამების ზოლი) ვრცელდება დაახლოებით 600 მ სიმაღლემდე. 50-ზე მაღალი საშუალო დღეღამური ტამპერატურების ჯამი 4200 — 40000-ია, ხოლო 150-ზე მეტი კი 3200 _ 28000.

სავეგეტაციო პერიოდი იწყება აპრილის პირველ დეკადიდან შუა რიცხებამდე და გრძელდება 200 _ 190 დღეს.

გაზაფხულის ხანგრძლივობა დასავლეთ საქართველოში 80 _ 75 დღეა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 60 — 70 დღე; შემოდგომის ხანგრძლივობა დასავლეთ საქართველოში 80 _ 70 დღეა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 50-60 დღე. წლიური აბსოლუტური მაქსიმუმების საშუალო 350-ს აღწევს.

III ზონა (3500 — 30000) ვრცელდება 900-1000 მ სიმაღლემდე. 50-ზე მაღალი ტემპერატურების ჯამი 4000 — 35000-ია, ხოლო 150-ზე მეტი 2800 — 22000. სავეგეტაციო პერიოდის დასაწყისი მოდის აპრილის შუა რიცხვებიდან ბოლომდე და ვრცელდება 190-170 დღეს.

გაზაფხულის ხანგრძლივობა 75-70 დღეა, ხოლო შემოდგომისა 70-60. ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მაქსიმუმების საშუალო 34-330-ის ფარგლებშია.

IV ზონა (3000 — 20000) ვრცელდება დაახლოებით 1500 — 1600 მ სიმაღლემდე. 50-ზე მეტი ჯამი გროვდება 3500 — 23000, ხოლო 150-ზე მეტი 2200 — 6000. სავეგეტაციო პერიოდი იწყება აპრილის ბოლოდან მაისის შუა რიცხებამდე და გრძელდება 170-130 დღეს.

გაზაფხულის ხანგრძლივობა დასავლეთ საქართველოში 70-60 დღეა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 75-85 დღე. შემოდგომის ხანგრძლივობა საშუალოდ 70 დღეა. ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მაქსიმუმების საშუალო 33-280-ია.

V ზონა (2000 — 15000) ვრცელდება დაახლოებით 1900 — 2000 მ სიმაღლემდე. ზონაში 50-ზე მაღალი ტემპერატურათა ჯამების მნიშვნელობა 2300 — 20000-ია, 150-ზე მეტი კი 6000-ზე ნაკლები.

სავეგეტაციო პერიოდი იწყება მაისის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე და გრძელდება 90 დღეს. გაზაფხულის ხანგრძლივობა დასავლეთ საქართველოში 60 — 75 დღე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 85 — 90 დღეა. შემოდგომის ხანგრძლივობა 70 დღეს შეადგენს. ჰაერის ტამპერეტურის წლიური აბსოლუტური მაქსიმუმების საშუალო 28 -260-ია.

VI ზონა (1500 — 10000) ვრცელდება 2100-2200 მ სიმაღლემდე. 50-ზე მაღალი ტემპერატურათა ჯამი 2000-დან 15000-მდე მცირდება.

სავეგეტაციო პერიოდი იწყება ივნისის პირველ დეკადიდან შუა რიცხვებამდე, პერიოდის ხანგრძლივობა ზონაში საშუალოდ შეადგენს 80 დღეს. ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მაქსიმუმების საშუალო 26-დან 240-მდეა.

100-ზე მეტი ტემპერატურათა ჯამი (საშუალო მონაცემები) საქართველოს მხარეების მიხედვით. სამაგალითო ცხრილი

ცხრილი. ზოგიერთი მშრალი სუბტროპიკული კულტურების წარმოების აგროკლიმატური პოტენციალი საქართველოში. ვაჟა გოგიტიძე.

ავტორი: გივი გაგუა. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს აგროკლიმატური რესურსები.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2323 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1273 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB