აგროპერლიტის გამოყენება – მებოსტნეობა, მებაღეობა, მეყვავილეობა

ბოლო წლების განმავლობაში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მისაღებად, უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება ნიადაგის ბუნებრივი სუბსტრატები და ტორფის ყველა შესაძლო სახეობა, როგორც „სუფთა სახით“, ასევე ნარევი სახით ქვიშასთან, ვერმიკულიტთან, პერლიტთან, მინერალურ ბამბასთან. ნიადაგის ბუნებრივი სუბსტრატების მისაღებად დიდი უპირატესობა ენიჭება აგროპერლიტს.

აგროპერლიტი ეკოლოგიურად სუფთა მასალა, მარცვლის ზომა 1-5 მმ, ნაყრითი სიმკვრივე 90-130 კგ, ტენიანობა არა უმეტეს 5% – მიიღება ვულკანური წარმოშობის პერლიტის ნედლეულისაგან.

პერლიტი – ეკოლოგიურად სუფთა, ფხვიერი, ფოროვანი, რბილი, მსუბუქი, მტკიცე და გამძლე მასალაა. ცეცხლგამძლეობა: გამოყენების ტემპერატურა – მინუს 200-დან +900°С-მდე.

ახასიათებს შესანიშნავი თბოსაიზოლაციო და ბგერათსაიზოლაციო თვისება, აქვს მაღალი აბსორბაციის უნარი: შეიწოვს საკუთარი წონის 400%-ზე მეტი სითხეს, რომელსაც უსაფრთხოდ ინახავს და ნელ-ნელა აბრუნებს ტენს მცენარეების ფესვებში.

ბიოლოგიურად მდგრადობა: არ ექვემდებარება მიკროორგანიზმების მიერ დაშლასა და განადგურებას, არ წარმოადგენს მღრღნელებისა და ქვეწარმავლებისთვის მიმზიდველ გარემოს. ქიმიურად ინერტული: ნეიტრალურია ტუტეებისა და მსუბუქი მჟავების მოქმედებისას, სტერილურია, არატოქსიკური, არ შეიცავს მძიმე მეტალებს, pH – 7.0, ორთქლგაუმტარია და ახშობს ხმაურს 55 დეციბელამდე.

აგროპერლიტი გამოიყენება:

  • ნიადაგში ტენიანობის შესანარჩუნებლად, რაც საშუალებას იძლევა ნაკვეთზე მიწა კვირაში ერთხელ მოირწყას;
  • როგორც ნიადაგის სუბსტრატის საფუძველი სასათბურე მეურნეობებში, ფიტოტრონებსა და კლიმატურ საკნებში;
  • როგორც ხილ-ბოსტნეულის ჩითილის გამოსაყვანი სუბსტრატი;
  • როგორც ნიადაგის შემადგენელი კომპონენეტი ღია გრუნტებზე ხილ-ბოსტნეულის მოსაყვანად;
  • როგორც სუბსტრატის ბაზა სათბურებში კულტურების ჰიდროპონიკური მეთოდით მოსაყვანად;
  • ნიადაგის სუბსტრატის მოსამზადებლად ხილისა და კენკროვანი კულტურების დაფესვიანებისათვის;
  • როგორც კომპონენტი ხილისა და კენკროვანი კულტურების ნერგების კონტეინერებში მოსაყვანად;
  • როგორც სტრუქტურაწარმომშობი კომპონენტი ნიადაგის მომზადებისას ღია გრუნტებზე ინტენსიური კულტურების მოსაყვანად;
  • სანერგე ხვრელების მოსამზადებლად ტყის მასივების გაშენებისთვის;
  • საქოთნე კულტურების მოსაყვანად, ოთახის მცენარეებისა და ყვავილების მოსაშენებლად;
  • როგორც სტერილური და ბიომდგრადი შესაფუთი მასალა ხილ-ბოსტეულის ნერგების, ჩითილების, კალმებისა და ბოლქვების შენახვა-ტრანსპორტირებისთვის;
  • გაზონების, ჩოგბურთის კორტების, გოლფის მინდვრების მოსაწყობად, ასევე ნებისმიერი სპორტული მოედნის ბალახის საფარით უზრუნველსაყოფად;

ბოსტნეულის მოყვანის მთლიანი ციკლის დროს, აგროპერლიტი უზრუნველყოფს შესანიშნავ სანიაღვრე სისტემას და ამავე დროს ინარჩუნებს საჭირო ტენიანობას. არ მაგრდება და არ ლბება, ამცირებს ფესვების დანაკარგს ჩითილების და ნერგების ნიადაგიდან ამოღებისას, რადგან ის ეკვრის ფესვებს.

აგროპერლიტი მეყვავილეობაში − ეს არის ძალიან სტერილური გარემო და ნარევების დანამატი. აგროპერლიტი აკუმულირებს წყალს საკვებ ნივთიერებებთან ერთად და შემდეგ ამარაგებს მცენარის ფესვებს, ანუ მორწყვის დროს საკვები ნივთიერებები არ ირეცხება და რჩება აგროპერლიტის მარცვლებში, რითიც შემდგომში იკვებება მცენარე.

აგროპერლიტი – ეს არის ტენიანობის ბუნებრივი დამგროვებელი, რომელიც აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და ქმნის წყლისა და ჰაერის მოძრაობის უნაკლო სისტემას.

აგროპერლიტი – ეს არის თესლის დაჩქარებული აღმოცენება გრუნტში გადარგვამდე (ტენიან პერლიტში დათესვის შემთხვევაში); ეს არის მცენარეთა დაცვა (განსაკუთრებით ფესვების) ტემპერატურის მნიშვნელოვანი ცვლილებებისაგან გაზაფხულზე და ზამთარში ღია გრუნტებზე;  ნიადაგის გამაფხვიერებელი საჭირო ტენიანობის შესანარჩუნებლად.

აგროპერლიტის გამოყენება უზრუნველყოფს:

  • წყლისა და ჰაერის იდეალურ ბალანსს და ნიადაგის გაუმჯობესებულ სტრუქტურას;
  • ნიადაგის ჰაერდამჭერი შესაძლებლობების გაზრდას და აუცილებელ სანიაღვრე გარემოს;
  • ნიადაგზე ტემპერატურის ყოველდღიური ცვლილების გავლენის შემცირებას;
  • დანაკარგების შემცირებას როგორც ზედმეტი ტენიანობისას, ასევე ტენის ნაკლებობის დროს;
  • ნიადაგის ზედაპირზე ქერქის წარმოშობის თავიდან აცილებას;
  • ნიადაგის დატკეპვნის პრევენციას;
  • მცენარეების ფესვთა სისტემის თანაბრად განაწილებას;
  • პროდუქციის ღირებულების შემცირებას მოსავლის 10-20% ზრდის ხარჯზე.

აგროპერლიტი ფართოდ გამოიყენება პომიდვრის მოყვანისას. ამ შემთხვევაში, რთული შემადგენლობის გრუნტი უნდა აკმაყოფილებდეს სხვადასხვა მოთხოვნებს: იგი უნდა ხასიათდებოდეს მაღალი ფორიანობით (65-75%), შემცირებული წყლის მოცულობით (45-50%), ჰაერის მოცულობით – 20-25%, სიმკვრივე – 0,4-0,6 გ/სმ².

აქედან გამომდინარე, ნიადაგში შეჰყავთ ის კომპონენტები, რომლებიც ხასიათდებიან მაღალი ფორიანობით და წყალგამტარობით. როგორც წესი, კომპონენტები სათბურის გრუნტში შეაქვთ შემდეგი თანაფარდობით: აგროპერლიტი 20-30%, ტორფი – 50-60%, კომპოსტი – 20-30%.

ტრადიციულად, ბოსტნეულის მოსაყვანად სათბურებში იყენებდნენ მინერალურ ბამბას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მინერალური ბამბის კუბურები გაცილებით მეტ წყალს აკავებენ, ვიდრე სხვა რომელიმე უფრო ფოროვანი სუბსტრატი, მაგალითად, პერლიტი. პერლიტს გააჩნია ძლიერი კაპილარული სისტემა, რომელიც წყალს ისეთივე სიჩქარით შთანთქავს, როგორც  შეიწოვება მცენარის მიერ.

აგროპერლიტი უზრუნველყოფს ნარევში მეტი ჰაერის არსებობას, ნიადგაში საკვები ნივთიერების შეკავებას და მათ თანდათანობით გაცემას მცენარეზე. აგრეთვე, პერლიტი წარმოადგენს საკმაოდ სტერილურ გარემოს, რომელიც აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და სანიაღვრე თვისებებს.

დღესდღეობით სასათბურე მეურნეობების მწარმოებლების უმრავლესობა პერლიტს თვლის იდეალურ გარემოდ მცენარეთა კალმით გამრავლებისათვის. აქ მთავარია, რომ შენარჩუნდეს პერლიტის სუბსტრატის ტენიანობა და კალმები არ განიცდიდნენ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას.

საბოლოო შედეგი უმეტესად დამოკიდებულია ნერგების ხარისხზე. უკეთესია, თუ ლერწი დაფესვიანდება პერლიტისა და ტორფის ნარევში. პერლიტის დადებით თვისებებში უნდა გამოვყოთ მისი სტერილურობა (არანაირი ლპობა), იგი აბსოლუტურად უსაფრთხო და საიმედოა, არ საჭიროებს სტერილიზაციას.

სოფლის მეურნეობაში პერლიტი გამოიყენება ნიადაგის კონდიცირებისა და სტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ტენის შესანარჩუნებლად, მინერალური სასუქების მატარებლად.  ბოლო 30 წლის მანძილზე, ნორვეგიის ტყის მასივების მოსაშენებლად ნერგები ფაქტიურად მთლიანად გამოყვანილია აგროპერლიტის გამოყენებით.

აგროპერლიტის გამოყენება ამცირებს სუბსტრატის დატკეპვნას და მას უფრო ფხვიერს და ჰაერგამტარს ხდის.  ჰოლანდიაში პომიდორი მოჰყავთ როგორც პერლიტის ტომრებში, ასევე სპეციალურ პოლიეთილენის მილებში, რის შედეგადაც მოსავლიანობა იზრდება 7-10%-ით.

აშშ-ში აგროპერლიტი აქტიურად გამოიყენება ქალაქების გამწვანება-კეთილმოწყობისთვის, ბაღებისა და პარკების მოწყობისთვის, გოლფისა და სტადიონების მინდვრების გასამწვანებლად. გამოყენებული ნიადაგი შედგება 70% ქვიშის, 20% აგროპერლიტისა და 10% აზოტისაგან.

ქალაქის ბაღების, სკვერებისა და პარკების გამწვანებისთვის გამოყენებული სუბსტრატებში ძირითადად აგროპერლიტი და ტორფი შედის. აგროპერლიტის დაბალი თბოგამტარიანობა მცენარის ფესვებს იცავს დაზიანებისაგან ტემპერატურის ექსტრემალური ცვლილებების დროს.

სიცხის დროს აგროპერლიტიანი ნიადაგი არ ხურდება, ხოლო ყინვის დროს ისე არ ცივდება, როგორც ჩვეულებრივი მიწა. ასეთი თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია ლანდშაფტის დიზაინისთვის ადრე გაზაფხულზე და  შემოდგომაზე, განსაკუთრებით ისეთი მცენარეებისთვის, რომლებიც ღია გრუნტებზე იზამთრებენ.

შოტლანდიამ და სკანდინავიის ქვეყნებმა პომიდვრის და კიტრის მოსაყვანად  დიდი ხანია უარი თქვეს მეთილ ბრომიდის ხსნარის გამოყენებაზე და პრაქტიკაში იყენებენ  აგროპერლიტის ნარევს.

პომიდვრის მოყვანისას მინერალური ბამბის  ნაცვლად აგროპერლიტის გამოყენება, მოსავლიანობას 7-10%-ით ზრდის. აგროპერლიტის გამოყენებისას მცირდება ან საერთოდ არ იხმარება სასუქები და ინსექტიციდები. აგროპერლიტს შეუძლია შეაკავოს რადიონუკლიდების დიდი მოლეკულები.

დღესდღეობით, თითქმის მთელი ევროპა აგროპერლიტს იყენებს კიტრის მოსაყვანად.  აგროპერლიტი დაფასოებულია პოლიეთილენის ტომრებში მოცულობით 60 კუბ. მეტრი დმ. ტომრებს 4-6 ხვრელი აქვს დატანებული მცენარისთვის. ტომრები მოთავსებულია სპეციალურ ხის კონტეინერებში. საკვები სითხე, რომელიც გარკვეული რაოდენობით მიეწოდება, აღწევს პერლიტის ზედა ფენაში და წარმოადგენს რეზერვს მიწოდების შეფერხების შემთხვევაში.

აგროპერლიტი იდეალური მასალაა ხილის, ბოსტნეულის და კენკროვანის შესანახად. პროდუქტი შეიძლება ჩალაგდეს 10, 15, 20 კგ სტანდარტულ ყუთებში ფენებად და ყოველი ფენა დაიფაროს 2-5 სმ სისქის პერლიტის ფენით. პერლიტი ხელს უშლის პროდუქტებს შორის აირის გაცვლის პროცესებს, იცავს როგორც დალპობისაგან, ასევე მწერების და მღრღნელების ზემოქმედებისაგან.

სამთო კომპანია „ფარავანპერლიტი“ – დაარსდა 2004 წელს. ფლობს ექსკლუზიურ უფლებას მოიპოვოს და აწარმოოს პერლიტი ფარავნის პერლიტის საბადოდან. კომპანიის მფლობელობაშია საწარმო ბაზა, რომელიც მოიცავს ფრაქციონირებული და აფუებული პერლიტის წარმოების სრულ ტექნოლოგიურ ციკლს.

სამთო კომპანია “ფარავანპერლიტი”– საქართველოში ერთადერთი მწარმოებელია ფრაქციონირებული და აფუებული პერლიტის, აგროპერლიტის და ფილტროპერლიტის, რომელიც მიღებულია უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან და შეესაბამება როგორც დსთ-ს ქვეყნების, ასევე ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს.

ვთანამშრომლობთ ამერიკის და უკრაინის პერლიტის ინსტიტუტებთან, შესაძლებლობა გვაქვს წარმოებაში დავნერგოთ უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები ხარისხიანი პროდუქტის წარმოებისთვის. კომპანიის მიზანია წარმოებული პროდუქცია შეესაბამებოდეს მომხმარებლის ნებისმიერ მოთხოვნას.

აგროპერლიტი – ეკოლოგიურად სუფთა, უნივერსალური და მრავალფუნქციური გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობასა და მებაღეობაში.

სამთო კომპანია “ფარავანპერლიტი”– საქართველოში ერთადერთი მწარმოებელია ფრაქციონირებული და აფუებული პერლიტის, აგროპერლიტისა და ფილტროპერლიტის, რომელიც მიღებულია უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან და ორიენტირებულია ნებისმიერ მომხმარებელზე. კომპანიის პროდუქციის 95% გადის ექსპორტზე აზერბაიჯანში, რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში.

სტატია მოგვაწოდა სამთო კომპანიამ „ფარავანპერლიტი“

აგროპერლიტის შესაძენად ან დამატებითი კითხვებისთვის გადადით ბმულზე:

https://www.facebook.com/paravanperlite/

თქვენი რეკლამა