ვენახის მოვლა — მევენახის კალენდარი

8523 Views Comment Off

ნებისმიერი ვენახი ყოველწლიურად ერთსა და იმავე პროცედურას გადის, მაგრამ მევენახეს თითოეული ვარიანტის არჩევის უამრავი შესაძლებლობა გააჩნია. ქვემოთ ნაჩვენებია ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამოცანებიდან რამდენიმე.

მევენახის გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს კლიმატი, ტრადიციები, გამორჩენის მიღების სურვილი და ხარისხისკენ სწრაფვა. ბოლო ათ წელიწადში მევენახეობის შესახებ მეცნიერებამ ძალიან შორს გადადგა ნაბიჯი. აკადემიური კვლევის შედეგები ახლა ხელმისაწვდომია მთელი მსოფლიოსთვის.

ასე რომ, მოწინავე მევენახეებს, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი, აურაცხელი ოდენობის რჩევებისთვის ყურის დაგდება უწევთ. უმრავლესობა სჯერდება დროში გამოცდილ ტრადიციულ ტექნოლოგიებს, თუმცა, ამასთანვე, არც იმ ახალი პროდუქტებისა და მეთოდების იგნორირებას ახდენენ, რომლებიც მევენახის მძიმე შრომას ამსუბუქებს.

ზამთარი

გასხვლა

არსებობს ოთხი ძირითადი ვარიანტი:

ა) რქების გასხვლა (რაც უდიდეს ოსტატობას მოითხოვს);

ბ) ლერწების გასხვლა (უფრო უბრალო და სწრაფი ტექნოლოგია);

გ) მანქანით გასხვლა (არსებითად — ლერწების გასხვლა);

დ) მინიმალური გასხვლა (არსებითად — ზამთრის გასხვლის გამორიცხვა);

მექანიკურ გასხვლას, ჩვეულებრივ ემატება ხოლმე ხელით გასხვლა, ან «მოსწორება». ნებისმიერ შემთხვევაში ხელით გასხვლას მივყავართ კვირტის უფრო გვიან გამოტანამდე და მის გაცილებით გვიან გაშლამდე.

გაზაფხული

გადარგვა

ვაზის გადარგვის ყველაზე ოპტიმალური დრო ადრეული გაზაფხულია, როდესაც ნიადაგმა უკვე დაიწყო გათბობა, მაგრამ ჯერ კიდევ ნოტიოა.

თუ დაფესვიანება ძალიან ნაადრევად ხდება, ფესვები შეიძლება დალპეს;

ახალ სამყაროში ვაზებს ხშირად გრილ საცავებში ინახავენ და ზაფხულის დასაწყისში რგავენ.

ფოთლების შეწამვლა

პირველი შეწამვლა ხდება კირისა და გოგირდის ნარევი ხსნარით «ფაფუკი კვირტის» სტადიაში (როდესაც ისინი იბერება და ფუმფულა ხდება) სოკოსგან თავდაცვის მიზნით. თვით ორგანული მეღვინეობისა და მინიმალური შეწამვლის მომხრეები იყენებენ ამ ხსნარს ან ბორდოს ნარევს (სპილენძის სულფატისა და კირის წყლის ხსნარის).

ნიადაგის დამუშავება

სულ უფრო და უფრო მეტი მეღვინე აღიარებს, რომ არსებობს არჩევანი ტრადიციული ნიადაგის მოხვნის სამიწათმოქმედო პრაქტიკასა და მის ხელშეუხებლობას შორის — ამ შემთხვევაში სარეველას მოსპობისა და მეტისმეტად მაღალი ბალახისთვის გამოიყენება ჰერბიციდები.

იმ რაიონებში, სადაც ხშირია ყინვები, ვაზებს შორის გლუვი, შიშველი ნიადაგი უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციას და, შესაბამისად, გაყინვისგან იცავს მას. თუმცა, ორგანული მიწათმოქმედების მიმდევრები ვაზებს შორის რგავენ სხვადასხვა სახის ისეთ მცენარეებს, რომლებიც წარმოქმნიან ბუნებრივ საკვებ ჯაჭვს და ნიადაგს აზოტით ამდიდრებენ.

ბუჩქების გასხვლა და საბრჯენი

ვაზისთვის ჯერ მიმართულება, შემდეგ კი გადამეტებული სიმაღლის შეზღუდვაა აუცილებელი წონასწორობის მოსაპოვებლად და ყურძნის მტევნების მზისთვის მისაფიცხებლად. ეს პროცესი ყოველთვის მოითხოვდა კვალიფიცირებულ ხელით შრომას, მაგრამ ახლა უკვე ლერწების დასაკავებელ მავთულს წარმატებით ჭიმავენ მანქანები.

ზაფხული

მორწყვა

ყვავილობა და კვირტების გამონასკვა გადამწყვეტი პერიოდია. ამ პერიოდში ვაზს ესაჭიროება თბილი, მშვიდი ამინდი და მევენახის ფრთხილი ჩარევა. სწორედ ამ დროს იწყება ახალი სამყაროს გვალვიან რეგიონებში მორწყვა.

ვაზის მოვლა

ა) ფოთლების შეწამვლა.

გრილ, ტენიან რეგიონებში ვაზი უნდა შეიწამლოს, რათა ყვავილობის პერიოდში თავიდან ავიცილოთ Botrytis დაზიანება. ეს სოკო მანამდე ანადგურებს ვენახს, ვიდრე ის ფორმირებას დაიწყებდეს. ვაზები ასევე რეგულარულად უნდა შეიწამლოს, რომ არ გაუჩნდეს ნაცარი და სხვა სახის ხავსი. ასეთ დროს ჩვეულებრივ გამოიყენება ბორდოს ნარევი ან ფართო სპექტრის მოქმედების ფუნგიციდები.

ეს უკანასკნელი აღწევს მცენარის შინაგან ჰუმორალურ სისტემაში. სამწუხაროდ, ხავსი ძალიან სწრაფად ეჩვევა განსაზღვრულ ქიმიკატს, ამიტომ აუცილებელია მისი შემადგენლობის მუდმივად ვარირება;

ბ) ვაზის გასხვლა.

მთელი სეზონის განმავლობაში რქების სიმაღლე მოითხოვს თავის გადაჭრას, ხოლო დარჩენილი მწვანე მასა უნდა აიკრას ცხაურზე, რათა ფოთლებმა და ნაყოფმა მიიღოს მზის შუქის მაქსიმალური რაოდენობა.

ნიადაგის დამუშავება

მართალია უშუალოდ ვაზის ძირების ქვეშ ნიადაგისთვის ხელის ხლება არ შეიძლება, მაგრამ ტრადიციული მეთოდიკების მიხედვით, ვაზებს შორის ნიადაგი მსუბუქად უნდა გამოიხნას, რაც ხელს შეუწყობს წყლის გადინებისა და ნიადაგს გამოშრობის თავიდან აცილებას.

მავნებლებთან ბრძოლა

აუცილებელია ბრძოლა მუხლუხოებთან, ღამის პეპლებთან და მოსავლის აღებისას ჩიტებთან. ყურძენს და ვაზებს აზიანებენ სხვა მავნებლებიც: კურდღლები, მელიები და ლოკოკინები, ხოლო ავსტრალიაში — კენგურუები.

შემოდგომა

მოსავლის აღება

მევენახემ არჩევანი უნდა გააკეთოს მოსავლის სწრაფ და ეკონომიკურ მექანიზებურ აღებასა (თუ ვენახი ამის საშუალებას იძლევა) და შედარებით დელიკატურ, ნელ და უფრო მოსახერხებელ ხელით დაკრეფას შორის.

შეწამვლა მოსავლის აღების შემდეგ

როდესაც ვაზი კარგავს ფოთლების დაახლოებით 50%-ს, მას წამლავენ, რათა გაანადგურონ ხავსის სპორები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მომავალ წელსაც დააზიანებს ვაზს.

ნიადაგის დამუშავება და სასუქის გამოყენება

ტრადიციულ ვენახებში ნიადაგს ანოყიერებენ კომპოსტით და სასუქებით, ვაზებს კი გარშემო მიწას უყრიან, იმავდროულად ყინვებისგან რომ დაიცვან. არჩევანი მდგომარეობს დამატებითი საკვების ტიპსა და რაოდენობაში.

ციცაბო ფერდობზე ვენახისთვის ნიადაგის მიყრა შეიძლება გორაკის ძირიდან, რათა მოხდეს ჩარეცხილი ნიადაგის კომპენსირება.

ვენახის მოვლა

მოსავლის აღების დასასრულსა და გასხვლის დაწყებას შორის, ვენახის მოვლის რამდენიმე მნიშვნელოვანი სტადიაა: გასხლულ ტოტებს აგროვებენ და, ან წვავენ, ან კუწავენ და ამით ნიადაგს ანოყიერებენ. ასევე ხელახლა ჭიმავენ საყრდენ ცხაურებსაც.

წყარო: vinoge.com; რედაქცია: აგროკავკასია

იხილეთ: ვაზის წამლობის — პრაქტიკული სქემა (2017 წელი)

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
326 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
5333 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB