ვენახის დაპროექტება — მარკეტინგული საფუძვლები და განლაგების პრინციპები

1764 Views Comment Off

ვენახის დაპროექტების მარკეტინგული საფუძვლები

ვენახის გაშენების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს საბაზრო მოთხოვნები. საქართველოში ერთ მუშახელს შეუძლია ერთი ჰექტარი ვენახის არასამექანიზაციო სამუშაოს შესრულება.

ნორმალურ პირობებში ერთ ჰექტარ ვენახს შეუძლია ერთი ოჯახის გამოკვება. გერმანიაში, მოზელში 0,8-1,0 ჰექტარი ვენახი უზრუნველყოფს ოჯახის გამოკვებას. აქ ყველა სამუშაო ხელით სრულდება, ვაზი მცირე მოსავალს იძლევა, მაგრამ იგი ძვირად ფასობს.

მსოფლიოს ბევრ სხვა რეგიონში, ცალკეული სამრეწველო ვენახებს უჭირავთ დიდი ფართობი. კალიფორნიაში, სადაც ვენახში ხელით სამუშაო მინიმუმამდეა დაყვანილი, მაგრამ საცხოვრებელი მინიმუმი მაღალია, ოჯახის უზრუნველსაყოფად მევენახეს უნდა ჰქონდეს 20-32 ჰექტარი ვენახი.

ვენახის მინიმალური ფართობის დროს მევენახემ და მისმა ოჯახმა თვითონ უნდა შეასრულოს თითქმის ყველა სამუშაო.

ვენახის ფართობის ზრდის ზღვარი დამოკიდებულია ფულადი სახსრების არსებობაზე, მუშა ხელზე და მფლობელის ადმინისტრაციულ უნარზე. ერთი ჰექტარი ვენახის გაშენების ღირებულება 4 წლამდე მოვლით საქართველოში 20-30 ათასი ლარია.

საქართველოს პირობებში ვენახი მესამე წლიდან იძლევა მოსავალს, ხოლო მე- 4-5 წელს სრულ მსხმოიარობაში შედის.

აქედან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის შეძენის, ვაზის დარგვის, შპალერის მოწყობის ხარჯების გარდა, მევენახეს უნდა ჰქონდეს საკმაო კაპიტალი იმისათვის, რომ 2-3 წლის განმავლობაში მოუაროს ვენახს, რომელიც არ იძლევა მოსავალს. ახალშენ ვენახში შესაძლებელია ერთწლიანი კულტურების წარმოება.

საქართველოს სამრეწველო ქალაქებისა და კურორტების მიმდებარე ტერიტორიაზე მევენახემ შეიძლება აწარმოოს სხვადასხვა სიმწიფის პერიოდის სუფრის ყურძენი.

ვაზის ჯიშების შერჩევისა და ვენახში განლაგების პრინციპები

ვაზის ჯიშების შერჩევა ამა თუ იმ რეგიონის ან მიკროზონისთვის ხდება «ვაზის და ღვინის შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილი ჯიშების ჩამონათვალიდან.

დიდი ფართობების ვენახის გაშენების დროს სასურველია გაშენდეს ერთი და იგივე ტექნოლოგიური მიმართულების, სხვადასხვა სიმწიფის პერიოდის რამდენიმე ჯიში, რაც უზრუნველყოფს გადამამუშავებელი საწარმოების თანაბარ დატვირთვას და ყურძნის მოვლა-მოყვანაზე დასაქმებული მუშახელის რაციონალურ გამოყენებას.

სუფრის ყურძნის წარმოების მიზნით ვენახების დაპროექტების დროს, ჯიშების შერჩევა განსაკუთრებით სამრეწველო ქალაქებსა და საკურორტო ზონაში მიზანშეწონილია მოხდეს კონვეიერის პრინციპით, რაც გულისხმობს ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდების თანმიმდევრობით სასუფრე ვაზის ჯიშების გაშენებას. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ს/კ ინსტიტუტის უფროსი მეცნიერის აკადემიური დოქტორის ვ. გოცირიძის მიერ შემუშავებულია სუფრის ყურძნის წარმოების ჯიშური კონვეიერის მეთოდი საქართველოსათვის.

ეს მეთოდი საშუალებას იძლევა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში გაშენდეს 30-35 ჯიში, რომელთა სიმწიფის პერიოდები ერთმანეთს დაცილებულია მხოლოდ 5-10 დღით.

ამ პრინციპით გაშენებული ვენახი საშუალებას იძლევა მოვამარაგოთ მომხმარებელი სამაცივრო დანადგარების გარეშე, ახალი ყურძნით, 20-25 ივნისიდან 10-15 დეკემბრამდე, ე. ი. 4,5-5 თვის განმავლობაში. ჯიშური კონვეიერის პრინციპით სუფრის ყურძნის წარმოება უთუოდ აამაღლებს დარგის რენტაბელობას.

რიგების მიმართულების დადგენის მიდგომები

ტერიტორიის ორგანიზაციის დროს გადამწყვეტია რიგების მიმართულების განსაზღვრა. რიგების მიმართულების განსაზღვრის დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ მანქანა-ტრაქტორთა აგრეგატების მოძრაობის მიმართულება რიგებში აგროტექნიკურ ღონისძიებათა შესრულების დროს, ქარების მიმართულება, სარწყავ ადგილებში კი — რწყვის წესები.

სწორ, ვაკე ადგილებში რიგები უმჯობესია განლაგდეს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. ამ დროს გარანტირებულია მცენარის საუკეთესო განათება მთელი დღის განმავლობაში.

20-ზე მეტი დახრილობის ფერდობზე რიგები უნდა განლაგდეს ფერდობის გარდიგარდმო, რაც გამორიცხავს ნიადაგის ჩამორეცხვას, აჩერებს ტენს და აადვილებს ვენახის დამუშავებას.

თუ კვარტალი განლაგებულია სხვადასხვა ექსპოზიციაზე, მაშინ რიგები ეწყობა ჰორიზონტალების გასწვრივ. ქარიან ადგილებში რიგების მიმართულება უნდა კვეთდეს ქარის მიმართულებას. ასეთ შემთხვევაში ნიადაგის გამოშრობის რისკი შემცირებული იქნება.

წყარო: მევენახეობა — ვ.გოცირიძე, ა.გოდაბრელიძე
«აგროკავკასია» შეეცდება ამ მიმართულებით მომავალში მოგაწოდოთ ახალი მასალები.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3288 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
187 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB