ვაზის ჭრაქი (მილდიუ) — დაავადება და მასთან ბრძოლის ღონისძიებები

2180 Views Comment Off

ვაზის ჭრაქი ყველაზე ფართოდ გავრცელებული და საშიში დაავადებაა. მისი სამშობლოა ამერიკა, იგი 1834 წელს იქნა აღმოჩენილი. რუსეთში პირველად 1880-85 წელს გაჩნდა. საქართველოში კი, შავი ზღვის სანაპიროზე, 1881 წლიდან იყო ცნობილი.

ჭრაქის ანუ მილდიუს გამომწვევი სოკოა Plasmopara viticola (ოომიცეტების კლასიდან). ის აზიანებს ვაზის ყველა ვეგეტატიურ და რეპროდუქციულ ორგანოს, ფესვის გამოკლებით.

ყველაზე მკვეთრი ნიშნები ფოთლებზე და მტევნებზე ვლინდება. ვაზის ფოთლებზე პირველად მოყვითალო, ოდნავ კრიალა ლაქები ჩნდება. ლაქის ორივე ზედაპირი დასაწყისში სუფთაა, 2-3 დღის შემდეგ კი ლაქის არე მთლიანად ხმება, ყავისფერდება, ქვედა მხარე კი თეთრი ფიფქით იფარება.

ეს ფიფქი ვაზის ჭრაქის გამომწვევი სოკოს გამრავლების ორგანოებია — დატოტვილი კონიდიამტარები ტოტების წვერზე განვითარებული კონიდიოსსპორებით მათ ზოოსპორანგინმსაც უწოდებენ. ჭრაქი ძალიან სახიფათოა, როდესაც იგი ვაზის ყვავილობის დროს თვით ყვავილედზე ჩნდება. ყვავილედი ნაზი ქსოვილისაგან შედგება და ადვილად ავადდება. დაავადებისას ჯერ მთლიანად იფარება თეთრი ფიფქით, შემდეგ კი ყვავილები ხმება და ცვივა.

განვითარებული ნაყოფი ავადდება როგორც ისრიმობის, ისე სიმწიფის დროს. ორივე შემთხვევაში ავადმყოფობა იწყება ყუნწიდან: ისრიმის ფაზაში მარცვალი ჯერ მუქდება, მერე კი ჭკნება. მწიფე ნაყოფი კი ლპება და ცვივა.

მცენარის დაავადებისთვის მნიშვნელობა აქვს ვაზის განვითარების ფენოლოგიურ ფაზებს: ახალგაზრდა პატარა ფოთლებს ჭრაქი ვერ აავადებს, ვინაიდან ფოთლებზე ბაგეები ჯერ კიდევ არაა გაფორმებული. სამაგიეროდ, ადვილად ავადდება საშუალო ხნოვანობის ფოთოლი. ხნიერი ფოთლებიც, თავისი «ასაკის» წყალობით, მეტადაა დაცული.

ვაზისათვის ყველაზე კრიტიკულად პერიოდია თანაყვავილედის სრული განვითარებიდან — ისრიმობამდე. ჭრაქის განვითარებისათვის ხელსაყრელი ტემპერატურული ინტერვალი მერყეობს +11-330C, ხოლო ოპტიმალურია +22-250და ტენიანობა 80-100%. ოპტიმალურ პირობებში საინკუბაციო პერიოდი — დრო ინფიცირებიდან სოკოს ნაყოფიანობის მოცემამდე — 4 დღეა.

ხშირი წვიმებისა და ოპტიმალური ტემპერატურის პირობებში, ჭრაქს შეუძლია ვაზის ვეგეტაციის განმავლოვაში, სულ ცოტა, 15 თაობა მოგვცეს და მთლიანად გაანადგუროს მოსავალი.

ბრძოლა ვაზის ჭრაქის წინააღმდეგ

აგროტექნიკური ხასიათის ღონისძიებებიდან გასათვალისწინებელია: ვენახისათვის განკუთვნილი ნაკვეთი თავიდანვე სათანადოდ უნდა შეირჩეს — არ უნდა იყოს გეოგრაფიულად დაბლობი, დაჭაობებული, მაღალი ტენიანობის მიწა.

ვაზს საგულდაგულო მოვლა სჭირდება. დაცული უნდა იყოს ყველა პირობა: რიგთა შორისი მანძილი, ვაზის დროული გაფურჩქვნა, მავთულზე მიბმა, ნიადაგის აგროვადებში დამუშავება და სხვა, რაც, მთლიანობაში, ვენახში აერაციას აადვილებს.

ქიმიური ღონისძიებებიდან გასათვალისწინებელია

  • I წამლობა — როცა ვაზის ყლორტის სიგრძე 15 სმ-ს მიაღწევს, მას ამუშავებენ ბორდოს ნარევით — იტალიური ფუნგიციდის /შაბიამანი ქარხნულად განეიტრალებული კირით/ 1%-იანი სამუშაო ხსნარით (700 ლიტრ წყალზე 7 კგ პრეპარატი);
  • II წამლობა — მე-8 დღეს კონტაქტური ფუნგიციდი ნეორამით 2,5 კგ ჰექტარზე;
  • III წამლობა — მე-8 დღეს სისტემური ფუნგიციდი ფანტიკი 2,5 კგ ჰექტარზე;
  • IV წამლობა — მე-12 დღეს წინა წამლობიდან სისტემური ფუნგიციდი რიდონეტი 2,5 კგ ჰექტარზე;
  • V წამლობა — მე-12 დღეს სისტემური ფუნგიციდი ვიქტორი 2,5 კგ ჰექტარზე;
  • VI წამლობა — მე-12 დღეს მეზოსისტემური პრეპარატი ავანგარდი 2,5 კგ ჰექტარზე;
  • VII წამლობა — მე-7 დღეს 1%-იანი ბორდოს ნარევი 7კგ ჰექტარზე;
  • VIII წამლობა — ნეორამი 2,5 კგ ჰექტარზე;

ქვეყნის საერთო და ადგილობრივი ბუნებრივ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეიძლება აღნიშნული კონტაქტური პრეპარატებით წამლობა, 7-8 დღიანი ინტერვალებით, კიდევ გაგრძელდეს. თუმცა, ხელსაყრელ გარემო პირობებში შეიძლება წამლობა საკმარისიც აღმოჩნდეს.

ვაზის დაავადების დროს უმჯობესია და, ზოგჯერ, აუცილებელიც, პროფესიონალებს მიმართოთ რჩევისათვის, რათა დაზღვეულები იყოთ და შეძლოთ მაღალხარისხოვანი პროდუქციის მიღება.

წყარო: „ქვევრი“ vinoge.com

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB