კავკასიური როჭო

კავკასიური, როჭო, მეფრინველეობა, რეკომენდაციები

აღნიშნული რეკომენდაციები დაეხმარება როჭოს მოშენებით დაინტერესებულ სამონადირეო მეურნეობებს, ფერმერებს, მეფრინველეობის დარგის სპეციალისტებს და მოყვარულებს.

თანამედროვე პირობებში ადამიანის საქმიანობის გავლენა ბიოცენოზებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც არსებითად ვლინდება მათ ფუნქციონირებაზე. აქ არსებული ბუნებრივი კავშირების რღვევა განაპირობებს რა ცხოველებისა და ფრინველების სახეობრივ და რაოდენობრივ ცვლილებებს, საგრძნობლად ამცირებს სამონადირეო მეურნეობებისათვის გამოსაყენებელ რესურსებს.

დღეისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გარეული ფრინველის სანაშენე მეურნეობების ორგანიზებას, რომლებიც არამარტო მოამარაგებენ სამონადრეო მეურნეობებს, არამედ ხელს შეუწყობენ სხვასხვა სახეობის გარეული ფრინველის გენოფონდის შენარჩუნებას.

მეფრინველეობის ტრადიციული მიმართულებებისაგან განსხვავებით, გარეული ფრინველის ხელოვნურად გამრავლების დროს დაუშვებელია პირდაპირ, მექანიკურად იქნას გამოყენებული ზოოტექნიკური ღონისძიებები.

თუმცა ყველა შემთხვევაში მკაცრად უნდა იქნეს დაცული: მოვლა-შენახვის პირობები, კვების ნორმები, მოშენების მეთოდები, ინკუბაციის რეჟიმი და სხვა. აღსანიშნავია, რომ არსებობს გარკვეული ნიუანსები, რომლებიც დაწვრილებით ქვემოთ იქნება განხილული.

დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ

კავკასიური, როჭო

თქვენი რეკლამა