ზამთრის ყინვებისგან დაზიანებული ვაზის მოვლა და გასხვლა

ვაზი

ზამთრში ტემპერატურის დაცემა მინუს 12 გრადუსზე იწვევს კვირტების დაზიანებას; მინუს 18 გრადუსზე ყინვამ შეიძლება გამოიწვიოს ვაზის მთლიანად დაღუპვაც (ჯიშს გააჩნია).

მთავარია ადგილობრივი პირობებისათვის გამძლე ჯიშების შერჩევა. ვაზის ყინვაგამძლეობა არის გარემო ფაქტორებთან ჯიშის ბიოლოგიური შეგუების შედეგი; ამავე დროს ერთი და იგივე ჯიში რომელიმე წელს შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს დაბალი ტემპერატურისაგან, ხოლო სხვა შემთხვევაში, მიუხედავად უკეთესი ტემპერატურული პირობებისა, ვაზი შეიძლება ადვილად დაიღუპოს.

გარემოსა და ჯიშის ბიოლოგიურ თვისებათა სრული შესაბამისობის შემთხვევაში ვაზი ნორამალურად მომზადებული ხვდება ზამთრის პერიოდს. ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ყინვაგამძლეობის უნარი შემცირებულია.

ზამთრის ყინვებისაგან ვაზის დაზიანება სხვადასხვა ხასიათისაა და ის ძირითადად დამოკიდებულია შემდეგ ცვალებად პირობებზე: ყინვის ინტენსივობასა და ხანგრძლივობაზე, ჯიშის ყინვაგამძლეობაზე, ნაკვეთის ადგილმდებარეობაზე და რელიეფზე, აგროტექნიკურ ღონისძიებათა დროულად და ხარისხობრივად ჩატარებაზე და სხვა.

ყინვებისგან დაზიანებით არა მარტო ყურძნის მოსავალი იღუპება, არამედ ნაზარდიც უვარგისი ხდება გამრავლებისათვის; ამასთანავე, ვაზის ფორმის მიხედვით, ყურძნის შემცირებული მოსავლის მიღება მოსალოდნელია გაგრძელდეს რამდენიმე წელს.

შესაძლებელია აგრეთვე ვენახი მთლიანადაც დაიღუპოს და საჭირო გახდეს მისი ხელმეორედ გაშენება.

ზამთრის ყინვებისაგან დაზიანებული ვენახის მოვლის ღონისძიებათა დაზუსტებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წიანსწარ დაზიანების ხარისხის განსაზღვრას. ამისათვის საჭიროა ნაკვეთების წინასწარი შესწავლა ჯიშების, ნაკვეთების მდებარეობისა და რელიეფის მიხედვით.

ზამთრის ყინვებისგან დაზიანებული ვაზის მოვლა

მევენახეობის მთელ რიგ რაიონებში, რომლებიც ჩვეულებრივ თბილი, ზომიერი ჰავით ხასიათდება, ვაზის დაზიანება ზამთრობით დაბალი ტემპერატურის გამო ხდება პერიოდულად — ათ ან მეტ წელში ერთხელ.

მიუხედავად იმისა რომ ვენახებისათვის დამაზარალებელი ყინვები საქართველოს პირობებში ხშირ მოვლენას არ წარმაოდგენს, იგი მაინც მოსალოდნელია და ამიტომ საჭიროა სერიოზული ყურადღების მიქცევა ამ საკითხისადმი.

დაზიანებული ვაზის გამოსწორება შეიძლება სხვლის საშუალებით. პირველი სახის დაზიანების დროს, როდესაც დაზიანებულია ძირითადი კვირტების მცირე ნაწილი, შეიძლება სრული მოსავლის მიღება დატვირთვის გადიდებით დაზიანების შესაბამისად.

ასე მაგალთად, შემოწმების დროს თუ ძირითადი კვირტების დაზიანება 50 პროცენტით დადგინდა, მაშინ სხვლის დროს დატვირთვა უნდა გადიდდეს 100 პროცენტით ე.ი. თუ ნორმალურად (დაზიანების გარეშე) საჭირო იქნება 20 კვირტის დატოვება, 50 პროცენტით დაზიანების შეთხვევაში უნდა დარჩეს 40 კვირტი.

მეორე სახის დაზიანების დროს, როდესაც ძირითადი კვირტების უმეტესი ნაწილია დაზიანებული, ვაზის გამოსწორება უნდა განისაზღვროს ყურძნის მოსავლის ნაწილობრივ აღდგენით და მომავალი წლისთვის ნაზარდის უკეთეს ადგილებში განვითარებით.

უნდა აღინიშნოს რომ კვირტების დაზიანების ამ შემთხვევაში დაზიანება მერქანშიც არის გადასული. ამ დროს დაზიანების მრავალ გადახრას აქვს ადგილი. ამ შემთხვევაში სხვლის წესის დაზუსტება არამც თუ გაძნელებულია, არამედ შეუძლებელიც არის.

ამიტომ ასეთ დაზიანების შემთხვევაში მიმართავენ ორმაგი წესით გასხვლას.პირველ რიგში გამოკვლევისთანავე უნდა შეეცვალოს ვაზს ისეთი ნაზარდი, რომელიც ყველა შემთხვევაში მოშორდებოდა, ხოლო დატოვებული ნაზარდი მოშორდეს.

მეორე საბოლოო გასხვლა ჩატარდება კვირტების გაღვიძების შემდეგ. მესამე სახის დაზიანების დროს როდესაც ყველა კვირტი დაღუპულია, საგრძნობლად დაზიანებულია აგრეთვე მერქანიც. ამ დროს პირველადი მოსავლის ნაწილობრივ აღდგენაზე ზრუნვა უშედეგოა. სხვლის დროს ეცლება ყველა ნაზარდი და რჩება მხოლოდ შტამბი მთელ სიგრძეზე, მიუხედავად იმისა რომ ისიც შეიძლება დაზიანებული იყოს.

ყველა ვაზის მიმართ შტამბზე დაზიაინების საზღრის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ შტამბის მთელ სიგრძეზე დატოვება მაინც მიზანშეწონილია, შემდეგში სხვადასხვა ზომის ამინაყარის მისაკრავად.

მეოთხე სახის დაზიანები დროს ნამყენი ვაზი შეიძლება ნამყენი ვაზი შეიძლება მთლიანად დაცულ იქნეს დაღუპვისაგან იმ შემთხვევაში თუ ამ დროს ადგილი აქვს თოვლის საბურველს, რომელშიც მოქცეულია შტამბის ქვედა ნაწილი. წინააღმდეგ შეთხვევაში საჭიროა ვენახის ხელმეორედ გაშენება.

თოვლის საბურველის გამო დაღუპვას გადარჩენილი ვენახი ისხვლება შტამბის დატოვებით ისე, როგორც ეს აღნიშნული იყო დაზიანების წინა მაგალითებში.

განთავსებული იყო meurne.sknews.ge -ზე, რედაქცია „აგროკავკასია“.

იხილეთ აგრეთვე: ვაზის სხვლა — ფორმირება, ვადები, ტექნიკა, ვიდეორჩევა

თქვენი რეკლამა