თევზის კვება — კობრი — კომბინირებული საკვების რეცეპტები

6322 Views

თევზის ნორმალური ზრდისათვის აუცილებელია საზრდო ნივთიერებების გარკვეული ნაკრები. ბუნებრივ წყალსატევებში ველურად მყოფი თევზი ბუნებრივი საკვების ხარჯზე იღებს ყველა საჭირო ნივთიერებას.

ბუნებრივი საკვებიდან თევზის მიერ მოხმარებული საზრდო ნივთიერებების აღრიცხვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ამიტომ მათი მოთხოვნილება საზრდო ნივთიერებებზე ნაკლებადაა შესწავლილი. თევზის მიერ საკვების ჭამადობაზე გავლენას ახდენს მთელი რიგი ფაქტორები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია წყლის ტემპერატურა და ამინდი.

ყველაზე სწრაფად კობრი მაშინ იზრდება, როცა წყლის ტემპერატურა 25-30°C-ია, მაგრამ თუ წყლის ტემპერატურა 15°C-მდე ეცემა, მაშინ კობრის ზრდა ჩერდება, ხოლო 13°C-ზე კი მკვეთრად ქვეითდება. წყლის 30°C-ზე ზევით წყალში ჟანგბადის კონცენტრაცია მცირდება, რის გამოც თევზის საკვების მოხმარება ქვეითდება.

კობრი ძირითადად ცხოველის მჭამელი თევზია, მაგრამ ის სიამოვნებით მიირთმევს მცენარეულ საკვებსაც. კობრის ბუნებრივი საკვები პლანკტოსისა და ბენტოსის წარმომადგენლებია. კობრის საკვებში ბუნებრივ საკვებს მრავალი სპეციალისტის აზრით 40-60% უჭირავს.

ტბორების თევზპროდუქტიულობა იზრდება თუ ბუნებრივ საკვებთან ერთად დამატებით გამოვიყენებთ სპეციალურ კომბინირებულ საკვებს.

კომბინირებული საკვები თევზისათვის მზადდება ბურღულის ან გრანულის 10 სხვადასხვა ზომის სახით. ბურღულის სახით კომბინირებულ საკვებს იყენებენ ახალგაზრდა თევზის საკვებად (ლიფსიტიდან ერთწლამდე ასაკის), ხოლო გრანულის სახით კვებავენ ერთწლამდე, ერთწლიანებს, მწარმოებლებს, სასაქონლო თევზს. გრანულის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს თევზის სიგრძეს. ბურღულის და გრანულის ზომა რომლებსაც იყენებენ თევზის საკვებად, დამოკიდებულია მის მასაზე.

თევზის საკვებად მრეწველობა უშვებს სასტარტო და საპროდუქტო კომბინირებულ საკვებს.

სასტარტო კომბინირებული საკვები ხასიათდება ნედლი პროტეინის მაღალი შემცველობით. სასტარტო კომბინირებული საკვების შემადგენლობაში შედის შემდეგი კომპონენტები: თევზის ფქვილი 35%, ეთანოლის საფუარი 50%, მშრალი მოხდილი რძე ან ნატრიუმის კაზეინატი 6%, ხორბლის ფქვილი 5%, მცენარეული ცხიმი 1,5%, მეთიონინი 1,5%, პრემიქსი 1%. ასეთ შემადგენლობაში კომბინირებული საკვების 100 გრამი შეიცავს 48 % ნედლ პროტეინს.

ცხრილში #1 ცხრილში მოცემულია ერთ წლამდე კობრის კომბინირებული საკვების სხვადასხვა რეცეპტების შემადგენლობა, მათი ჩვეულებრივ და თბილ წყლიან მეურნეობებში გამოზრდისას. იხ ცხრილი №1.Tevzis_kveba_komb_0192221

სასაქონლო კობრის გამოსაზრდელად კომბინირებული საკვების შემადგენლობა მოცემულია ცხრილში №2.Tevzis_kveba_komb_0192222

ერთწლამდე კობრს კვებავენ 16-17 საათის განმავლობაში (დღის სინათლეზე) ერთ საათიანი ინტერვალით, როცა თევზის მასა მიაღწევს 10 გრამს, კვების მიცემის რაოდენობას ამცირებენ 10 საათამდე დღე-ღამეში.

ორწლამდე კობრს და მწარმოებელს კვებავენ დღე-ღამეში არა ნაკლებ ორჯერ დილით 7-8 საათზე და შემდეგ 13-14 საათზე.

მეთევზეობის პროდუქციის წარმოების ინტენსიფიკაცია, ჩვენს ქვეყანაში და საზღვარგარეთ წარმოებს აგრეთვე თევზის გამოზრდით, მთელი წლის მანძილზე თბორელექტროსადგურებთან არსებულ თერმიულ წყალსატევ-გამაგრილებლებში.

ასეთ პირობებში თევზს კვებავენ მთელი წლის მანძილზე მხოლოდ სამრეწველო წარმოების სრულფასოვანი კომბინირებული საკვებით.

ავტორები: დ. თოდუა, ა. ჭკუასელი, ა. ჩაგელიშვილი,
ნ. მაისურაძე, მ. ცინცაძე

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ქაცვი — დახასიათება, გავრცელება, გამოყენება, ქაცვის პროდუქტები
102 Views

დახასიათება ქაცვი (Hippophae rhamnoides, Облепиха) არის ხშირტოტებიანი ბუჩქოვანი, ეკლიანი მცენარე, რომელიც სიმაღლით 2-4 მ-ს აღწევს. ტოტები სიმეტრიულია და ხშირად ბოლოებზე მომრგვალებული ფორმა აქვს. ქაცვის ტოტებს აქვს ყავისფერი ან მოშავო ფერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ბაბუაწვერა — სამკურნალო მცენარე, ნაყენის რეცეპტი
2513 Views

ბაბუაწვერა (ლათ.Taraxacum officinale Wigg) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 5-50 სმ. მთავარღერძიან ფესვთა სისტემას აქვს კარგად განვითარებული მთავარი ფესვი, სიგრძით 60 სმ-მდე. დიამეტრით 2 სმ-მდე. სხვადასხვა

სრულად
აგროკავკასია FB