საკვების ბიოქიმიური შემადგენლობა და მისი მნიშვნელობა თევზის ზრდის პროცესში

295 Views Comment Off

ცილა

ცილის შეთვისება

ნახშირწყალბადთან   და ლიპიდებთან ერთად ცილა წარმოადგენს თევზის საკვების ძირითად მკვებავ ნივთიერებას. ცილა შედგება ამინომჟავების გრძელი ჯაჭვისაგან, რომელიც დაკავშირებულია პეპტიდური კავშირებით.

ამინომჟავებს, ანბანში ასოების მსგავსად, შეუძლიათ ერთმანეთს შეუერთდნენ სხვადასხვა თანმიმდევრობით და წარმოქმნან ცილის მრავალი განსხვავებული სტრუქტურა. ამინომჟავების ჯაჭვის სიგრძემ ფორმირებულ ცილაში შეიძლება მიაღწიოს 10-20-დან 70000 ამინომჟავემდე. მაგალითად, თევზის კუნთები, ქერცლი, ანტისხეული, ფერმენტები და ჰორმონები ფორმირდებიან სხვადასხვაგვარი სტრუქტურის ცილით.

სიტყვა „პროტეინი“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „უმნიშვნელოვანესს“. ამიტომაც, არ არსებობს სიცოცხლე ცილის გარეშე.

გადამუშავებული ან ნედლი პროტეინის რაოდენობა არ წარმოადგენს თევზის საკვებში ცილის შემცველობის საკმაო

მაჩვენებელს. კარგი საკვების წარმოებისათვის აუცილებელია ვიცოდეთ, როგორც თევზის მოთხოვნილება ცილასა და ამინომჟავებზე, ასევე ნედლეულის შეთვისების მაჩვენებელი.

ეს მონაცემები იცვლება ინგრედიენტების, პარტიებისა და    წყლის ტემპერატურის მიხედვით. ამიტომ, მნიშვნელოვანია შეთვისებული ცილის გაზომვა ნედლეულის პარტიებში.

შეთვისებული ცილის გასაზომად არსებობს სხვადასხვა მეთოდი. მათ შორის   ძალიან სწრაფი და საიმედოა მეთოდი, რომელიც ეფუძნება ე.წ. „ახლო ინფრაწითელ გამოსხივებას“. ამ მეთოდით გაზომვები დიდი სიზუსტით გვიჩვენებენ საკვებ ნედლეულში ცილის შეთვისებას.

გარკვეული ნედლეულის შეთვისება იცვლება წყლის ტემპერატურის მიხედვით. ამიტომ, არ არის ასაკმარისი ნედლეულის შეთვისების გაზომვა მხოლოდ ერთი ეტალონური ტემპერატურის მიხედვით.

გამოკვლევები,რომლებიც ტარდება   სხვადასხვა სახეობის თევზების მიერ ნედლეულის შეთვისებაზე, წყლის მარილიანობასა და ტემპერატურაზე,   შესაძლებელს ხდის დადგინდეს თევზის შესათვისებელი საკვები კოეფიციენტი.

მოთხოვნილება ცილაზე

ცილა თევზის საკვებში წარმოადგენს ყველაზე ძვირადღირებულ საკვებ ნივთიერებას და ჩვეულებრივ შეადგენს საკვები ღირებულების 50-60%-ს. ჭარბი ცილა, რომელიც არ ხმარდება ზრდას, იხარჯება ენერგიაზე. თევზის (კუნთების) მაქსიმალური ზრდის მისაღწევად, რაციონის შედგენისას გამოიყენება ცილის მინიმალური რაოდენობა, ვინაიდან ეს ყველაზე ეკონომიური გადაწყვეტილებაა. ცილაზე მოთხოვნილება იცვლება, როგორც თევზის ზომის, ასევე გარემო პირობების მიხედვით (მაგ., ტემპერატურა და ხსნადი ჟანგბადი).

ცილისადმი მოთხოვნილების დასადგენად აწარმოებენ გამოკვლევას თევზის ზრდის სიჩქარეზე და აძლევენ სხვადასხვა სახეობის საკვებს ცილის განსხვავებული შემადგენლობით. ცილაზე მოთხოვნა წარმოადგენს უნმიშვნელოვანეს ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ოპტიმალური საკვების წარმოებისათვის.

უჯერი ცხიმოვანი მჟავების ლღობის წერტილი უფრო დაბალია, ვიდრე გაჯერებული ცხიმმჟავისა. გაჯერებული სტეარინის მჟავის (18:0) ლღობის წერტილი 69,9 0 C-ია , მაშინ როდესაც უჯერი ცხიმმჟავას (18:1) ლღობის წერტილი, რომელიც შეიცავს ერთ ორმაგ ბმას, შეადგენს 13,4 0 C-ს.

ცხოველური ცხიმისაგან განსხვავებით თევზის ქონი ხასიათდება უჯერი ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემადგენლობით. მცენარეულ ცხიმთან შედარებით, რომელიც ასევე შეიძლება შეიცავდეს უჯერი ცხიმმჟავების მაღალ წილს, თევზის ქონი შეიცავს გრძელი ჯაჟვისაგან შემდგარ პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების დიდ ნაწილს. ორი ასეთი ეოკოზაპენტაენური (EPA) და დოკოზაჰექსაენური (DHA) მჟავა სულ უფრო მეტად გამოიყენება ადამიანის საკვებში, ვინაიდან ისინი სასარგებლოა გულისა და ტვინისათვის.

ჩვეულებრივ, უჯერი ცხიმოვანი მჟავების კლასიფიკაციას ახდენენ მეთილის ჯგუფის მიმართ ნახშირბადებს შორის პირველი ორმაგი ბმების განლაგების მიხედვით.

პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, მეთილის ჯგუფიდან, ხასიათდებიან ნახშირბადის #3 და #4 ან #6 და #7 ატომებს შორის პირველი ორმაგი ბმის მდებარეობით. ეს ცხომოვანი მჟავებია: n-3 (ომეგა   3) და n-6 (ომეგა 6).

ტემპერატურული მახასიათებლები და საკვები ცხიმების ცხიმოვან მჟავებთან თანაფარდობა განსაზღვრავს ლიპიდების შეთვისების უნარს: დაბალი ტემპერატურა ნიშნავს დაბალ შეთვისებას და ეს ნეგატიური ტენდენცია უფრო მეტად ძლიერდება ცხიმში გარკვეული ცხიმოვანი მჟავების არსებობისას, რაც განსაკუთრებით   აისახება ცივ წყალში მობინადრე თევზების სახეობებზე.

ამინობალანსი

თევზის ზრდას ხელს უწყობს არა ცილა, არამედ ცილაში არსებული ამინომჟავები. ქიმიური პროცესის შედეგად, რომელიც ცილის სინთეზის სახელითაა ცნიბილი, ხდება სისხლში მათი დაშლა და კუნთებში გადასვლა. მეცნიერების მიერ ამჟამად დადგენილია ყველა აუცილებელი ამინომჟავას შესაბამისი კრიტიკული მაჩვენებელი.

ცოცხალი ორგანიზმის კუნთებში ამინომჟავების შემადგენლობა განისაზღვრება ქრომოსომების კოდით — გენომით. მხოლოდ ერთი ცილოვანი ნედლეულის გამოყენებისას ნაკლებად სავარაუდოა, რომ მის შემადგენლობაში იქნება ამინომჟავების ისეთივე სტრუქტურა, როგორიც თევზშია.

საკვებში ამინომჟავების თანაფარდობის დასადგენად საკვების მწარმოებელი სპეციალისტები არეგულირებენ ცილოვანი ნედლეულის შემადგენლობას, იმდენად, რომ ის მაქსიმალურად შეესაბამებოდეს თევზისთვის აუცილებელ თანაფარდობას. ამ შემთხვევაში ცილის სინთეზი უფრო ეფექტიანია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკვებში ცილების ერთნაირი რაოდენობის გამოყენებით მოიმატებს თევზის ზრდის ინტენსიურობა.

ამინობალანსი ამაღლებს ცილების ღირებულებას, კარგი საკვების წარმოებისათვის აუცილებელია ვიცოდეთ ნედლეულის როგორი კომბინაცია შეადგენს რაციონში ამინომჟავების სწორ თანაფარდობას. საკვების წარმოებისათვის კი საკმარისია გამოვიყენოთ ზუსტი და სტაბილური ტექნოლოგია.

ლიპიდები

ლიპიდების შეთვისება

ცხიმი ფორმირდება ცხიმოვანი მჟავებიდან, რომლებიც შედგება, ერთის მხრივ   კარბოქსილისა და მეორეს მხრივ, მეთილის ჯგუფის ნახშირბადის ატომების ჯაჭვისაგან.   ყველაზე მეტად გავრცელებული ცხიმოვანი მჟავები შედგება ნახშირბადის წყვილი რაოდენობის ატომების ჯაჭვისაგან. ჯაჭვის ჩვეულებრივი სიგრძე 14-დან 22 ატომამდეა.

ცხიმოვანი მჟავების მახასიათებლები ძირითადად დამოკიდებულია ჯაჭვის სიგრძეზე და ნახშირბადის ატომებს შორის ორმაგი ბმების რაოდენობაზე. თუ ცხიმოვან მჟავას ნახშირბადის ჯაჭვში ერთი ან რამდენიმე ორმაგი ბმა აქვს ცხიმს ვუწოდებთ უჯერს.

თევზის მოთხოვნილება ცხიმოვანი მჟავებისადმი

თევზისთვის აუცილებელია, როგორც ძირითადი ცხიმოვანი მჟავების, ასევე ძირითადი ამინომჟავების მიღება. ამიტომ, კვებაში მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებულ იქნას ლინოლენოვური (n-3) და ლინოლენური (n-6) ჯგუფის ცხიმოვანი მჟავების საჭირო რაოდენობა. ამ შემადგენლობის ნაკლებობა იწვევს თევზის ზრდის შეფერხებას და გამოყენებული საკვების ეფექტიანობის შემცირებას, აგრეთვე დარღვევებს თევზის განვითარებაში.

ცხიმოვან მჟავებზე მოთხოვნილება უფრო მეტად დამოკიდებულია თევზის სახეობასა და წყლის ტემპერატურაზე, ვიდრე ცილაზე. თბილი წყლის სახეობებს, მაგალითად, ტილაპიას ესაჭიროება   (n-6) მჟავას რაოდენობა ვიდრე (n-3) მჟავასი.   ზომიერ ტემპერატურიან, მტკნარ წყალში მობინადრე სახეობები, მაგ., კალმახი და გველთევზა მოითხოვს ორივე მჟავას საკმაო რაოდენობას და გამოიმუშავებს EPA და DHA ცხიმოვანი მჟავების უფრო გრძელ ჯაჭვს.

ზღვის თევზების სახეობების უმრავლესობას, ქორჭილასა და კაპარჭანას ჩათვლით, ესაჭიროება (n-3), განსაკუთრებით კი EPA და DHA   მჟავები, ვინაიდან მათ არ აქვთ მჟაური ჯაჭვის დაგრძელების საკმაო უნარი. მოთხოვნილება ცხიმოვანი ჯაჭვების განსაკუთრებული სახეობებისადმი შეიძლება იცვლებოდეს თევზის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, ამიტომ, ქვირითიანობის, სტადიაში რაციონში აუცილებელია ცხიმოვანი მჟავების თანაფარდობის დაცვა.

კავშირი თევზის საკვებსა და ადამიანის კვებას შორის

საკვების მწარმოებელი კომპანიები განსხვავებული ცხიმოვანი მჟავების შემადგენლობას იმდენად უთავსებენ, რომ საკვები, სხვადასხვა ტემპერატურის პირობებში, იძლევა ოპტიმალურ ეფექტიანობას. ამასთან, ზრუნავენ იმაზეც, რომ თევზმა (განსაკუთრებით ეს ეხება ორაგულსა და კალმახს) გამოიმუშაოს ჯანმრთელობისათვის აუცილებელი პოლიუჯერი გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების საკმაო რაოდენობა.

მოხმარებული რესურსების მიმართ ნედლეულის რამდენიმე წყაროს გამოყენება ხელსაყრელია და აადვილებს ცალკეული ინგრედიენტების გამოყენებას.

მსხვილმასშტაბურმა სამრეწველო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ   თევზისა და მცენარეული ცხიმების თანაფარდობის ბალანსი დადებითად მოქმედებს თევზის ჯანმრთელობაზე, ხარისხსა და რაოდენობაზე. დაბალანსებული ცხიმების ნაზავი უზრუნველყოფს კუნთებში ცხიმოვანი მჟავების თ ანაფარდობას.   ასეთი საკვები კი სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვისაც.

ენერგია

ენერგია იწვევს საკვების კვების კოეფიციენტის დაქვეითებას და აუმჯობესებს ზრდას. ენერგია მუშაობის შესრულების უნარია. თევზის უჯრედებში მიმდინარე საკვები ნივთიერების ნაწილის წვა იწვევს მათ დაშლას წყლად და ნახშირორჟანგის აირად, რომელსაც თან ახლავს ენერგიის გამონთავისუფლება.

ეს ენერგია ხმარდება, როგორც კუნთების მუშაობას ასევე ტვინში ელექტროენერგიის სითბოს გამონთავისუფლებასა და თევზის სხეულში ორგანული ნივთიერების სინთეზს.

საკვები ნივთიერების ყოველ ძირითად კლასს, სრული წვის დროს   წყლისა და ნახშირორჯანგის აირის გამოყოფისას პოტენციურად შეუძლია გამოანთავისუფლოს ენერგიის გარკვეული რაოდენობა.

ძირითადი საკვები ნივთიერებისათვის არსებობს ენერგიის შემდეგი მაჩვენებლები: ცილა 23,6 მჯ/კგ, ცხიმი 39,5 მჯ/კგ, ნახშირწყლები 21,7 მჯ/კგ.   ეს სიდიდეები ზოგადია. თევზის მიერ საკვების მონელების დროს საკვები ნივთიერების ნაწილი მოუნელებელი რჩება და არ შეიწოვება ნაწლავების კედლების მიერ.

ამიტომ, ენერგიის გარკვეული ნაწილი იკარგება. საკვების შეთვისება განისაზღვრება მრავალი ფაქტორით, კერძოდ:

განსხვავებული საკვები ნივთიერებები იძლევა შეთვისების სხვადასხვა მაჩვენებელს;

ნედლეულს საკვები ნივთიერებებისათვის შეიძლება ჰქონდეს შეთვისების სხვადასხვა მაჩვენებელი;

შეთვისებაზე ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს გარემო პირობების სხვადასხვა ფაქტორმა (მაგალითად, ტემპერატურა და ა.შ.).

თუ ცნობილია საკვები ნივთიერების შეთვისების კოეფიციენტი შეიძლება მოსანელებელი საკვების ენერგიის

განსაზღვრა. ენერგია იკარგება ლაყუჩებიდან და შარდიდან მეტაბოლური პროდუქტების გამოყოფისას.   თევზი ენერგიის გარკვეულ ნაწილს ასევე კარგავს საკვების მონელებაზე და ქსოვილების მიერ საკვები ნივთიერების შეწოვაზე.

ენერგია აგრეთვე მოიხმარება ნივთიერებათა ცვლისა და მოძრაობის დროს (ცურვისას). ნაწილი ენერგიისა რჩება თევზში და ხმარდება მის ზრდას.

თევზის ზრდა და საკვების მონელების კოეფიციენტი დამოკიდებულია თევზის მიერ შთანთქმულ შესათვისებელ ენერგიაზე. როდესაც საკვებში არსებობს აუციებელი რაოდენობის ცილა წარმოიქმნება თითქმის წრფივი კორელაცია საკვებში შესათვისებელ ენერგიასა და საკვების მონელების კოეფიციენტის შემცირებას შორის. ზრდა ასევე ჩქარდება საკვებში შესათვისებელი ენერგიის გაზრდით.

მასალა მოგვაწოდა პორტალმა kalmaxi.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1347 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB