თევზის მოშენება – ცისარტყელა კალმახი და მისი წარმოება

კალმახი

ცისარტყელა კალმახი – ორი წლის ასაკამდე ძლიერ გავს მდინარის კალმახს, მხოლოდ არა აქვს წითელი წინწკლები; მოზრდილს სხეულის გვერდებზე უვითარდება ცისარტყელისებრი ფართო ზოლი. სიგრძე 90 სმ-მდეა, წონა 6 კგ-მდე.

წყნარი ოკეანის ამერიკის სანაპიროების ბინადარია (ალიასკადან მექსიკამდე), მე 19 საუკუნის მეორე ნახევრიდან აკლიმატიზირებულ იქნა ევროპის, აზიის, ავსტრალიის, აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებში.

მტკნარი წყლის თევზია, ცივი წყლის მოყვარული, მაგრამ მდინარის კალმახთან შედარებით უფრო ამტანია — ეგუება წყლის ტემპერატურას 4-30 გრადუსამდე, ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება დაახლოებით 20 გრადუსი. სქესობრივად მწიფდება მე 3-4 წლის.

ნაყოფიერება საშუალოდ აღწევს 500-2500 ქვირითამდე. მრავლდება თებერვლიდან ივნისამდე ჩქარი დინების თხელწყლიან, ქვა-ქვიშიან ადგილებში, ქვირითს მარხავს ქვა-ქვიშაში.

ძვირფასი სარეწაო სატბორე თევზია, იყენებენ უმეტესად ნედლს.

1. საკალმახე მეურნეობის მშენებლობის  დაგეგმვა

• საკალმახე მეურნეობის გულმოდგინედ დაგეგმვა, კარგად მოფიქრებული  პროექტი და ზუსტი ტექნიკური გათვლები  უნდა გახდეს კალმახის გამოზრდის საუკეთესო პირობების შექმნის   გარანტია.

• მშენებლობის პირველ ეტაპს წარმოადგენს ტბორისათვის (აუზებისთვის) სათანადო ფართის შერჩევა;

აქვე, გასათვალისწინებელია ხარისხიანი და საჭირო რაოდენობის წყლის რესურსის მოძიებისა და მისი შემდგომი რაციონალური გამოყენებისა და გაწმენდის უზრუნველყოფის საკითხები.

2. წყლის ხარისხის მაჩვენებლები

ქიმიური შემადგენლობა წყალი ვარგისია მეთევზეობისათვის თუ ის შეესაბამება შემდეგ მაჩვენებლებს:

• ჟანგბადით გაჯერება- 80%-ზე მეტი;
• pH 6,5 — 8,2 (7,5 — ოპტიმალური);
• ბმჟ 5 (ბიოქიმიური მოთხოვნა ჟანგბადზე 5 დღე-ღამეში, რომელიც აუცილებელია წყალში არსებული ორგანული ნაერთების დაჟანგვისათვის)- არა უმეტეს 4 მგ/ლ-ისა;
• დაჟანგვა 15 მგ/ლ-მდე.

მეკალმახეობაში გამოყენებული წყალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მახასიათებლებს:

• რკინის შემცველობა 0,5 მგ/ლ-მდე;
• ამიაკის შემცველობა 0,2 მგ/ლ-მდე;
• ნახშირორჟანგის შემცველობა 0,5 მგ/ლ-მდე.

წყლის ტემპერატურა

• ცისარტყელა კალმახისათვის წყლის ოპტიმალური ტემპერატურა შეადგენს 14-18 გრადუსს;
• 25 გრადუსზე ზევით წყლის ტემპერატურის ზრდა მცირე ხნითაც კი მიუღებელია მეკალმახეობისათვის (22 გრადუსს ზემოთ მნიშვნელოვნად იზღუდება კალმახის გამოზრდის შესაძლებლობები).

წყლის რაოდენობა

შემდეგი ფაქტორი, რომელიც საპროექტო მეურნეობის საპროდუქციო შესაძლებლობებს განსაზღვრავს არის წყლის რაოდენობა. წყლის მინიმალური რაოდენობის დადგენა  და მისი ხარისხისა და ტემპერატურის შეფასება საშუალებას იძლევა განისაზღვროს კალმახის გამოსაზრდელი ტბორების ფართი.

1 ტონა სასაქონლო თევზის გამოსაზრდელად მაღალი ტემპერატურების პირობებში ( ე. წ. „კრიტიკულ» პერიოდში, ივლის-სექტემბერი), საჭიროა 5-დან 15-მდე ლ/წმ წყლის მოდინების უზრუნველყოფა, რომლის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება 15-22 გრადუსი.

ჟანგბადის შემცველობა

ჟანგბადის ბალანსის გაანგარიშება:

ცნობილია, რომ კალმახი წყლიდან მოიხმარს ჟანგბადის მხოლოდ 40%-ს. ამასთანავე, 20 გრადუს ტემპერატურაზე ჟანგბადის მოხმარება შეადგენს:

• სასაქონლო კალმახისათვის — 0,06 მგ O 2 / კგ თევზი წმ-ში;
• ლიფსიტებისათვის — 0,1 მგ O 2 / კგ თევზი წმ-ში;
• მწარმოებელთათვის და რემონტის ჯოგისათვის — 0,04 მგ O 2 / კგ თევზი წმ-ში.

თევზის მასის გამოთვლა წყლის განსაზღვრული ხარჯის დროს

თევზის მასა G = Q * О 2 / Z სადაც,

• G — თევზების მასაა;
• Q — წყლის ხარჯი ლ/წმ-ში;
• О 2 — ჟანგბადის მისაწვდომი შემცველობა მგ О 2 /ლ;
• Z- ჟანგბადის მოხმარება მგ О 2/ კგ თევზი/წამში.

ტბორებში წყლის შემოსადენსა და გასადენში დონეთა მნიშვნელოვანი სხვაობისას ჩნდება  მისი ორჯერადი და რიგ შემთხვევებში სამჯერადი გამოყენების საშუალებაც კი. მაგალითად, არსებული გამოცდილების მიხედვით, ტბორის გასადენზე, სადაც ჟანგბადის შემცველობა   60%-მდეა შემცირებული,  წყლის კასკადის ყოველ 20 სმ ვარდნილზე შეგვიძლია მივიღოთ ჟანგბადის დაახლოებით 1მგ/ლ-ით ზრდა.

იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოების ინტენსიფიკაციისათვის ვერ ხერხდება   არსებული  დონეთა სხვაობის გამოყენება, შესაძლებელია  ვისარგებლოთ სხვადასხვა ტიპის აერატორებით.

3. ცისარტყელა კალმახის გამოზრდა

კალმახის ქვირითის ყრა (ტოფობა)

• ცისარტყელა კალმახი მოწიფულობას აღწევს 2 წლის (მამრი) და 3 წლის (მდედრი) ასაკში;
• კალმახის ნაყოფიერება — 1200-1500 ცალი ქვირითი/მდედრის სხეულის კგ მასაზე;
• დღეისათვის შესაძლებელია კალმახის ქვირითის მიღება საქტემბრიდან მაისის ჩათვლით, ხოლო იმპორტირება მთელი წლის მანძილზე;
• მდედრის მზადყოფნა ქვირითის დასაყრელად მოწმდება ყოველ 7 დღეში.

ქვირითის აღება

• თევზს ვაძინეთ, ვამშრალებთ და ვათავსებთ  ცარიელ ჯამში, კარგი ქვირითი გადაგვაქვს საერთო ჯამში;
• 10-15 მდედრის ქვირითს ვანაყოფიერებთ 10-15 მამრის სითხით;
• ვურევთ, ვასხამთ წყალს და ვტოვებთ 5-10 წუთით.

ქვირითის ინკუბაცია

• ქვირითს, აღების შემდეგ  ვათავსებთ აპარატში;  ქვირითმა თავიდან 100 ათას ქვირითის მარცვალზე უნდა მიიღოს 24ლ/წთ -ში  წყალი; შემდეგ კი — 50ლ/წთ-ში.

• წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 4-10 გრადუსი;

• ინკუბაციის დრო შეადგენს 340 გრადუს/დღეს

ინკუბაცია

• ინკუბაციის დროს ქვირითს ვაცილებთ  მკვდარ მარცვლებს;
• გამოჩეკილი ლიფსიტები გადაგვყავს ხონჩებში და ვიწყებთ მათ კვებას;
• თავდაპირველად ლიფსიტების ჩასხმის სიმჭიდროვე ხონჩის 1კვ. მეტრზე უნდა იყოს 10 ათასი ცალამდე, ხოლო წყლის ხარჯი უნდა შეადგენდეს დაახლოებით 10- 40 ლ/ წთ-ში.

ლიფსიტების გამოზრდა

• წყლის ტემპერატურა უნდა აღემატებოდეს 30C;
• ლიფსიტებს ვკვებავთ 8-12-ჯერ დღეში და შემდგომ თანდათან ვამცირებთ კვების სიხშირეს;
• ლიფსიტების გამოსაზრდელი აუზი უნდა გაიწმინდოს ყოველდღიურად;
• თევზების ზრდის პროცესში საჭიროა მოვახდინოთ მათი დახარისხება.

აუცილებელი  წყლის რაოდენობა ( ლიტრებში ) კალმახის 3 გრამიანი ლიფსიტების  1 კგ მასაზე სხვადასხვა   ტემპერატურისა და ცვლის სიხშირის დროს.

კალმახი

საკვების დღიური დოზა დამოკიდებულია:

• თევზების მასაზე;
• ტემპერატურაზე;
• თევზის სიდიდეზე;
• საკვების კალორიულობაზე;

თუ ცნობილია ეს პარამეტრები, შესაძლებელია  ვისარგებლოთ საკვების ცხრილით და გავიგოთ თევზის მოცემულ მასაზე საკვების დოზა %-ში.

კვების ხელოვნება მდგომარეობს იმაში, რომ მოვძებნოთ ე.წ. „ოქროს შუალედი» საკვების რაოდენობასა(რაც განაპირობებს ზრდას) და საკვებ კოეფიციენტს შორის (1კგ საკვები/ თევზის მასის 1კგ ნამატი).

რაც უფრო დაბალია ეს კოეფიციენტი, მით უფრო ხარისხიანია საკვები. ეს მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ საკვების ხარჯი შეადგენს პროდუქციის გამოზრდაზე მთლიანი დანახარჯების  50%-ზე მეტს.

მოზარდეული და სასაქონლი თევზის გამოზრდა

• მოზარდეული- ეს არის თევზი 0,5გრ-დან 80გრ-მდე;
• ჩასხმის სიმჭიდროვე შეადგენს 10-40 კგ/მ 3 . რაც უფრო მეტია თევზის რაოდენობა , მით მეტია მოთხოვნა წყლის გამდინარეობისა და ხარისხის მიმართ;
• დასაწყისში ვკვებავთ 6-ჯერ, შემდეგ კი 3-ჯერ დღეში.

სასაქონლო მეთევზეობა

• სასაქონლო თევზი -ეს არის მოზარდეულიდან 350-1000 გრ-მდე და მეტი წონის თევზი;
• ჩასხმის სიმჭიდროვე შეადგენს 90 კგ/მ 3 -მდე;
• კვების ინტენსივობა- 3-ჯერ დღეში;
• პერიოდულად საჭიროა თევზის დახარისხება. დახარისხებამდე მინიმუმ ერთი დღე-ღამით ადრე თევზისთვის  საკვების მიცემას  ვწყვეტთ.

პროფილაქტიკა

• აუცილებელია ყოველდღიურად ვადევნოთ თვალყური თევზებს, უპირველეს  ყოვლისა მათი კვების დროს;
• ცუდი მადა — მეთევზესათვის არის იმის სიგნალი, რომ ის აუცილებლად უნდა ჩაერიოს ტექნოლოგიურ პროცესში;

როდესაც შეუძლებელია დაავადების მიზეზების დადგენა, საჭიროა საქმეში ჩავრთოთ კომპეტენტური ვეტერინარი.

მომზადება გასაღებისათვის

• რეალიზაციის ან ტრანსპორტირების წინ თევზის საყლაპავი მილი უნდა იყოს ცარიელი;
• ამისათვის, აუცილებელია 3 დღით ადრე თევზი გადავიყვანოთ სუფთა აუზში ან ტბორში(სადაც იქნება არანაკლებ 15 წუთიანი წყალცვლა) და შევუწყვიტოთ კვება.

ქვირითისა და თევზის გადაყვანა

• განაყოფიერებული ქვირითი გადააქვთ წყლიანი კონტეინერებით, მაგრამ განაყოფიერებიდან არა უმეტეს 10 საათისა. ქვირითი მარცვლის სტადიაში გადააქვთ წყლის გარეშე, იზოთერმული კონტეინერებით;

• ლიფსიტები გადაჰყავთ ჟანგბადიანი ტომრებით;

ლიფსიტების დიდი რაოდენობისა და სასაქონლო თევზის ტრანსპორტირება ხდება ჟანგბადიანი კონტეინერების მეშვეობით.

წყლისა და ჟანგბადის მოთხოვნილება ტომრებით ლიფსიტების გადაზიდვისას (გადაზიდვის დრო 12 საათამდე)

კალმახი

წყლის მოთხოვნილება ( ლიტრებში ) 1 კგ თევზის ჟანგბადიანი კონტეინერით გადაყვანისას

კალმახი

მასალა მოგვაწოდა პორტალმა kalmaxi.ge

თქვენი რეკლამა