სიმინდის მავნებლები-ღეროს ფარვანა და მისგან დაცვის საშუალებები

416 Views Comment Off
საქართველოში სიმინდის ფარვანა სიმინდის, ფეტვის, მზესუმზირას, კარტოფილის და სხვა მცენარეთა ნაყოფებს აზიანებს. ველური მცენარეებიდან ეტანებიან, ანწლს, ღიჭას, მამულას და სხვ.
სიმინდის ფარვანა, ზრდასრული მატლის სახით, მინდორში დარჩენილი სიმინდის ღეროებში, მსხვილღეროიანი სარეველა მცენარეების ღეროებში, ტაროების ნაქუჩებში, საქონლის გამოსაკვებად დამზადებულ დაზვინულ ჩალაში და სხვაგან იზამთრებს.
სიმინდის ანუ ღეროს ფარვანა — Pyrausta nubilalis Hb
ფარვანას დედალი პეპელას წინა ფრთები მკრთალი ფერისაა, ორი მოშავო ხვეული ხაზით და შავი კიდეებით. შუაში კი მკრთალი ზოლით. სხეულის სიგრძე 13-15მმ, ფრთების გაშლა 26-32 მმ.

კვერცხის დება იწყება გამოფრენის მე-4-5 დღეს, დამატებითი კვების შემდეგ (დიდი მნიშვნელობა აქვს ჰაერის ტენიანობას). დაბალი ტენიანობის დროს კვერცხები არ იდება. კვერცხდება გრძელდება 15-25 დღე.

დედალი საშუალოდ დებს 250-350 კვერცხს, ოპტიმალურ პირობებში, როდესაც ტემპერატურა მაღალია და ფარდობითი ტენიანობა 70-80%. ის 1250 კვერცხსაც კი დებს. კვერცხები იდება ფოთლის ქვედა მხარეზე, ჯგუფ-ჯგუფად, კვერცხები დაფარულია სასქესო ორგანოების დამატებითი ჯირკვლების სითხით. კვერცხები იდება სიმინდზე, სარეველა მცენარეზე და სხვა.

ახალგამოჩეკილი მატლი 1 საათის განმავლობაში შედის ფოთლის ფირფიტაში (ფირფიტას ემჩნევა განივმწკრივებად გაწყობილი გამჭოლი მრგვალი და წაგრძელებული ხვრელები), მის ყუნწში და აქ იწყებს კვებას. შემდეგ გადადის ღეროში, ტაროს ქოჩოზე და მის ფეხში.

მატლები ტაროებში ან მათ ყუნწებში ღრღნიან სასვლელებს და ჭამენ მარცვლებს (დაზიანების შემდეგ მძიმე ტაროები ტყდებიან. ასევე ქარში იმტვრევა გულამოჭმული სიმინდის ღეროები). ერთი მცენარის დაზიანების შემდგომ მატლი გადაცოცდება მეორეზე და ასე გრძელდება დაჭუპრებამდე. მატლი კანს იცვლის 4-5 ჯერ და საკმაოდ სწრაფად იზრდება.
აღსანიშნავია, რომ სიმინდის ფარვანას ინტენსიური გამრავლების დრო, სიმინდის ნათესი საქონლით გათელილს მოგვაგონებს. მცენარეებს ემჩნევათ ხვრელებიც, საიდანაც მატლების ნაღრღნი ფქვილი გარეთ იყრება. ასე დაზიანებული იღუპება ან ძალიან მცირე მოსავალს იძლევა. მატლები ტაროებსაც აზიანებენ, რომლებიც თავით ქვემოთ ჩამოეკიდებიან ხოლმე. ტაროში მატლები სასვლელებს ღრღნიან და მარცვლებს ჭამენ, ზოგჯერ ნაქუჩშიც ძვრებიან, სადაც მთელ ზამთარსაც რჩებიან.
ბრძოლის ღონისძიებები
სიმინდისა ანუ ღეროს ფარვანას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა თესლბრუნვის შემოღება, სარეველებთან სისტემატური და დროული ბრძოლა, რაც პეპლებს არ მისცემს დამატებითი საკვების მიღების საშუალებას.
ღეროგადატეხილი სიმინდი უნდა მოიჭრას და ნაკვეთიდან გავიტანოთ ან საკვებად მივცეთ საქონელს. მოსავლის აღების შემდეგ ნაკვეთი მცენარეთა ნარჩენებისაგან სასწრაფოდ უნდა გაიწმინდოს და დაიწვას. ყველა ზონისათვის უნდა დაზუსტდეს სიმინდის თესვის ვადები. უნდა დაითესოს მავნებლების მიმართ შედარებით გამძლე ჯიშები.
სიმინდის ფარვანას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსახურის კონსულტაციის საფუძველზე.
Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები — ინტერვიუ ჯენიფერ ბოუმანთან
282 Views

„ვფიქრობ, საქართველო ბოცვრის ხორცის შესანიშნავი მიმწოდებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის, ევროპისთვის  - ჯენიფერ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
6030 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB