საშემოდგომო ჭვავი

ჭვავი

საშემოდგომო ჭვავი (ლათ. Secale cereale L) – თავთავიანი პურეულების მნიშვნელოვანი წარმომადგენელია.

ჭვავის  ფქვილისაგან გამომცხვარი პური გამოირჩევა დიეტური დანიშნულებით და მაღალი კალორიულობით. განსაკუთრებული გემოთი და ხარისხით.

ის შეიცავს ბალანსირებულ ცილებს და ვიტამინებს (A,B,B, PP და E). მარცვალი შეიცავს 9,2 _ 17% ცილას. მისი ქატო და ღერღილი  კონცენტრირებული საკვებია.

ცხოველებისათვის ნამჯა გამოიყენება, როგორც უხეში საკვები და სასილოსე მასალა. მისი ნამჯისაგან შეიძლება მიღებული იქნეს შესახვევი ქაღალდი, ცელულოზა, ძმარი და სხვა საჭირო საქონელი.

ჭვავი ხორბალთან, ქერთან და სხვა მარცვლოვნებთან შედარებით ახალგაზრდა კულტურაა, მიუხედავად ამისა ის ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში. მოსავლიანობა ქვეყნებისა და ჯიშების მიხედვით ცვალებადობს.

მისი თესლი გაღივებას იწყებს 1-20C სითბოზე. აღმოცენებისათვის კი საჭირო ოპტიმალური ტემპერატურაა 6-120C, კარგად ბარტყობს 10-120C ტემპერატურაზე.

მოყვანის ოპტიმალურ პირობებში 25-300C ყინვას უძლებს. კარგად თავთავობს და ყვავილობს 14-160C სითბოს პირობებში. განვითარების სრული ციკლისათვის ესაჭიროება 18000C სითბოს ჯამი.

ჭვავი შედარებით გვალვაგამძლე მცენარედ ითვლება. მისი ტრანსპირაციის კოეფიციენტია 340-420. შედარებით ნაკლებ მიმთხოვნია ნიადაგის მიმართ. მისთვის საუკეთესო ნიადაგად ითვლება მსუბუქი ტიპის დაბალი ტენტევადობის ნიადაგები.

საშემოდგომო ჭვავი ხშირად, ბარტყობას შემოდგომაზევე ამთავრებს და მალე იწყებს აღერებას, მაგრამ თავთავობა და ყვავილობა გაჭიანურებულია. ის ყვავილობას იწყებს თავთავობიდან 12-14 დღის შემდეგ და გრძელდება 10-12 დღე. ჯვარედინმტვერია მცენარეა.

საშემოდგომო ჭვავი 8-10 დღით ადრე მწიფდება, ვიდრე საშემოდგომო ხორბალი. თავთავებიდან მარცვლის გამკვრივებამდე საჭიროებს 55-60 დღეს.

სავეგეტაციო პერიოდი ზონების მიხედვით 270-400 დღემდეა. ნაკლებ მომთხოვნია წინამორბედებისადმი, უკეთესია ანეული და პარკოსანი კულტურებისაგან განთავისუფლებული ფართობები.

ჭვავს 1 ც მარცვლისა და შესაბამისი ბიომასის მიღებისას ნიადაგიდან გამოაქვს – 3,5 კგ აზოტი, 1,4 კგ ფოსფორი და 4 კგ კალიუმი. საკვებს ინტენსიურად მოიხმარს ბარტყობისა და აღერების ფაზაში.

ნიადაგის დამუშავება ისეთივეა, როგორც საშემოდგომო ხორბლისათვის, თითქმის ანალოგიურია თესვის ვადებიც. სათესი ნორმა 6-7 მილიონი აღმოცენების უნარიანი მარცვალი (170-200კგ/ჰა).

ნათესის მოვლა – გაზაფხულზე მსუბუქი ფარცხით დაფარცხვა, სარეველებისაგან გასუფთავება.

ჭვავს ახასიათებს მარცვლის ჩაცვენა, ამიტომ აღებული უნდა იქნეს როცა მარცვლის ტენიანობა 35-20% და რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში.

ს.მ მეცნიერებათა დოქტორი თინათინ დარსაველიძე

თქვენი რეკლამა