საქართველოში მოსალოდნელზე ორჯერ ნაკლები ხორბლის მოსავალი მიიღეს. 

95 Views Comment Off

ამის შესახებ ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა ”საქმიან დილაში” განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, როგორც მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ამბობს, საქართველოში 150 — 170 ათასი ტონა ხორბლის მოსავალს ელოდნენ, თუმცა გვალვების გამო მოსავლის მოცულობა 80 ათას ტონამდეა, რაც მთლიანი მოხმარების დაახლოებით 10 პროცენტია. 

საქართველოში ხორბალი ძირითადად, რუსეთიდან და ყაზახეთიდან შემოდის. წელს მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ხორბლის კარგი მოსავალი იყო, თუმცა ბოლო მონაცემებით, რუსეთმა ურალსა და ციმბირში უამინდობის გამო მოსალოდნელზე 3 მილიონი ტონით ნაკლები მოსავალი მიიღო.

ნაადრევი ყინვების გამო მოსავლის დაახლოებით 15-20 % დაკარგა ყაზახეთმა. პრობლემებია ავსტრალიაშიც. როგორც გადაცემაში აღნიშნეს, ამ ფაქტორებმა მსოფლიო ბაზარზე, შესაძლოა, ხორბლის გაძვირება გამოიწვიოს. 

ლევან სილაგავას ინფორმაციით, დღეისათვის 1 ტონა ხორბლის ფასი 260 დოლარია. 

bpn.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB