სამყურა — საქონლის საუკეთესო საკვები და თაფლოვანი მცენარე

2654 Views Comment Off

სამყურა (ლათ. Trifolium) პარკოსანთა ოჯახის ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთოლი ძირითადად სამ ფოთოლაკიანია (აქედან მოდის მისი სახელიც), იშვიათად გვხვდება ოთხ ფოთოლაკიანი.

ყვავილები შეკრებილია თავაკისებრ, მტევნისებრ ყვავილებად. ნაყოფი პატარა პარკია, 1-2, იშვიათად 3-6 თესლით. სახეობის მიხედვით ყვავილი ძირითადად წითელი, თეთრი, ყვითელი ან ვარდისფერია, იშვიათად გხვდება არაფერთფეროვანი ყვავილით. ყვავილობის ხანგრძლივობა 20-40 დღე.

ღერო შებუსულია, 5-7 მუხლთაშორისით, საშუალოდ 15-55 სმ სიმაღლის, რიგ შემთხვევბში უფრო მეტიც.     

სამყურა კარგი თაფლოვანი მცენარეა (მისი თაფლი ერთ-ერთი საუკეთესოა), მაგ. თეთრი სამყურა ყვავილობს მაისში, ყვავილობის ხანგრძლივობა 20-30 დღე, ნექტარი 100 კგ-მდე — 1 ჰ-ზე. ნექტარის გარდა ფუტკარები აგროვებენ ყვავილის მტვერსაც, ზოგიერთი მონაცემით 20-30 კგ- 1 ჰ-ზე.

აღსანიშნავია, რომ სამყურას სხვადასხვა სახეობიდან ნექტრის მისაღებად, გრძელი ხორთუმია საჭირო, რითაც ასე გამორჩეულია ქართული ფუტკარი.

სამყურა, მდელოს

 

სამყურას ფესვები მთავარღერძიანია, მათზე დიდი რაოდენობით ვითარდება აზოტის შემთვისებელი ბაქტერიები (Rhizobium leguminosorum ან Bacillus radicicola), რომლებიც ჰაერში არსებულ აზოტს აწვდიან მცენარეს ადვილად შესათვისებელი ფორმით და ამდიდრებენ ნიადაგს აზოტოვანი შენაერთებით.

ამით აიხსნება იმ ნიადაგში სადაც იზრდებოდა სამყურა ან სხვა სიდერატები აზოტის დაგროვება და ამიტომ იყენებენ მათ მწვანე სასუქებად.

საქართველოში იზრდება 40-მდე სახეობა. სამყურას ბევრი სახეობა საქონლის საუკეთესო საკვებია და დიდი ხანია კულტურებშია შეყვანილი.

ამ მხრივ აღსანიშნავია:

  • წითელი ანუ მდელოს სამყურა (Trifolium pratense), რომლის ორი ფორმა არსებობს — საგვიანო ანუ ჩრდილოეთის ერთსათიბა და საადრევო ანუ სამხრეთის ორსათიბა;
  • ვარდისფერი ანუ შვედური სამყურა (Trifolium hybridum) — საკვებად იყენებენ სხვა მარცვლოვნებთან ერთად;
  • თეთრი სამყურა (Trifolium repens) — თესავენ სხვა სამყურასთან ან მარცვლოვნებთან ერთად. გაძოვების შემდეგ სწრაფად ამოიზრდება.

სამყურა, მდელოს

მდელოს ან წითელი სამყურა (ლათ.Trifolium pratense L)  

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა. სამყურას კარგად აქვს განვითარებული მთავარღერძა ფესვი აქვს, რომელიც ნიადაგში საშუალოდ ხშირად ის 1,5-2,0 მეტრზე ჩადის. შესაბამის პირობებში სამყურა ერთ მცენარეზე 20-30 ამონაყარს იკეთებს.

ყვავილი-რთულია შეკრებილია თავაკად, რომელშიც საშუალოდ 30-70 ყვავილია. ნაყოფი ერთთესლიანი, იშვიათად ორთესლიანი პარკია. თესლი სხვადასხვა ფერისა და კვერცხისებრი ფორმისაა. 1000 თესლის მასა 1,5-2,0 გრამია.

წითელი სამყურა ზომიერად ტენიან კლიმატის მცენარეა, იგი მაღალ მოსავალს იძლევა რეგიონებში, სადაც წლიური ნალექის რაოდენობა 450-500 მმ და მეტია. კარგად იზრდება ნაკვეთებზე სადაც გრუნტის წყლები ახლოსაა, მაგრამ ზედაპირიდან მინიმუმ 50 სმ-ზე დაბლა.

თესლი გაღივებას იწყებს 2-30C -ზე. ოპტიმალური ტემპერატურა 15-200С -ია. საკმაოდ ყინვაგამძლეა, კარგად დაფესვიანებული მცენარე, -12-150C ყინვას უძლებს, რიგ შემთხვევებში მეტს.

ტენის მოყვარულია. მცენარის ნორმალური განვითარებისთვის ნიადაგის ოპტომალური ტენიანობა 70-80%-ია. ტრანსპირაციის კოეფიციენტი 500-600.

ნიადაგის ოპტიმალური მჟავიანობა — рН=6-7, მჟავე ნიადაგებზე მოსავლიანობის გაზრდისთვის იყენებენ მოკირიანებას.

თესვისას სამყურა არ არის მომთხოვნი წინამორბედების მიმართ, თვითონ კი კარგი წინამორბედია და ამზადებს ნიადაგს სხვა კულტურებისთვის.

სათესი ნორმა ზონებისა და ჯიშების მიხედვით: 12-16 კგ — 1 ჰა-ზე, 1,2-1,6 გრ — მ2-ზე; ჩათესვის სიღრმე: 1-3 სმ.

სამყურა ატმოსფეროდან ითვისებს და 150 კგ-მდე აზოტს სტოვებს ერთ ჰექტარ ფართობზე.

სამყურა ითესება გაზაფხულზე და შემოდგომაზე. თესავენ როგორც ცალკე ისე საფარ კულტურასთან ერთად. კარგ შედეგს იძლევა სანაწვერალო კულტურებთან შერევით თესვა.

თივისა და თესლის მაღალი მოსავლის მისაღებად, სამყურას მეორე და შემდეგ წლებში კვებავენ წელიწადში ორჯერ, პირველად გაზაფხულზე, მეორედ პირველი გათიბვის შემდეგ, კვებისთვის იყენებენ განოყიერების საშუალებებს P40-50; K40-50-ის ანგარიშით.

მრავალწლიანი დაკვირვებების შედეგად დადგენილია, რომ თივად აღების შემთხვევაში ოპტომალური პერიოდი ყვავილობის საწყისი ფაზაა. გათიბვის ნორმა 15-20 სმ სიმაღლე.

მდელოს სამყურას თივის საშუალო მოსავალია 60-70ც/ჰა-ზე. თესლის საშუალო მოსავალი 1,5-3,0 ც/ჰა-ზე.

სამყურა ძალიან ნოყიერია (იონჯას ჩამოუვარდება) მისგან ამზადებენ თივას, სილოსს, სენაჟს, ბალახის ფქვილს…

სამყურა, მდელოს

„აგროკავკასია“ გისურვებთ წარმატებებს!

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1547 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB