საძოვრებზე გავრცელებული პარკოსანი ბალახების სახეობები

1705 Views Comment Off

სათიბებისა და საძოვრების ბალახოვან სათიბში პარკოსნები საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ, მხოლოდ მარცლოვნებს ჩამორჩებიან. დიდია პარკოსნების წილი მთისა და ტყის ზონის სათიბებზე, სადაც ისინი მთელი მასის 10-20%ს შეადგენს.

პარკოსანი ბალახების უმრავლესობა მრავალწლოვანია მათი ღერო რომელიც ვითარდება კვირტიდან გარეგნული ფორმით განსხვავებულია. ზოგიერთების ღერო სწორმდგომია (ესპარცატი, წითელისამყურა და სხვა).

პარკოსან ბალახთა ფესვთა სისტემა მთავარ ღერძიანია, რომელთა შორის ღერძი (ყვითელი იონჯა, კურდღლის ფჩხილა და სხვა) ნიადაგში აღწევს რამდენიმე მეტრ სიღრმეზე. გვერდითი ფესვებიც აგრეთვე აღწევენ მნიშვნელოვან სიღრმეს, რაც ამ მცენარეებს ქმნიან გვალვაგამძლე მეცენარეებად, განსაკუთრებით სტეპისა და მშრალ ზონაში.

პარკოსან მცენარეებს ახასიათებს ცილების დიდი რაოდენობა პარკოსნების თივაში მონელებადი ცილა საშუალოდ 5 6%-ია, მაგრამ ზოჯჯერ, განსაკუთრებით ყვავილობის წინ, 10%-მდე აღწევს. საკვები ერთეულების შედარებისას პარკოსნები მარცლოვნებს არ ჩამორჩებიან.

პარკოსანი მცენარეების კარგი ჭამადობა აიხსნება იმით, რომ პარკოსანთა მნიშვნელოვან რაოდენობას ხანგრძლივი ყვავილობის პერიოდი აქვს. პარკოსნები ძალიან ხშირად ზაფხულის განმავლობაში და შემოდგომითაც კი განუწყვეტლივ ყვავილობენ და მსხმოიარობენ, მაგრამ ყვავილობისა და მსხმოიარობია შემდეგაც, უფრო ნაკლებად უხეშდებიან და უფრო ხალისით იძოვება, ვიდრე სხვა მარცლოვნები ამ პერიოდში.

პარკოსნების ძოვების პერიოდი 1,5-2-ჯერ უფრო ხანგრძლივია, ვიდრე მარცლოვნებისა, რაც საძოვრული გამოყენებისათვის ძლიერ მნიშვნელოვანის. ზოგი მაღალ ყუათიანი პარკოსანი მაგალითად: სამყურა, იონჯა, ძიძო, მწვანე სახით გამოკვების დროს არაიშვიათად პირუტყვის ტიმპანტით დაავადებას იწვევს.

ტიმპანტით დაავადება ჩვეულებრივ დამშეული ცხოველის დიდი რაოდენობით მწვანე საკვებით გამოკვების დროს ხდება. ის რომ თავიდან ავიცილოთ, რეკომენდირებულია გატარებული იქნეს შემდეგი გამაფრთხილებელი ზომები: ნაკვეთზე სადაც დიდი რაოდენობითაა პარკოსნები დამშეული პირუტყვი არ უნდა გაუშვად საძოვრად, აგრეთვე წვიმის ან წვიმის შემდეგ სველი ბალახის ძოვება.

თეთრი სამყურა ანუ მხოხავი სამყურა-დაბალ მიზარდი მცენარეა (15-50 სმ) გრძელი მხოხავი დატოტვილი ღეროებით. მნიშვნელოვნად შეფოთლილია, ყვავილედი თავაკი, თეთრი ან ღია ვარდისფერია-ნაყოფი მრავალთესლიანი პარკია.

თესლი წვრილი, ყვითელი ფერისაა, ფესვთა სისტემა ძლიერ დატოტვილია. მისი გათიშული მასა ნაკლებად პროდუქტიულია, ვიდრე წითელი სამყურასი, ზაფხულში იძლევა ერთ გათიბვას. თივის მოსავლით 15-30 ც. ჰექტარზე როგორც საძოვრულ მცენარეს ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. კარგად იტანს დატკეპნას, დაბალზე გაძოვებას და ხშირად გამოყენებულ საძოვრებზე მრავლდება დიდი რაოდენობით. გაძოვების შემდეგ სწრაფად წამოიზრდება მთელი სეზონის განმავლობაში იძლევა ნაზ, მაღალი ყუათიანობის მწვანე მასას, რომელიც შედგება დიდი რაოდენობის ფოთლებისაგან.

იგი ერთადერთი პარკოსანი მცენარეა, რომელიც ხელსაყრელი გამოყენებისა და ინტენსიური საძოვრების რეჟიმის პირობებში ბალახთდგარში გვხდება ხანგრძლივი სარგებლობის კულტურულ საძოვრებზე (10 წელზე მეტი).

საძოვრული ბალახის მოსავალი ჰექტარზე 60-100 ც-ს შეადგენს.  გავრცელებულია ტყისა და მთის ზონებში. კარგად იტანს მკაცრ ზამთარს. უფრო გვალვაგამძლეა ვიდრე წითელი სამყურა, იზრდება სხვადასხვა ნიადაგებზე, მაგრამ მისთვის უკეთესად ითვლება თიხნარა და თიხიანი ნიადაგები. იტანს ხანგრძლივი დროით დატბორებას, ამასთან ჭაობის ნიადაგებზე კარგად შეუძლია გაიზარდოს მისი დაშრობის შემდეგ. აღსანიშნავია ტყისა და ჭროღა სამყურა.

კურდღლის ფჩხილა– მრავალწლოვანი მცენარეა, ძალიან მწოლარე და ზევით აწეული ღეროებით. გამოირჩევა კარგი შეფოთვლით ფოთლები მთელი მცენარის წონის 50%-ს აღწევს. მისი ძლიერი ფესვთა სისტემა ნიადაგში 1,5 მ. სიღრმემდე აღწევს. აქვს კარგი შეფოთვლა, რბილღეროიანობა და მაღალი ყუათიანობა (შეიცავს 20-მდე პროტეინს) მას ხდის ერთ საუკეთესო საკვებ ბალახად.

ყველა სახის პირუტყვი კარგად ჭამს. კარგი საძოვრული მცენარეა ფართოდ ინერგება კულტურაში. პერსპექტიული საკვები მცენარეა. იძლევა კარგ მოსავალს ჰექტარზე 20-30 ცენტნერ თივას. გავრცელებულია ტყის ზონის სამხრეთ რაიონებში და ჩრდილო კავკასიაში. გამოირჩევა გვალვაგამძლეობითა და ზამთარგამძლეობით, მაგრამ ცუდათ იტანს უთოვლო ზამთარს.

ნიადაგის პირობების მიმართ ნაკლებ მომთხოვნია. კარგად ვითარდება ტენიან, თიხნარ და ჭაობიან ნიადაგებზე. ეგუება მშრალქვიშნარ და ქვიშა ნიადაგებს. აგრეთვე იზრდება მჟავე გავრცელებულ ნიადაგებზე.

კარგი კომპონენტია პარკოსან–მარცლოვან ბალახნარევში, განსაკუთრებით არაშავმიწანიადაგიან ზოლში. გათიბვისა და გაძოვების შემდეგ კარგად წამოიზრდება და მწვანედ რჩება გვიან ღრმა შემოდგომამდე, რაც ადიდებს მის კვებით ღირებულებას.

ძიძო-აქვს გრძელი დატოტვილი შეფოთლილი ღეროები ძლიერი, ღრმადზარდი ფესვთა სისტემა, რის გამოც კარგად იტანს გვალვას. ცნობილია ძიძოს 20-მდე სახეობა ველურად მოზარდი სახით. იგი უფრო იზრდება გვალვიან რაიონებში.

ძიძო კარგი მაღალი კვებითი ღირებულების ბალახია, მაგრამ ცხოველი ადრეულ ფაზებში ჭამს უკეთესად. ძიძოს ღეროები ყვავილობის დაწყების დროს ძლიერ უხეშდება და ასაკთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება კუმარინის შემცველობა, რომელსაც აძლევს მკვეთრ სუნს და მწარე გემოს. ამიტომ მიზანშეწონილია ძიძოთი ცხოველი გამოიკვებოს ყვავილობის დაწყებამდე. ამავე მიზეზით თივას მას იყენებენ იშვიათად, ხოლო საძოვრად ცხოველი ხალისით ჭამს.

არსებობს ძიძოს ორი სახეობა: თეთრი ძიძო და ყვითელი ძიძო.

თეთრი ძიძო — ორწლიანი, იშვიათად ერთწლიანი მცენარეა 0,7-სმ სიმაღლის, გრძელი დატოტვილი ღეროებით, კარგად შეფოთლილია. ფოთლები სამფოთოლაკიანია, ყვავილედი-გრძელი მტევანია თეთრი ყვავილებით.

აქვს ძლიერი ფესვთა სისტემა, რომელიც ნიადაგში 2მ სიღრმემდე აღწევს, უნარი აქვს გაიზარდოს ძალიან არახელსაყრელ პირობებში. როგორც საკვები მცენარე, ყუათიანობით სამყურაზე ნაკლებია, განვითარების ადრეულ ფაზებში იძლევა მაღალყუათიან საკვებ პროდუქციას. ველური ძიძოს მოსავალი 10-30ც შეადგენს, ხოლო კულტურული ძიძო 40-60ც, ხოლო ხელსაყრელ პირობებში ჰექტარზე 100 და მეტ ცენტნერს აღწევს.

ველურად მოზარდი გვხდება ტყე-სტეპებში. თეთრი ძიძო ხარობს დამლაშებულ ნიადაგებზე, ღრმა ბიცობებზე და მლაშობებზე, ძლიერ ნიადაგებზე, შავმიწებზე.

ნაკლებად მომთხოვნია ნიადაგისადმი, იზრდება დამლაშებულ ნიადაგებზე, ღრმა ბიცობებზე და მლაშობებზე, მუქ-წაბლისფერ და ძლიერ ტენიან ნიადაგებზე. მათთვის საუკეთესოდ ითვლება შავმიწები და მარილიანი ნიადაგები. თეთრი ძიძო უმჯობესია გამოვიყენოთ საძოვრულ საკვებად, თუმცა იძლევა კარგი ხარისხის თივასაც.

მოსავლის თივად აღების დროს ფოთლები შესამჩნევად სწრაფად შრება, ვიდრე ღეროები და ცვივა. მცენარის ყველაზე ყუათიანი ადგილი იკარგება, თუმცა ამ შემთხვევაშიაც ცხოველები თივას ხალისიანად ჭამენ. თეთრი ძიძო აგრეთვე გამოვიყენოთ სასილოსად და მწვანე სასუქად. იგი გამოირჩევა არადიდი მოსავლიანობით, მაგრამ კარგი კვებითი თვისებები, მაღალი გვალვაგამძლეობით.

ყვითელი ძიძო-გარეგნულად გავს თეთრ ძიძოს, მაგრამ გამოირჩევა ყვავილების ყვითელი ფერით. საკვებად აქვს ისეთივე მნიშვნელობა, როგორც თეთრ ძიძოს. უფრო გვალვაგამძლეა, ამიტომ როგორც ველურმზარდი მცენარე იზრდება უფრო გვალვიან რაიონებში სტეპებში.

ცერცველა-გავრცელებულია 72 სახეობით, წარმოდგენილი მრავალწლიანი და ერთწლიანი მცენარეების სახით. ერთწლიანებიდან კულტურაში შეტანილია ჩვეულებრივი სათესი ცერცველა და საშემოდგომო ჩერჩველა. ისინი ფართოდ გავრცელებულია ტყის ზონებში და მთისპირებში.

ბუნებრივ საკვებ სავარგულებზე იზრდება ცერცველის მრავალწლიანი სახეობებიც, რომელიც შეგუებულნი არიან ადგილსამყოფლის მრავალნაირ პირობებს: იზრდება ჭალის მდელოებზე, მშრალობებზე, სტეპში, ტყეებში, მთის ფერდობებზე და როგორც სარეველა.

ცერცვალას თითქმის ყველა სახეობა-კარგი საკვები ბალახებია, რომლებიც იძლევა ყუათიან საკვებს ცილოვანი ნივთიერებების დიდი შემცვლელობით. კარგად ჭამს პირუტყვი, როგორც თივაში ისე საძოვარზე.

თაგვის ცურცველა-ფესურიან მრავალწლიანი მცენარე წვრილი, გრძელი, კარგად შეფოთლილი, მისაკიდი ღეროებით 30-100სმ სიმაღლის ფესვთა სისტემა ნიადაგში აღწევს 2-2,5მ სიღრმეზე. ფოთლები წყვილ ფრთალეულია, ქვედა ვიწრო ნაზი ფოთოლაკებით. კარგი შეფოთვლა (ფოთოლთა რაოდენობა წონა მოსავლის 60-70% შეადგენს) აქვს მაღალი კვებითი ღირებულება. ცხოველები კარგად ჭამენ როგორც თივის სახით, ასევე საძოვრებზე.

საძოვრული გამოყენების დროს ჩვეულებრივ ბალახთდგარიდან ქრება, ამიტომ ის მიზანშეწონილია გამოვიყენოდ თივად. კლიმატისადმი არ არის მომთხოვნი, გვალვაგამძლე და ზამთარგამძლეა.

ბუნებრივ საკვებ სავარგულებზე იზრდება ჭალის მდელოებზე, ზომიერად ტენიან ნიადაგებზე, იტანს მოკლე დროით დატბორვებს. კარგად იზრდება ბალახთდგარში უფრო შვრიელსთან, მდელოს ტიმოთელასთან და მდელოს წივანასთან ერთად. ნათესებში ძლებს 6-7 წელს.

ჩვეულებრივი ცერცვეკალა-მრავალწლიანი მეჩხერ ბუჩქიანი, 60-100 სმ. სიმაღლის, უხეში მყარედ შეფოთლილი ღეროებით. აქვს არადიდი ფოთლები, რომლის საფუძველთან არის ეკლები. ძლიერი ფესვთა სისტემა ღრმად ჩადის
მიწაში. ცერცვეკალა იზრდება კავკასიაში და საქართველოს მაღალმთიანეთში.

საძოვრებზე ჭამს ცხვარი, თითქმის არ ჭამს ცხენი და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. ცერცვეკალას დაქუცმაცება (მკვეთრად განსაკუთრებით დაფქვა თივის ფქვილად) ადიდებს ჭამადობას 80%-მდე. შემოდგომა ზამთრის პერიოდში, როდესაც ამინდის პირობების გავლენით ეკლები და ტოტები რბილდება, ჭამადობა უკეთესია. საშუალო საკვები მცენარეა არამაღალი კვებითი ღირებულებით.

მიწისქვეშა სამყურა-ერთწლიანი მცენარეა 40 სმ-სიმაღლის, მწოლარე დატოტვილი ღეროებით. ფოთლები გრძელ ყუნწებზეა. ყვავილედი-თავაკია, არადიდი რაოდენობის თვითდამტვერავი ყვავილებით, ღია ვარდისფერი შეფერვის.

მიწისზედა მასა სუსტად შებურულია. აყვავილების დროს თავაკი გადმოიღუნება ნიადაგის ზედაპირისაკენ, თესლი მწიფდება ნიადაგში და მომავალ წელს იწყებს აღმოცენებას. ველურად იზრდება საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე.

ნიადაგის მიმართ არის მომთხოვნი, უაღრესად იზრდება მდელოებზე, ბუჩქებს შორის. სარწყავ პირობებში პერსპექტიული საძოვრული მცენარეა. გავრცელებულია სამყურას შემდეგი სახეობები: გადაშლილი სამყურა, ალექსანდრული სამყურა, მათ აქვთ განსაკუთრებული კვებითი მნიშვნელობა, პერსპექტიული არიან კულტურაში
შესატანად.

ისლისებრთა ოჯახი-ვრცლად და ფართოდ გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. მას ეკუთვნის 3000 მეტი სახეობა. ოჯახში შედის მრავალწლიანი მცენარეები და იშვიათად ერთწლიანიც. მცენარის ღერძი სამწახნაგაა ან ცილინდრული მუხლში გამსხვილების გარეშე, ამოვსებულია პარენქიმით, როგორც მარცლოვანებში. ფოთლები
განლაგებულია სამ რიგად, ხაზურად.

ყვავილედი სხვადასხვანაირია: თავთავისებრი, საგველა და სხვა წვრილი უფერული ყვავილებით. ისლები გავრცელებულია ყველგან, განსაკუთრებით ტყის ზონაში. უმთავრესად იზრდება ტენიან, ზოგჯერ დაჭაობებულ ნიადაგებზეც კი, მდინარეთა და ტბის ნაპირებზე, მაგრამ ზოგიერთი მათგანი გვხვდება აგრეთვე მშრალ ადგილებშიც უდაბნოსა და მთის რაიონებში.

ისლისებრი შეიძლება მიეკუთვნოს კვებითი ხარისხის მიხედვით, საშუალოს და ცუდს. ზოგიერთი მათგანი შეიძლება შეფასდეს, როგორც კარგი და დამაკმაყოფილებელი კვებითი თვალსაზრისით. ისლების უმრავლესობა არაჭამადია ან ცუდჭამადი.

ისლისებრთა ჯგუფს მიეკუთვნოს შემდეგი გავრცელებული სახეობები: ისლი, ლელქაში, წყლის ბამბა, კობრეზია.

ისლი — ვრცელი გვარია, ითვლის 1000 სახეობაზე მეტს. არჩევენ ისლებს მსხვილღეროიანს და წვრილღეროიანს. მსხვილღეროიანი (სიმაღლით 5-150 სმ) იზრდება ჭაობებში, სველ მინდვრებზე ხშირად ქმნის მთელ შალდამებს და იძლევა ჰექტარზე 25-30 ც. მშრალ მასას.

წვრილღეროიანი ისლები იზრდება გვალვიან ადგილებში სტეპებში და უდაბნოებში. მათი ღერო წვრილია, 50-30 სმ. სიმაღლის, ფოთლებით ვიწროა მშრალი მასის მოსავალი ჰექტარზე 5-10 ცენტნერია.

კვებითი ღირებულება დაბალია, განსაკუთრებით მსხვილღეროიანი ისლებისა, რომლებიც იზრდება სველ დაჭაობებულ მჟავე ნიადაგებზე, მათი ჭამის დროს არაიშვიათად პირუტყვი ხდება, ხოლო ხბორები ავადმყოფდებიან რახიტით.

მთის რეგიონებში წვრილ ისლებს კარგად ჭამს პირუტყვი, აქვთ ამ რაიონებში დიდი კვებითი მნიშვნელობა.
ისლების ჭამადობა პირუტყვის სახეობების მიხედვით არაერთნაირია. ყვავილობამდე გათიბულ ისლსაც კი აქვს კვებითი მნიშვნელობა, განსაკუთრებით დასილოსებული სახით. მიუხედავათ ცუდი ჭამადობისა, ისლები ერთეულ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კვების ბალანსში.

ზღვის ლელქაში-მრავალწლოვანი ფესურიანი მცენარეა 60-70 სმ სიმაღლის. ავრცელებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. საძოვრებზე მსხვლფეხა რქოსანი პირუტყვი და ცხენი ჭამს დამაკმაყოფილებლად. განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულში დათავთავებამდე.

უფრო გვიან ფაზებში საკვებად გამოყენება შეუძლებელია. კარგად სილოსდება, სილოსი დამაკმაყოფილებელი ხარისხისაა და არც თუ ცუდად ჭამს პირუტყვი.

წყლის ბამბა-ჭამადობის მცენარეა, არაიშვიათად ქმნის უდიდეს შლამებს. იზრდება ჭარბ დატენიანებულ ნიადაგებზე ტყის ზონაში, უმეტესად დაჭაობებულ მდელოებზე. ცნობილია წყლის ბამბის 12 სახეობა, რომელთა უმრავლესობას ცუდად ჭამს ან სრულიად არ ჭამს ცხოველები, კვებითი მნიშვნელობა არ აქვს.

კობრეზია-მრავალწლოვანი ფესურიანი მცენარეა 10-40 სმ. სიმაღლის წვრილი ღეროებით და ვიწრო უხეში ფოთლებით. გავრცელებულია მაღალმთიან რაიონებში. საქართველოში წარმოდგენილია მისი რამოდენიმე სახეობა, მათ შორის ბელიარდის კობრეზია.

ვეგეტაციის ადრეულ ფაზაში კარგად ჭამს პირუტყვი. სქელ ადგილებში იზრდება ჭილები-ჭილისებრთა ოჯახიდან, რომლებიც ძალიან ახლოსაა ისლისებრთა ოჯახთან, როგორც შინაგანი ასევე გარეგანი სახით. ჭილების დიდი უმრავლესობა არაჭამადი ან ცუდადჭმადი მცენარეებია. მათ შორის მრავალი მავნეა, იწვევს ცხოველებში კუჭის აშლილობას, აქვეითებს წველადობას და სხვა.

რთულყვავილოვანთა ოჯახი-სხვა ყველა ოჯახებზე დიდია. მას ეკუთვნის 25 ათასზე მეტი სახეობა. ესენი ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ბალახებია, გარეგნულად მრავალფეროვანი, მასსივე შედის ბუჩქნარები და ნახევრადბუჩქნარები. რთულ ყვავილიანთა მორფოლოგიური აგებულებაა-ყვავილის თვისება.

რთულყვავილიანები გავრცელებულია საქართველოს საკვების სავარგულების ბალახოვანი საფარის არანაკლებ 15 20%-ი უჭირავთ. შესწავლილი სახეობების 46%-ი ცუდჭამადი და არაჭამადია, 9%-ი ცხოველებისათვის შხამიანია.

რთულყვავილიანთა კვებითი ღირებულება საკმაოდ მაღალია (საშუალოდ შეიცავს 11-სა პროტეინს, 100 კგ-ში 50,3 საკვები ერთეულია).

ბურბუშელა-ერთწლოვანი, ორწლიანი და მრავალწლიანი მცენარეა, უმთავრესად მდელოსი. ფართოდ გავრცელებულია როგორც ბარში ასევე მთაში. აქვს ფესვის ყელის მგავსი შემოკლებული ღერო, ლანცეტური ფოთლები. მცენარე შეიცავს რძე-წვენს.

გავრცელებულია ჩვეულებრივი ბურბუშელა რომელიც წარმოადგენს მრავალწლოვან მცენარეს გრძელი მთავარღერძიანი ფესვით და არამაღალი შეფოთვლილი ყვავილიანი ღეროებით. კარგად იტანს ძოვებას და სათიბად გამოყენებას როგორც საკვებ მცენარეს აქვს მაღალი ყუათიანობა, ცხოველების მიერ ითვლება დამაკმაყოფილებლად.

კუზინია-სულ არის 250 სახეობა, ერთწლიანი, ორწლიანი და მრავალწლიანი მცენარეები ძლიერი ეკლებიანი ფოთლებით, მათ შორის უმრავლესობა სარეველებია, რომლებიც ასარევლიანებენ და ბალახთდგარის განვითარებებს აფერხებენ მთის რაიონებში. მათი კვებითი ღირებულება უმნიშვნელოა, რადგან ეკლიანობის გამო მას ცხოველები თითქმის არ ჭამენ.

წითელწვერა-მრავალწლოვანი, კარგად დატოტვილი ნახევრადბუჩქნარია 30-40 სმ-დან 75-სმ სიმაღლის, წვრილხიდური ფოთლებით. ინვითარებს მიწაში ძლიერ, ღრმად ჩამავალ ფესვთა სისტემას. სითბოსა და სინათლის მოყვარულია, უძლებს დამლაშებულ და მლაშე ნიადაგებს, იზრდება აგრეთვე ბიცობზე, მშრალ ქვიშნარ და ქვიშა ადგილებზე. გვალვაგამძლეა. ეკონომიურად ხარჯავს წყალს ტრანსპირაციისათვის, უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს პირობებში იძლევა საკვები მასის საკმაოდ მაღალ მოსავალს.

გამოირჩევა მაღალი კვებითი ღირებულებით (შეიცავს დაახლოებით 10% პროტეინს) კარგი მონელებადია. ამ მცენარეს ძალიან კარგად ჭამს წლის ყველა სეზონში ცხენი და აქლემი, ითვლება გამასუქებელ საკვებად.

ვარდისებრთა ოჯახი-ეკუთვნის 2000-ზე მეტი სახეობა. ზოგ ვარდისებრს ცხოველები კარგად და დამაკმაყოფილებლად ჭამს, მაგრამ სახეობათა უმრავლესობას ცუდად ან სრულიად არ ჭამს. ვარდისებრნი მათი ფართო გავრცელების მიუხედავად, ბალახოვანთა საფარში მონაწილეობას არ იღებენ და კვებითი ღირებულებაც აგრეთვე დიდი არა აქვთ.

შვიტასებრთა ოჯახი-25 სახეობამდე აღირიცხება. მათგან საქართველოში დაახლოებით 9 სახეობაა. ღეროები ხეშეშია, ეს იმით აიხსნება რომ დიდი რაოდენობით შეიცავს SO2-ს. შვრიტები ხშირად იზრდება ჭაობებსა მდელოებსა და ქვიშნარზე, ხოლო ზოგიერთები მთის რაიონებში, ისინი გავრცელებული არიან მნიშვნელოვნად.

შვრიტების თივას ცხოველები დამაკმაყოფილებლად ჭამენ, საძოვრებზე კი ცუდად ან სრულად არ ჭამენ. შვრიტები საშუალოდ 12% პროტეინს, ხოლო 49,9% უაზოტო ექსტრაქტულ ნივთიერებას შეიცავს, რაც მცენარის მაღალ ყუათიანობაზე მივითითებს. ამასთან ერთად ცალკეული სახეობები შხამიანია, შეიცავენ შხამიან ნიადაგებებს-ალკალოიდ ეკვიზიტონს და სხვა.

ზამთრის შვიტა-ღერო 30-125სმ, დატოტვილი ან მცირედ დატოტვილი მცენარეა. შვიტების შხამიანობას ხსნისნ მასზე დასახლებული სოკოების მავნე გულებით-აგრეთვე ნიადაგური, კლიმატური და სხვა პირობების გავლენით. უნდა აღინიშნოს რომ მისგან ამზადებენ თივას. რომ არ დავუშვათ მოწამვლა, საჭიროა რაციონიდან გამოირიცხოს თივა, რომელიც ძლიერ დასარეველიანებულია შვიტებით, ან შესაძლებლობის ფარგლებში მათგან გაიწმინდოს თივა, თუ მთლიანად არ იქნება მოცემულ პირობებში განსაზღვრული შვიტი სახეობის უვნებლობა.

მღიერები-უდაბნოს მცენარეებს ეკუთვნის რომლებიც გავრცელებულნი არიან აღმოსავლეთ საქართველოს უდაბნოებში. ისინი გარეგნული იერსახით მღიერი ხავსს მოგვაგონებს, მაგრამ მღიერებს ხავსებისაგან განსხვავებით არც ფოთლები აქვთ და არც ღერო. მათ აქვთ თალუსი, რომელსაც თივის მხრივ წარმოადგენს სოკოსა და წყალმცენარის სიმბიოზს.

ზრდის ხასიათის მიხედვით მღიერები სამ ჯგუფად იყოფა:
1. ქერქისებრი დიქენები,
2. ფოთლისებრი დიქენები,
3. ბუჩქოსებრი მღიერები.

ბუჩქისებრი მღიერები-მათი თალუსი შედგება დატოტვილი ღეროებისაგან, რომლებიც ბუჩქს მოგვაგონებს ან ხეებზეა დაკიდებული. ქერქისებრს კვებითი მნიშვნელობა არა აქვთ. ისინი შეიცავენ მცირედ ცილას და მინერალურ ნივთიერებებს და აქვთ დაბალი მოსავლიანობა.

ავტორი: მერაბ მამულაძე

იხილეთ აგრეთვე: საძოვრებზე გავრცელებული მარცვლოვანი ბალახების სახეობების დახასიათება

 

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1347 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB