რამდენიმე საჭირო რჩევა ჰიბრიდული სიმინდის მოყვანის მსურველებს

4605 Views

1. უპირველეს ყოვლისა, მოითხოვეთ დეტალური ინფორმაცია შემოთავაზებული ჰიბრიდების შესახებ და არჩევანი გააკეთეთ მასზე, რომელიც უკეთ შეესაბამება თქვენი ნაკვეთის აგროკლიმატურ პირობებსა და თქვენ მოთხოვნებს.

ძვირადღირებული სიმინდის მოვლა-მოყვანა მაქსიმალურად დაგეგმილი და პროგნოზირებადი უნდა იყოს.

2. თუ შემოთავაზებული სათესლე მასალის ასორტიმენტი იძლევა არჩევნის საშუალებას, დაინტერესდით, რამდენად გამოსადეგია არა მხოლოდ საფურაჟედ, აგრეთვე, თქვენი ოჯახის საკვები მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად- ე.ი. დაადგინეთ მათი კვებითი და და საგემოვნო მახასიათებლები.

3. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სიმინდების სავეგეტაციო პერიოდს (საადრეო, საშუალო საგვიანო, საგვიანო). ჩვენში გავრცელებული თეთრი სიმინდების ადგილობრივი ჯიშები ძირითადად საგვიანო ვეგეტაციისაა. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ჰიბრიდული სიმინდის ყვავილობის პერიოდში არ მოხდება სამეზობლო უბანში (ან მასივში) ადგილობრივი «თეთრი» ჯიშების გადამტვერვა.

ქარს ყვავილის მტვერი რამდენიმე ასეულ მეტრზე გადააქვს და იწვევს თეთრი სიმინდების «აჭრელებას», რაც არასასურველი მოვლენაა «თეთრებისთვის». ამიტომ, ჰიბრიდისთვის გამოყოფილი ნაკვეთიდან, მინიმუმ, 500 მეტრის რადიუსში არსებული სიმინდის ნაკვეთის მეპატრონეებთან გაიარეთ კონსულტაცია უბანში (მასივში) თესვის ვადებისა და სიმინდის ჯიშების (ფორმების) შერჩევის შესახებ. სწორედ მათთან შეთანხმების მისაღწევად არის აუცილებელი ჰიბრიდული სიმინდის სავეგეტაციო პერიოდის ცოდნა.

გადამტვერვის რისკების შესამცირებლად, სასურველია ადგილობრივი ჯიშები დაითესოს ჰიბრიდულზე გვიან.

4. ჰიბრიდული სიმინდის თესლი დამუშავებულია ფუნგიციდებით _ ქიმიური საშუალებებით, რომლებიც ებრძვიან სოკოვან დაავადებებს. იგი დათესვამდე უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის და ცხოველებისგან მიუწვდომელ ადგილას. მოერიდეთ ცხოველებისა და ფრინველების შეშვებას დათესილ ფართობებში. რეკომენდირებულია თესლთან ხელთათმანებით მუშაობა. თესლთან კონტაქტის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელი.

5. მოსავლის აღების შემდეგ, მიღებული თესლი მომავალ წელს სათესლედ არ გამოიყენება.

6. ჰიბრიდული თესლი უფრო წვრილია, ვიდრე ადგილობრივი ჯიშის მარცვალი (განსხვავებულია მათში სამარაგო ნივთიერებების რაოდენობა), რაც განაპირობებს ჰიბრიდების «სასტარტო» პირობებს. კერძოდ:

ა) სათესი ფართობები მოითხოვს ნიადაგის დამუშავების მაღალ ხარისხს;

ბ) ჰიბრიდული თესლის ჩათესვა უნდა მოხდეს შედარებით ზედაპირულად, ჩვენს პირობებში, არა უმეტეს, 5-6 სმ სიღრმეზე;

გ) თესვის მომენტისთვის შექმნილი უნდა იყოს ნიადაგის ოპტიმალური ჰიდროთერმული პირობები;

დ)  აღმონაცენის გამოჩენისას, მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი კონკურენტი სარეველების რაოდენობა. მოვლის ტექნოლოგიაში სასურველია ჰერბიციდების ჩართვა, მათი დროული და სწორი გამოყენება. ჰერბიციდები შეიძლება გამოვიყენოთ თესვისას, თესვის დასრულებისას და აღმოცენების შემდგომ (სიმინდის მცენარის 3-5 ფოთოლი ფაზამდე);

ე) განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ნიადაგის განოყიერება და მცენარის გამოკვება.

7. ჰიბრიდები სიხშირის ამტანია, რაც მაღალი მოსავლიანობის მნიშვნელოვანი ფაქტორია. 1 ჰექტარზე მცენარეების რაოდენობა და, შესაბამისად, მოსავლიანობაც დამოკიდებულია ნიადაგის დამუშავების, განოყიერების დონესა და ირიგიზაციის პირობებზე. უკეთესი პირობების შემთხვევაში, თესლის სიხშირე 60 ათასიდან და 80 ათას მცენარემდე შეიძლება იყოს ჰექტარზე.

თანამედროვე ჰიბრიდებს შეუძლიათ განივითარონ 2, 3 და მეტი ტარო, თუმცა, მაქსიმალური მოსავალი მიიღება, როცა ერთი მცენარე იძლევა ერთ კარგად განვითარებულ ტაროს. თუ მცენარემ ორზე მეტი ტარო განივითარა, შესაძლებელია, თესვის სიხშირის გაზრდა.

სამექანიზაციო ფართობებზე, როცა მცენარეთა რიგებს შორის მანძილი 70 სმ-ია, რიგში მცენარეებს შორის მანძილი საკმარისია იყოს არა უმეტეს 20-25 სმ-ისა.

8. სიმინდი «ვერ იტანს» ნიადაგის «მჟავე» რეაქციას, სიმინდის მაღალი მოსავლიანობა შეუძლებელია მჟავე რეაქციის განეიტრალების გარეშე. ამჟამად, ყველაზე მეტად ხელმისაწვდომი და ეფექტური მეთოდია მოკირიანება.

ამ პრობლემის შერბილების კიდევ ერთი გზა არსებობს, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ _ მალე, მესიმინდე ფერმერებს ფერმერთა მომარაგების ქსელი «ხელხვავი» შესთავაზებს კალციუმის შემცველ აზოტოვან სასუქებს. მისი გამოყენებით, სიმინდს გამოვკვებავთ საჭირო აზოტით და ამავე დროს მივიღებთ «მოკირიანების ეფექტს».

9. ჰიბრიდები ინტენსიური ტიპის მცენარეებია და ადეკვატურად რეაგირებენ გამოკვებასა და მორწყვაზე. მათი პროდუქტიულობის რეალიზაციისთვის ერთ ჰექტარზე საჭიროებს 180-250 კგ/ჰა აზოტს, 80-120 კგ/ჰა ფოსფორს, 120-150 კგ/ჰა კალიუმს, სუფთა ნივთიერებებზე გადაანგარიშებით.

მნიშვნელოვანია აზოტის სწორი და დროული შეტანა. ოპტიმალურია შემდეგი სქემა _ სრული დოზით 25% შედის თესვისას, 60% _ სიმინდის 5-6 ფოთლის ფაზაში, ხოლო დანარჩენი 15% _ ბოლო კულტივაციისას, როცა მცენარე 50-60 სმ. სიმაღლისაა.

გახსოვდეთ, ჰიბრიდული სიმინდების მაღალი მოსავლის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მაღალ აგროტექნიკურ ფონზე ყველა არსებული ფაქტორის გათვალისწინებითა და პროდუქტიულობის გონივრული მართვით.

ტიფო მიქატაძე, ფერმერთა მომსახურების ქსელი «ხელხვავი», gurianews.com სტილი დაცულია.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1289 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3605 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB