მუხუდოს მოყვანის ტექნოლოგია

მუხუდო, აგროტექნოლოგია

მუხუდო მიეკუთვნება პარკოსანთა ოჯახს. კულტურაში ცნობილია ერთწლოვანი სახეობა cicer arietinum.

მცენარე სწორმდგომია პარკში თესლების რაოდენობა 1ან 2_ია იშვიათად 3-4. ფოთოლი, ღერო და ნაყოფი შებუსული, მუხუდო სინათლისა და სითბოს მოყვარული უძლებს გვალვას და ყინვებს. იყენებენ სასურსათედ და ცხოველთა საკვებად.

მუხუდოს თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას, ცხიმს და წარმოადგენს მნიშვნელოვან სასურსათო და საქონლის საკვებ კულტურას. ადამიანის საკვებად გამოიყენება თეთრმარცვლიანი ფორმები, ხოლო საქონლის საკვებად მუქმარცვლიანი ფორმები. მუხუდოს საკვები ღირებულება არის მაღალი და კარგად შეითვისება ადამიანის ორგანიზმის მიერ.

მუხუდოს მარცვალი გამოიყენება ხალვის და რახატ-ლუხუმის დასამზადებლად, ის გამოიყენება აგრეთვე როგორც ყავის სუროგატი. მოუმწიფებელი მარცვალი გამოიყენება როგორც მწვანე ბარდა. მარცვლის ფქვილს იყენებენ საკონდიტრო წარმოებაში და პურის ფქვილში საკუპაჟეთ. მაკარონის წარმოებაში და სხვადასხვა დანიშნულებით.

მუხუდოს მაღლი გვალვაგამძლეობა, ყინვაგამძლეობა და მდგრადობა მემარცვლიას მიმართ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი კულტურისაათვის. მაღალი ტენიანობის პირობებში ნაყოფის გამონასკვის პროცესი ფერხდება და თავისთავად მოსავლიანობა მცირდება.

მუხუდო ინვითრებს მძლავრ ფესვთა სისტემას, რომელზედაც დიდი რაოდენობით სახლდება კოჟრის ბაქტერიები, რომელთა მეშვეობითაც ხდება ბიოლოგიური აზოტის ფიქსაცია.

ამ და სახვა დადებითი თვისებების გამო ის ნიადაგს ტოვებს გამდიდრებულს საუკეთესო წინამორბედია ყველა კულტურისათვის (გარდა პარკოსნებისა).

ნიადაგის მომზადება და განოყიერება

ამჟამად საქართველოში დარეგისტრირებულია მუხუდოს ყინვაგამძლე ჯიშები, ამიტომ მათი თესვისათვის ნიადაგის მომზადება იწყება წინამორბედი კულტურისაგან ნაკვეთის განთავისუბლებისთანავე. მუხუდოს კულტურა ვერ იტანს დასარევლიანებულ ნიადაგს. ამიტომ საჭიროა ჰერბიციდის შეტანა, სამი კვირის შემდეგ ნიადაგი უნდა მოიხნას, სასურველია 27-30 სმ სიღმეზე (რადგან მუხუდოს ფესვთა სისტემა ვრცელდება ღრმად). შემდეგ თესვამდე 10 დღით ადრე უნდა ჩატარდეს კულტივაცია ხოლო შემდეგ უნდა მოსწორდეს.

ნიადაგის დამუშავებისას ან თესვისას უნდა შევიტანოთ (ნიადაგის ანალიზის მიხედვით) N45 P90 K45 მინერალური სასუქი.

თესლის შერჩევა და თესვა

თესლის შეძენისას სათესლე მასალას უნდა ჰქონდეს ხარისხის დამადასტურებელი საბუთი. უნდა დაითესოს ის ჯიში, რომელიც გასავრცელებლად დაშვებულია და რეკომენდირებულია იმ რეგიონებისთვის სადაც იწარმოებს თესვა.

თესვის დრო: ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკვლევებით მუხუდოს ამჟამად დარეგისტრირებული ახალი ჯიშები „ელექსირი“ „არაგვი“ და „შირაქი“ შესანიშნავად იტანს ზამთრის ყინვებს (ახალმა აღმონაცენმა გადაიტანა -160 ყინვა).

ჩვენი რეკომენდაციით თესვის სასუკეთესო ვადაა ნოემბრის შუა რიცხვებიდან მარტის პირველ დეკადამდე. (როცა ამინდი მოგვცემს საშუალებას) დაგვიანებული თესვისას იკლებს მოსავლიანობა.

თესვის წესი: თესვის წინ თესლი უნდა დამუშავდეს პესტიციდით. მუხუდო უნდა დაითესოს 45 სმ მწკრივთაშორის და მცენარეთა შორის 5-6 სმ. ასეთი თესვის წესით ჰექტარზე იქნება ხუთასი ათასი მცენარე. მცენარეთა სიხშირე იწვევს დაავადების გაჩენის საშიშროებას და უარყოფითად მოქმედებს როგორც მოსავლიანობაზე ასევე მის ხარისხზე.

თესვის ნორმა: თესვის ნორმა მერყეობს ჯიშების მიხედვით 80-120 კგ_მდე. ჩვენს მიერ დარეგისტრირებული ჯიშების თესვის ნორმა არის 100 კგ/ჰა.

თესლის ჩათესვის სიღრმე: ჩათესვის სიღრმე დამოკიდებულია ნიადაგის ფიზიკურ მდგომარეობაზე მძიმე ნიადაგებში ჩათესვის სიღრმე ნაკლებია ვიდრე ქვიშნარ ნიადაგებში. ჩვეულებრივ ჩათესვის სიღრმედ მიჩნეულია 5-7 სმ.

მუხუდოს მავნებელ დაავადებები

ლიტერატურული მონაცემებით საზღვარგარეთ მუხუდოს თესლი ზიანდება მემარცვლიათი, მაგრამ ჩვენთნ მემარცვლიათი დაზიანების შემთხვევა არ შენიშნულა. მცირედ ზიანდება ჩრჩილის მატლით. მუხუდოს ახალ აღმონაცენს ანადგურებს მინდვის თაგვი. ამიტომ საჭიროა მისი კერების განადგურება.

დაავადებებიდან აღსანიშნავია ასკოხიტოზი და ფუზარიოზი, განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოაქვს ასკოხიტოზით დაავადებას, მას შეუძლია მთლიანი ნათესის განადგურება. ამ დაავადების გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობაა ჭარბტენიანობა და ნათესის დასარევლიანება.

ნათესის მოვლა და მოსავლის აღება

მუხუდოს ნათესის მოვლისათვის ძირითადია ნათესის სისუფთავე სარეველებისაგან. ამისათვის საჭიროა სპეციალური ჰერბიციდების გამოყენება. თუ ვერ მოხერხდა ჰერბიციდის გამოყენება საჭიროა სარეველების მექანიკური განადგურება კულტივაცია და მცენარეთა შორის თოხნა. კულტივაცია და თოხნა უნდა ჩატარდეს მანამ სანამ მუხუდოს მცენარის ნამხრევები არ გადაიშლება ( რომ არ დაიმტვრეს). და თუ მაინც წამოიზარდა სარეველები ფრღხილად უნდა ჩატარდეს მარგვლა( მორწყვას არ საჭიროებს).

მუხუდოს მოსავლის აღება ტარდება მაშინ როცა მცენარე და პარკები გაყვითლდება, გახმება და პარკში მარცვალი გამაგრდება. აღება ხდება თავთავიანების ამღები კომბაინით ერთ ფაზად, დოლის და დეკას დარეგულირებით, მარცვალი რომ არ დაიმტვრეს. აღებული მოსავალი უნდა გაიშალოს საცავში და მალევე უნდა გაიწმინდოს თესლის დამხარისხებელ აგრეგატზე, მოთავსდეს ტომრებში და 14-15 % სინოტივის მქონე თესლი უნდა შევინახოთ მშრალ ნორმალურ ტენიანობის პირობებში.

შემდგენლები: პაშა ვაჩეიშვილი, ლევან ტყემალაძე, ნატო კაკაბაძე
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

თქვენი რეკლამა