საგაზაფხულო ხორბალი — რჩევები ხორბლის თესვისთვის

2189 Views

საგაზაფხულო პურეულის ვეგეტაციის პერიოდი საშემოდგომო პურეულზე უფრო გრძელია, უფრო გვიან მწიფდება, საგაზაფხულო პურეულს უფრო სუსტი ბარტყობა ახასიათებს, მოსავლიანობითაც ჩამორჩება საშემოდგომო პურეულს.

საქართველოს მთიანი ზონის რაიონებში (ახალქალაქი, ბორჯომი, წალკა, სტეფანწმინდა, სვანეთი, დუშეთი, თიანეთი…), სადაც მკაცრი ზამთრის გამო შეუძლებელია საშემოდგომო პურეულის მოყვანა, ფერმერები სწორედ საგზაფხულო პურეულს, მ. შ. საგაზაფხულო ხორბალს აწარმოებენ.

საგაზაფხულო ხორბალს ფესვთა სისტემა სუსტად აქვს განვითარებული, ამიტომ საჭიროებს ტენით უზრუნველყოფილ პირობებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაის-ივნისის ნალექები. უფრო გვიან მოსული ნალექები ხორბლის განვითარებაზე გავლენას თითქმის არ ახდენს.

საგაზაფხულო ხორბალი ნიადაგისადმი მაღალი მოთხოვნილებისაა, კარგი მოსავლის მისაღებად სჭირდება კულტურული, ნაყოფიერი ნიადაგი, საკვები ნივთიერებების ადვილად შესათვისებელ მდგომარეობაში.

საგაზაფხულო ხორბლის ერთსა და იმავე ნაკვეთზე თესვა იწვევს ნიადაგის გამოფიტვას, სპეციფიკური სარეველების, მავნებლებისა და დაავადებების გავრცელებას, ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ, მის სწორ თესლბრუნვაში მოქცევას, შესაფერისი წინამორბედი კულტურის შერჩევით, საუკეთესო წინამორბედია მრავალწლიანი ბალახები, კარგი წინამორბედია სათოხნი კულტურები (სიმინდი, კარტოფილი) და პარკოსანი კულტურები.

საგაზაფხულო ხორბლის უხვი მოსავლის მისაღებად აუცილებელია ჩატარდეს მზრალად ხვნა 22–25 სმ სიღრმეზე. ხვნა უნდა ჩავატაროთ ნაკვეთის დაქანების საწინააღმდეგო მიმართულებით. გვალვიან და ქარისმიერი ეროზიის რაიონებში დიდი მნიშვნელობა აქვს ქარსაფარი ზოლების გაშენებას.

ადრე გაზაფხულზე უნდა დაიფარცხოს, ხნულის ზედაპირი უნდა მოსწორდეს. თუ ხნული დასარევლიანებულია, თესვის წინ უნდა ჩატარდეს კულტივაცია.

ორგანული სასუქების (ფერმერებს ძირითადად ნაკელი შეაქვთ) შეტანა მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას. გადამწვარი ნაკელი უმჯობესია შევიტანოთ მზრალად ხვნის დროს ან გაზაფხულზე, მზრალის კულტივაციის დროს, საშუალოდ 20 ტონა/ჰა.

მძიმე თიხნარი და მსუბუქი ქვიშნარი ნიადაგები ნაკლებად ვარგისია მაღალი მოსავლის მისაღებად. ხორბალი სუსტად ბარტყობს საკვები ნივთიერებებით ღარიბ ნიადაგებზე. ბარტყობაზე დიდ გავლენას ახდენს თესლის ხარისხიც — წვრილი და მშიერი თესლი სუსტ ნაბარტყს იძლევა.

სათესლე მასალა კარგად დასრულებული მსხვილი თესლი უნდა იყოს, რადგანაც ასეთი თესლიდან მცენარეები კარგად და თანაბრად ვითარდებიან, უფრო ძლიერ ბარტყობენ, უფრო იტანენ არახელსაყრელ პირობებს და უფრო მაღალხარისხოვანი მარცვალი გამოაქვთ. თესვის ვადის სწორად შერჩევა მნიშვნელოვანი ფაქტორია საგაზაფხულო ხორბლის მაღალი მოსავლის მისაღებად.

თესვა უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება ადრეულად, ხორბლის თესლის ნორმა ჰექტარზე 180_200 კგ-ია (თუ სათესლე მასალის ეტიკეტზე თესვის სხვა ნორმა არ არის მითითებული).

ზოგადად, რაც უფრო ხელსაყრელია ზონის ნიადაგური და კლიმატური პირობები მცენარის განვითარებისათვის, მით ნაკლები თესლია საჭირო, და პირიქით. ბაზოებზე სათესით თესვის დროს თესლის ხარჯი ნახევრდება.

თესვის ყველაზე გავრცელებული წესია ვიწრო მწკრივებად (6,5_7 სმ) და ჯვარედინად თესვა მარცვლეულის სათესი მანქანებით. ამ წესით თესვა უკეთ იცავს ნათესებს ქარისმიერი ეროზიისაგან.

მარცვლეულის მწარმოებელმა ყველა ფერმერმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მხოლოდ აგროტექნიკური ღონისძიებების სწორად და დროულად ჩატარება უზრუნველყოფს ხარისხიან და მაღალ მოსავალს.

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანას“ კონსულტანტი
ნუკრი მემარნიშვილი

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1270 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3531 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB