ხანჭკოლა — მწვანე სასუქი მოსავლიანობის გასაზრდელად

168 Views

ხანჭკოლა (ლათ. Lupinus) – მოჰყავთ ძირითადად, როგორც მწვანე სასუქი, რადგანაც ის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აგროვებს აზოტს და ნიადაგში ტოვებს ორგანულ ნივთიერებებს.

ხანჭკოლა ერთ ჰექტარზე 180-200 კგ ორგანულ ნივთიერებებს აგროვებს, რაც 36-40 ტონა ნაკელის ტოლფასია.

ფესვთა სისტემა საკმაოდ ღრმად ჩადის ნიადაგში და იქიდან ძნელად ხსნად ფოსფორს ითვისებს და ამოაქვს სახნავ ფენაში. თეთრი ხანჭკოლას თესლი 50%-მდე ცილებს შეიცავს.

მაღალმოსავლიანია ყვითელი ხანჭკოლა, იგი 400ც/ჰა და მეტ მწვანე მასის მოსავალს იძლევა, ექსპერიმენტებში კი 700ც/ჰა-ზე აღწევს. ახალი უალკალოიდო სამარცვლე მიმართულების ფორმები ბარდასთან შედარებით ორჯერ მეტ ცილას იძლევიან.

ხანჭკოლა ბალახოვანი მცენარეა, ღერო სწორმდგომია, შებუსული, 1-1,5 მ სიმაღლის, უხვად შეფოთლილი (5-11 ფოთოლი). ყვავილედი გრძელი 50 სმ-მდე.

ხანჭკოლას 200-ზე მეტი სახეობაა ცნობილი, მაგრამ მათგან ძირითადად გავრცელებულია:

ლურჯი ანუ ვიწრო ფოთლიანი ხანჭკოლა – ერთწლოვანი, მაღალ მოზარდი მცენარეა. ფესვები ღრმად ჩადის ნიადაგში, კოჟრები უხვად აქვს განვითარებული, 1000 მარცვლის მასა 160-200გრ. მწვანე მასის მოსავალი 50 ც/ჰა-ზე, თესლისა 2 ც/ჰა-ზე.

ყვითელი ხანჭკოლა – ერთწლოვანია, კარგად შეფოთლილი, მეტწილად ჯვარედინდამამტვერიანებელია. 1000 მარცვლის მასა 120-150 გრ. მწვანე მასის მოსავალი 60-80 ც/ჰა-ზე, თესლისა 3ც/ჰა.

თეთრი ხანჭკოლა – მაღალმოზარდია (1-1,5მ) 1000 მარცვლის მასა 350-450 გრ. მწვანე მასის მოსავალი 30 ც/ჰა, თესლის 5,1 ც/ჰა.

მრავალწლოვანი ანუ მრავალფოთლიანი ხანჭკოლა მწვანე მასის მოსავალს იძლევა 30 ტ/ჰა, თესლისა 0,4-0,6ტ/ჰა. ერთ ადგილზე მას შეუძლია 8-10 წელი იცოცხლოს და მოსავალი მოგვცეს. სამხრეთის რაიონებში წელიწადში 3-4 განათიბს იძლევა.

წინამორბედად ხელსაყრელია ანეული, აგრეთვე სათოხნი კულტურები. ითესება ადრე გაზაფხულზე, ჩვეულებრივ მწკრივებში 1-1,3 მლნ. მარცვალი ჰექტარზე (200-250 კგ/ჰა) 3-5 სმ სიღრმეზე.

მრავალწლოვან ხანჭკოლას თესავენ თესლბრუნვის გარეშე, სადაც ის 5-6 წელი და მეტი ხნით ყოვნდება.

სათესლედ ხანჭკოლისა მიზანშეწონილია დაითესოს ფართო მწკრივებად (45X15 სმ), რაც აჩქარებს თესლის გამრავლებას და არ საჭიროებს საფარქვეშ თესვას.

კარგ შედეგს იძლევა სათესლე ნაკვეთებზე ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების შეტანა და აგრეთვე ნიტრაგინი. თესლის მოსავალს იღებენ მცენარის სიცოცხლის მეორე წლიდან. ამ დროისათვის თესლის მოსავლიანობა 0,6-0,8 ტ/ჰა-ზე აღწევს.

ს.მ მეცნიერებათა დოქტორი თინათინ დარსაველიძე /მინდვრის კულტურების ეკოლოგიური და ჯიშური აგროტექნილოგია/.

იხილეთ აგრეთვე: რა არის მწვანე სასუქი (სიდერატები და სიდერაცია)

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1257 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3473 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB