კეთილშობილი დაფნის ფასიც გაკეთილშობილდა-ასე რომ დროა გავაშენოთ

377 Views Comment Off

ჩვენში გავრცელებული კეთილშობილი დაფნის ჯიში, ძირითადად, კომუნისტების დროინდელ ხანად წოდებულ დროში მოიხმარებოდა აქტიურად. მართალია, მაშინ კილოგრამი დაფნის ფასი მაღალი არ იყო, მაგრამ დამზადება აქტიურად ხდებოდა. გეგმაც კი არსებობდა, კერძო პირს თუ კოლმეურნეობას რამდენი კილოგრამი უნდა ჩაებარებინა.

შემდეგ, როცა სახელმწიფო სისტემა შეიცვალა, ცვლილებები ყველაფერზე აისახა და დაფნის კრეფა და ჩაბარება აღარავის ახსოვდა. ძირითადად, კეთილშობილი დაფნა ან გაველურდა, ან მოჭრეს და ამოძირკვეს.

გასულ წელს დასავლეთ საქართველოში კვლავ გამოჩნდნენ დაფნის ფოთლის დამზადების მსურველები და რამდენიმე თვის წინ კილოგრამი დაფნა 70 თეთრი ღირდა. დღეისთვის კი კილოგრამ დაფნის გამხმარ ფოთოლს ორლარნახევრად იბარებენ.

მართალია, დაფნის კვლავ გაშენების მსურველთა რიცხვი ბევრი არ არის, მაგრამ არა ერთი ადამიანი ეძებს სამეზობლო ეზოებსა თუ ტყეებში დაფნის ხემცენარეს, რათა ფოთოლი მოკრიფოს და დაამზადოს.

როგორც მიმღებ პუნქტებში მომუშავენი გვეუბნებიან, დაფნის ხმელი ფოთლის გატანა, ძირითადად, რუსეთში ხდება და მოთხოვნა მზარდია, რადგან ფასი დღითიდღე იმატებს.

დაფნა დეკორატიული მცენარეცაა, უხდება გაკრეჭა. მისი ცოცხალი ღობე და ბორდიურები ადვილად გასაკეთებელია, მცენარეს არ უჭირს გახარება და მისი მოვლა განსაკუთრებულ მძიმე შრომას არ ითხოვს.

ადვილი მოსალოდნელია, დაფნის კულტურა კვლავ მოთხოვნადი და პოპულარული გახდეს და გარდა სიმბოლური მნიშვნელობისა (როცა ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ხელოვნების ღმერთ აპოლონის აუცილებელი ატრიბუტი იყო), ჩვენი კარმიდამოებისა თუ კულტურული დასვენების პარკებისა და ხეივნების გამორჩეული მშვენება გახდეს.

ყველას, ვინც დაფნას მოიხმარს, უნდა ახსოვდეს, რომ მცენარის ღეროები ხელის პატარა ხერხით უნდა გადაჭრას და ერიდოს ცულითა და წალდით ჩაჩეხვას, თუ გვინდა, რომ ის ძველებურად ამართლებდეს კეთილშობილის («ლაურის ნობილის») სახელს.

მარინე ჩიხლაძე
წყარო: gurianews.com
agrokavkaz.ge

იხილეთ აგრეთვე: დაფნის პლანტაციის გაშენების წესები და ტექნოლოგიები
დაფნის მოვლა-მოყვანის თანამედროვე აგროტექნოლოგია

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
324 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
5314 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB