კახელმა გლეხებმა ხორბლის შესანახი საწყობის შექმნა გადაწყვიტეს

101 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის იაფი აგროკრედიტით ორი წლის წინ დედოფლისწყაროს რაიონ სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრებმა ინდ. მეწარმე ზვიად ბიძიკაშვილმა ისარგებლა.

ბიძიკაშვილი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას მანამდეც ეწეოდა და საკუთარ ნაკვეთებში ხორბალი და მზესუმზირა მოჰყავდა. თუმცა მას შემდეგ, რაც მას მარცვლეულის დაბინავების პრობლემა შეექმნა, აგროკრეტიდით სარგებლობა და მარცვლეულისათვის საწყობის შექმნა გადაწყვიტა.

აგროკრეტის ფარგლებში მეწარმემ 117 ათასი დოლარი აიღო და სწორედ აღნიშნული თანხის დახმარებით ჩაუტარა რეკონსტრუქცია სოფელში მდებარე ღვინის ქარხნის ყოფილ შენობას, რომელიც მამამ კრედიტის აღებამდე რამდენიმე წლით ადრე შეიძინა.

„კომერსანტთან“ საუბრისას ზვიად ბიძიკაშვილი ამბობს, რომ აგროკრედიტის დახმარებით მარცვლეულის საწყობი გააკეთა, რომელსაც ძირითადად პირადი მოხმარებისთვის იყენებს, თუმცა თავისუფალი ადგილის დარჩენის შემთხვევაში, პროდუქციის შენახვაზე უარს არც თანასოფლელებს ეუბნება.

ბიძიკაშვილი თავის წარმოებულ ხორბალსა და მზესუმზირას ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. იგი ამბობს, რომ გვალვის გამო, მიმდინარე წელს ძალიან ცუდი მოსავალი აიღეს, შესაბამისად, ამ ეტაპზე მას გაფართოების გეგმები არ აქვს.

ზვიად ბიძიკაშვილი ვარაუდობს, რომ მოგებაზე გასვლას იქამდე ვერ შეძლებს, სანამ კრედიტს ბოლომდე არ გადაიხდის, ამისათვის კი მისი თქმით, 3-4 წელია საჭირო.

ხორბლის კიდევ ერთი მეწარმე სიღნაღის რაიონის დაბა წნორის მოსახლე ავთანდილ ტუხაშვილია. მან აგროკრეტიდით გასულ წელს ისარგებლა და სესხი 50 ათასი დოლარის ოდენობით აიღო. ამ თანხით ტუხაშვილმა ხორბლის შესანახი საწყობი ააშენა და მისთვის აუცილებელი დანადგარებიც შეიძინა.

«კომერსანტთან» საუბრისას იგი იმედს გამოთქვამს, რომ მოგებაზე 3-4 წლის შემდეგ გავა, კრედიტის დასაფარად კი მას 7 წელი აქვს დარჩენილი.

ადგილობრივი მეწარმე ხორბალთან ერთად სიმინდის მოსავალსაც ელოდება და აღნიშნავს, რომ სიმინდი წელს ძალიან ცოტა იქნება. ამის მიზეზი კი კვლავ კახეთის რეგიონში გვალვა იყო.

მარიამ გეგეჭკორი
რადიო «კომერსანტი» FM 95.5

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3204 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
166 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB