ღომი (Setaria italica) — საბურღულე კულტურა

759 Views Comment Off

ღომი (ლათ. Setaria italica) – ერთწლოვანი, სასურსათო საბურღულე კულტურაა. აქვს სწორი, თითქმის, ცილინდრული ღერო, რომლის სიმაღლე 0,5მ-2,0მ-ს აღწევს.

ფესვთა სისტემა ფუნჯაა, ფოთოლი ფართოა ლანცეტური. ყვავილედი საგველა, კუშტად შეკრული, ამიტომ თაველსაც უწოდებენ.

მისი სამშობლოა აღმოსავლეთ აზია ჩინეთი, მონღოლეთი. ღომი საქართველოში XV საუკუნიდან არის ცნობილი, მისი მრავალი უხვმოსავლიანი ჯიშიც არსებობდა, თუმცა ამჟამად იშვიათად თუ შევხვდებით საკარმიდამო ნაკვეთებზე.

„მოხნულ მიწაში და თოხით სამ-ოთხჯერ მარგლავდნენ. ღომი სამეგრელოში იზრდება მაღალი და ოქტომბერში ნამგლით მომკიდნენ.

მომკილი ღომის თავთავებს გამოსაშრობად ჩაყრიდნენ მოწნულ ძარში, რომელიც მაღალ ბოძებზე იყო შემდგარი და ქვეშ შეუნთებდნენ ნელ ცეცხლს, ნებისად რომ გამომშრალიყო, ამის შემდეგ ღომის თავთავებს ფეხით სრესდნენ („ჩაჩუა“) და აცილებდნენ ბზესა და ღეროებს („გვადუა“) გარჩეული ღომის თავთავებს საცეხველში („ჩამური“) ჩაყრიდნენ, რომელიც მთლიანი ხისაგან იყო გამოთლილი და მოკაუჭებული ხის საცეხველით („კაკუტი“) ცეხვავდნენ.

ღომის ცეხვას („ჩხვარუა“) ძირითადად აწარმოებდა სამი ადამიანი, რომლებიც მორიგეობით ურტყამდნენ კაკუტებს ჩამურში ჩაყრილ ღომს. დაცეხვილ ღომს ჩამურიდან ამოიღებდნენ და გაანიავებდნენ („მოხინწუა“ ან „ხიორუა“) ხოლო ბრელოიან ნარჩენს („ნოყური“) ქათმებს გადაუყრიდნენ. ღომის გამცეხვავნი ძირითადად ქალები იყვნენ.

ღომისაგან შემდეგ იხარშებოდა ერთგვარი ფაფა. ღომის ნამგლით მომკას „გიმუა“ ეწოდებოდა და რადგანაც ეს პროცესი ოქტომბერში სრულდებოდა ამ თვეს მეგრულად „გიმათუთა“ დაერქვა“. (ლიტ.: ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია.)

მარცვალი შეიცავს 16% ცილას, 5% ცხიმს, 76% უაზოტო ექსტრაქტულ ნივთიერებებს.

აგროტექნიკა

ღომი ადვილად ეგუება სხვადასხვა ნიადაგებს.

კარგ მოსავალს იძლევა შავ და ყომრალ ნიადაგებზე. გვალვაგამძლეა. თესლი გაღვივებას 8-100C-ზე იწყებს, აღმონაცენი უძლებს -2-30C ყინვას. კულტურა გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს სასუქებს.

ღომი შედარებით გვიან ითესება (აპრილის მეორე ნახევრიდან და მაისის შუა რიცხვებამდე). ღომი უნდა დაითესოს, როდესაც თესლის ჩათესვის სიღრმეზე ნიადაგი 10-12 0C-მდე გათბება.

ღომის კულტურისთვის ნიადაგის დამუშავება-შემოდგომით მზრალად ხვნისაგან, წინასწარი ნაწვერალის აჩეჩვით, ადრე გაზაფხულზე დაფარცხვით და თესვისწინა დაფარცხვისაგან შედგება.

ითესება ფართო მწკრივებად, მწკრივებს შორის მანძილი 45 სმ. ზოგან თესავენ კვადრატულ ბუდობრივადაც 45X45 სმ. თესვის წესის მიხედვით სათესი ნორმა 4-6 კგ-დან 10-15 კგ-მდეა ჰა-ზე.

ღომი ტენისადმი არ არის დიდი მომთხოვნი, რადგან ფესვთა სისტემა მძლავრად აქვს განვითარებული და ნიადაგში ღრმად წვდება.

აღმონაცენი 2-3 ფოთლის ფაზაში უნდა გაითოხნოს, მომდევნო ეტაპზეც საჭიროა თოხნა-კულტივაცია.
(ს.მ მეცნიერებათა დოქტორი თ.დარსაველიძე)

სავეგეტაციო პერიოდი:

  • საადრეო ჯიშები 100-110 დღე;
  • საშუალო 110-130 დღე;
  • საგვიანო 130-140 დღე.

ღომის თაველი თითქმის ერთდროულად შემოდის რაც აადვილებს მის აღებას. ღომის მომწიფება იწყება ყვავილობიდან 30-40 დღის შემდეგ.

აგროკავკასია წარმატებებს გისურვებთ!

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
299 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3678 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB