არაქისი (მიწის თხილი) – კულტურა და მისი ძირითადი აგროწესები

არაქისი, მიწის, თხილი

ზოგადი ინფორმაცია

არაქისი, მიწის თხილი (ლათ. Arachis) – პარკოსანთა (Fabaceae) ოჯახის, ბალახოვანი მცენარის გვარია. ცნობილია არაქისის 15 სახეობა. კულტურული სახეობებიდან გავრცელებულია Arachis hypogaea.

არაქისი ერთი-ერთია იმ მცირერიცხოვან კულტურულ მცენარეთა შორის, რომლებსაც გეოკარპია (ნაყოფის ნიადადგში განვითარება) ახასიათებთ. თვითდამტვერადია, ჯვარედინი დამტვევის წილი ძალიან დაბალია (1-6%).

ნაყოფი (პარკი) 1-6 სმ-ია, ერთკამერიანია, მარცლების რაოდენობა საშუალოდ 3-5, პარკი არის – მოწითალო, ყავისფერი, ჩალისფერი, იშვიათად თეთრი ან სხვა შეფერილობის.

განაყოფიერების შემდეგ ნასკვის ფეხი თანდათანობით გრძელდება და ქმნის ე.წ. გონოფორს, რომელიც ჯერ ზევით ადის, შემდეგ მოიხრება და მიემართება მიწის ზედაპირისკენ, ჩავა რა ტენიან ფენამდე (8-10 სმ-ზე) იქცევა ნაყოფად – პარკად. გონოფორი, რომელიც ვერ აღწევს ნიადაგამდე და ვერ ჩადის მასში იღუპება.

სახელი არაქისი სავარაუდოდ ბერძნული αράχνη – დან მოდის, რომელიც ობობას ნიშნავს, ნაყოფთა ბადის ობობას ქსელთან მსგავსების გამო.

წარმოშობა და გავრცელება

არაქისის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა (არგენტინა, ბოლივია), საიდანაც ის მოხვდა ინდოეთში იაპონიაში, ფილიპინების კუნძულებზე და მადაგასკარში. ჩინეთში პორტუგალიელებმა 1560 წელს შეიტანეს.

აფრიკის კონტინეტზეც XVI საუკუნეში გაიცნეს ეს კულტურა. სენეგალი, ნიგერია და კონგო არაქისის მეორე გენეტიკურ ცენტრებად ითვლება, რადგან ამ ქვეყნებში ადგილობრივმა მოსახლეობამ მისი ნაყოფიდან ზეთის მიღება ისწავლეს და ამის გამო ნათესმა ფართობებმა სწრაფად დაიწყო ზრდა.

ინდოეთიდან და ჩინეთიდან არაქისი ევროპის ქვეყნებში (ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია) შეიტანეს, სადაც „ჩინური კაკლის“ დასახელება მიიღო.

არაქისი მცირე ფართობებზე გაშენებული იყო, სამხრეთ კავკასიაში (მათ შორის საქართველო), ჩრდილო კვკასიაში, კრასნოდარის მხარეში (რუსეთი), შუა აზიის ქვეყნებში და უკრაინის სამხრეთ რეგიონებში.

სპეციფიკური მოთხოვნები

არაქისი სითბოს მოყვარული მცენარეა. თესლი გაღივებას იწყებს 120C ტემპერატურაზე. 10C ყინვაზე აღმონაცენი იღუპება. 120C -ზე დაბალ ტემპერატურაზე თესლი არ წარმოიქმნება.

მცენარის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 25-280C სითბო.

ტენისადმი მომთხოვნია, განსაკუთრებით კი ყვავილობის დაწყებიდან ნაყოფის ჩამოყალიბებამდე. ტენის უკმარისობისას მცენარე აფერხებს ყვავილობას და ნაყოფწარმოქმნას, რაც მნიშვნელოვნად აქვეითებს პარკის მოსავლიანობას.

პარკების მომწიფების პერიოდში ნაკლებ ტენს საჭიროებს. ზედმეტი ტენიანობაც აფერხებს პარკის მომწიფებას. ის სინათლის მოყვარული მცენარეა.

აგროტექნიკა

  • ნიადაგი

არაქისისათვის კარგია მსუბუქი სტრუქტურის შავი ნიადაგები. ვერ ეგუება ჭაობიან და მარილიან ნიადაგებს. მოჰყავთ სათოხნი კულტურების შემდეგ. თვითონ კარგი წინამორბედია სხვა კულტურებისათვის.

გარემო პირობებისა და ნიადაგის თვალსზრისით მოვიყვანთ აფრიკის მაგალითს.

აფრიკის კონტინენტზე არაქისის მოყვანის – გარემო პირობების საილუსტრაციოდ შეიძლება გამოვარჩიოთ 3 ზონა:

საჰელის ზონა  – (გარდამავალი ზონა საჰარის უდაბნოსა (ჩრდილოეთით) და სუდანის სავანას შორის (სამხრეთით). გადაჭიმულია აფრიკის კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანიდან წითელ ზღვამდე).

საშუალო თვიური ტემპერატურა 20,9-340С, ნიადაგი როგორც წესი ქვიშნარი, ნიადაგის рН=6.0-7.0;

ამ ზონაში ნიადაგის მომზადება იწყება მარტის შუა რიცხვებიდან და გრძელდება ივნისის შუა რიცხვებამდე, შემდეგ მიმდინარეობს თესვა, მოსავლის აღება სექტემბრის შუა რიცხვებიდან-იანვრამდე. ამ ზონაში ძირითადად მოკლე ვეგეტაციის ჯიშები მოჰყავთ.

სუდანის ზონა  – ამ ზონას უკავია სენეგაკის მნიშვნელოვანი ტერიტორია, აგრეთვე გამბიის, გვინეის და მალის რეგიონები.

საშუალო თვიური ტემპერატურა 21,3-35,40С, ჰუმუსი მდიდარი ნიადაგი, рН=5.6-6.0; მოჰყავთ,  როგორც საშუალო ვეგეტაციის ჯიშები.

გვინეის ზონა  – მოიცავს სენეგალის, გვინეის სამხრეთ რეგინების, ნიგერიის და რიგი სხვა ქვეყნების ტერიტორიებს.

საშუალო თვიური ტემპერატურა 25-260С, ჰუმუსი მდიდარი ნიადაგი, მჟავიანობა рН=5.0; მოჰყავთ,  როგორც მოკლე ისე გრძელი ვეგეტაციის ჯიშები.

შესაბამისად ნიადაგის рН=5.0-7.0;

  • თესვისთვის მომზადება

ნიადაგს ამუშავებენ 10სმ სიღრმეზე, განოყიერებისათვის შეაქვთ 10-15 ტ/ჰა ნაკელი და P40-50, K20-30 კგ/ჰა.

  • თესვის სქემა

ითესება კვადრატულ ბუდობრივად 70X70 სმ, ან 60X60 სმ (ბუდნაში 5-6 ან 3-4 მცენარე) ან მწკრივში 60-70X15-20 სმ. გარჩეული თესლი 60-80 კგ/ჰა, ხოლო პარკით 100-120 კგ/ჰა, სიღრმე 6-8 სმ.

უნდა დაითესოს როცა ნიადაგი 10 სმ სიღრმეზე გათბება 14-150C -მდე.

  • მოვლა

ნათესის მოვლის სავალდებულო ღონისძიებებია აღმოცენებამდე დაფარცხვა, კარგ შედეგს იძლევა რიგებს შორის 3-4-ჯერ გაფხვიერება 6-8 სმ სიღრმეზე და გონოფორის გამოვლენისას 1-2 ჯერ მიწის შემოყრა. მიწის შემოყრა განსაკუთრებულ ეფექტს იძლევა სარწყავ პირობებში.

  • მოსავალი

სავეგეტაციო პერიოდი ჯიშებისა და გარემო პირობების მიხედვით საშუალოდ 100-150 დღე გრძელდება.

არაქისის აღება იწყება, როცა პარკები კარგად არის მომწიფებული, მოსავალი ჯიშების და მოვლის პირობების მიხედვით 1.3-1.8 ტონიდან – 5.5-6.5 ტონამდე მერყეობს.

არაქისის ზეთს იყენებენ კვების მრეწველობაში, თესლს – საკონდიტრო წარმოებაში, ვეგეტატიურ ნაწილებს (ღეროს და ანარჩენებს) – ცხოველთა საკვებად.

გისურვებთ წარმატებებს!

თქვენი რეკლამა