აგროკრედიტით სარგებლობის წარმატებული მაგალითი – ქართული მწვანილი

900 Views Comment Off

წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში მცხოვრები ინდ. მეწარმე გოდერძი შავგულიძე 2013 წელს, სოფლის მეურნეობის იაფი აგროკრედიტის ფარგლებში, 30 ათასი დოლარით დაფინანსდა.

ამ თანხით მეწარმემ სასათბურე მეურნეობა გააფართოვა და მწვანილის წარმოებასთან ერთად, მისი შეკრება და ექსპორტზე გატანაც დაიწყო.

„კომერსანტი“ გოდერძი შავგულიძესთან ინტერვიუს გთავაზობთ:

– რა ბიზნესი გაქვთ? როდის აიღეთ კრედიტი და რა ოდენობის თანხაზეა საუბარი?

– სასათბურე მეურნეობა მაქვს და მწვანილს ვაწარმოებ. იაფი აგროკრედიტი შარშან ავიღე. ბანკიდან გამოტანილი 30 ათასი დოლარით უკვე გავაკეთე რკინის ახალი, ექვსი სათბური. სათბურებს ქვედა და ზედა სარწყავებიც აქვს, ყველაფერი მოგვარებულია, ვშრომობთ ისე, როგორც შეგვიძლია.

ეს სათბურები ერთი ზამთარი უკვე ვამუშავეთ, ახლა მეორე სეზონისთვის ვემზადებით.  მუშები გვყავს დაქირავებული და ორგანული ნაკელი მოგვაქვს. მერე ხვნა-თესვასაც დავიწყებთ. ასე ვემზადებით სეზონისთის.

– წინა სეზონი როგორი იყო, კმაყოფილები ხართ?

– კმაყოფილები ვართ, თუმცა წელს უფრო მაქვს იმედი, ვიდრე შარშან. ეს იმედი კი გამოიწვია იმან, რომ შეკვეთებზე უკვე მირეკავენ სხვადასხვა ქვეყნიდან და ქართული წარმოების მწვანილი ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში გამაქვს. ახლო-მახლო სოფლებიდან, მაღლაკიდან, ფარცხანაყანებიდან, ტყაჩირიდან და სხვა სოფლებიდანაც ვიღებთ და ვიბარებთ ცერეცოს და ოხრახუშსდა ისინიც გაგვაქვს. ძირითადი აქცენტი მაინც ცერეცოზეა.

პროდუქცია გაგვაქვს რუსეთში, აზერბაიჯანში და უკრაინაში, თუმცა წელს უკრაინის ამბავი როგორ იქნება, არ ვიცი. არ მინდა მოვლენებს გავასწრო, შეიძლება უკრაინის ბაზარი გამოგვაკლდეს, ომი და არეულობაა, ყველგან თუ დაწყნარდა სიტუაცია, რუსეთმა თუ ემბარგო არ შემოიღო ხელახლა, ვნახოთ. სამომავლოდ ბულგარეთზეც გვაქვს გათვლები. მიმდინარეობს მოლაპარაკებები. წინასწარ ლაპარაკი ჯერ არ მინდა.

– როდის აპირებთ კრედიტის დაფარვას?

– კრედიტი თავისუფლად გავისტუმრეთ, მაგრამ ცოტა დაგვრჩა, ფასებმა არ შეგვიწყო შარშან ხელი. ჩვენ სეზონურად ვმუშაობთ, ზამთრის და გაზაფხულის პერიოდში ვიხდით კრედიტს, დეკემბერში განვაახლებთ გადახდას. ზამთარში უფრო მომგებიანია ეს საქმე და ამ დროს განვითარებას ვაპირებთ. ზაფხულში მოგება რაც შემოდის, ძირითადად გარემონტებაზე მიდის, ნაკელის შემოტანაზე, მუშახელი, დასუფთავება, ათასი საქმეა.. ზაფხული ისეთი მომგებიანი არ არის ჩვენთვის, როგორც ზამთარი, მაგრამ ხარჯების გასტუმრებას ვახერხებთ.

– როგორ ფიქრობთ, როდის გახვალთ მოგებაზე?

– მოგება დაწყებული გვაქვს. გვინდა მოვლენებს არ გავუსწროთ და ის თანხა, რაც დაგვრჩა, ბანკის გარდა, ისევ საქმეში დავატრიალოთ. ოჯახებიც გვაქვს, მაგასაც შენახვა უნდა… ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს წლიური პროცენტის ექვსი თვის განმავლობაში გადახდა თავის ძირით.

– საქმიანობა როდის დაიწყეთ?

– ამ ბიზნესს უკვე 5 წელია ვეწევით. კრედიტის აღება გაფართოებისთვის დაგვჭირდა. თავიდან ორი ხის სათბური გვქონდა, ექვსი დავამატეთ და ჯერ-ჯერობით წარმატებულებიც ვართ. ვნახოთ წელს როგორ იქნება და კიდევ რვა სათბურის დამატებას ვფიქრობ. ვაპირებ შესანახი სამაცივრო აგრეგატების დადგმას და ზოგადად, ბევრ რამეს ვფიქრობ. რვა სათბურის დამატება კიდევ გვინდა. ისევ ბანკის საშუალებით ვაპირებთ კრედიტის აღებას. მეტიც, აგროკრედიტის აღება აუცილებლად დაგვჭირდება.

– რის წარმოებას აპირებთ დამატებით, ახალ სათბურებში?

– რა თქმა უნდა, განვაგრძობთ მწვანილის წარმოებას. ზაფხულში თუ რვავე სათბურში მწვანილის მოყვანა გავაგრძელეთ, წაგება გვაჩვენა–თქო, ვერ ვიტყვით, მაგრამ მოგება ძალიან ბევრიც არ ყოფილა.

წელს სერიოზული მოთხოვნაა პამიდორზე და კიტრზე. აქედან გამომდინარე, მარტი-აპრილის თვეებიდან გვინდა მათი წარმოების დაწყებაც. იმედია გაისადაც ასე იქნება. გამოსაყვანი გვინდა ამ ზამთარს გავაკეთოთ და ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. ექსპორტსაც ვაპირებთ, ჩვენს მეგობრებსაც მოჰყავთ ეს პროდუქტები და მათ კალკულაციასაც ვაკვირდებით, ამ საქმეში დასამალი არაფერი არ არის და ყველაფერს გვეუბნებიან და გვირჩევენ.

მარიამ გეგეჭკორი
რადიო «კომერსანტი» FM 95.5

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3204 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
166 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB