ნეზვის შერჩევა და მისი დაგრილება

მეღორეობა, ღორი, ნეზვი, დაგრილება

სანეზვედ უნდა შეირჩეს მაღალპროდუქტიული დედისგან ნაშობი ბურვაკები, დედა უნდა ხასიათდებოდეს ნაყოფიანობით და უხვი რძით.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სარძევე დვრილების რაოდენობას და მის განვითარებას, სანეზვე ბურვაკს უნდა ჰქონდეს 7-8 წყვილი დვრილი.

სანეზვედ ძირითადად არჩევენ ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე დაბადებულ გოჭებს, რადგან მათ გამოზრდას ემთხვევა გაზაფხულ-ზაფხულის საკვებით მდიდარი პერიოდი. გარდა ამის ისინი შესაძლებელია იმავე წელს დავაგრილოთ.

დაგრილებაზე ნეზვებს უშვებენ 9 თვის ასაკში, ცოცხალი მასით 90-100 კგ. ნეზვი არ უნდა იყოს გადასუქებული, უნდა გამოირჩეოდეს ენერგიულობით და ჯამრთელობით.

ღორი ახურებაში მოდის ყოველი 18-22 დღის განმავლობაში.

გარე სასქესო ორგანო შეწითლებულია და მისგან ლორწო გამოედინება, ცხოველი მოუსვენრადაა, საკვებს ცუდად იღებს, წელზე ხელის დადებით ადვილად ჩერდება.

სწორედ ამ პეროიდშია აუცილებელი ის შეწყვილდეს კერატთან. კერატი შერჩეული უნდა იყოს ჯამრთელი, ნეზვის შესაფერისი ტანისა და განვითარების.

დაუშვებელია მონათესავე ნეზვისა და კერატის შეწყვილება.

იმისთვის რომ დავრწმუნდეთ ნეზვის მაკეობაში, საჭიროა დაკვირვება. თუ იგი დაგრილებიდან 22-23 დღის განმავლობაში არ გამოავლენს ახურების ნიშნებს, ის შეიძლება ჩავთვალოთ მაკედ.

ნეზვის მაკეობა გრძელდება 114-115 დღე.

თ. ყურაშვილი

თქვენი რეკლამა