მაკე ღორის მომზადება დაგოჭიანებისთვის

3457 Views Comment Off

მაკეობის ბოლო თვეს ნაყოფი სწრაფად იზრდება, ნეზვებს მუცელი ეზრდებათ და დაბლა აქვთ დაწეული. მოცულობაში მატულობს ცური და სარძევე დვრილები. ნეზვების მომზადება დაგოჭიანებისთვის სწორედ ამ პერიოდში იწყება.

ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ სწორ კვებას და მოვლა-შენახვას.

ნეზვებს ამ პერიოდში ქერის, შვრიის და ხორბლის გარდა დამატებით საკვებად ეძლევა სოიო, მზესუმზირის კოპტონი და ცილოვანი საკვები (150-300 გრამი თევზისა და ხორცის ფქვილი ან 2 ლიტრი რძის შრატი).

კონცეტრირებულ საკვებს ურევენ მინერალური ნივთიერებებით და ვიტამინებით მდიდარ თივის ან ბალახის ფქვილს (0.8-1,5 კგ. დღე-ღამეში). რაციონში წვნიანი საკვების (2-3 კგ.) შეტანა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და დადებითად მოქმედებს ნაყოფის ზრდა-განვითარებაზე.

ნეზვებს საკვები უნდა მიეცეთ სალაფავის სახით 2-3 ჯერ დღეში იმ რაოდენობით რომ, 20-30 წუთში მთლიანად შეჭამოს იგი. წყალი უნდა მიეწოდოს ნებაზე, რომელიც არ უნდა იყოს +10 გრადუსზე დაბალი ტემპერატურის. დაგოჭიანებამდე 3-4 ადრე რაციონს ანახევრებენ.

დაგოჭიანების ჩასატარებლად უნდა მოვამზადოთ სუფთა ჩვარი ან პირსაწმენდი, 5%-იანი იოდის ხსნარი, მაკრატელი, ძაფი, სუფთა ნამჯა და ყუთი გოჭების ჩასასმელად. შენობაში აუცილებლად უნდა იყო ლამპა ან სინათლის სხვა წყარო ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევისთვის.

დაგოჭიანების დაწყების ნიშნები შემდეგია: 1-2 დღით ადრე მუცელი ძლიერ ჩამოწეულია, ცური შეწითლებულია, ხელის მოჭერის შემთხვევაში სარძევე დვრილებიდან გამოიყიფა ხსენი, სასქესო ორგანო ძლიერ გასიებულია და შეწითლებული. ნეზვი იწყებს ბუდის მოწყობას, ხშირად წვება და დგება, თან ბუდეს ასწორებს.

პირველი ნიშნების შემჩნევიდან ნეზვს ყურადღება არ უნდა მოვაკლოთ. დადგენილია რომ დაგოჭიანება ძირითადად ხდება ღამით, პროცესი უფრო მშვიდად მიმდინარეობს, თუ მას აწარმოებს ძირითადი მომვლელი პირი.

თ. ყურაშვილი

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3290 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
187 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB