ლანდრასი – საბეკონო ჯიშის ღორი

ღორი, ლანდრასი

ლანდრასი ღორის საბეკონო ჯიშია, გამოყვანილია დანიაში XX საუკუნის დასაწყისში, ადგილობრივი ჯიშის ინგლისურ მსხვილ თეთრ ჯიშთან შეჯვარებით.

ლანდრასისთვის გენოტიპად ინგლისური მსხვილი თეთრ ჯიშის შერჩევა რა თქმა უნდა შემთხვევითი არ იყო, ეს ჯიში პროდუქტიულობის მაღალი ხარისხით და კარგი ექსტერიერით გამოირჩევა.

ლანდრასი მყარი აგებულობით და კარგი სახორცე ფორმებით გამოირჩევა.

მისთვის დამახასიათებელია წაგრძელებული და ფართო სხეული.

ამ ჯიშის ღორს თხელი თეთრი ტყავი აქვს, რომელსაც ოდნავ დაჰკრავს ვარდისფერი და დაფარულია თეთრი, რბილი, იშვიათი ჯაგარით. აქვს გრძელი თავლებზე გადაფარებული ყურები.

ლანდრასის ჯიშის მახასიათებლები წონის მიხედვით

• გოჭების წონა 2 თვის ასაკში 17-21 კგ-ს აღწევს;
• ზრდის პროცესში მოზარდეულს დღეში 700-750 გრ. მომატება შეუძლიათ;
• 190 დღეში ცოცხალმა მასამ შესაძლოა 100 კგ. შეადგინოს;
• კერატის საშუალო სტატისტიკური ცოცხალი წონა 280-300 კგ-ია;
• ნეზვის საშუალო სტატისტიკური ცოცხალი წონა 220-250 კგ-ია;
• დაკვლისას სუფთა ხორცის გამოსავალი 70%.

ნაყოფიერება 10-12 გოჭი, ამასთან დედა ღორი გამოირჩევა კარგი დედობრივი ინსტიქტით და რძის მაღალი პროდუქტიულობით.

ლანდარსი საბეკონე ჯიშებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.

პროდუქტიულობის მაღალი მაჩვნებლები შესაძლებელია მხოლოდ სათანადო შენახვის პირობებში. გოჭებმა რომ წონაში სწრაფად მოიმატონ და დედა ღორებმა კარგი ნამატი მოგვცეს, ამისთვის საჭიროა მშრალი, თბილი სადგომი და სწორი რაციონი.

სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი.

იხილეთ: კახური ღორი და მისი ძირითადი მახასიათებლები

თქვენი რეკლამა