ღორის კვების თავისებურებები

ღორი, კვება, საკვები

ღორის, როგორც ყველა სასოფლო სამეურნეო ცხოველისა და ფრინველის კვება, განსხვავებულია ასაკის, ცოცხალი წონისა და ფიზიოლოგიური მდგომარეობის მიხედვით.

ღორის კვება, პირობითად, შეიძლება დავყოთ შემდეგ ფაზებად:

• კერატების კვება;

• სარემონტო ნეზვების კვება;

• მაკე ღორის კვება;

• დედა ღორის კვება;

• გოჭის კვება;

• ბურვაკის კვება (10-25კგ);

• სახორცე ღორის კვება (25-65კგ);

• სახორცე ღორის კვება (65-120კგ).

თუმცა ფერმერულ მეურნეობაში, დღეს-დღეისობითაც, აქტიურად იყენებენკვების ტრადიციულმეთოდებს, რაც გულისხმობს ცხოველის გამოკვებას:  მარცვლეული კულტურებით, პარკოსანთა ბალახით, გათიბული მწვანე მასით, ბოსტნეულითა და ბაღჩეულით, რკოთი, ქატოთი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებულ მეთოდს საკარმიდამო ან მცირე ფერმერულ მეურნეობებში არსებობის უფლება აქვს, შეიძლება მოვიაზროთ პირობითად ,,იაფ“ გამოზრდის მეთოდად, თუმცა ასეთი გამოზრდის დროს, ხშირ შემთხვევაში, ხდება ღორის არასრულფასოვანი კვება, რომლის დროსაც ცხოველი განიცდის სხვადასხვა საზრდო ნივთიერებების, ვიტამინების, მიკრო და მაკრო ელემენტების დეფიციტს, რაც აუცილებლად აისახება ცხოველის წონამატზე, კონვერსიაზე, აღწარმოებაზე და მიღებული ნამატის შენარჩუნებაზე, ასევე ღორის კონდიციასა და ჯანმრთელობაზე.

აქედან გამომდინარეუკეთესია, ცხოველი გამოიკვებოს კომბინირებული საკვებით, რომელიც უზრუნველყოფს ყველა იმ მოთხოვნილებას, რაც ცოცხალ ორგანიზმს გააჩნია პროდუქტიულობის ნებისმიერ ეტაპზე.

ნეზვის კვების თავისებურებები და მიზანი

• მაქსიმალური ნაყოფიერება;

• სხეულის დროული სიმწიფე;

• სამომავლო რეპროდუქციული ციკლურობა;

• ნამატის მაქსიმალური შენარჩუნება.

სანეზვე ღორების გამოზრდის მიზანია გავანაყოფიეროთ ნეზვები საშუალო წონის პირობებში 120-135 კგ ცოცხალი წონიდან. ეს უნდა იქნას მიღწეული სიცოცხლის მე-200 დღეს, საშუალო დღიური წონამატი – 0.675 კგ.

გაითვალისწინეთ, აღნიშნული რიცხვები არის საშუალო მონაცემები. სიზუსტისთვის იხელმძღვანელეთ კონკრეტული ჯიშის ნორმების მიხედვით.

არსებობს ნეზვების კვების ორი მეთოდი

• შეზღუდული

• ნებაზე

ნებაზე კვების პირობებში

• ნეზვს საკვები მიეწოდება შეუზღუდავად, 80-90კგ ცოცხალ წონამდე.

• მკაცრად კონტროლდება ნეზვის კანქვეშა ცხიმისა და შეხორცების ხარისხი.

შეზღუდული კვების პირობებში

ღორი, კვება

კერატის კვების თავისებურებები და მიზანი:

• სპერმის მაღალი ხარისხი

• ჩამოყალიბებული შარდ-სასქესო სისტემა

• აქტიური და ჯანმრთელი კერატი

• საკერატე გოჭი უნდა აირჩეს იმ დედიდან, რომელმაც გამოზარდა მინიმუმ 8-10 გოჭი.

კერატების გამოზრდა

• 80 კგ ცოცხალ წონამდე 5 თვის ასაკი; (0.530 კგ საშუალო დღიური წონამატი);

• 115 კგ ცოცხალი წონა 8 თვე. (0.625 კგ საშუალო დღიური წონამატი).

გაითვალისწინეთ:

• ნაყოფიერება 15-18 თვემდე კერატებში ნაყოფიერება ძალიან დაბალია!

კერატის კვების რეკომენდაცია

არსებობს კერატების კვების ორი მეთოდი:

• შეზღუდული;

• ნებაზე.

ნებაზე კვების პირობებში:

• კერატებს საკვები შეუზღუდავად მიეწოდებათ 80-90 კგ ცოცხალ წონამდე;

• მკაცრად კონტროლდება კერატების შეხორცების და კანქვეშა ცხიმის გადანაწილების ხარისხი.

შეზღუდული კვების პირობებში:

ღორი, კვება

მაკეობა და ლაქტაცია

• მაკეობა – ნეზვის ფიზიულოგიური მდგომარეობაა – გრძელდება ნაყოფის ჩასახვიდან გოჭების დაყრამდე.(გრძელდება საშუალოდ 114 დღე)

• ლაქტაცია – დედა ღორის ფიზიოლოგიური მდგომარეობაა გოჭების დღიდან მშრალობის პერიოდამდე – 26; 31; 41 …….. დღე.

სადედე გუნდის შენახვის მიზანია

• ჯანმრთელი ნაყარის მიღება;

• გოჭების შენარჩუნება.

მაკე ღორების კვების თავისებურებები იყოფა სამ ფაზად:

ფაზა I: საწყისი 0-30 დღე

• საზრდო ნივთიერებებზე მოთხოვნა მინიმალურია და ახლოსაა სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელთან!

ფაზა II: შუა 30 – 75 დღე

• მაკორექტირებელი ფაზა: საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ გადასუქება ან სიგამხდრე.

ფაზა III: დაგოჭიანების წინა პერიოდი

• ხასიათდება ინტენსიური წონის მატებით.

მაკე ღორის კვების რეკომენდაცია – PIG MAX მაკე ღორის მზა საკვებით

ღორი, კვება

დედა ღორის კვების რეკომენდაციები:

ლაქტაცია – ფიზიოლოგიური მდგომარეობაა დაგოჭიანებიდან 26; 31; 41 …….. დღემდე.

მიზანია:

• უარყოფითი ენერგეტიკული ბალანსის მინიმიზაცია;

• ცოცხალი წონის არასასურველი დანაკარგების არიდება;

• დედა ღორის დამაკება;

• წარმოქმნას მეტი რძე.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს:

თანამედროვე ნეზვები დღეში გამოიმუშავებენ, საშუალოდ, 9-11 ლიტრ რძეს ცოცხალ წონაზე დაანგარიშებით, მეტს ვიდრე მეწველი ძროხა !!!

დედა ღორის კვების რეკომენდაციები – PIG MAX დედა ღორის მზა საკვები

ღორი, კვება

სახორცე გოჭების კვების სქემა:

ღორი, კვება

კომპანია ნუტრიმაქსის პროდუქტები

სუქების 4 ფაზიანი ციკლი მოიცავს შემდეგ პროდუქტებს:

სპეციალურად ასხლეტიდან 14 დღის განმავლობაში,

• პრესტარტერი Milkiwean
• პრესტარტერი Piggywean
• Pig Max სტარტი – 10-25კგ.  ცოცხალი წონის ღორების გამოსაკვებად;
• Pig Max გროუერი -25-65 კგ. ცოცხალი წონის ღორების გამოსაკვებად;
• Pig Max ფინიში -65-120კგ. ცოცხალი წონის ღორების გამოსაკვებად;
• სანდოსტარტი – 10-25 კგ. ცოცხალი წონის ღორების გამოსაკვებად;
• სანდოგროუერ-ფინიში -25კგ-დან 120 კგ. ცოცხალი წონის ღორების გამოსაკვებად.

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ “ნუტრიმაქსი”.

ნუტრიმაქსის მაღაზიათა ქსელი და გაყიდვების პუნქტები იხ. ბმულზე (დაკლიკეთ):  https://bit.ly/2CTrQbu

პროდუქციის შესაძენად ან დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით კომპანიის ვებ.გვერდზე (დაკლიკეთ): www.nutrimax.ge

*რედაქციას არ აქვს კავშირი აღნიშნულ სტატიასთან, ისარგებლეთ მითითებული კონტაქტებით.

თქვენი რეკლამა