ღორის აფრიკულ ცხელება-დაავადება 4-5 წელიწადში ერთხელ ფეთქდება

1914 Views Comment Off

როგორ ვლინდება ცხოველში ღორის აფრიკული ცხელება, რა სიმპტომებით ხასიათდება დაავადება და როგორ უნდა მოვიქცეთ, იმ შემთხვევაში თუ ღორი ცხელებისგან დაავადდა. ამ და სხვა კითხვებით ”მეურნემ” ”ასოციაცია მომავლის ფერმერის” მთავარ ვეტერინარს, კონსულტანტსა და ბიოლოგიის დოქტორს მიხეილ ჭიჭაყუას მიმართა. 
— ახალციხის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ღორები მასიურად იხოცება. ღორებს ჯერ კოორდინაცია ერევათ, შემდეგ უმადობა ეწყებათ და კვდებიან. სიმპტომების მიხედვით ივარაუდება, რომ საქმე გვაქვს ღორის აფრიკულ ცხელებასთან, თქვენ როგორ ფიქრობთ? 

თქვენს მიერ დასახელებული სიმპტომები, ღორის სხვა ინფექციურ დაავადებებსაც ახასიათებს, ამიტომ ამ მცირე ინფორმაციით ძნელია განისაზღვროს, თუ დაავადების რა სახესთან გვაქვს საქმე, ვარაუდი შეიძლება გამოთქვა მას შემდეგ, როცა მინიმუმ გაირკვევა, ღორები არიან თუ არა აცრილები კლასიკურ ჭირზე, პასტერელოზზე, წითელ ქარსა და ცრუ ცოფზე (აუესკის დაავადება). 

რა სიმპტომებით ხასიათდება აფრიკული ცხელება?

მას შემდეგ, რაც ვეტერინარულ-სანიტარული წესების დაცვით ჩატარებული იქნება ზემოთ ნახსენები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრები, დავაკვირდეთ ცხოველის მდგომარეობას, დასაწყისში იცის ტემპერატურის მოულოდნელი აწევა 40,5-42 0ც –მდე და მეტიც, პულსი აჩქარებულია 24-48 საათში, ტემპერატურა ქვევით ჩამოდის, სუნთქვა ზედაპირულია, ირღვევა მოძრაობის კოორდინაცია, ვითარდება ნერწყვდენა, ტემპერატურის აწევიდან 48-72 საათში ცხოველი კვდება. (ზემწვავე ფორმა). 

მწვავე ფორმის დროს კლინიკური ნიშნები შემდეგნაირად არის გამოხატული: სხეულის ტემპერატურა მომატებულია, 40,50ც–ზე მეტია. სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ტემპერატურა ეცემა 350ც–მდე, ღორს ეწყება მოუსვენრობა, კონიუნქტივიტი, კანის ჰიპერემია, თუმცა, მადას ინარჩუნებს. ეწყება წყურვილი. ავადმყოფ ღორს სიარულის თავი არ აქვს და წევს, სიარულის დროს ბარბაცებს, უკანკალებს კუნთები, შეიძლება ქონდეს ცხვირიდან სისხლისდენაც, სუნთქვა წყვეტილია, აქვს ხველა. გულმკერდის პალპაციისას გამოიხატება მტკივნეული რეაქცია.

მაკე ნეზვებში ადგილი აქვს აბორტირებას, კანი აქვს ციანოზური. ყელის, გულმკერდის, მუცლის და კიდურების შიგნითა ზედაპირზე დაავადების ბოლოს ვნახულობთ მრავლობით წერტილოვან სისხლჩაქცევებს. ადგილი აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობას, შეიძლება განვითარდეს პირღებინება სისხლიანი ამონაღებით, ასევე ადგილი აქვს მენინგო-ენცეფალიტის ნიშნებს, რომელიც მიმდინარეობს კრუნჩხვებით, კიდურების პარეზებით და დამბლით – დაავადება 4-7 დღეში სიკვდილით მთავრდება (მწვავე ფორმა). 

დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს ქრონიკული ფორმით. აქვს იგივე ნიშნები, შედარებით სუსტად გამოხატული, ავადმყოფობა გრძელდება ორი კვირა, ზოგჯერ მეტიც და უმრავლეს შემთხვევაში, სიკვდილით მთავრდება. გადარჩენილი ღორი (თუ ასეთი არის) რჩება ვირუსის მატარებლად.

ავადმყოფ ცხოველს აღენიშნება პნევმონია, მადა შენარჩუნებულია, არის გამხდარი, სხეულის სხვადასხვა ადგილებში უვითარდება კანის ნეკროზი. დაავადება შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს. პათანატომიური კვეთისას, თითქმის ყველა ლიმფური კვანძები და პარენქიმური ორგანოები გადიდებულია, განსაკუთრებით ელენთა. ღორის ნებისმიერი ინფექციური დაავადების დროს ფერმერებმა უნდა მიმართონ ვეტერინარ ექიმს. 

საერთოდ, ეს დაავადება 4-5 წელიწადში ერთხელ ფეთქდება, თუ ერთი შემთხვევაც კი დაფიქსირდა. 

— როგორ მოიქცეს ფერმერი, თუ ცხოველს აფრიკული ცხელების სიმპტომები აქვს?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფერმერმა ცხოველის ნებისმიერი ინფექციური დაავადების დროს უნდა მიმართოს ვეტექიმს, მოახდინოს დაავადებებზე ეჭვმიტანილი ღორების იზოლაცია. დაავადებულები გაანადგუროს უსისხლო მეთოდით რაიონის ვეტერინარული სამსახურთან შეთანხმებითა და ზედამხედველობით. 

— რა უნდა გააკეთოს ფერმერებმა იმისთვის, რომ ღორი აფრიკული ცხოველებით არ დავადდეს?

ეს არის ღონისძიებების მთელი ნუსხა, რომელსაც უნდა ატარებდეს გლეხი თუ ფერმერი ადგილობრივი ვეტერინარული სამსახურის მითითებით, თუ რაიონი გამოცხადებულია დაავადების კერად. გასატარებელი ღონისძიებები უნდა შედიოდეს იმ საკარანტინო წესებში, რომელიც მითითებულია აღნიშნული დაავადების დროს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ობიექტის კარანტინის პირობებში მუშაობა. ვინაიდან საქართველოში დაფიქსირდა ღორის აფრიკული ჭირი, მოსახლეობას ვაფრთხილებთ, არანაირი ფორმით არ შეინახონ ღორის ხორცი. 

— როგორ მოიქცნენ ფერმერები, რომელთა ღორებსაც ცხელება ჯერ არ შეხვედრიათ, თუმცა, სოფელში დაავადება გავრცელებულია? 

ამის შესახებ ზემოთ აღვნიშნეთ, დავამატებ, რომ ძირითადად ამ დაავადების გავრცელების გამო საქართველოში ღორის სულადობა საკმაოდ შემცირებულია, დღეს დარგის არსებობა-არარსებობის საკითხი, გადაშენების გზაზეა ან გადაშენდა არა მარტო შემოყვანილი, არამედ ადგილობრივი ენდემური ჯიშებიც, რომელთაც 2-3 ათასი წლის ისტორია აქვთ. დაავადება ისეთია, თუ არ შეეწინააღმდეგე სახელმწიფოებრივ დონეზე აფრიკული ჭირის საწინააღმდეგო ღონისძიებების აღიარებული საერთაშორისო სტანდარტებით, შედეგი ცუდი იქნება.

სოფლის მეურნებაში დასაქმებულ ხალხს, თითქმის ყოველდღე უნდა ვაწვდიდეთ სათანადო ინფორმაციას მედიის საშუალებით. რეგიონებში უნდა არსებობდეს ძლიერი ვეტერინალურ-სანიტარული სამსახური, რომლის მუშაობის შედეგი უნდა აისახოს მოსახლეობაში ღორის სულადობის გაზრდით. არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში 2008 წლამდე 600 ათასზე მეტი ღორი იყო და მაჩვენებელი დინამიკაში იზრდებოდა. დღეს ამ რაოდენობის 10 % -იც არ არის. არადა, ერთ-ერთი ცნობილი ვეტექიმი, პროფესორი ჯემალ ბაბაკიშვილი იტყოდა, აფრიკული ღორის ჭირი ისეთი დავადებაა, სანამ ბოლო ღორს არ გამოიყვანს საღორედან, არ გაჩერდებაო.

— სოფლებში, სადაც ღორები იხოცება, ადგილობრივები ამბობენ, რომ ხშირად ლეში მდინარის ნაპირებზე გდია, რა შეიძლება გამოიწვიოს, ლეშის ასე დაგდებამ? 

დაავადებული ღორის ლეშის ქუჩაში დაგდებაზე საუბარიც არ შეიძლება, რადგან ასეთმა ლეშმა შეიძლება დაავადოს არა მარტო სოფელი და რაიონი, არამედ მთელი რეგიონიც კი მითუმეტეს თუ ღორი აფრიკული ცხელებით დაიღუპა.

მეურნე\საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა
agrokavkaz.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3289 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
187 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB