დიუროკის ჯიშის ღორი

2917 Views

დიუროკი გამოყვანილია ამერიკის შეერთებულ შტატებში XIX საუკუნის შუა ხანებში. ევროპაში პირველად შემოყვანილი იქნა 1977-1979 წლებში.

თავიდან ეს ღორი იყო საქონე მიმართულების, მაგრამ ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე შეიცვალა სელექციის მიმართულება და ამჟამად ის სახორცე პროდუქტიული მიმართულებისაა.

ღორის სხვა ჯიშებთან შედარებით დიუროკის ჯიშში ცოცხალი მასის მიხედვით სქესობრივი დიმორფიზმი ნაკლებად არის გამოხატული.

ზრდასრული ნეზვების ცოცხალი მასა 270-320 კგ, კერატების კი 310-370 კგ- ია, მათი სხეულის სიგრძე კი, შესაბამისად, 170-180 და 170-183 სმ-ია.

ნაყოფიერებით დიუროკი ჩამორჩება მსხვილ თეთრ და ლანდრასის ჯიშებს. ნეზვი ერთ მოგებაზე იგებს 8-10 გოჭს, მერძეულობა კი 50-52 კგ-ია.

დიუროკი, ღორი, გოჭი

ექსტერიერისათვის დამახასიათებელი ნიშნებია: თავი ფართო, პროფილი ოდნავ ჩაზნექილი, ყურები საშუალო სიგრძის და ჩამოშვებული, სხეული გრძელი, მკერდი განიერი, ნეკნები მომრგვალებული, ზურგი თაღისებრად ამოზნექილი, სხეულის უკანა მესამედი დაქანებული, ბარკლები შევსებული, კიდურები მაღალი.

ცხოველი ხასიათდება მეტად მშვიდი ნირით.

დიუროკი, ღორი, გოჭი

ფერად არაერთგვაროვანია: კანი ოქროსფერიდან თითქმის ყვითლამდეა პიგმენტირებული, ხოლო ჯაგრის ფერი ყვითლიდან მუქ წითლამდე ცვალებადობს.

ჯიში საშუალოდ მწიფადია, ხასიათდება სუქების კარგი უნარით, მაგრამ მომთხოვნია ულუფაში პროტეინების შემცველობაზე. სრულფასოვანი ულუფებით კვებისას დღეღამური ნამატი შეადგენს 860-940 გ-ს. სასუქი მოზარდი 100 კგ ცოცხალ მასას აღწევს 184 დღის ასაკში, ნაკლავის გამოსავალი 86%- ია.

დიუროკი, ღორი, გოჭი

დიუროკის ჯიშის კერატების მსხვილი თეთრი ჯიშის ნეზვებთან სამრეწველო შეჯვარებით მიღებული ნამატი, დედისა და მამის ჯიშის თანატოლებთან შედარებით ხასიათდება ზრდის უფრო მაღალი ენერგიით, წონამატზე საკვების ნაკლები დანახარჯებით და კარგი სახორცე თვისებებით.

ავტორები: გ. გოგოლი; ლ. თორთლაძე.

სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი.

იხილეთ აგრეთვე: კახური ღორი და მისი ძირითადი მახასიათებლები

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB