ბატატი ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი

ბატატი, ტკბილი, კარტოფილი

ამჟამად, ბატატი -ტკბილი კარტოფილი (Ipomoea batatas ) ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია სუპერმარკეტების თაროებზე. ზოგი ქვეყანა დიდი ხანია ევროპული საცალო ბაზრისთვის ტკბილი კარტოფილის მთავარი მიმწოდებელია, მათ შორისაა შეერთებული შტატები და ესპანეთი.

თავის მხრივ, ჰოლანდიური სავაჭრო კომპანია „East4Fresh“ ევროკავშირს პორტუგალიაში მოყვანილ ტკბილ კარტოფილს სთავაზობს და აპირებს ამ თანამშრომლობის გაგრძელებას. ამ კომპანიის დირექტორის, ჰელიენ ვერჰაგენის თქმით, ისინი გეგმავენ ევროპულ საცალო ქსელები პორტუგალიის ტკბილი კარტოფილის წლიური მიწოდებით უზრუნველყონ.

ამჟამად, ტკბილი კარტოფილის მომარაგება გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა და ეს გამოწვეულია არა იმდენად სივრცის გაფართოებით, არამედ საცალო ვაჭრობის გაზრდილი მოთხოვნილებით.

ბატატი, კარტოფილი, ევროკავშირი

შუალედურ პერიოდში ივლისსა და აგვისტოში კომპანია ინტენსიურად მოქმედებს პორტუგალიის ადგილობრივ ბაზარზე. ამჟამად ლაპარაკია ამ პერიოდის განმავლობაში საექსპორტო ბაზრის კარგი ხარისხის პროდუქციის უზრუნველყოფაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ  ყურადღება უნდა გამახვილდეს საგვიანო ჯიშებზეც და ბატატის შენახვაზე.

„East4Fresh“ უკვე რამდენიმე წელია აქცენტს აკეთებს საცალო ვაჭრობაზე. ყურადღება გამახვილებულია ძირითადად მოთხოვნად პროდუქტებზე – ტკბილი კარტოფილი და აზიური ბოსტნეული. გარდა ამისა, ეს კომპანია ევროკავშირს აწვდის სპეციალურ ეგზოტიკურ პროდუქტებს, მაგალითად, ჯეკფრუტი – ინდური პურის ხე (Artocarpus heterophyllus), ვასაბი (Eutrēma japōnicum) და სხვა.

ბატატი, კარტოფილი, ევროკავშირი

პირველი ფოტო-ვასაბი, მეორე და მესამე ფოტო-ჯეკფრუტი

კომპანიამ რამდენიმე წლის განმავლობაში კარგი რეპუტაცია მოიპოვა, რაშიც თავისი წვლილი პორტუგალიაში მოყვანილმა ბატატმაც შეიტანა. ამ წარმატებაში მთავარ როლს ასრულებენ ნაყოფიერი ნიადაგები და მოსავლის აღების შემდომ პროდუქციის დამუშავებაზე უარის თქმა, როგორც ანალიზმა აჩვენა, იგი პრაქტიკულად თავისუფალია პესტიციდური ნარჩენებისგან. ეს კი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქციას ქსელში.

აქ იზრდება მრავალი სახეობის ბატატი, მათ შორისაა Covington, Bellevue, Lira. ლირა ძირითადად სამხრეთ ევროპაში იყიდება. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა საექსპორტო ბაზრებისთვის მეწამული ჯიშის შესაქმნელად.

ზოგიერთი პროდუქტის მოსინჯვა გაყინული ბოსტნეულის ბაზარზეც ხდება. აქ მთავარი ბაზრებია გერმანია და ნიდერლანდები.

პროგნოზების მიხედვით მოსალოდნელია მოთხოვნილების ზრდა ორგანული მეთოდებით მოყვანილ ბატატზე.

ბატატი, კარტოფილი, ევროკავშირი

east-fruit.com-ის მასალების მიხედვით.

თქვენი რეკლამა