ფუტკრის დინდგელი სხვადასხვა დაავადებების დროს, მალამოს მომზადება

2854 Views

დინდგელის გამოყენება კოჟრის (მაზოლის) მოსაცილებლად

მოვამზადებთ სოდიან ცხელ აბაზანას და 30 წუთის განმავლობაში მოვათავსებთ შიგ კიდურს, შემდეგ შევიმშრალებთ და კოჟრზე დავიწებებთ მუხუდოს მარცვლის ოდენა გაბრტყელებულ დინდგელს, დავამაგრებთ დოლბანდით ან ლეიკოპლასტით, 3 დღის შემდეგ მოვაცილებთ დინდგელს და კოჟრს მოვიჭრით.

გრიპის ან ანგინის დროს

მუხუდოს მარცვლის ოდენა დინდგელს წუწნიან და ღეჭავენ, ძილის წინ კი საღეჭ კბილზე მიაწებებენ და ღამის განმავლობაში იტოვებენ პირის ღრუში.

კბილის ტკივილის დროს მტკივანა კბილს ღრძილის არეში აწებებენ დინდგელს და ტკივილი თანდათანობით ქრება.

კანის სოკოვანი დაავადების დროს

დინდგელი წარმატებით გამოიყენება განსაკუთრებით ბავშვებში (თუ არ არიან ალერგიული). დინდგელის ფირფიტას ნახვევის ქვეშ აფენენ 5 დღით, დინდგელის მაზს კი კომპრესის ქაღალდის ქვეშ 1 დღით.

ალერგიის შემთხვევაში გამოყენება უნდა შევწვიტოთ და დაზიანებული ადგილები მოვიბანოთ საპნით.

დინდგელის მალამოს მომზადება და გამოყენება დამწვრობის დროს

1. ვიღებთ 100 გ ვაზელინს, ვათავსებთ ემალირებულ ჭურჭელში, მივიყვანთ ადუღებამდე და გადმოვდგამთ, გავაგრილებთ 50-600C–მდე და დავუმატებთ 5 გ დაფქვილ დინდგელს.

ნარევს გავაცხელებთ 70-800C კარგად დახურულ ჭურჭელში. მიღებულ შენაერთს გავფილტრავთ ცხელ მდგომარეობაში. დოლბანდის ქვეშ, დავაფასოვებთ ფლაკონებში და შევინახავთ გრილ, ბნელ ადგილზე.

ამავე მეთოდით 5 % დინდგელის მალამო შეიძლება მოვათავსოთ სხვა ცხიმებზეც, ლანოლინზე, სალაზე და სხვა. 10 %-იანი მაზი უკეთეს შედეგს იძლევა.

2. ზეთზე დინდგელის მალამოს შემდეგნაირად ამზადებენ: ზეთს მიიყვანენ ადუღებამდე, შიგ ჩაყრიან რამდენი %-იანიც უნდათ იმდენ დინდგელს, კარგად მოურევენ, კიდევ მიიყვანენ ადუღებამდე, მოტივტივე ნაწილს მოაცილებენ, მიღებულ მასას გაფილტრავენ დოლბანდის ქვეშ მინის ჭურჭელში და გაგრილებისას დაუმატებენ სხვა სამკურნალო საშუალებას – ანესთეზინს და სხვა. შენახვის დროს მალამო ფენებად ლაგდება, ამიტომ საჭიროა მოურიოთ.

მალამო გამოიყენება მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობის და სხვა ჭრილობების დროსაც.

მეორე ხარისხის დამწვრობის დროს 1-1.5 კვირაში დინდგელიანი მალამოწასმული საფენის დადებით მიმდინარეობს დამწვარ ზედაპირზე ეპითელიზაცია. მესამე ხარისხის დამწვრობის დროს საჭიროა მეორეჯერ გავასუფთავოთ, ნეკროზირებული ქსოვილი მოვაცილოთ და მეორეჯერ დავაფინოთ მალამოწასმული საფენი. ჭრილობის შეხორცება 2,5-3 კვირაში ხდება.

დინდგელის საკვები ერბოსებურ მასის მომზადება ტუბერკულოზის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ

ტუბერკულოზის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ, დინდგელის ერბოსებურ მასა  მზადდება თევზის ქონზე, კარაქზე, ღორის ქონზე (და სხვა), რომელიც მოთავსდება მომინანქრებულ ჭურჭელში და ნელ ცეცხლზე მიიყვანება დუღილამდე, გადმოიდგმება ცეცხლიდან და ჩაემატება დაქუცმაცებული დინდგელი.

მაგ: დინდგელიანი კარაქის მოსამზადებლად საჭიროა: 1 კგ კარაქი გავაცხელოთ 800C -მდე, შემდეგ უნდა ჩავაყაროთ 100 გ დაქუცმაცებული დინდგელი, განუწყვეტლივ ვურიოთ ფაფისებური მასის მიღებამდე 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ გავაცხელოთ კვლავ 800C ტემპერატურაზე, ცხელ მდგომარეობაში გავფილტროთ დოლბანდის 1 ფენაში, ჩავასხათ ქილაში, მივიღებთ რუხი ფერის მწარე გემოს ერბოსებურ მასას.

მალამო ინახება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბნელ, გრილ და მშრალ ადგილზე.

მიიღება ჭამამდე 1 საათით ადრე თითო ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ 3-4 კვირის განმავლობაში. ამავე დროს საჭიროა დიეტის დაცვა (საკვებად ეძლევათ ფაფები, ფხალი, თევზი და ა.შ).

ქეა საერთაშორისო კავკასიაში /სასოფლო-სამეურნეო სექტორი/.

*ხალხური სამკურნალო საშუალებები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

იხილეთ აგრეთვე: ფუტკრის დინდგელი (პროპოლისი)

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB