ფუტკრის აგებულება — მეფუტკრის ცნობარი

1535 Views Comment Off

ფუტკარი – თაფლის შემგროვებელი საოცრად მშრომელი მწერია.

ფუტკრის სხეული პირობითად შესაძლოა დავყოთ სამ, მოძრავად დაკავშირებულ ნაწილად – თავი, მკერდი და მუცელი.

ფუტკრის თავი მომრგვალებული სამკუთხედის ფორმისაა. ტავზე განლაგებულია მგრძნობელობის ორგანოების უმეტესობა: 2 რთული, 60000 პატარა თვალისაგან შემდგარი თვალი, 3 მარტივი თვალი, მრავალრიცხოვანი “ულვაშები” და “ანტენები”. თავზეა განლაგებული ხორთუმი, ხორთუმი ორი განყოფილებისაგან შედგება. პირველს საკუთრივ ხორთუმი წარმოადგენს, რომელიც ემსახურება ყვავილის ძირიდან ნექტრის ამოწოვას.

მეორე განყოფილება არის პირის ორგანოები, რომლებიც ისეა მოღუნული, რომ საკვების მაგარი ნაწილები სათაფლე ჩიჩახვში მოხვდნენ. შეხების, ყნოსვის და  შესაძლებელია სმენისაც  მოთავსებულია ულვაშებზე.

ფუტკრის მკერდი 4 შერწყმული სეგმენტისაგან არის შემდგარი. იგი მოხერხებულად არის შეერთებული თავთან, ადვილად მოძრაობს და ფუტკარს აძლევს ირგვლივ მიმოხედვის საშუალებას.

phutkris_agebuleba_47777425

მკერდზეა მიმაგრებული ფეხები და წინა და უკანა ფრთები, რომელთა აგებულება ფუტკარს ადვილი ფრენის საშუალებას აძლევს. უმოძრაობის დროს ფრთები დაკეცილია, ხოლო აფრენის მომენტში იშლება და პატარა კაუჭებით მაგრდება ერთმანეთზე ისე, თითქოს ერთი დიდი ფრთაა.

ამ პატარა არსებას იმდენად მძლავრი კუნთები აქვს, რომ შეუძლია წამში ფრთებით გააკეთოს დაახლოვებით 400 აქნევა და საკმაოდ ხანგრძლივად იფრინოს დიდ მანძილზე .

ფუტკრის  ყოველ ფეხზე არის პატარა კლანჭი, რომელიც ხორკლიან ზედაპირზე გადაადგილების საშუალებას აძლევს და ე.წ. ბალიში, რომლითაც ფუტკარი ეკრობა გლუვ ზედაპირს, რათა არ მოსრიალდეს.

ფუტკრის ფეხებზე მოთავსებულია აგრეთვე პატარა ”კალათები”, რომლებშიც ფუტკარი აგროვებს ყვავილის მტვერს და გადააქვს სკაში.

მუცელში განლაგებულია ყველაზე მთავარი, სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები: სისხლძარღვოვანი, საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემები.

მუცელი ყვითელი ფერისაა და დაყოფილია რგოლებით, რომლებიც დიდდება ან პატარავდება სუნთქვისას და როდესაც ჩიჩაყვი ივსება ნექტრით.

ჩიჩაყვის ასავსებად ფუტკარმა უნდა მოინახულოს 1000-დან 1500-მდე ყვავილი.

წყარო: www.bee.ge სტილი დაცულია
agrokavkaz.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2398 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1516 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB