ნოზემატოზი – დაავადების აღწერა, რა უნდა ქნას მეფუტკრემ?

1026 Views

ნოზემატოზი Nosema apis/Nosema ceranae(spp.)

დაავადების აღწერა:

ნოზემა აპისი და ნოზემა ცერანა არის დასავლური მეთაფლე ფუტკრის ფართოდ გავრცელებული პარაზიტი, რომლის ბუნებრივი გამავრცელებელიც გახლავთ აზიური ფუტკარი (აპის ცერანა/Apis cerana).

ნოზემატოზი ინვაზიური( პარაზიტული) დაავადებაა რომელსაც ახასიათებს მაღალი ვირულენტულობა და კოლონიების დიდი დანაკლისი(სტრესულ მდგომარეობაში), ზოგიერთი ფაქტორების ხელშეწყობით იზრდება ოჯახების დაავადების რისკი.

ესენია: არასწორი მოვლა პატრონობა, პესტიციდები, პარაზიტები, პათოგენები, საკვების დეფიციტი და სხვა.

სტრეს ფაქტორები სინერგიულად ნოზემასთან ერთად ასუსტებს ფუტკრის ჯანმრთელობას.  ნოზემა სოკოვან დაავადებას მიეკუთვნება, (nosema apis / nosema ceranae) რომელსაც სპოროვან ფორმაში გადასვლა ახასიათებთ.

ფუტკრის ოჯახი გარკვეული პროცენტით მატარებელია სპორების, მაგრამ თუ სპორების რაოდენობა ზღვარს გადაცდება და დაემატება სხვადასხვა სტრესი მაშინ დაავადება დამღუპველიც შეიძლება აღმოჩნდეს.

რიგ სტატიებში აღნიშნულია რომ ნოზემატოზი ძირითადად მაშინ მიმდინარეობს როდესაც ფუტკრები პასიურ მდგომარეობაში იმყოფებიან (ზამთრის პერიოდში) და ემართებათ ფაღარათი, (ფაღარათი შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით მაგ: უხარისხო საკვები ან სტრესი.

ფაღარათი ყოველთვის არ მიანიშნებ ნოზემატოზზე) რასაც ნოზემატოზს უკავშირებენ, მაგრამ კვლევებმა დაადასტურა რომ ნოზემატოზი მიმდინრეობს აქტიურ პერიოდში როდესაც ფუტკრები უხვად იკვებებიან ცილოვანი საკვებით(ყვავილის მტვერი), აქტიურ პერიოდში მეფუტკრისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს დაავადება.

ყვავილის მტვერი ზრდის ფუტკრის ჰემოლიმფაში ცილებს, რაც ნოზემა ცერანასთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობაა განვითარებისთვის, როდესაც ფუტკარი უხვად იკვებება ყვავილის მტვრით ნოზემაც სწრაფად მრავლდება, სეზონის და კვების მიხედვით ფუტკრის ოჯახში სპორების რაოდენობა სხვადასხვაა.

მაგრამ დაავადების მიმართ ისეთი ოჯახები მეტად ამტანები არიან რომლებიც კარგად იკვებებიან ცილებით და ატარებენ სპორების გარკვეულ რაოდენოობას, ვიდრე ჯანმრთელი ოჯახები რომლებიც განიცდიან ცილების დეფიციტს (ცილების დეფიციტი უფრო ცუდად აისახება ოჯახის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე ვიდრე მისი მოხმარება და სპორების რაოდენობის ზრდა).

ორგანიზმში მოხვედრილი სპორების ზეგავლენა ფუტკრებზე

სპორები ფუტკრის ორგანიზმში ხვდებიან: წყალთან, საკვებთან, უჯრების და ერთმანეთის გაწმენდის შედეგად.

ფუტკრის ორგანიზმში მოხვედრილი სპორები სწრაფად იწყებენ განვითარებას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და იწყებენ შუა ნაწლავის კედლების დაზიანებას, პარაზიტი მთლიანად დამოკიდებულია მასპინძელზე, ის საჭიროებს სათანადო გარემოს და ენერგიას გამრავლებისათვის რის ხარჯზეც ასუსტებს მასპინძელს.

ბოლო კვლევების შედეგად ფიქრობენ რომ ნოზემა ცერანას შეუძლია სხვადასხვა ქსოვილებში ფართოდ გავრცელება, (უფრო დედა ფუტკრის ვიდრე მუშების) ხოლო ნოზემა აპისი მხოლოდ შუა ნაწლავში მრავლდება, მაგალითად მამალი ფუტკრის სპერმაში აღმოჩენილი იქნა ნ.ცერანას სპორები, რომლებიც შეჯვარების შემდეგ მოხვდნენ დედა ფუტკრის ოვარიოლებში,(საკვერცხეებში) მაგრამ ნოზემას სპორები არ იქნა დედის მიერ დადებულ კვერცხებში აღმოჩენილი.

ამჟამად ნოზემას ორივე სახეობა გლობალურად არის გავრცელებული, მაგრამ არსებობს რეგიონალური ვარიაციები, რომლებიც განსხვავდება ვირულენტულობით(დაავადების უნარით) ნოზემას სპორების არსებობა ყოველთვის არ იწვევს კოლონიების კოლაფსს, ბევრი ფაქტორის ერთობლივმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს, მაგ: ვაროატოზი, დეფორმირებილი ფრთების ვირუსი, დამბლა, საკვების დეფიციტი.

დაავადებული ფუტკრები, ვერ ასწრებენ თანმიმდევრულად კასტებში გადასვლას, ძიძობის კასტიდან დაჩქარებულად გადადიან მოღალის კასტაში, ირღვევა სამუშაოს გადანაწილების თანმიმდევრობა და ოჯახი ნაადრევად სუსტდება. პარაზიტის მიერ ნაწლავის ქსოვილებზე ზეგავლენა იწვევს ფუტკრის ფერომონებისა და  ,,ქცევების’’ ცვლილებებს.

ფუტკრები ძირითადად ეტანებიან ბუდის ცენტრისაკენ სითბოსთვის რადგან მათ დაქვეითებული აქვთ თერმორეგულაციის უნარი და ცდილობენ გათბობას.

დედა ფუტკრებში ფერომონალური დარღვევის გამო ფუტკრები ახშირებენ ფარულ ცვლას, მამლებში კი აღინიშნება მასის კლება და უნაყოფობა. დაავადებამ შესაძლოა ლარვულ და ჭუპრობის ასაკში მყოფ ფუტკრებზეც იქონიოს უარყოფითი ზეგავლენა.

ევროპაში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა კვლევა, სადაც 621 ოჯახი იქნა დანაწილებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, რის შემდეგაც აღმოაჩინეს რომ ნოზემა აპისის და ნოზემა ცერანას გავრცელება და დაინფიცირების ხარისხი რეგიონალურად და სეზონურად განსხვავდეება. ოჯახების კოლაფსი მხოლოდ რამოდენიმე რეგიონში თუ აღინიშნა, ისიც სინერგიულად სხვადასხვა დაავადებებთან ერთად. შეიძლება ნ.აპისმა და ნ.ცერანამ ერთდროულად დაავადონ მასპინძელი ან ცალცალკე უფრო ვირულენტულები იყვნენ.

ბოლო კვლევები გვაწვდიან ინფორმაციას რომ ნ.ცერანა უფრო გავრცელებულია ვიდრე ნ.აპისი, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მასპინძლის პოპულაციებს რამდენად ამთვისებლები არიან ამ  დაავადების მიმართ.

მეცნიერები აქტიურად მუშაობენ დაავადების სწრაფ დიაგნოსტიკაზე, მათ შექმნეს საინტერესო სისტემა, ეს გახლავთ ,, ელექტრონული ცხვირი’’. რატომ ?

როდესაც ფუტკრის ოჯახი დაავადებულია გამოსცემს უნიკალურ ხმოვან ტალღებს და ქიმიურ ,,სუნებს’’, სისტემას კი ექნება შესაძლებლობა იდენტიფიკაცია მოახდინოს დაავადების, მაგრამ სანამ ეს ტექნოლოგიები დაინერგება დავუბრუნდეთ რეალობას და განვიხილოთ:

სად უშვებენ მეფუტკრეები შეცდომებს ?!

ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს მეფუტკრის არაკვალიფიცირებული მოქმედება საფუტკრეში, მაგრამ რომელი?

,,პროფილაქტიკური’’ მკურნალობა ანტიბიოტიკებით !

არცერთ კვლევებში არ არის აღნიშნული ნოზემას საწინააღმდეგოდ ანტიბიოტიკების გამოყენება, პირიქით ისეთ საფუტკრეებში სადაც ხშირად მოიხმარდნენ ანტიბიოტიკებს აღინიშნებოდა დაავადება (განსაკუთრებით მაშინ როდესაც ზამთრის პერიოდში კანდში შერეულ პრეპარატებს იყენებენ).

პროფილაქტიკის მეორე უკიდურესობა გახლავთ ის რომ ფუტკრის იმუნიტეტის განადგურებასთან ერთად ვაბინძურებთ პროდუქციას !

რა უნდა ქნას მეფუტკრემ ?

1. მეფუტკრემ უნდა მოახდინოს ოჯახების სელექციური გადარჩევა (იყოლიოს დაავადებების მიმართ ამტანი ძლიერი ოჯახები).

2. მეფუტკრემ დროულად უნდა ჩაატაროს ვაროატოზის საწინააღმდეგო მკურნალობა.

უმჯობესია დანერგოს ორგანული მჟავების გამოყენება, რადგან ორგანული მჟავები ეფექტურად მოქმედებენ სხვადასხვა დაავადებებზე: ვაროატოზზე, ნოზემაზე და აკარაპიდოზზე. რაც მთავარია არ ხდება პროდუქციის დაბინძურება და ეფექტიც საკმაოდ მაღალია.

3. ფუტკრის ოჯახი უზრუნველყოფილი უნდა იყოს მთელი წლის განმავლობაში სრულფასოვანი საკვებით.

შემდგენელი: მარიამ კილაძე 2018წ.

სტატიაში გამოთქმული ყველა მოსაზრება ავტორისეულია, რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს რომელიმე მათგანს.

იხილეთ აგრეთვე: ნოზემატოზის ბიომეთოდებით პროფილაქტიკა და მკურნალობა

85Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB