როგორ შევინახოთ ფუტკრის რძე?

ფუტკრის, რძე, შენახვა

ფუტკრის რძის შენახვის ტემპერატურას, ლიტერატურებში არსებობს სხვადასხვა შეხედულობები. ზოგიერთი გვთავაზობს 0 გრადუსზე შენახვას, ზოგიც -20 გრადუსამდე გაყინვას და დიდი ხნით შენახვას.

ბოლო წლების კვლევებმა ნათლად უჩვენეს,  რომ გაყინვით ფუტკრის რძის ხარისხი ეცემა.

ფუტკრის რძის სამკურნალო თვისებები ბევრად უფრო მაღალია, როცა მას ნატურალურ მდგომარეობაში ვღებულობთ. მაგრამ იგი ადვილად ფუჭებადი პროდუქტია და უნდა ინახებოდეს გერმეტიულ და სტერილურ ჭურჭელში არაუმეტეს +2+6 გრადუსისა.

პირველად, როდესაც დავიწყე რძის აღება, რძეს ვაფასოებდით პელიცილინის შუშებში. მიღების დროს ჰაერთან ხშირი შეხება ძალიან აუარესებდა რძის სამკურნალო თვისებებს. ჩემიდამსახურებაა ერთჯერად შპრიცებში რძის დაფასოება, რაც ძალზე აადვილებს მის დოზირებას, შენახვას და ჰაერისგან იზოლირებას.

საკმარისია ერთჯერადი შპრიცი რძით ვიქონიოთ მაცივრის ქვედა თაროზე შავ ცელოფანში ჩადებული გაყინული წყლიანი ბოთლის გვერდით. ასეთ პირობებში მისი შენახვა შეიძლება ერთ წლამდე.

ჰაერთან შეხება, მზის და სინათლის სხივები, გაყინვა ან 6–8 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე შენახვა აუარესებს რძის სამკურნალო თვისებებს.

თაფლი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი კონსერვანტია. თაფლი ყველა მეფუტკრეს აქვს სახლში და თუ შეიძენს ფუტკრის რძეს, თვითონ შეუძლია მოამზადოს ფუტკრის რძისა და თაფლის 1%-იანი ან 2%-იანი ნარევი (100 გრ თაფლში შესაბამისად 1 გრ ან 2 გრ ფუტკრის რძეა).

სასურველია დავამზადოთ 50-100 გრამიანი დოზებით. შესარევად სასურველია გამოვიყენოთ დაკრისტალებული თაფლი, რადგანაც მასში თაფლი კარგად ფიქსირდება.

თუ თაფლს თხევადს ავიღებთ, მაშინ ყოველი მიღების წინ ქილის შემცველობას კარგად უნდა აურიოთ. ორივე შემთხვევაში ქილა უნდა შევინახოთ გრილ ადგილას და მოვარიდოთ მზისა და სინათლის სხივებს.

როცა ფუტკრის რძეს ღებულობთ მთელი სეზონის განმავლობაში, დააწყვეთ ისინი მაცივარში აღების დროის თანმიმდევრულად და რეალიზაციაც გაუკეთეთ შესაბამისი თანმიმდევრობით.

წყარო: bestbee.ge

თქვენი რეკლამა