მეფუტკრეობის დარგში ხშირად დასმული კითხვები და პასუხები მათზე

6021 Views Comment Off

მეფუტკრეობა ერთერთი ყველაზე მომგებიანი დარგია  და მისით დაინტერესება მუდმივად იზრდება, როგორც ყველა დარგში ასევე მეფუტკრეობაშიც, მისი განვითარების განმავლობაში გამოიკვეთა ეგრეთწოდებული ხშირად დასმული კითხვები, გთავაზობთ 135 მათგანს, მათზე გაცემული პასუხებით.

I. თაფლის მომცემი ფუტკრის საზოგადოება

1. ვინ უწოდა ფუტკარს თაფლის მომცემი და რატომ?

პირველად  კარლ ლინეიმ უწოდა ფუტკარს თაფლის მომცემი (Apis mellifera).

სხვა მწერებისაგან (დაახლებით 20 ათასი სახეობა) განსხვავებით, რომლებიც მიეკუთვნებიან ფუტკრის სახეობას, თაფლის მომცემი ფუტკარი ცხოვრობს ოჯახით და აგროვებს დიდი რაოდენობის თაფლს მარაგად, რის გამოც მან დიდი მნიშვნელობა შეიძინა მეურნეობაში და მთელს მსოფლიოში ფართო გავრცელება ჰპოვა.

2. როგორ გაჩნდა ფუტკრის საზოგადოება?

შორეულ წარსულში თაფლის მომცემი ფუტკრები ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე. მათ მოახდინეს რა მკვეთრად ცვალებად გარემო პირობებთან ადაპტაცია, გაერთიანდნენ მცირე კოლონიებად. მიკროეველუციის პროცესში, როდესაც ხდებოდა სახეობის შიგნით ცხოვრების უწყვეტი გაუმჯობესება, მოხდა მდედრი ფუტკრის ჩამოყალიბება ორ სახესხვაობად: მუშა და დედა ფუტკარი. ამ უკანასკნელის როლი თანდათანობით იზღუდებოდა და დავიდა მხოლოდ კვერცხის დადებამდე, ხოლო რაოდენობა კი ერთ დედა ფუტკრამდე.

მუშა ფუტკრები უზრუნველყოფდნენ მატლების კვებას, კორმის შეგროვებას, ფიჭის აშენებას და ა.შ. ამ საქმიანობასთან დაკავშირებით მათ ჩამოუყალიბდათ ახალი ორგანოები, ხოლო ატროფირდა საკვერცხეების ფუნქცია.

3. რამდენი ხანი შეუძლია იცოცხლოს ფუტკარმა დამოუკიდებლად?

ოჯახში ფუნქციების გადანაწილებამ მისი თითეული წევრის დამოუკიდებლობა შეამცირა და მათი სიცოცხლე დამოკიდებული გახადა ერთიან საზოგადოებაზე. ფუტკარს დამოუკიდებლად შეუძლია იცოცხლოს არაუმეტეს ერთი დღე-ღამისა, ხოლო ოჯახში კი თვეები.

ცხოვრების კოლექტიური ფორმის წყალობით ფუტკრებმა შეძლეს გაეკეთებინათ საკვების დიდი მარაგი, დაეცვათ სკა, ერეგულირებინათ მიკროკლიმატი.

II. ფუტკრის ოჯახი

4. სად ხდება დედა ფუტკრის განაყოფიერება?

დედა ფუტკრის განაყოფიერება მამრის მიერ ხდება სკის გარეთ, ხოლო ამ უკანასკნელის გარეშე დედა ფუტკარი დებს გაუნაყოფიერებელ კვერცხებს.

5. რა აერთიანებთ ფუტკრებს ერთიან ოჯახად?

ფუტკრის ოჯახის თოთოეულ წევრს აერთიანებს შემდეგი რამ: წარმომავლობა (ყველანი არიან ერთი დედა ფუტკრის შთამომავლები); შთამომავლობაზე ზრუნვა (მათი კვება, სკის დაცვა და თავიანთი საცხოვრებელის მიკროკლიმატის რეგულირება); საზოგადოების თითოეული წევრის დამოუკიდებლად არსებობის შეუძლებლობა; მათი ასაკისა და ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობის მიხედვით ცალკეული წევრებისა და ჯგუფების მიერ განსაზღვრული სამუშაოების შესრულება.

6. რა როლს ასრულებს ოჯახის ცხოვრებაში საკვებისმიერი კონტაქტები?

საკვებისმიერი კონტაქტები ასრულებენ ოჯახის გამაერთიანაბელ როლს. ფუტკრები თავიანთჳ არსებობის პირველივე დღიდან კორმს ერთმანეთში ცვლიან. ამავე დროს, როდესაც ერთი ფუტკარი ითხოვს კორმს, ამის ნიშნად გამოსწევს ხორთუმს, მეორე კი საპასუხოდ რეფლექსურად ამოანთხევს სათაფლე ჩიჩახვიდან საკვებს.

ფუტკართა გარკვეული ჯგუფის რადიოაქტიური კორმით კვებისას დადგინდა, რომ 4 საათის შემდეგ ეს კორმი აღმოაჩნდა სკის 16-24% და 62% მფრენ ფუტკარს.

გაცილებით აქტიურად გადასცემენ კორმს 4 დღის გამოჩეკილები, ხოლო მე-5 დღიდან ფუტკართა ურთიერთ კვების აქტიურობა მცირდება და მე-7 დღეს თითქმის წყდება.  ერთ დღის ფუტკრები ურთიერთ კვების პროცესში არ მონაწილეობენ.

7. რა როლს თამაშობს ფერომონები ფუტკართა ოჯახის ცხოვრებაში?

ფერომონები – ეს არის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება , რომელსაც გარემოში გამოყოფს ფუტკარი. ფუტკრის ოჯახის თოთეული წევრი გამოყოფს ფერომონებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ ოჯახის წევრების ქცევებისა და მათი ფიზიოლოგიური მდგომარეობის რეგულირებასთან.

განსაკუთრებით მაღალი აქტიურობით გამოირჩევა დედა ფუტკრის ფერომონი – დედოფლის ნივთიერება. მისი მეშვეობით დედა ფუტკარი მიიზიდავს მამალი ფუტკრებს და აგრეთვე ახდენს სტერიზილაციურ ზემოქმედებას მუშა ფუტკრებზე, რათა აღკვეთოს მათ მიერ გაუნაყოფიერებელი კვერცხების დადება და ოჯახში ახალი დედა ფუტკრების გამოჩენა.

მუშა ფუტკრები, რომელთა გარემოცვაშიც მოექცევა დედა ფუტკარი ფიჭაში თავისუფლად გადაადგილებისას, ლოკავენ მისი სხეულიდან ფერომონებს და გადასცემენ ოჯახის დანარჩენ წევრებს. მისი მეშვეობით ისინი გებულობენ დედა ფუტკრის მდგომარეობას. გარდა იმ ფერომონებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან გამრავლებასთან, აგრეთვე არსებობს სამუშაოს შესრულების მარეგულირებელი და  ოჯახის მტრისგან დასაცავად საჭირო განგაშის ფერომონი. შესრულებადი სამუშაოს შესახებ ინფორმაციას კი შეიცავს ნივთიერება, რომელსაც გამოყოფს მუშა ფუტკარი ნასონოვის ჯირკვალიდან

8. რას წარმოადგენს დედოფლის ნივთიერება?

დედოფლის ნივთიერება – ეს არის არომატული ზეთოვანი სითხე, რომელსაც გამოიმუშავებს დედა ფუტკრის ყბების ჯირკვალი და ამ ნივთიერებით იჟღინთება მისი სხეულის ზედაპირი.  დედოფლის ნივთიერების შემადგენლობაში შედის ორგანულ ნივთიერებათა კომპლექსი, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია – ცხიმოვანი მჟავა – 9-ODA, რომელსაც გამოიმუშავებს დედა ფუტკრის მანდიბულიარული ჯირკვალი.

აღნიშნული ნივთიერების მუშა ფუტკრის გემოლიმფაში შეყვანა იწვევს ამ უკანასკნელში საკვერცხეების განვითარების არასრულ შეფერხებას. რადგან ეს ნივთიერება ასევე გამოიყოფა მათი მანდიბულიარული ჯირკვალის მიერ. ეს მჟავა ზრდის 9-ODA ეფექტს. დედა ფუტკრის მანდიბულიარული ჯირკვალში აგრეთვე აღმოჩენილია ნივთიერება მეთილ-9-ოქსიდი-ტრანს-2-ენოატი, რომელიც მოქმედებს როგორც გამრავლების ჰორმონი.

9. აქვს თუ არა ფერომონი უნაყოფო დედა ფუტკარს?

უნაყოფო დედა ფუტკარი გამოყოფს გამრავლების ჰორმონს (ექტოგარმონებს) ზედაყბების ჯირკვალი გამრავლებისას. დედა ფუტკარს მამრები პოულობენ მისი ფერომონის სპეციფიკური სუნის მიხედვით, ხოლო უნაყოფო დედა ფუტკრის ფერომონზე ისინი არ რეაგირებენ.

მამრი ფუტკრების მოზიდვის პროცესში დიდი როლს ასრულებს დედა ფუტკრის თერგალური ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ფერომონი.

10. რამდენ წელს შეუძია იარსებოს ფუტკრის ოჯახმა?

ოჯახის არსებობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მის უნარზე შექმნას ახალი თაობა. ოჯახის ინდივიდუალური თვისებების შენარჩუნება ხდება მანამ სანამ სკაში ცხოვრობს ერთიდაიგივე დედა ფუტკარი. ძველის ახლით ჩანაცვლების შემდეგ იცვლება ოჯახის თვისებები: ჩნდება ფუტკრების ახალი თაობა განსხვავებული მემკვიდრეობითი ნიშნებით. გ.ა. კოჟევნიკოვმა (1930) ფუტკრის ოჯახი შეადარა ,,ცოცხალ დინებას, რომელიც არის მეტნაკლებად სრული არამუდმივი შემადგენელი ნაწილებით, მაგრამ მუდმივი როგორც ერთი მთლიანი”.

11. რა გამაერთიანებელ როლს თამაშობს მოძრაობითი სიგნალები?

მოძრაობითი სიგნალები – არის ფუტკრის ერთგვარი ენა, რომლის მეშვეობითაც ისინი აწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას მოძებნილი საკვების წყაროს შესახებ. მოძრაობითი სიგნალები არამარტო მიუთითებს თუ სად მდებარეობს კორმის წყარო, არამედ მზვერავი ფუტკრის მიერ მოტანილი ყვავილების სურნელის კონტაქტური აღქმის შედეგად უზრუნველყოფს დიდი რაოდენობით ფუტკართა ჩართულობას ნექტრისა და მტვერის შეგროვების პროცესში.

თუ საკვები არის სკასთან ახლოს, მაშინ ფუტკარი ასრულებს წრიულ მოძრაობებს. საკვების წყარომდე არსებული მანძილის შესახებ ინფრომაციას ფუტკრები გადასცემენ მუცლის აქეთ-იქეთ მოძრაობით და ხანგრძლივი ბზუილით.

12. როგორ განასხვავებენ ფუტკრები სხადასხვა ყვავილის სურნელს?

ფუტკარს შეუძლია გაარჩიოს  40-ზე მეტი სახეობის სურნელოვანი ნივთიერება, ხოლო ზოგიერთი მათგანს კი ცნობს მცირე კონცენტრაციის დროსაც კი. ყნოსვა დიდი როლს ასრულებს აქვს საკვების წყაროების მოძებნისა  და მის შესაგროვებლად საჭირო მობილიზაციის პროცესში. ფუტკარს ნექტართან ერთად სკაში თან მიაქვს  სურნელი იმ მცენარისა საიდანაც იგი იქნა მოპოვებული. აღნიშნული არომატი მათ მიერ აღიქმება როგორც   სკიდან გაფრენისა და იგივე სურნელის მქონე მცენარეების მოძებნის ნიშანი.

III. მუშა ფუტკრები

13. რამდენ ხანს ცოცხლობს ფუტკარი კბენის შემდეგ?

ფუტკარი უკბენს და დაკარგავს რა თავის ნესტარს, იფრენს მხოლოდ რამოდენიმე საათს და შემდეგ კვდება. ჩატარებული იქნა ცდა ხუთ ფუტკარზე, რომლებიც მას შემდეგ, რაც დაკარგეს ნესტარი, მოათავსეს სკაში. ისინი დაიღუპნენ სხვადასხვა დროს – 6, 38, 80, 96, და 102 საათის შემდეგ, თუმცა იკვბებოდნენ ამ დროის განმავლობაში. ფუტკარი, რომელსაც სხვა ფუტკარს კბენდა მომენტალურად კვდებოდა.

14. უცვლელი რჩება თუ არა მუშა ფუტკრის წონა?

სკორიკოვას მონაცემების მიხედვით, ახალგაზრდა ფუტკრის წონა მისი პირველი გაფრენისას შეადგენს 0,1222 გრამს, ფუტკრები, რომლებიც აშენებენ ან კვებავენ – 0,134 გრამი. მფრენი ფუტკრები 0,120გ, ძველი მფრენი ფუტკრები 0,108გ. 1 კგ-ში არის – 10000—11000 ფუტკარი.

15. როდის შეუძლია აზიდოს ფუტკარმა თავის წონაზე მეტი ტვირთი?

ფუტკარს შეუძლია აზიდოს თავის წონაზე მეტი ტვირთი, როდესაც სკიდან გამოაქვს მამრი ფუტკარი.

16. შეუძლია ფუტკარს ფიქრი?

არ არსებობს საფუძველი ვარაუდისა, რომ ფუტკარს შეუძლია ფიქრი: მისი ტვინი ძალიან პატარაა (800 ათასი ნერვული უჯრედები-ნეირონები), რომ შეინახოს დიდი რაოდენობის ინფორმაცია, მაგრამ ერთმანეთთან მუდმივი კონტაქტის შედეგად ისინი ქმნიან ოჯახის ტვინს, რომელსაც თავისი მოცულობით (6-8 მლრ. ნეირონი) შეუძლია კონკურენცია გაუწიოს სხვა უფრო განვითარებულ ძუძუმწოვრებს (8-10 მლრ. ნეირონი აქვს დელფინს).

ფუტკრებს შეუძლიათ კორექტირება შეიტანონ ახალ ფორმირებადი თაობის ქცევებში. იმ პერიოდში, როდესაც ოჯახს არ ექნება უნარი ოპერატიულად გააკორექტიროს თავისი მოქმედებები ზამთრის სიცივეების გამო, იგი იქცევა როგორც ,,ჭკვიანი მოწყობილობა”, რომელიც დაპროგრამებულია ყველა წვრილმანისა და საფრთხეების გათვალისწინებით. (ს.ა. პოპრავკე 1985).

17. როგორია ფუტკრის სხეულის ტემპერატურა?

ფუტკრის სხეულის ტემპერატურა დიდწილად დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურაზე, თუმცა ცალკეულ საზღვრებში იგი მას არეგულირებს. ფრენისას  ფუტკრის ტემპერატურა დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურაზე: 22—26 °С იგი აღწევს 35—37°, ხოლო 35—37 °С —  42°. ფუტკრის სხეულის ტემპერატურა, რომელმაც დაასრულა ფრენა 6-20° მეტია გარემოს ტემპერატურაზე. ორგანიზმის გაგრილება ხდება ნივთიერებათა ცვლის პროცესის შენელებით, ჟანგბადის მოხმარების შემცირებითა და წყლის აორთქლების ხარჯზე.

18. რატომ არ აქვთ ფუტკრებს ზამთრის ძილი?

მწერები რომლებიც ეცემიან ზამთრის ძილს, ორგანიზმში მნიშვნელოვანი რაოდენობით აგროვებენ საკვები ნივთერებათა რეზერვს. ამ უკანასკნელის რაოდენობა შეადგენს სხეულის მთელი მასის 19-20%-ს, ხოლო კანში მცირდება წლის რაოდენობა. ასეთი მომზადება მწერს უზრუნველყოფს ენერგეტიკული ნივთიერებებით ძილის პერიოდში და ზრდის კანის ყინვა გამძლეობის უნარს.

ფუტკრები არ არიან ადაპტირებული თავიანთ ორგანიზმში შექმნან ნივთიერებების დიდი  მარაგი. ცხიმი ფუტკრის ორგანიზმში არის სულ რაღაც 1,2-2,2%. ცალ-ცალკე ფუტკარს არ შეუძლია იარსებოს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ნულთან მიახლოებული ტემპერატურის პირობებში.

19. რომელი ტემპერატურაა საშიში ფუტკრისათვის და როგორია მათი ზემოქმედების შედეგი?

ცნობილია, რომ დაბალ ტემპერატურაზე უმოძრაო მდგომარეობაში მყოფი ფუტკრები ცოცხლდებიან სითბოს ზეგავლენით.

ფუტკრების ამ მდგომარეობაში ყოფნის ხანგრძლივობა შემდგომი გამოცოცხლებით დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე, რომლის დროსაც ისინი აღმოჩნდნენ ასეთ მდგომარეობაში. 1 – 8 °С ტემპერატურისას ფუტკრები შეიძლება იყვენენ უმოძრაო მდგომარეობაში 30 სთ,  0—-1 °С — 10 სთ., ხოლო +2— -5°С – 4სთ.

5—6 °С გარე ტემპერატური პირობებში ფუტკარი ვარდება  უმოძრაო მდგომარეობაში 5-6 საათის შემდეგ და უბრუნდება აქტიურ მდგომარეობას  30-60 წთ-ის შემდეგ, 3—5 °С შეშდებიან 4-5 სთ, ხოლო შემდეგ ცოცხლდებიან გაცილებით ნელა. მათ უმრავლესობა იღუპება, რადგან შაქარი არ მიეწოდება სისხლს.

20. რამდენ ხანს უძლებენ ფუტკრები (სპეციალურ გალიაში 20-30 ფუტკარი) დაბალ ტემპერატურას საკმარისი რაოდენობის საკვების პირობებში?

ცალკეული ფუტკრები უძლებენ 6-დან 8°С-მდე – 9 დღე, ხოლო 1-დან 3 °С-მდე – მხოლოდ 2 დღე.

21. რამდენი გრადუსით არის მისაღები ტემპერატურის მატება სკის შიგნით?  რა ტემპერატურაზე კვდება შთამომავლობა?

ნორმალურ, ძლიერ ოჯახში ფუტკრები ინარჩუნებენ ტემპერატურას 34-35° ფარგლებში. შთამომავლობა ადვილად იტანს ტემპერატურის მოკლე ვადიან მატებას  2-3° და კლებას 10—12°. თუმცა ტემპერატურის ხანგრძლივ ვადიანი  კლება 3°-ით  იწვევს ფუტკრის განვითარების ვადის გაზრდას და ფრთების განუვითარებლობას. ტემპერატურის მატება 2—3° იწვევს ფუტკრის ოჯახის ნაწილობრივ კვდომას, ხოლო 4—5°  მთელი შთამომავლობის კვდომას.

22.  შეუძლიათ თუ არა ფუტკრებს დარჩნენ ღამით მინდორში თაფლის შეგროვებისას?

ნექტრის დიდი რაოდენობით გამოყოფის პერიოდში შეუძლიათ. ფუტკრები, როდესაც დიდხანს ფრენენ და ხშირად ვერ ასწრებენ დაღამებამდე სკაში დაბრუნებას. ასეთი ფუტკრები ბრუნდებიან უკან ადრე დილას,  მზე როგორც კი გაათბობს ჰაერს.

23. რამდენ ხანს ცხოვრობენ ფუტკრები საკვების გარეშე?

უსაკვებოდ დარჩენილი ფუტკრების სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მათ ასაკზე და გარემოს ტემპერატურაზე. დადგენილია, რომ ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ 16,5 °С ტემპოერატურაზე, ხოლო ყველაზე ცოტა ხანს 36°. ცალკეულ ფუტკარს შეუძლია არ მიიღოს საკვები 21-დან 134 სთ-მდე. ნაკლებ ამტანები არიან მფრენი ფუტკრები, რომლებიც მიფრინავენ სკიდან. მათ შეუძიათ იშიმშილონ  4-დან 17 საათამდე, ხოლო ახალგაზრდებს 7-დან 111-სთ-მდე (ვ. კრიჟან 1975)

24. რამდენ ხანს ცოცხლობენ მუშა ფუტკრები?

ფუტკრების სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თუ როდის გამოიჩეკნენ კვერცხიდან. მარტში გამოჩეკილები ცოცხლობენ 35 დღემდე, ხოლო ივნისში – 30 დღემდე. თაფლის შეგროვების მთავარ პერიოდში – 28-30 დღე, სექტემბერ-ოქტომბერში 80-100 დღე. ოჯახებში, რომლებსაც არ ყავთ მატლები, მათ შეუძლიათ იცოცხლონ წლამდე.

25. რომელ ფუტკრებს უწოდებენ დიდხანს მცხოვრებლებს?

დიდხანს მცხოვრებელი ფუტკრები იჩეკებიან შემოდგომაზე, ანუ იმ დროს როდესაც არ არის მატლები. ამ დროს ახალგაზრდა ფუტკრები იკვებებიან გაძლიერებულად ფუტკრის პურით, ე.წ. „პერგუთი“. შთამომავლობის კვებასთან დაკავშირებული სამუშაოების შემცირება ან არ არსებობა ხელს უწყობს მათ ორგანიზმში ნივთიერებათა მარაგის შექმნას. ფუტკრის ოჯახის ცოცხალი მასა შემოდგომაზე ზაფხულთან შედარებით იზრდება 13-19%-ით, ხოლო მათი მშრალ იმატებს 16-26%.

26. ახდენს თუ არა ტენიანობა ფუტკართა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ზეგავლენას?

ა. ვუდროვმა (1935) აღმოაჩინა პირდაპირი კავშირი ფუტკართა სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ჰაერის ტენიანობის მატებას შორის. ჰაერის 25,5% ტენიანობის პირობებში ფუტკრები ცოცხლობდნენ 52 დღე, 50,9% – 30,9 დღე; 73,5% — 24,5დღე; ხოლო 93,1% — 8,4 დღე. ავტორი ფუტკართა სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას მაღალი ტენიანობის პირობებში იმით ხსნის, რომ  ფუტკარს უგროვდება დიდი რაოდენობით წყალი ორგანიზმში, რომლის მოცილება არ შეუძლია მის ტრაქეას (სასუნთქ) სისტემას. სინესტე სკაში დამთრგუნველად მოქმედებს ფუტკრებზე. თაფლი იღებს რა ნესტს ხდება წყლოვანი, იღვრება ფიჭის უჯრედიდან და მჟავდება. ასეთი თაფლის კვებით კი ფუტკრები ავამდყოფობენ.

27. ცნობილია, რომ ფუტკრები აქტიურად გადადგილდებიან ფიჭაზე. რითი არის ეს გამოწვეული?

7-15 დღის ფუტკრები ახორციელებენ შორეულ მიგრაციას. დღე-ღამის განმავლობაში ისინი გადიან 2,5 სმ. ფუტკრების მოძრაობის გაზრდა განპირობებულია მათ მიერ სხადასხვა ფუნქციების შესრულებით: მატლების კვებით; ფიჭის რემონტითა და აშენებით; ნექტარისა და ყვავილის მტვერის გადამუშავებით. საზაფხულო ასაკის ( 20 დღეზე მეტი ხნის) ფუტკრები ნაკლებ აქტიურები არიან, ხოლო თაფლის შეგროვებისას ასრულებენ რეგულარულ გადაადგილებებს დილას შესასვლელისაკენ, ხოლო საღამოს სკის შიგნითა მიმართულებით.

28. დღის რომელ მონაკვეთში დაფრინავენ ფუტკრები უფრო აქტიურად საკვებისათვის?

ფუტკართა ფრენის აქტიურობა დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე და ტენიანობაზე. მზიან ამინდში ისინი ფრენას იწყებენ 12-14°С ტემპერატურაზე, ფრენის ინტესივობა იზრდება 38°-მდე, შემდეგ აქტივობა მცირდება. თბილი ღამის შემდეგ ფუტკარი ფრენას იწყებს დილით უფრო ადრე ვიდრე ცივი ღამის შემთხვევაში. ოპტიმალური ტემპერატურაა 17-დან 32°С-მდე. ზაფხულში გამოჩეკილი ფუტკრები უფრო აქტიურად დაფრინავენ  32°С-ზე. გამოზამთრებულები – შედარებით დაბალ ტემპერატურაზე. ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა შეადგენს 20—25-დან 60%-მდე.

29. ახდენს თუ არა ზეგავლენას ნექტარში არსებული შაქრის კონცენტრაცია სათაფლე ჩიჩახვის შევსებაზე?

სათაფლე ჩიჩახვის დატვირთვა დამოკიდებულია ნექტარში შაქრის კონცეტრაციაზე. ფრიშის (1955) ცნობით, ნექტარში შაქრის  17%იანი კონცენტრაციისას ფუტკარი სათაფლე ჩიჩახვში აგროვებდა საშუალოდ 42 მგ. 34%- 55მგ, 68%- 61 მგ, ფუტკრები გაცილებით სწრაფად აგროვებენ ნექტარს, მასში შაქრის 50-60% კონცენტრაციისას.

30. რა ააქტიურებს ფუტკრების მიერ ნექტარისა და ყვავილის მტვერის შეგროვების პროცესს?

დადგენილია პირდაპირი კავშირი ოჯახში ღია კვერცხების რაოდენობასა და შემგროვებელი ფუტკრების აქტიურობას შორის. სკაში ღია კვერცხების სიმცირის შემთხვევაში მფრენი ფუტკრების აქტიურობა მცირდება 88-დან 47%-მდე, ხოლო ღია კვერცხების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში შემგროვებელი ფუტკრების ფრენის აქტივობა იზრდება (ვ.ი. ლებედევი, ნ.გ. ბილაშ, 1991).

31. რა სიჩქარით დაფრინავს ფუტკარი?

ფუტკრის ფრენის სიჩქარე დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. ესენია:  ქარის სიმძლავრე, დატვირთვა, ასაკი. ფუტკრის საშუალო სიჩქარე ტვირთის გარეშე  შეადგენს 28/-30 კმ/სთ, ტვირთით 24 კმ/სთ. ფრენის სიშორე ღია ადგილზე 4-5 კმ, ხეებითა და ხევებით  დაფარულ ადგილზე კი 11 კმ-მდე.

32. როგორია საკვებისათვის წასული ფუტკრის ფრენის ხანგრძლივობა?

საკვების შეგროვების ხანგრძლივობა მერყეობს 15-დან 103 წთ-მდე. თაფლის შეგროვების დონეზე და კორმის წყაროდან სკამდე მანძილზე დამოკიდებულების მიხედვით ფრენის ხანგრძლივობა მერყეობს 10-60 წთ-მდე. ნექტარის შეგორვებისას 6-30 წთ, ხოლო ყვავილის მტევრის შეგროვებისას მუშა ფუტკარი იმყოფება მინდორში საშუალოდ 1 საათი, სკაში კი 15 წთ. დღის განმავლობაში ფუტკარი საშუალოდ აკეთებს 8-10 ფრენას, მიაქვს რა სკაში ყოველ ფრენაზე 30-40 მგ ნექტარი და 10-15 მგ მტვერი.

33. სკიდან რა მანძილზე მიფრინავს ფუტკარი?

ფუტკარი უპირატესობას ანიჭებს ნექტრის შეგროვებას სკასთან ახლოს 1 კმ-მდე. თუმცა ცალკეული ფუტკარი შემჩნეული იქნა საბინადროდან 3-4 კმ-მდე. ფრიშუმ (1955) შეძლო ესწავლებინა ფუტკრებისთვის კორმისათვის ეფრინათ 6 კმ-მდე. მაქსიმალური მანძილი, რასაც გადალახავს ფუტკარი არის – 13600 მეტრი (ზალესკი 1957)

34. რა რაოდენობის საკვებს ხარჯავს ფუტკარი ფრენისას?

ფუტკარი ხარჯავს ფრენისას აღებული საკვების 43%-ს, თუნდაც იგი მოჰქონდეს სკიდან 0,5-0,75 კმ-ით დაშორებული ადგილიდან. 3 კმ-ით დაშორებული კვების წყაროდან ფუტკარს სკაში მიაქვს მოპოვებული კორმის 1/3. ფრენისას ფუტკარი მოიხმარს 1 სთ-ში 10 მგ გლუკოზას (12-13 მგ თაფლი). ფრენა შესრულებული 0,750 კმ-ის ფარგლებში ყველაზე ეკონომიურია. გემოლიმფაში გლუკოზის დონის 1%-მდე დაცემის შემთხვევაში ფუტკარს არ შეუძლია ფრენა. საშუალო სიძლიერის ოჯახის დანახარჯი საზაფხულო სეზონის საქმიანობისას ჯამში საშუალოდ შეადგენს 28-30კგ, ხოლო წლის განმავლობაში სკაში ცხოვრებასა და მუშაობაზე – 48-52 კგ.

35. რამდენი გაფრენა უნდა შეასრულოს ფუტკარმა რომ შეგროვოს 1 კგ ნექტარი?

ცაცხვიდან ერთ კგ-მდე ნექტარის შესაგროვებლად ძლიერი ოჯახი ასრულებს 25 ათას გაფრენას. იმ მცენარეებთან ფრენის შემთხვევაში, რომლებიც შედარებით ნაკლებ ნექტარს გამოყოფენ, – 100-120 ათასი გაფრენა. 19 დღის განმავლობაში ძლიერი ოჯახის ფუტკარი ცაცხვიდან აგროვებს 900-950 მგ ნექტარს. რაფსიდან,რომელიც მდებარეობს სკიდან 200-300 მეტრის მოშორებით, ნექტარის შეგროვების შემთხვევაში ფუტკარს შეუძლია შეასრულოს დღეში 60-მდე ფრენა.

36. როგორ ორიენტირებენ ფუტკრები სივრცეში?

ფუტკარი მიაღწევს რა 10 დღიან ასაკს , გამოფრინდება სკიდან. ფრენისას იგი შეისწავლიან ადგილმდებარეობას.

ერთ-ერთი ორიენტირი, რომელიც ეხმარება ფუტკარს მიაგნოს სკა, ეს არის მისი ოჯახის სუნი. მას ავრცელებენ ფუტკრები, რომლებიც იმყოფებიან სკის შესასვლელთან. ისინი სპეციალური მოძრაობით აშიშვლებენ სურნელოვან ნასონოვას ჯირკვალს. მისი სურნელი სწრაფად ვრცელდება და ავსებს ჰაერის ნაკადს.

ორიენტირად გამოიყენება აგრეთვე სკის ფერი. თუ ისინი შეღებილია სხვადასხვა ფერებით – ყვითელი, ლურჯი, მოლურჯო-მოყვითალო, იისფერი, რომლებასც არჩევს ფუტკარი, მაშინ ისინი იშვიათად ცდებიან და ადვილად აგნებენ თავის სკას. გაშლილ ადგილზე ფუტკრის ,,კომპასს” წარმოადგენს მზის მდებარეობა ცაზე და მისგან წამოსული პოლიზირებული სინათლის სხივების მიმართულება.

37. რამდენ ხანს უნდება ფუტკარი ერთი მატლის გამოკვებას?

ფუტკრის მიერ ერთი მატლის გამოკვების ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად მერყეობს: ხანდახან იგი შეადგენს 8-10 წამს, ან 30 წამს, ზოგჯერ კი 2-3 წთ-ს. მატლების კვებისას დროის შუალედში ფუტკრები ჩაიხედავენ ფიჭვის უჯრედში. ასეთი სახის სტუმრობა გრძელდება 2-3 წამიდან 20 წამამდე.

38. კვებავენ თუ არა მუშა ფუტკრები მამრ ფუტკრებს?

აქტიურ პერიოდში მუშა ფუტკრები უვლიან და კვებავენ მამრ ფუტკრებს თავიანთი სათაფლე ჩიჩახვის შემცველი საკვებით.მამრი ფუტკრების 18% ავსებს თავიანთი საკვების მარაგს 10-30%-ით ფუტკრებთან. მამრი ფუტკრების 62% -არა 35-75% და 10% იკვებება თაფლის უჯრედებიდან. საშუალოდ მამრი ფუტკრების 47% იკვებება მუშა ფუტკრებთან კონტაქტისას.

39. რა რაოდენობით თაფლი იხარჯება 1 კგ ფუტკრის გამოსაზრდელად?

ს.ა. როზოვას მონაცემების მიხედვით 1 კგ (10 000 ცალი) ფუტკრის გამოსაზრდელად იხარჯება 1,14 კგ თაფლი და 0,789 კგ ფუტკრის პურით, ე.წ. „პერგუთი“. ამ რაოდენობაში არ შედის საკვები, რომელიც სიცოცხლის შესანარჩუნებლად და საზაფხულო სამუშაოებისათვის. ეს დანახარჯები გარემო პირობების პირობებზეა დამოკიდებული და შეადგენს 0,8-დან 1,5 კგ-მდე თაფლს თვეში.

40. რა რაოდენობის თაფლს ხარჯავს ფუტკარი 435X300 მმ ფიჭის ასაშენებლად?

ფუტკრები ფიჭას აგებენ მხოლოდ თაფლის შეგროვების პერიოდში. 70 გრამის ფიჭის ფურცელს ფუტკრები უმატებენ დაახლებით 50 გრამ ცვილს. თუ ფუტკრები გამოყოფენ ცვილს შეჭმული შაქრის ხარჯზე, მაშინ ისინი იყენებენ დაახლეობით 3,6 კგ შაქარს 1 კგ ცვილზე. შესაბამისად 1 კგ ფიჭაზე მოდის 180 გრამი თაფლი. რამდენადაც ფუტკარი გამოყოფს ცვილს შთამომავლობის გაზრდისას, თაფლის ხარჯი მცირდება მტვერის მოხმარების საფუძველზე.

41. რა რაოდენობის თაფლი უნდა შეჭამოს ფუტკარმა, რომ გამოყოს დიდი რაოდენობით სითბო? რა პროცესების შედეგად გამოყოფს ფუტკარი წყლის ორთქლს?

ფუტკრის ორგანიზმში 1 გრ. შაქარის დაშლისას წარმოიქმნება 4,18 კალორია სითბო, ანუ ფუტკარი ერთ კალორია სითბოზე ხარჯავს 0,24 გრ შაქარს და 0,29 გრ. თაფლს, რომელიც შეიცავს 20% წყალს. შაქრის დაშლის პროცესში შთაინთქმება ჟანგბადი და გამოიყოფა ნახშირორჯანგი და წყალი.

42. რა რაოდენობის წყალს აორთქლებს ფუტკარი 24 საათში?

დადგენილია, რომ წყლის მაქსიმალური აორთქლება ორჯერ აღემატება ფუტკრის სხეულის მასას. ფეკალური მასებთან ერთად ფუტკარი გამოყოფს 6-7% წყალს, დანარჩენი რაოდენობა (93-94%) გამოიყოფა სუნთქვის პროცესში. ფუტკრების 50%-იანი სიროფით კვებისას ერთი ფუტკარი 24 საათში კარგავს 0,075 გრ წყალს, რაც შეადგენს მისი სხეულის მასის 70%-ს. (გ.ფ. ტარანოვა 1955)

43. იცვლება თუ არა ნახშირორჟანის დონე სკაში სეზონის მიხედვით?

სკაში ნახშირორჟანგის დონე ცვალებადია. გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში, როდესაც მიმდინარეობს შთამომავლობის გაზრდა სკაში ნარჩუნდება ჟანგბადის მაქსიმალური და ნახშირორჟანგის მინიმალური რაოდენობა. ამ დროისათვის სკის შუაში ნახშირორჟანგის რაოდენობა მერყეობს 0,1-დან 1 %-მდე, ხოლო მის პერიფერულ ნაწილებში კი 0,05-დან 1%-მდე. სეზონის ბოლოსათვის СО2 რაოდენობა სკის შუაგულში იზრდება 2 %-მდე, ხოლო ზამთარში 3-4%-მდე.

44. როგორ რეგულირდება სკაში ნახშირორჟანგის დონე?

სკაში ნახშირორჟანგის დონის რეგულირება ხდება მისი ვენტილაციის გზით. ნახშირორჟანგის დონის 3% შემთხვევაში ვენტილაციას ახორციელებს 6-7 ფუტკარი, 8%-ისას – ამ საქმეში ჩართულ ფუტკართა რიცხვი 20-ჯერ იზრდება.1,4%-ის შემთხვევაში ხდება სკის ვენტილაციის პროცესის შეჩერება.

45. ცნობილია, რომ ფუტკარი გემოს გებულობს ენით, ფეხებით და ულვაშებით. რამდენად მართალია?

ფუტკრები გემოს აღიქვამენ მთელი ჯგუფი მგრძნობიარე უჯრედების (რეცეპტორების) მეშვეობით, რომლებიდანაც წამოსული ნერვები უკავშირდებიან ხახისზედა კვანძს. ფუტკარს აქვს გემოს რეცეპტორები პირის ნაწილზე, ფეხების თათებზე და ულვაშებზე. განსაკუთრებით განვითარებული ორგანოებია პირში, ენის ძირში. აქ მოთავსებულია ორი ჯგუფი ხიტინის ცილინდრები, რომლებიც დაფარულია რუდიმენტარული გარეთა ნიჩბებით. აგრეთვე აქვს მგძნობიარე უჯრედების ჯგუფი, რომლებიც მდებარეობენ საყლაპავის ჯირკვლის მილებთან ახლოს. მგრძობიარე უჯრედების ჯგუფი აგრეთვე განლაგებულია ქვედა ყბის ზედა მხარეზე.

გემოს ორგანოების მეორე ჯგუფი მდებარეობს ულვაშებზე. კ. ფრიშმა აღნიშნა, რომ შემგროვებული ფუტკარი ულვაშებზე არსებული ორგანოების მეშვეობით უფრო კარგად გრძნობს შაქრის კონცენტრაციას ვიდრე პირის რეცეპტორების მეშვეობით. ამ ორგანოების მგრძობელობა 12-ჯერ დაბალია, ულვაშებზე არსებული ორგანოებთან შედარებით.

გემოს ორგანოები აკონტროლებენ საკვების ვარგისიანობას. ფუტკრებს შეუძლიათ ერთმანეთისაგან განასხვავონ ტკბილი, ცხარე, მარილიანი და მჟავე. ნექტარში შაქრის მინიმალური რაოდენობა, რომელსაც აგროვებს ფუტკარი შეიძლება მნიშვნელოვნად იცვლებოდეს. შაქრის 5%-იან ხსნარს ფუტკრები ვერ არჩევენ წყლისაგან. ფუტკრები ძალიან მგრძობიარენი არიან მარილის მიმართ, თუნდაც მის სულ მცირე მინარევებისაგან.

46. როდის არის ფუტკარი ყველაზე ნაკლებად აგრესიული?

მშვიდობისმოყვარეობით ფუტკარი გამოირჩევა თაფლის შეგროვების დროს, როდესაც საკვების შეგროვების ინსტიქტი თრგუნავს ან მნიშვნელოვნად ამცირებს სხვა დანარჩენ ინსტიქტებს, მათ შორის დაცვის ინსტიქტსაც. ფუტკრები ნაკლებ აგრესიულები არიან დღის 9-დან 11 სთ-მდე  და 15-დან -17 სთ-მდე.

IV. დედა ფუტკარი

47. როგორ გამოსცემს ფუტკარი ხმას ფრენისას?

სკის ვენტილაციისას და ფრენისას ფუტკარი გამოსცემს ხმას ფრთების მეშვეობით.

48. შეუძლია თუ არა ფუტკარს გადაიტანოს კვერცხები და მატლები სკის ერთი ნაწილიდან მეორეში?

აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გასაცემად საფრანგეთში ჩატარებული იქნა ცდები. მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ფუტკრებს შეუძლიათ გადაიტანონ კვერცხები და მატლები სკის ერთი ნაწილიდან მეორეში, მათგან დედა ფუტკრის გამოსაყვანად.

49.რატომ აქვთ მკვდარ ფუტკრებს ენა გარეთ გამოყოფილი? რითი იღუპებიან ისინი ასეთ მდგომარეობაში?

ყველა ფუტკარი, რომელიც კვდება გარეთ გამოყოფს ენას.

50. გასულ წელს სექტემბრის თვის ბოლომდე ყველა ასაკის მატლი იმყოფებოდა კვერცხებში, ხოლო მიმდინარე წელს უკვე აგვისტოში არ იყო ღია კვეცხები. ეს ფაქტი ხომ არ მეტყველებს იმაზე, რომ ფუტკრები წინასწარმეტყველებენ ზამთრის მოახლოებას?

ფუტკრბი არ წინასწარმეტყველებენ ამინდს, თუმცა ცალკეულ მეფუტკრეებს სხვა შეხედულება აქვს ამის თაობაზე. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ფუტკრების ცხოვრება და ქცევა მჭიდროდ კავშირშია გარემო პირობებთან, ამინდთან და თვითონ ოჯახის მდგომარეობასთან (საკვების არსებობა, ოჯახის სიძლიერე და ა.შ.).

თაფლის გვიანი შეგროვება და თბილი ამინდი (სკაში საკმარისი რაოდენობის თაფლის არსებობის პირობებში) ასტიმულირებს დედა ფუტკრის მიერ კვერცხების გვიან დადებას, ხოლო პირიქით – ცივი, ცვალებადი ამინდი და სკაში ნექტრის მიტანის არ არსებობა ამცირებს კვერცხის დებას.

51. ფუტკრებისათვის ფიჭაზე უჯრედების როგორი განლაგებაა საუკეთესეო: კუთხეებით მიმართული ზემოთ, ქვემოთ თუ გვერდებზე?

ცდებმა აჩვენა, რომ ფუტკრის ოჯახები ნორმალურად ცხოვრობენ და ზრდიან ახალ თაობას ფიჭაზე რომლის უჯრედების კუთხეებიც მიმართულია გვერდებზე. თუმცა თვითონ ფუტკრები აგებენ უჯრედებს კუთხეებით მიმართულს ზემოთ და ქვემოთ, რაც ჩვეულებრივ ითვლება ნორმად. აქედან გამომდინარე მათი დამზადება ხდება კუთხეებით ზემოთ და ქვემოთ.

52. როგორ განვასხვავოთ დედა ფუტკარი სხვა მუშა ფუტკრებისაგან გარე ნიშნებით?

დედა ფუტკარი უფრო დიდია ვიდრე მუშა ფუტკარი. მისი სხეულის სიგრძე შეადგენს 20-25 მმ, მუშა ფუტკრის -12-14 მმ. დედა ფუტკარს აქვს გვერდებიდან დიდი მომრგვალებული და ბოლოსკენ თანდათანობით შევიწროვებული მუცელი, თანაბრად განაწილებული ფერები  დიდ გულმკერდი. ფრთები ფარავს დედა ფუტკრის მუცლის მხოლოდ ნახევარს, ხოლო მუშა ფუტკრის შემთხვევაში მთლიანად. დედა ფუტკარს ფეხებზე არ აქვს გამონაზარდები რომლის მეშვეობითაც მუშა ფუტკარი აგროვებს ყვავილის მტვერს.

53. რამდენ ხანს ცოცხლობს დედა ფუტკარი?

ბუნებრივ პირობებში მცხოვრები ფუტკრის ოჯახში დედა ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა აღწევს 6-8 წელს, მაგრამ დიდი ინტენსივობით ისინი კვერცეხებს დებენ პირველი 2 წლის განმავლობაში. სიცოცხლის მესამე წელს მისი ნაყოფიერება მცირდება, ამიტომ მეფუტკრეობაში მიღებულია რომ სრული 2 წლის მუშაობის შემდეგ მოხდეს დედა ფუტკრის შეცვლა ახალგაზრდით. ცუდ დედა ფუტკრებს კი უფრო ადრე ცვლიან.

54. ახდენს თუ არა ზეგავლენას დედა ფუტკრის სხეულის მასა მის ნაყოფიერებაზე და ოჯახის პროდუქტიულობაზე?

დედა ფუტკრის ნაყოფიერება დამოკიდებულია მის წარმომავლობაზე და გენეტიკაზე. თანაბარი პირობების შემთხვევაში დიდი დედა ფუტკარი უფრო ნაყოფიერი ვიდრე პატარა. აღმოჩენილია პირდაპირი კავშირი დედა ფუტკრის მასას საკვერცხეებში საკვერცხე მილების რაოდენობას, დადებული კვერცხების რაოდენობასა და ოჯახის პროდუქტიულობას შორის. დედა ფუტკრები, რომლებსაც აქვთ კარგად განვითარებული საკვერცხეები დიდი ზომის არიან. კორელაციის კოეფიციენტი დედა ფუტკრის სხეულის მასასა და ნაყოფიერებას შორის ცენტრალური რუსეთის სახეობისათვის შეადგენს 0,62, კავკასიის მთის რუხი – 0,53, იტალიური – 0,35

55. უცვლელია ფუტკრის წონა მისი სიცოცხლის განმავლობაში?

დედა ფუტკრის წონა – ცვალებადია და დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე (კვერცხის დების ინტენსირობაზე, კვების პირობებზე და სხვა). გამრავლების პერიოდში, აგრეთვე ოჯახის გაყოფის დროს დედა ფუტკრის წონის დაკლება ბიოლოგიურ აუცილებლობას წარმოადგენს. განსაკუთრებით შესამჩნევია დედა ფუტკრის სხეულის მასის შემცირება  6 დღე-ღამის გასვლის შემდეგ, რაც აირჩიეს იგი და გამოვიდა დედა ფუტკრისათვის განკუთვნილი ფიჭის უჯრედიდან, ამ პერიოდში ნაყოფიერი დედა ფუტკარი კარგავს 20 მგ-ზე მეტ წონას, ხოლო უნაყოფო 15 მგ.

56. რატომ ანადგურებს დედა ფუტკრისათვის განკუთვნილი ფიჭის უჯრედიდან პირველად გამოსული დედა ფუტკარი სხვა ანალოგიურ უჯრედებს?

დედა ფუტკრისათვის განკუთვნილი ფიჭის უჯრედიდან  პირველად გამოსული დედა ფუტკარი იმყოფება აღგზნებულ მდგოამრეობაში, რამდენადაც ესმის თავისებური ხმები თავისი დების, რომლებიც იმყოფებიან სადედე უჯრედში. ეს ხმები არის ნიშანი ამ უკანსკნელთა გარეთ მალე გამოსვლისა, ანუ შესაბამისად მალე მათ ბრძოლა მოუწევთ ერთმანეთთან. თვითგადარჩენის ინსტიქტის მიხედვით ახალგაზრდა დედა ფუტკარი მიისწრაფვის თავისი კონკურენტების განადგურებისაკენ. იგი ღრღნის უჯრას გვერდიდან და ხვრელიდან კბენს სხვა მოწინააღმდეგეს, რის გამოც ეს უკანასკნელი კვდება. თუ ეს ინსტიქტი ნელდება, მაშინ მუშა ფუტკრები ეხმარებიან დედა ფუტკარს მის კონკურენტების განადგურებაში.

57. როგორ სადედე ფიჭის უჯრედიდან იჩეკება ყველაზე დიდი დედა ფუტკარი?

2,2 სმ სიმაღლის სადედე ფიჭის უჯრედიდან იჩეკება ყველაზე დიდი დედა ფუტკარი, 200 მგ მეტი წონით. ასეთი სადედე ფიჭის უჯრედებში არის მშვიდი შეცვლისას და ოჯახის გაყოფისას. 2 სმ სიმაღლის სადედე უჯრედიდან გამოიყვანება დამაკმაყოფილებელი ხარისხის დედა ფუტკარი, წონით 180-200 მგ, 1,6 სმ სიმაღლის სადედე უჯრედში კი ვითარდება პატარა ზომის დედა ფუტკრები.

58. არის თუ არა იმ რძის შემადგენლობას შორის სხვაობა, რომლითაც ფუტკრები კვებავენ დედა, მუშა და მამრი ფუტკრების მატლებს?

ფუტკრები დედა, მუშა და მამრ მატლებს კვებავენ სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის რძით. თუმცა რძე განკუთვნილი ერთიდაიგივე მატლისათვის შემადგენლობით ერთნაირი არ არის. 1-2 დღის მუშა ფუტკრების მატლებისათვის განკუთვნილ რძე შეიცავს ბევრ ცილას (მშრალი მასის 70%) და შესაბამისად მცირე ნახშირწყლებს, ცხიმებს; ხოლო 3-5 დღის მატლების რძეში ცილის რაოდენობა 2-ჯერ მცირდება, მაგრამ ნიშვნელოვნად იზრდება შაქრის რაოდენობა. დედა ფუტკრის ახალგაზრდა მატლების რძეში ცოტა ცილაა (45-55%), მაგრამ ეს რაოდენობა თითქმის ნარჩუნდება მატლის მთელი სიცოცხლის მანძილზე. მამრი მატლების რძე შეიცავს ცილას 60%-მდე. ასაკთან ერთად მისი რაოდენობა მცირდება 35 %-მდე. აგრეთვე არსებობს განსხვავება ცხიმების, მინერალური მარილების, ვიტამინებისა და სხვა ნივთიერებების რაოდენობას შორის.

59. მიირთმევს თუ არა ახალგაზრდა დედა ფუტკარი სადედე ფიჭის უჯრედში დარჩენილ თავის საკვებს?

უნგრელი მეცნიერის ოროშის ცნობით, დედა ფუტკრები უჯრედიდან გამოსვლის შემდეგ არ ჭამენ უჯრედში დარჩენილ საკვებს. ისინი გასვლიდან საკვების გარეშე დაახლოებით 17 საათი ძლებენ. პრაქტიკამ აჩვენა, რომ დედა ფუტკრები გამოსული იმ სადედე უჯრედიდან, რომელშიც არ არის დარჩენილი საკვები, კეთილთვისებიანი, მაგრამ პატარა ზომის არიან.

60. რატომ იჩეკება ერთნაირი კვერცხებიდან სხვადასხვა ეგზემპლარები?

დედა და მუშა ფუტკრები იჩეკება განაყოფიერებული კვერცხებიდან, მაგრამ მუშა ფუტკრის მატლებისგან განხსვავებით დედა ფუტკრის მატლი იღებს რძეს მთელი მატლობის განმავლობაში, ხოლო რძე მნიშვნელოვან როლს ასრულებს დედა ფუტკრის ანატომიურ ფორმირებასა და ფიზიოლოგიურ ფუნქციონირებაში.

61.რატომ დებს დედა ფუტკარი სხვადასხვა ზომის კვერცხებს?

ცნობილია, რომ რაც უფრო დიდი რაოდენობის კვერცხებს დებს დედა ფუტკარი მით უფრო პატარა ზომისაა ეს კვერცხები.  მაგალითად სეზონის დროს (ივნისში) კვერცხის მასაა 0,133 მგ, ივლისში 0,141 მგ, აგვისტოში 0,163 მგ. ახალგაზრდა დედა ფუტკარი ხნიერთან შედარებით უფრო დიდი ზომის კვერცხებს დებს

62. რამდენ კვერცხს დებს დედა ფუტკარი დღე-ღამის განმავლობაში?

ერთი და იგივე დედა ფუტკრის მიერ დადებული კვერცხების რაოდენობა ცვალებადია: გაზაფხულის დასაწყისში დედა ფუტკარი დებს 100 კვერცხამდე დღე-ღამეში, გაზაფხულის გამასუფთავებელი ფრენებისა და სკაში მტვერის შესვლის შემდეგ – 1000-მდე, აქტიურ სეზონის დროს – 2000-მდე;თაფლის შეგროვების მთავარი პერიოდის დადგომის დროს კვერცხის დების აქტიურობა მცირდება, ხოლო შემოდგომისათვის კი საერთოდ წყდება.

მაღალი ხარისხის დედა ფუტკარი დღე-ღამეში დებს 2000-ზე მეტ კვერცხს. 24 საათის განმავლობაში დადებული კვერცხების მასამ შეიძლება გადააჭარბოს დედა ფუტკრის წონას. წლის განმავლობაში დედა ფუტკარი საშუალოდ დებს 150-160 ათას კვერცხს.

63. რაში მდგომარებს დედა ფუტკრის მიერ განაყოფიერებული და გაუნაყოფიერებელი კვერცხების დადება?

განაყოფიერებული და გაუნაყოფიერებელი კვერცხების დადების პროცესს არეგულირებს დედა ფუტკრის სათესლე ტუმბოს ფუნქცია. ნერვული იმპულსის გავლენით, რომელიც წარმოიშვება მუცლის მგრძნობიარე ბუსუსებში მისი ვიწრო უჯრედში ჩაშვებისას, სათესლე ტუმბო იკუმშება და სპერმის წვეთი ეცემა კვერცხს. მამრი მატლებისათვის განკუთვნილ უფრო ფართო უჯრედში კვერცხი დადებისას, მგრძნობიარე ბუსუსები არ გრძნობენ შეკუმშვას და არ წარმოიქნება იმპულსი, რის გამოც სპერმის წვეთი არ ეცემა კვერცხს და იგი რჩება გაუნაყოფიერებელი. შემთვევითი არ არის ის ფაქტი, რომ ფუტკრები თავიდან (კვერცხების დადების პერიოდში) აშენებენ ვიწრო უჯრედებს, ხოლო შემდეგ (მატლების გამოსვლის შემდეგ) მნიშვნელოვნად აფართოებენ მათ.

64. რაში მდგოამრეობს არჩევითი განაყოფიერების არსი?

ერთ კვერცხზე ეცემა სპერმის წვეთი, რომელიც შეიცავს 3-დან 12-მდე სპერმატოზოიდს. განაყოფიერებისთვის კი ერთიც საკმარისია. სპერმის კვერცხში მოხვედრის მექანიზმი ძალიან რთულია. შეტლერის (1960) ცნობით კვერცხუჯრედს აქვს მეცნიერთათვის დროებით უცნობი მექნიზმი, რომლის მეშვეობითაც მას შეუძლია აღიქვას უფრო აქტიური სპერმატოზოიდი, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს განაყოფიერების არჩევითობას.

65. რა განაპირობებს კვერცხის დადების მაღალ ტემპს?

კვერცხის დადებისათვის საჭირო საკმარისი რაოდენობის უჯრედების მომზადება განაპირობებს მის მაღალ ტემპს. ასეთ შემთხვევვაში დედა ფუტკარი კვერცხებს დებს მიყოლებით. საშუალოდ დღე-ღამის განმავლობაში დებს რა დედა ფუტკარი 540 ცალ კვერცხს იგი გადის 86 მმ-მდე მანძილს. იმ პერიოდში, როდესაც უჯრედების უმრავლესობა დაკავებულია ახალი თაობით, თაფლით და ფუტკრის პურით, ე.წ. „პერგუთი“, დედა ფუტკარს უწევს დღე-ღამის განმავლობაში დაფაროს 200-250 მმ-მდე მანძილი, რათა მოძებნოს თავისუფალი უჯრედები. ასეთი მოძრაობის დროს დედა ფუტკარი საშუალოდ კარგავს 600 კვერცხამდე 24 საათის განმავლობაში, რომლებიც დადებული იქნა უჯრედის გარეთ.

66.რა დრო სჭირდება ახალგაზრდა დედა ფუტკარს, რომელმაც დაიწყო გამრავლება, გაზარდოს კვერცხის დების ინტენსიურობა?

ძლიერ ოჯახში კვერცხის დადების დაწყებიდან 10-14 დღეში, საშუალო და სუსტ ოჯახებში კი უფრო გვიან.

67. რა პირობები ახდენენ გავლენას დედა ფუტკრის კვერცხის დადების ინტენსიურობაზე?

დედა ფუტკრის კვერცხის დების ინტენსიურობამ რომ მიაღწიოს თავის მაქსიმუმს აუცილებელია: გაზაფხულზე სკაში იყოს არანაკლებ 8-10 კგ თაფლი და 2-3 კგ ფუტკრის პური ე.წ. „პერგუთი”, საკმარისი რაოდენობის თავისუფალი უჯრედები, სკაში ახალი მტვერისა და ნექტარის შემოდინება, დიდი რაოდენობის ფუტკარი კვერცხების დასადებად უჯრედების მომზადება, სკაში ოპტიმალური ტემპერატურა.

68. უწყობს თუ არა ხელს დედა ფუტკრის სკაში ყოფნა თაფლის შეგროვებას?

მრავალწლიანი კვლევების შედეგად დადგენილი იქნა, რომ თაფლის შეგროვების მთავარ პერიოდში ნაყოფიერი დედა ფუტკრის არ არსებობა ამცირებს ოჯახის პროდუქტიულობას საშუალოდ 41,5%-ით. ნაყოფიერი დედა ფუტკრის შეცვლა  მოწიფული სადედე უჯრედით აჩქარებს ოჯახის მუშაობის პროცეისი ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებას. დედა ფუტკრის გარეშე ოჯახი მუშაობს შემცირებული ინტენსივობით 27 დღე, ხოლო მოწიფული სადედე უჯრედით – 18 დღე თაფლის მოპოვების პროდუქტიულობაზე ზეგავლენას ახდენს დედა ფუტკრის ასაკი და ხარისხი. ოჯახი ერთწლიანი დედა ფუტკრით მოიპოვებდა 42,9%-ით, ხოლო  2 წლიანით 20%-ით მეტ თაფლს ვიდრე სამწლიანის შემთხვევაში.

69. სჭიდება თუ არა დედა ფუტკარს ,, მხლებლები”?

კვერცხის დების პერიოდში დედა ფუტკარს გარს ახვევია 8-12 მუშა ფუტკარი, რომლებასც როგორც მიღებულია უწოდებენ ,,მხლებლებს”. ისინი კვებავენ დედა ფუტკარს რძით რომელსაც გამოიმუშავებს საყლაპავი ჯირკვლები. 20-30 კვერცხის დადების შემდეგ დედა ფუტკარი ჩერდება და იღებს საკვებს. სხვა ფიჭაზე გადასვლისას ძველი ,,მხლებლები” იშლებიან და იქმნება ახალი, რომლებიც სხვა ფიჭაზე ზიან. მუშა ფუტკრები უვლიან მას, წმენდენ და მის კვალდაკვალ ასუფთავებენ ყველაფერს.

70. ჰყავს დედა ფუტკარს ,,მხლებლები“ ზამთარში?

მკვლევართა უმრავლესობა თვლიან, რომ კვერცხების დადების პროცესის დასრულების შემდეგ ფუტკრები წყვეტენ მის კვებას და ,,მხლებლები“ იშლებიან. თუმცა ნ. ფოტი (1957) დაკვირვებისას აღმოაჩინა, რომ დაზამთრებისას ,როდესაც დედა ფუტკარი იმყოფებოდა ოჯახს გარეთ ადგილი ჰქონდა კვების კონტაქტებს მასსა და ფუტკრებს შორის. კერძოდ: 27  წუთის განმავლობაში დაფიქსირდა 7 კვების კონტაქტი, რომელთა დროსაც დედა ფუტკარმა მიიღო 16,9 მგ საკვები, საშუალოდ 2,4 მგ თითოეული კონტაქტისას.

71. რომელი კორმით კვებავენ მუშა ფუტკრები დედა ფუტკარს ზამთარში?

ჩატარებული იქნა ლაბორატორიული კვლევები რათა დაედგინათ თუ რომელი კორმით კვებავენ მუშა ფუტკრები დედა ფუტკარს – თაფლით ამონთხეულს სათაფლე ჩიჩახვიდან ან რძით გამოყოფილი საყლაპავი ჯირკვალიდან. იმ ფუტკრებს, რომლებიც იმყოფებოდნენ ოჯახის გარეთ დედა ფუტკართან ერთად, ჰქონდათ  იყო მეოთხე ანუ განვითარების ბოლო ეტაპზე მყოფი საყლაპავი ჯირკვლები, ანუ მათ შეეძლოთ გამოეყოთ რძე.

საინტერესოა აგრეთვე რ. შენფელდი მიერ გაკეთებული განცხადება ამის თაობაზე: ,,ყველასათვის ცნობილია რომ დედა ფუტკარი არასოდეს არ მიირთმევს მტვერს, რომელიც აწვდის ფუტკრის ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის ცილას. ამ ფაქტში ეერთი წამითაც კი არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი, რამდენადაც მათ არ გააჩნიათ ქვედა სანერწყვე ჯირკვალი, რომელიც უნდა ასველებდეს მტვერს რათა ეს უკანასკნელი გარდაიქმნას ფუტკრის პურად ე.წ. „პერგუთი” და შესაძლებელი იყოს მისი შეჭმა. შესაბამისად რა დროსაც არ უნდა გამოვიკვლიოთ დედა ფუტკარი ვერასოდეს ვერ ვიპოვით მტვერს”. შესაბამისად ჩნდება კითხვა: თუ მხლებლები იშლებია ზამთარში, ხოლო თითჴნ დედა ფუტკარი კი არ მიირთმევს ფუტკრის პურს, მაშინ საიდან იღებს კი მთელი ზამთრის განმავლობაში ცილების შემცველ საკვებს, რომლის გარეშეც როგორც რ. შენფელდი აღნიშნავს  მამრი ფუტკრები იღუპებიან მესამე-მეოთხე დღეს?

72. როდის გამოფრინდება სკიდან დედა ფუტკარი შეწყვილებისათვის?

დედა ფუტკარი შეწყვილებისათვის პირველად გამოფრინდება სადედე უჯრედიდან გამოსვლიდან მე-10 – მე-12 დღეს, ხოლო  კვერცხების დადების პროცესის დაწყებამდე გადის საშუალოდ 14 დღე.

დედა ფუტკრების მასიური ფრენა შეწყვილებისათვის აღნიშნება როდესაც ჰაერის ტემპერატურა არის 25°С-ზე ქვემოთ და ტენიანობა 60-80%. 19 °С-ზე ქვემოთ, ასევე ძლიერი ქარისას, შეწყვილება არ ხდება. ყველაზე ხშირად დედა ფუტკრები წყვილდებიან 14 სთ-სა და 16:30 საათს შორის. დედა ფუტკრები მიფრინავენ რა სკიდან 1,502 კმ მანძილზე წყვილდებიან ერთიდაიგივე ადგილზე.

73. რამდენჯერ მიფრინავს დედა ფუტკარი შეწყვილებისათვის?

ადრე ითვლებოდა, რომ დედა ფუტკარი შეწყვილებისათვის მიფრინავს ერთხელ და წყვილდება ერთ მამრთან. მოგვიანებით კი იქნა დადგენილი, რომ დედა ფუტკრების 50% შეწყვილებისათვის მიფრინავს 2-3-ჯერ. თითოეული ფრენისას იგი წყვილდება 6-10 მამრთან. შეწყვილებული დედა ფუტკარს, რომელიც უკან მიფრინავს სკაში, მუცლის ბოლოში უჩანს თეთრი საფარველი – ე.წ. ,,შლეიფი”. იგი ფარავს დედა ფუტკრის ნესტრის გამოსასვლელს.

74. რატომ წყვილდება დედა ფუტკარი რამოდენიმე მამრთან?

დედა ფუტკრები პოლიანდრიული თვისება – შეწყვილდეს რამოდენიმე მამრთან თითქოსდა მინშვნელოვანია მისი სპერმის მარაგის გასაზრდელად, მაგრამ ზრდა თითქმის არ არის. 7-10 მამრთან შეწყვილების შემდეგ დედა ფუტკარს აქვს 6-8 მლნ სპერმატოზოიდი, ამისთვის კი ერთი მამრიც საკმარისია, რომელიც იძლევა 11 მლნ სპერმატოზოიდს. ფაქტია, რომ პოლიანდრიულ თვისებას სხვა მნიშვნელობა აქვს.

დ.ვ. შასკოლკიმ (1978) კვერცხების სიკვდილიანობის შესწავლისას დაადგინა ურთერთდამოკიდებულა შეწყვილებაში მონაწილე მამრთა რაოდენობასა და ოჯახში კვერცხების სიკვდილიანობის რიცხვს შორის. მაგალითად: მხოლოდ ერთ მამრთან შეწყვილების შემთხვევაში ოჯახში კვერცხების სიკვდილიანობა შეადგენს 50%-ს, ხოლო 8 მამრის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ტოლის 6-12%-ის. ფუტკრის ოჯახის სიცოცხლისუნარიანობა იზრდება შედეგად დედა ფუტკრების პოლიანდრია არა შემთხვევითი მოვლენაა, არამედ ბუნებრივი აუცილებლობა. აგრეთვე დადგენილია, რომ დედა ფუტკრის  სპერმისი მიმღებში ხდება სპერმის არევა და კვერცხების განაყოფიერებაზე ერთდროულად მონაწილებს სხვადასხვა მამრის სპერმატოზოიდი.

75. შეუძლია თუ არა დედა ფუტკარს შეწყვილდეს სექტემბრის შუა რიცხვებში და დაზამთრდეს ისე რომ მან ვერ დადოს კვერცხები?

შეწყვილებისათვის აუცილებელია მზიანი ამინდი 23 °С სითბოთი. თუ სექტემბერის თვეში რამოდენიმე დღის განმავლობაში იყო ასეთი ამინდი მაშინ დედა ფუტკარი შეეძლო შეწყვილება, ხოლო კვერცხების დადების დაწყება მხოლოდ გაზაფხულზე. ასეთი შემთხვევები დაფიქსირებულია.

76. დედა ფუტკარმა კვერცხების დადება დაიწყო სადედე უჯრედიდან გამოსვლიდან 35 დღის შემდეგ. რატომ წერია წიგნებში რომ თუ დედა ფუტკარი არ შეწყვილდა თვის განმავლობაში იგი უნდა იქნას შეცვლილი?

ყველაზე ხშირად დედა ფუტკრები შეწყვილებას იწყებენ სადედე უჯრედიდან გამოსვლიდან 12-18 დღეს. თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ადრე გაზაფულზე ან გვიან შემოდგომაზე გამოჩეკვისას, დედა ფუტკრის შეწყვილება  იწელება თვემდე ან უფრო მეტ ხანს. ამის ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს არახელსაყრებული ამინდი ან უშუალოდ დედა ფუტკრის  არასაკმარისი განვითარება.

როგორც წესი გვიან შეწყვილებული დედა ფუტკარი კარგი ხარისხით არ გამოირჩევა. ამიტომაც რეკომენდირებულია ასეთი დედა ფუტკრების შეცვლა.

77. სექტემბრის დასაწყისში დედა ფუტკარი ჯერ კიდევ დებდა კვერცხებს. ზრდასრულ ასაკს მიუღწეველ ფუტკართა რიცხვი დიდი იყო,  კვერცხის დასადებად ადგილი კი ცოტა იყო. სექტემბრის ბოლოსათვის სკაში არც ახალი თაობა იყო და არც დედა ფუტკარი. შეუძლია თუ არა დედა ფუტკარს დატოვოს სკა თუ ვერ მოძებნის კვერცხის დასადებად საჭირო ადგილს?

არა, არ შეუძლია. დედა ფუტკარმა ან შეწყვიტა კვერცხის დება ან მოკვდა.

78. როგორ მოვიქცეთ რათა ფუტკარმა კვერცხი არ დადოს თაფლის შესანახად განკუთვნილ ფიჭის უჯრედში?

უპირველეს ყოვლისა უნდა ვიქონიოთ სქელი ფიჭა 32-34მმ. ღრმა უჯრებში ფუტკრები უფრო ინახავენ თაფლს, ხოლო დედა ფუტკარი ვერ წვდება რა ფსკერს ასეთ უჯრედში არ დებს კვერცხს. ასეთი სისქის ფიჭის მისაღებად 12 ჩარჩოიან სკაში თავიდან დებენ 12 ჩარჩოს, ხოლო მას შემდეგ რაც ფუტკრები ააშენებენ ფიჭას ამოიღებენ ორი ჩარჩოს და ტოვებენ 10. ამ უკანასკნელთ ერთმანეთისგან თანაბრად აშორებენ. ფიჭის უჯრედების თაფლით შევსების პარალელურად ფუტკრები დააგრძელებენ უჯრედების კედლებს.

79. შეუძლია თუ არა უნაყოფო დედა ფუტკარმა დადოს კვერცხები, და შემდეგ განაყოფიერდეს?

უნაყოფო დედა ფუტკარი იწყებს მამრი ფუტკრების კვერცხების დადებას შეწყვილების უნარის დაკარგვის შემდეგ. ეს ხდება სამი-ოთხი კვირის ასაკში.

80. დედა ფუტკარი, რომელიც გაზაფხულზე დებდა განაყოფიერებულ კვერცხებს რატომ გადაიქცა მამრ ფუტკრად?

დედა ფუტკარი შეიძლება გადაიქცეს მამრად დაავადების, ტრამვის ან სპერმის მიმღებში სპერმის ამოწურვის გამო. ასეთი დედა ფუტკარი აუცილებლად უნდა იქნეს შეცვლილი ახალგაზრდა დედა ფუტკრით ან მოწიფული სადედე უჯრედით.

81. სკაში ცარიელი ფიჭების ჩადგმისას გაფრინდა დედა ფუტკარი. დაბრუნდება თუ არა იგი უკან?

ნაყოფიერი დედა ფუტკრები იშვითად მიფრინავენ სკის დაშლისას, განსაკუთრებით კვერცხებიდ დების პერიოდში, როდესაც მათი სხეული დამძიმებულია. ჩვეულებრივ მიფირნავს უნაყოფო დედა ფუტკარი ან ახალგაზრდა, რომელმაც რაღაც მიზეზით შეწყვიტა კვერცხის დება.

სკიდან ფუტკრების გარეშე გაფრენილი დედა ფუტკარი როგორც წესი ბრუნდება უკან. მეფუტკრე თუ შეატყობს დედა ფუტკრის გაფრენას უნდა გაჩერდეს ერთ ადგილზე რაღაც დროის განმავლობაში და არ დაფაროს სკა. დედა ფუტკარი განახორციელებს რა საორიენტაციო ფრენას, დაიმახსოვრებს მეფუტკრის ფიგურას როგორ ორიენტირს და მას გამოიყენებს თავის სკაში დასაბრუნებლად.

82. რას ნიშნავს დედა ფუტკრის თვითშეცვლა? როგორ სადედე უჯრედებს ამზადებენ ამ დროს ფუტკრები?

თვითშეცვლა ანუ ,,დედა ფუტკრის ჩუმი შეცვლა” – მისი არსი იმაში მდგომარეობს რომ ფუტკრები სკაში ნაყოფიერი დედა ფუტკრის არსებობის პარალელურად ზრდიან ახალგაზრდა დედა ფუტკარს. შეწყვილების შემდეგ ახალგაზრდა დედა ფუტკარი რჩება სკაში, ხოლო ხნიერი კი ქრება. ასეთი შეცვლა დამახასიათებელია კავკასიის მთის რუხი ფუტკრისათვის. თვით შეცვლა ხდება დედა ფუტკრის რაიმე სახის ნაკლოვანების გამო.

83. როდის კვდება ძველი დედა ფუტკარი ჩუმი შეცვლის დროს??

ძველი დედა ფუტკარი ქრება სკიდან მას შემდეგ რაც ახალგაზრდა შეწყვილდება და დაიწყებს კვერცხების დადებას.

84. რამდენ ხანს და რა პირობებში შეიძლება გავაჩეროთ სპეციალურ გადასაყვან გალიაში გამოგზავნილი დედა ფუტკარი, მისი დაღუპვის ან ხარისხის დააკარგვის რისკის გარეშე?

დედა ფუტკრების სპეციალურ გადასაყვან გალიაში გაჩერების აუცილებლობის შემთხვევაში მათთვის იქმნება საუკეთესო პირობები: ბნელი ადგილები 16-20°С ტემპერატურით. მისი მდგომარეობა ყოველდღე უნდა შემოწმდეს და დაემატოს თხევადი თაფლი. თუ გალიაში ყველა ფუტკარი ცოცხალია მაშინ დედა ფუტკარი შეიძლება გავაჩეროთ  8-10 დღემდე, თუ ფუთკრების ნაწილი დაღუპულია – დედა ფუტკარი უნდა იქნას გადაყვანილი ოჯახში.

85. ფოსტით დედა ფუტკრის გადაგზავნისას იგი სპეციალურ გადასაყვან გალიაში იმყოფება 5-7 დღე. მოახდენს თუ არა ეს ზეგავლენას დედა ფუტკრის კვერცხის დადების პროდუქტიულობაზე?

მკვლევარების მიერ დადგენილია, რომ ოჯახიდან ამოყვანილი კვერცხის მდებელი დედა ფუტკარი თავისუფლდება ყველა მზა კვერცხისაგან საკვერცხეების მილიდან 12 საათის განმავლობაში. 34-35 °С ტემპერატურაზე დედა ფუტკარი 12 საათში კარგავს 100 კვერცხამდე. დედა ფუტკარის საკვერცხეები თავისუფლდება წარმოქმნის საწყის მდგოამრეობაში მყოფი კვერცხებისაგან უფრო ნელა (7 დღემდე). ეს პროცესი დამოკიდებულია კვებაზე და ტემპერატურაზე.

ფოსტით გადაყვანის დროს დედა ფუტკარი კარგავს ყველა მზა კვერცხს, მაგრამ სკაში მისი საკვერცხეები თავის ფუნქციას სწრაფად აღიდგენენ, თუ სპეციალურ გადასაყვან გალიაში ყოფნის დრო არ აღემატებოდა 8 დღე-ღამეს. ამავე დროს განსაკუთრებით ახალგაზრდა დედა ფუტკრის კვერცხის დადების პროდუქტიულობა არ განსხვავდება ისეთი დედა ფუტკრისაგან რომელსაც არ უმგზავრია.

ნაყოფიერი დედა ფუტკრების გაჩერება სპეციალურ გადასაყვან გალიაში 10-15 დღეზე მეტ ხანს უარყოფით ზეგავლენას ახდენს მის მომავალ მუშაობზე.

86. რომელი საკვები ითვლება საუკეთესოდ დედა ფუტკრის სპეციალურ გადასაყვან გალიაში ყოფინისას?

ლ.კ.კუკეს და ვ. ბუროვას (1960) ცნობით დედა ფუტკრები, რომლებიც იმყოფებოდნენ სპეციალურ გადასაყვან გალიაში ორ ათეულ ფუტკართან ერთად და იკვებებოდნენ თაფლით იცოცხლეს 33 დღე, ხოლო თაფლ-შაქარ ხსნარის კვებისას – 26 დღე.

87. მეფუტკრეობის ლიტერატურიდან ცნობილია რამოდენიმე ნესტარ მოკვეთილი დედა ფუტკრების თანაცხოვრება. მათ არ შეეძლოთ ერთმანეთის კბენა. ხომ არ ჩატარებულა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში ცდები ნესტარ მოკვეთილ დედა ფუტკრების თანაცხოვრებაზე?

ბაშკირეთის მეფუტკრეობის კვლევით სადგურზე ჩატარდა ცდები ნესტარ ამპუტირებულ უნაყოფო დედა ფუტკრებზე. დადგინდა, რომ ასეთი ფუტკრები წყვილდებიან და იწყებენ კვერცხის დებას იგივე ვადაში, როგორც ჩვეულებრივები. რამოდენიმე ნესტარ ამპუტირებული დედა ფუტკრების ტანაცხოვრებაზე ერთ ოჯახში ჩვენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში არ ჩატარებულა.

88. ოჯახში ორი ნაყოფიერი დედა ფუტკარი ერთ ფიჭაზე დებდა კვერცხეს ისე რომ ერთმანეთს არ აქცევდნენ ყურადღებას. რითი შეიძლება აიხსენს ეს შემთხვევა?

ორი ნაყოფიერი დედა ფუტკრის თანაცხოვრება ერთ ოჯახში ძალიან იშვიათი მოვლენაა. ყველაზე ხშირად ეს გვხვდება კავკასიის მთის რუხი ფუტკრის ოჯახებში. პირობები, რომლებიც განაპირობებენ ორი ნაყოფიერი დედა ფუტკრის თანაცხოვრება ერთ ოჯახში არ არის საკმარისად შესწავლილი. გაზაფხულზე მათ უძლიერდებათ მტრობის ინსტიქტი და ერთ-ერთი მათგანი, ხანდახან კი ორვე იღუპება. შესაბამისად აუცილებელია შემოდგომაზე ზედმეტი დედა ფუტკარი ამოყვანილი იქნას სკიდან.

V. მამრი ფუტკარი

89. რა როლს ასრულებენ მამრი ფუტკრები ოჯახში?

მამრი ფუტკრების ძირითადი დანიშნულებაა შეწყვილება ახალგაზრდა დედა ფუტკრებთან. არსებობს მოსაზრება, რომ ისინი მონაწილეობენ სკის თერმორეგულირების პროცესში.

90. რატომ ცხოვრობენ მამრი ფუტკრები შემოდგომაზე ოჯახებში ნაყოფიერ დედა ფუტკრებთა ერთად?

შემოდგომაზე სკაში მამრი ფუტკრების დიდი რაოდენობა მიუთითებს დედა ფუტკრის არადამაკმაყოფილებელ ხარისხზე.ისინი აგრეთვე შეიძლება დარჩნენ იმ შემთხვევაში თუ გამრავლების ინსტიქტი ისევ აქტიურია, ხოლო ოჯახში ბევრი ახალი თაობაა.

91. რით აიხსენება ზამთარში ზოგიერთ ოჯახში მამრი ფუტკრების არსებობა?

ფუტკრები მამრებს ზამთარში ტოვებენ იმ შემთხვევაში თუ ოჯახში არ არის დედა ფუტკარი ან არის მაგრამ უნაყოფოა.

სკის გამოსაზამთრებელი ადგილიდან გატანიდან  პრიველის თვის განმავლობაში მამრი ფუტკრები იღუპებიან.

92.როდის აღწევს მამრი ფუტკარი სქესობრივ სიმწიფეს?

მამრი ფუტკარი აღწევს სქესობრივ სიმწიფეს და მზად არის შეწყვილებისათვის უჯრედიდან გამოსვლიდან 12-14 დღეში. დღის განმავლობაში სკიდან საშუალოდ 3-ჯერ გამოფრინდებიან. სქესობრივად მომწიფებული მამრი ფუტკარი ფრენს საშუალოდ 30 წთ-მდე.

93. აღინიშნება თუ არა ფრენის ხანგრძლივობის სხვაობა სხვადასხვა სახეობის მამრ ფუტკრებს შორის?

ც.ნ. ნაზინმა (1987) გამოავლინა სხვადასხვა სახეობის მამრ ფუტკრებს შორის ფრენის ხანგრძლივობის მკვეთრი სხვაობა

ფრენის ხანგრძლივობა ცენტრალური რუსეთის მამრი ფუტკრებისა შეადგენს 37,7 წთ, იტალიური 29,3 წთ, კავკასიური რუხის – 25,5 წთ. შეწყვილებისათვის საჭირო დროის ხანრძლივობა საშუალოდ 24 წთ.

94. ახდენს თუ არა ოჯახის პროდუქტიულობაზე ზეგავლენას სკაში მამრი ფუტკრების არსებობა?

სკაში პროდუქციის რაოდენობა მათი ყოფნით არ იზრდება. პირიქით თუ მამრი ფუტკარი უფრო მეტია ვიდრე მუშა, მაშინ ოჯახი სუსტად მუშაობს თაფლის შეგროვებისას.

95. არის სხვაობა იმ მამრ ფუტკრებს შორის, რომელიც გამოჰყავს ნორმალურ დედა ფუტკარსა და ცრუ დედა ფუტკარს შორის?

დიახ არის. ნორმალური დედა ფუტკარი დებს კვერცხებს მამრებისთვის განკუთვნილ უჯრებში და მათგან გამოდის ნორმალური მამრები, რომლებსაც აქვთ გამრავლების უნარი, ხოლო ცრუ დედა ფუტკარი დებს კვერცხებს მუშა ფუტკრებისთვის განკუთვნილ უჯრედებში. მათგან კი გამოდიან პატარა, განუვითარებელი და გამრავლების უნარის არ მქონე მამრი ფუტკრები.

96. ერთ-ერთ ძლიერ ოჯახში ფუტკრებმა ვერ გამოიყვანეს ერთი მამრიც კი. რითი შეიძლება აიხსნეს ეს შემთხვევა?

სავარაუდოდ დედა ფუტკარს ჰქონდა რაღაც ნაკლი, რომელმაც ხელი შეუშალა გაუნაყოფიერებელი კვერცხების დადებაში.

97. შეუძლიათ თუ არა გამოზამთრებულ მამრი ფუტკრებს შწეყვილდნენ დედა ფუტკართან?

შეუძლიათ. ეს დამტკიცებულია ცდებით.

98. რამდენად მართალია, როდესაც ამბობენ რომ მამრი ფუტკრები გამოყავთ მხოლოდ იმ ოჯახებს, რომლებიც ემზადებიან ნაყარის შესაქმნელად და რა მოხდება თუ არ დავუშვებთ მამრი ფუტკრების გამოყვანას, ოჯახი ნაყარს არ შექმნის?

მამრ ფუტკარი გამოყავს ნებისმიერ ოჯახს ემზადება იგი ნაყარის შესაქმნელად თუ არა. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ოჯახში მამრი ფუტკრების რაოდენობის მკვეთრი ზრდა ერთ-ერთი ნიშანია იმისა რომ ოჯახი ემზადება ნაყარის შესაქმნელად.

99. რა სიმაღლეზე დაფრინავენ მამრი ფუტკრები შეწყვილების დროს?

რუტნერი თვლის, რომ საჰაერო სივრცეში არსებობს ორი ზონა: 1-დან 8-მ-მდე სიმაღლეზე დაფრინავენ მუშა ფუტკრები, 10 მ-ზე ზევით კი მამრი და დედა ფუტკრები, რაც მინიშვნელოვნად უმარტივებს მათ ერთმანეთის მოძებნას.

100.საფუტკრეში არის ორი სახეობის მამრი ფუტკარი. ხომ არ შეწყვილდებიან ახალგაზრდა დედა ფუტკრები უპირატესად თავის სახეობის მამრებთან?

რუტნერმა (1955) ჩაატარა საინტერესო ცდა. ადგილზემ სადაც არ იყო ფუტკარი შეიყვანა ორი სხვადასხვა სახეობის ოჯახი: მუცელზე შავი და ყვითელი რგოლებით. იქ შეწყვილდა ორივე სახეობის 140 დედა ფუტკარი. შემდეგ ნაყოფიერი დედა ფუტკარი ჩასვეს სკაში და დააკვირდნენ მის შთამომავლობას. მეცნიერმა დაადგინა, რომ არცერთმა დედა ფუტკარს არ ჰყოლია მხოლოდ ერთი სახეობის შთამომავალი (ან მარტო შავი ან მარტო ყვითელი). დედა ფუტკრები წყვილდებიან უფრო ძლიერ მამრ ფუტკრებთან მათი სახეობის მიუხედავად. ბოლო წლებში გამოვლენილი იქნა დედა ფუტკრის უნარი გასამრავლებლად აირჩიოს მამრი ფუტკარი სხვადასხვა სახეობებიდან. იზოლირებულ ადგილზე თანაბარი რაოდენობის სხვადასხვა სახეობის მამრი ფუტკრების პირობებში (ცენტრალური რუსეთის, კავკასიის მთის რუხი და იტალიური) ცენტრალური რუსეთის დედა ფუტკრის შეწყვილება მოხდა მხოლოდ ცენტრალური რუსეთის მამრ ფუტკართან. ფაქტის რომ სხვადასხვა სახეობის დედა ფუტკარი გამოყოფს სხვადასხვა რაოდენობის ან შემადგენლობის ფერომონს. (ვ.ი. ლებედევი, ნ.გ. ბილაში 1991).

მამრი ფუტკრების მიზანმიმართული მოძრაობა დედა ფუტკრისაკენ ხდება მხოლოდ ფერომონების დინებაში. მამრი ფუტკრები მიფრინავენ დედა ფუტკრისაკენ უწყვეტ ნაკადად, რომელიც ფორმით ჰგავს კომეტას.  ფრენისას ზოგიერთი მამრი წინ გაიჭრება, ზოგი კი ჩამორჩება, ადგილი აქვს ბუნებრივი სქესობრივ შერჩევას.

101. რატომ კვდება მამრი ფუტკარი შეწყვილების შემდეგ?

შეწყვილების მომენტში ხდება მამრი ფუტკრის ასოს ამობრუნება, რის გამოც მისი შიგნით მილის კედლლები გარეთ აღმოჩნდება. ასოს სრული ამობრუნება სრულდება ბოლქვების ამობრუნებით. შეწყვილებისას ამობრუნებული ასო ხვდება იქ სადაც განთავსებულია დედა ფუტკრის ნესტარი, ხოლო გვერდითი საცეცები კი გასამრავლებელ უბეებში, რათა  შეწყვილების დროს დედა ფუტკრის იყოს დაჭერილი. ასოს ამობრუნებისას მამრი ფუტკარი მომენტალურად კვდება.

102. შეიძლება მიღებულ იქნას ადრე გაზაფხულზე სრულყოფილი მამრი ფუტკარი ცრუ დედა ფუტკრისაგან, თუ ზამთარში ისინი დარჩებიან სკაში?

სპეციალურიად მომზადებული ოჯახი ცრუ დედა ფუტკრით კარგად იზამთრებს და ადრე გაზაფხულზე გაამრავლებს მამრ ფუტკრებს. ეს ოჯახებით სისტემატურად უნდა გაძლიერდეს დახურული ფუტკრის მატლებით. თუმცა ნაადრევი მამრი ფუტკრების ეფექტურობა დაბალია, რადგან დედა ფუტკართან შეწყვილებისათვის საჭიროა ტემპერატურა არანკლებ 22 °С, რაც ძალიან იშვიათი ადრე გაზაფხულზე.

103. ზამთარში ორ ოჯახში შევიდა ადრე შემოდგომაზე კარგ ამინდში გამოყვანილი ახალგაზრდა დედა ფუტკარი, მაგრამ მათ არ დაუწყიათ კვერცხის დადება. შეიძლება ასეთი დედა ფუტკარი შეწყვილდეს გაზაფხულზე?

მამრი ფუტკრებისა და კარგი ამინდის პირობებში დედა ფუტკრები შეიძლება შეწყვილებულიყვნენ შეოდგომაზეც, მაგრამ გვიანი პერიოდის გამო არ დაიწყეს კვერცის დადება. გაზაფხულზე ისინი დაიწყებენ კვერცხის დებას, მაგრამ თუ შემოდგომაზე ისინი არ შეწყვილებულან, მაშინ დარჩებიან უნაყოფოდ რამდენადაც დედა ფუტკარი ჰკარგავს შეწყვილების უნარს სადედე უჯრედიდან გამოსვლიდან 20-30 დღეში.

104. რა რაოდენობის თაფლს ჭამენ მამრი ფუტკრები თავისი სიცოცხლის მანძილზე?

ითვლება, რომ 1 კგ მამრი ფუტკარი თავისი სიცოცხლის მანძილზე (2-3თვე) ჭამს 15-დან 20კგ-მდე თაფლს. საკვების დიდი რაოდენობის დანახარჯი აიხსნება იმით რომ ფრენისას მამრი ფუტკრების კუნთები მიერ დიდ ენერგიის მოიხმარს.

105. შეიძლება მამრი ფუტკრის სპერმის შენახვა?

მამრი ფუტკრის სპერმა გამოიყენება დედა ფუტკრის განაყოფიერებისათის. მას აქვს სუსტი მჟავას რექცია (рН 6,0—6,8). გამოხდილ წყალში სპერმატოზოიი სწაფარად იღუპება, მაგრამ 2%-იან გლუკოზას ხსნარში ისინი 3 საათზე მეტ ხანს ცოცხლობენ. სპერმის გაცივება 0°С-მდე არ კლავს სპერმატოზოიდებს. ტემოერატურის 23—25 °С-მდე გაზრდის შემდეგ ისინი კვლავ ანახლებენ მოძრაობას. (ვ.ი. ლებედევი, ნ.გ. ბილაში 1991).

VI. ცრუ დედა ფუტკარი

106. როდის ჩნდება ცრუ დედა ფუტკარი?

ცრუ დედა ფუტკარი იმ ოჯახებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ დედა ფუტკრის გარეშე, აგრეთვე ნაყარის შექმნისას, როდესაც მატლების რაოდენობა მკვეთრად მცირდება და ფუტკრები უფრო მეტი რაოდენობით მიირთმევენ ცილებიან საკვებს.

107. გამოფრინდება თუ არა ცრუ დედა ფუტკარი სკიდან? უჩნდება თუ არა კვერცხისმდებელ ცრუ დედა ფუტკარს ,,მხლებლები”? კვებავენ თუ არა მუშა ფუტკრები ცრუ დედა ფუტკარს და ყველა ფიზიოლოგიურ ცრუ დედა ფუტკარს შეუძლია კვერცხის დადება?

ცრუ დედა ფუტკარები მათ შორის ისინიც, რომლებიც დებენ კვერცხებს ფრენენ საკვებისათვის. კვერცხისმდებელ ცრუ დედა ფუტკარს ,,მხლებლები” არ ჰყავს და მუშა ფუტკრები მათ არ კვებავენ, რადგან ვერ გამოყოფოენ ნამდვილი დედა ფუტკრისათვის დამახასიათებელ ნივთიერებას. ცრუ დედა ფუტკარი მომწიფებასთან ერთად თითოეულ უჯრედში დებს რამოდენიმე კვერცხს, რომელთაც ამაგრებს უჯრედის კედელზე, რადგანაც იგი ვერ წვდება მის ფსკერს.

108. შეიძლება გამოზამთრების შემდეგ ფუტკარი იქცეს ცრუ დედა ფუტკრად?

დიახ, შეიძლება. ნებისმიერი ფუტკარი რომელიც კვებავს მატლებს შეიძლება გადაიქცეს ცრუ დედა ფუტკრად. გამოზამთრებული ფუტკრების მნიშვნელოვანი ნაწილი ინარჩუნებს ადრეულ გაზაფხულზე მატლების კვების უნარს და შეიძლება იქცნენ ცრუ დედა ფუტკრად.

109. დედა ფუტკრის გარეშე დარჩენილ ოჯახში წყვეტს თუ არა ცრუ დედა ფუტკარი კვერცხის დადებას შეოდგომაზე? როგორ გამოვასწოროთ ასეთი ოჯახი?

შემოდგომაზე სკაში საკვების შედინების შემცირებასა და აციებასთან ერთად ცრუ დედა ფუტკარი წყვეტს კვერცხის დებას. ცრუ დედა ფუტკრიანი ოჯახები ცუდად იზამთრებენ, ამიტომ ასეთი ოჯახები დროულად უნდა იქნეს გამოსწორებული, როგორც კი გამოვლინდებიან. ცრუ დედა ფუტკარიანი სუსტი ოჯახი უნდა განადგურდეს. ძლიერი კი გამოსწორდეს თუ არის ნაყოფიერი დედა ფუტკარი. ყველაზე საიმედო მეთოდად ითვლება სკებისთვის ადგილის შეცვლა: ცრუ დედა ფუტკარიანი ოჯახის სკას დგამენ ნორმაური ოჯახის ადგილას და პირიქით. ნორმალური ოჯახის დედა ფუტკარს ათავსებენ გალიაში და უმეტესად ღია კვერცხებიანი 3-4 ჩარჩოთი ჩასვამენ ცრუ დედა ფუტკრიან ოჯახში, ხოლო ამ უკანსკნელიდან კვერცხებიან ფიჭას იღებენ და სვამენ ნორმალურ ოჯახში. აქვე ათავსებენ ახალ დედა ფუტკარს გალიით. 2-3 დღის შემდეგ დედა ფუტკრებს გალიებიდან უშვებენ.

110. შეუძლია ცრუ დედა ფუტკარს დადოს კვერცხები ნორმალურ ოჯახში, რომელსაც ამავე დროს ჰყავს ნაყოფიერი დედა ფუტკარი?

ოჯახში ნაყოფიერი დედა ფუტკრის არსებობის შემთხვევაში კვერცხისმდებელი ფუტკრები არ ჩნდებიან.

111. ახდენენ თუ არა ზეგავლენას მუშა ფუტკრები ნაყარისათვის განკუთვნილ უჯრედებში დედა ფუტკრის კვერცხის დებაზე?

დედა ფუტკრის გარშემო ჩნდება ,,მხლებლები”  20-30 აღგზნებული ფუტკრისაგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც კვალდაკვალ მიყვებიან დედა ფუტკარს. ამავე დროს ,,მხლებლები” მას ძალიან უახლოვდებიან, უბიძგებენ მას. ხშირად ისინი განლაგდებიან არა ერთ არამედ ორ რიგად. ცალკეული მათგანი დედა ფუტკარს ახტება ზურგზე და იწყებენ რხევას მასზე. ასეთ გარმოცვაში მოხვედრილი დედა ფუტკარს კი იზიდავს თითოეული ნაყარისათვის განკუთვნილი უჯრედი და მათში დებს კვერცხებს.

112. როგორ დავშალოთ ცრუ დედა ფუტკრიანი ოჯახი?

ცრუ დედა ფუტკრიანი ოჯახის დასაშლელად სკიდან ამოიღება ყველა ფიჭა  და გადაიტანება გამოსაზამთრებელ ადგილას, ხოლო სკა დაიდგმება ახალ ადგილზე და დაპატარავდება მისი შესასვლელი, რათა ფუტკარი შევიდეს სათითაოდ. ფუტკრები ნელ-ნელა გადანაწილდებიან სხვა ოჯახებში.

VII. ნაყარი

113. როდიდან იწყება ნაყარის შექმნის პერიოდი?

ნაყარი- არის ფუტკრების გამრავლებისა და განსახლების უნარი დედა ფუტკართან ერთად ოჯახიდან გამოყოფის გზით.

ჩვეულებრივ გაზაფხულის მეორე ნახევარში  ქმნის ოჯახი ნაყარს, როდესაც სკა ივსება ფუტკრებით და ჰაერი თბება. ოჯახში გროვდება ბევრი ახალგაზრდა ფუტკარი – მეტი ვიდრე საჭიროა მატლების გამოსაკვებად.

114. საფუტკრეში ოჯახების უმრავლესობა ემზადება ნაყარის შესაქმნელად, მაგრამ ცალკეული იგივე სიძლიერის ოჯახები არ ქმიან ნაყარს და უფრო მეტ თაფლს აგროვებენ. რატომ არ ქნიან ეს ოჯახები ნაყარს?

ოჯახები ნაკლები სიხშირით ქმნიან ნაყარს თუ აქვთ ვრცელი ბუდეები, კარგი ვენტილაციის სისტემა და სკები თუ არ ხურდება მზისგან. და პირიქით სივიწროვე, კვერცხის დასადები თავისუფალი ადგილების არ არსებობა, ფუტკართა უსაქმოდ ყოფნა აძლიერებს ნაყარის შექმნის ინსტიქტს.  ნაყარის შექმნა აგრეთვე დამოკიდებულია ფუტკრის სახეობაზე, დედა ფუტკრის ხარისხზე და თაფლის შეგროვების სიძლიერეზე. რუხი კავკასიური ფუტკრის ოჯახებში ნაყარის შექმნის ინსტიქტი ადვილად ითრგინება თუ ოჯახი დღეში აგროვებს 400-500 გრ თაფლს, ცენტრალური რუსეთის ფუტკრების ნაყარის შექმნის ინსტიქტი კი ითრგუნება დღეში 2-3 კგ თაფლის შეგროვებისას.

115. შეიძლება თუ არა სხვა სკაში ჩასმულა ნაყარმა რამოდენიმე თვეში თვითონ გაუშვას ნაყარი?

დიახ, შეიძლება. თუმცა ეს იშვიათად ხდება. ნაყარის ხელახალი გაყოფა შეიძლება განპირობებლი იყოს სკის სივიწროვით, თაფლის შეგროვების არ არსებობით, დიდი რაოდენობის უსაქმოდ მყოფი ფუტკრების არსებობით. აქედან გამომდინარე მატელბის არსებობისა და სკაში ნექტარის ცოტა რაოდენობით შესვლის შემთხვევაში აუცილებელია ნაყარის გამოკვება შაქრის სიროფით, ხოლო მათი სკის მოთავსება ხის ჩრდილის ქვეშ. ამასთან სკა უნდა იყოს საკმარისად თავისუფალი.

116.ოჯახში, რომელმაც გაუშვა ნაყარი, დარჩა ერთი სადედე უჯრედი, მაგრამ მისგან დედა ფუტკარი არ გამოსულა. სადედე უჯრედის გახსნის შემდეგ მასში ნაპოვნი იქნა მკვდარი დედა ფუტკარი. რა შეიძლება იყოს დედა ფუტკრის სიკვდილის მიზეზი?

დედა ფუტკარი სადედე უჯრედში შეიძლება დაიღუპოს შემდეგი მიზეზით: სადედე უჯრედის დაზიანებისას, გადაცივებისას, რყევისას, დაავადებისას და დედა ფუტკრის სადედე უჯრედში არასწორი ჩასმით (თვით მიმართული უნდა იყოს გამოსასვლელისკენ და არა პირიქით).

117. თუ დედა ფუტკარს მოვაჭრით ფრთებს ოჯახი შექმნი ნაყარს?

დიახ შექმნი. მოჭრილ ფრთებიან დედა ფუტკრს არ შეუძლია ფრენა, მაგრამ იგი გამოვა სკიდან ნაყართან ერთად და დაიკარგოს ბალახში. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ნააყრი უკან დაბრუნდება სკაში, მაგრამ არ დაკარგავს ახალი ნაყარის შექმნისაკენ მისწრაფებას.

118. შეუძლია ოჯახს დღის განმავლობაში გაუშვას სამი ნაყარი?

არ შეუძლია. თუმცა ხდება ისე რომ პირველ ან მეორე ნაყარს მიყვება რამოდენიმე უნაყოფო დედა ფუტკარი. ამ შემთვევაში ნაყარი შეიძლება გაიყოს რამოდენიმე ნაწილად, რომლებშიც იქნება ერთი ან რამოდენიმე  უნაყოფო დედა ფუტკარი. ეს კი ქმნის რამოდენიმე ნაყარის შთაბეჭდილებას.

119. ოჯახიდან გამოვიდა ნაყარი და განთავსდა ხის ტოტზე. 30 წუთის შემდეგ სხვა ოჯახიდან გამოვიდა ნაყარი და გაემართა იმ სკისაკენ, საიდანაც პირველად გამოვიდა ნაყარი. როგორ შეიძლება აიხსნას ეს მოვლენა?

ნაყარის ფუტკარი გზას იკვლევს ჰაერში არსებული ზუზუნის ხმით და დედა ფუტკრიდან მომავალი სპეციფიკური სუნით. ორიენტირებენ რა ამით ისინი შევიდნენ სკაში. ასეთი შემთხვევები ხშირია. ამით აიხსენა  უფრო გვიანი ნაყარის განთვსდება იმ ადგილას, სადაც იყვნენ მათი წინამორბედები.

120. შეიძლება დადგინდეს ოჯახის ნაყარისათვის მზადყოფნის მდგომარეობა სკის საფრენ დაფასთან ფუტკრების ქცევით?

დიახ, შეიძლება. სკის საფრენ დაფასთან შეიმჩნევა ჯგუფებად განლაგებული ფუტკრები, რომლებიც მას ღრღნიან. დაღრღნილი ადგილები ნათლად ჩანს  შეღებილ დაფაზე.

121. ერთ ოჯახში სკის რაფის ქვემოთ ფუტკრები ჯგუფებად იყრიდნენ თავს. მართალია ოჯახის მუშაობის აქტიურობა მაღალი იყო – გაჩნდა ეჭვი ნაყარისათვის მზადების თაობაზე. რამდენად საფუძვლიანია ეს ეჭვები?

მეფუტკრეობის პრაქტიკაში ხშირად დაფიქსირებულა ნაყარის გვიან იშქემნის შემთხვევები, მაგრამ ამ პროცესისათვის მზადებას ყოველთვის თან ახლავს ოჯახის მუშაობის აქტიურობის შემცირება და სადედე უჯრედების შექმნა.  თუ ეს ნიშნები არ ფიქსირდება, მაშინ ფუტკრების ასეთი ქცევის მიზეზი შეიძლება იყოს სკაში ადგილის სიმცირე – სივიწროვე.

122. შეიძლება ნაყარის გაჩერება ორ ფიჭიან გადასაყვან ყუთში 22-24 °С ტემპერატურაზე ერთ დღე-ღამეზე მეტ ხანს?

თუ ნაყარი არ არის დიდი (1-2კგ), მაშინ მისი ყუთში გაჩერება შეიძლება ორ-სამ დღე-ღამეზე მეტ ხანს კარგი ვენტილაციის პირობებში. თუ ნაყარი 3კგ-ზე მეტია მაშინ ეს უნდა გაკეთდეს არაუგვიანეს მომდევნო დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი შეიძლება ძლიერ გადაიღალოს. ნაყარის დიდ ხნით გაჩერება ვიწრო ბუდეში აფერხებს დედა ფუტკრის მუშაობას. განსაკუთრებით ცუდად კი მოქმედებს მაშინ თუ დედა ფუტკარი უნაყოფოა.

123. ოჯახში იყო სადედე უჯრედი რძეში მცურავი მატლით, მაგრამ ხუთჳ დღჳს შემდეგ ამ სადედე უჯრედის ფსკერზე იყო კვერცხი. რატომ მოხდა ეს?

გარემო პირობების შეცვლის გამო ოჯახის ნაყარისათვის მზადყოფნის მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს. აგრეთვე შეიძლება დედა ფუტკარმა დადო გაუნაყოფიერებელი კვერცხი, რომლიდანაც განვითარდა მამრი. ფუტკრებმა კი გამოასწორეს ეს შეცდომა. ეს ემართებათ ავადმყოფ ან ხნიერ დედა ფუტკრებს.  ზოგჯერ კი ფუტკრები აკეთებენ  სადედე უჯრედებს მამრი ფუტკრების უჯრედების თავზე.

124. ნაყარისათვის განკუთვნილი სადედე უჯრედებიანი ოჯახი თანაბრად იქნა გაყოფილი, იმ იმედით რომ ოჯახის გაყოფის ინსტიქტი იქნებოდა დათრგუნული. თუმცა სამი დღის შემდეგ იმ ოჯახიდან, რომელშიც იყო დედა ფუტკარი გაფრინდა ნაყარი. რატომ მოხდა ეს?

ნაყარი შეიქმნა იმიტომ რომ ოჯახი გვიან იქნა გაყოფილი. ოჯახში ნაყარი შეიქმნის შეწყვეტის საფუძველში დევს ის აზრი რომ უნდა მოხდეს ოჯახის არა უბრალო გაყოფა, არამედ მისაგნ მფრენი ფუტკრების გამოყოფა. ოჯახი არ შექმნის ნაყარს თუ მოვაცილებთ ყველა ახალ თაობას ან მფრენ ფუტკრებს, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს არა უშუალოდ ამ პროცესის დაწყებამდე არამედ ბევრად ადრე როგორც კი სკაში გაჩნდება ნაყარისათვის განკუთვნილი სადედე უჯრედები.

125. ძლიერი ოჯახის ნაყარი განთავსდა ხეზე მიუწვდომელ ადგილას, სადაც იმყოფებოდა სამი დღე-ღამე. შემდგომში მოხერხდა მისი განთავსება სკაში. მესამე დღეს კი სკაში დარჩა ფუტკრების მხოლოდ ნახევარი. რატომ იყო ნაყარი ხეზე სამი დღე-ღამე და რატომ გაფრინდა ფუტკრების ნახევარი?

ოჯახის გაყოფამდე რამოდენიმე დღით ადრე მზვერავი ფუტკრები ეძებენ ახალ საცხოვრებელ ადგილს. მზვერავები  სასიგნალო მოძრაობებით ანიშნებენ ფუტკრებს მიმართულებას და მანძილს ახალ საცხოვრებელ ადგილამდე. ეს პროცესი გრძელდება სანამ ყველა მზვერავი არ მიუთითებს ერთიდაიგივე მიამრთულებას, ეს შეიძლება მოხდეს ორი-სამი დღე-ღამის შემდეგ. თუ ნაყარი დიდხანს არის ერთ ადგილზე გაჩერებული მას უერთდება სხვა მფრენი ფუტკრებიც. თუმცა ისინი მინდორში ფრენის შემდეგ ისევ ბრუნდებიან თავიანთ ოჯახებში, ამიტომ გარეთ დიდხანს  ჩამოკიდებული ნაყარი ხშირად სუსტდება.

126. ნაყარისათვის გამზადებულ დახურულ სადედე უჯრედებიან ოჯახში ვიპოვე დედა ფუტკარი, რომელიც დარბოდა ფიჭაზე და გამოსცემდა ხმებს, რომელბიც ჰგავდა სადედე უჯრედებში მყოფი დედა ფუტკრების მიერ გამოცემულ ხმას. შეუძლიათ ძველ დედა ფუტკარს გამოსცეს ასეთი ხმები?

დედა ფუტკარი, რომელიც დებს კვერცხებს არ შეუძლია გამოსცემს ხმები, რამდენადაც გაფართოებული საკვერცხეები ავიწროვებენ საჰაერო ტომრებს. ხმების გამოცემის უნარს იგი იძენს ოჯახის გასაყოფად მზადების პროცესში. მისი საკვერცხეები თანდათანობით მცირდება, ხოლო საჰაერო ტომრები ფართოვდება. ჩვეულებრიც დედა ფუტკარი ხმებს გამოსცემს სადედე უჯრედში თუნდაც ერთი მოწიფული ფუტკრის არსებობისას.

127. შეიძლება ნაყარის დაბრუნება უკან ძველ სკაში? მოიტანს კი ეს კარგ შედეგს?

ნაყარის დაბრუნება უკან ძველ სკაში შეიძლება თუ მალე დადგება თაფლის შეგროვების კარგი პერიოდი. ამასთან ნაყარის დაბრუნებამდე ანადგურებენ ყველა სადედე უჯრედს, ხოლო სკას აფართოებენ ჩარჩოებით ან მთლიანი კორპუსით.

თუ თაფლის შეგროვების პერიოდამდე ჯერ კიდევ შორია, მაშინ ოჯახი განმეორებით ქმნის ნაყარს. ამიტომ უფრო მიზანშეწონილია ნაყარის ჩასმა ახალ კორპუსში რომელიც მოთავსდება ძველის თავზე გამოყოფილად.ზედა კორპუსის შესასვლელი ქვედასტან მიმართ საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა იყოს მიმართული. თაფლის შეგროვების პერიოდის დასაწყისში ორივე ოჯახი მუშაობს დამოუკიდებლად, ხოლო სკაში ნექარის მიღების პირველ დღეებში მათ აერთიენებენ და ტოვებენ უკეთეს დედა ფუტკარს.

128.ნაყარი მოთავსებული იქნა ახალ სკაში, რომელიც დაიდგა მათი ძველის ადგილას. შედეგად ოჯახი გაძლიერდა მფრენი ფუტკრებით. მათ დაიწყეს ფიჭების შენება, მაგრამ მალე გააკეთეს სადედე უჯრედები და დედა ფუტკარმა დადო მათში კვერცხები. რატომ გააკეთა ნაყარის ფუტკარმა სადედე უჯრედები?

იმიტომ რომ შექიმნა ოჯახი, რომელიც შედგებოდა როგორც ნაყარის აგრეთვე მფრენი ფუტკრებისაგან. ამასთან ოჯახში ფაქტია იყო ხნიერი დედა ფუტკარი, ამიტომ მის შესაცვლელად ფუტკრებმა დაიწყეს სადედე უჯრედების შენება.

129. გაზაფხულზე თუ დავდგამთ ორ ოჯახს ერთმანეთთან ახლოს და ნაყარის წარმოქმნის პერიოდში წავიღებთ ორივეს ახალ ადგილას, ხოლო მათ ადგილას დავდგამთ სკებს ფიჭით, მაშინ იქ შეფრინდებიან ჩვენს მიერ წაღებული სკის ოჯახები. შეიძლება თუ არა ასეთი გზით გავაკონტროლოთ ოჯახის გაყოფის პროცესი?

დიახ, შეიძლება. ოჯახები, რომელბიც კარგავენ მფრენ ფუტკრებს დიდი ხნის განმავლობაში არ გაიყოფიან. სკისთვის ადგილის შეცვლა უნდა მოვახდინოთ ადრეულად, რათა თაფლის შეგროვების პერიოდში ყველა ოჯახში აღდგეს სხვადასხვა ასაკის ფუტკრების ნორმალური რაოდენობა. ეს აუცილებელია ნექტარის წყაროს ეფექტური გამოყენებისათვის. სკაში სადაც თავს მოიყრის მფრენი ფუტკრები გადააქვთ ორი-სამი ჩარჩო ახალი თაობით და ნაყოფიერი დედა ფუტკრით, რომელიც წამოყვანილია ერთ-ერთი გადატანილი ოჯახიდან. უსაფთხობისათვის საჭიროა დედა ფუტკარს გადავაფაროთ რაიმე. იმ სკაში კი საიდანაც წაოყვანილი იქნა დედა ფუტკარი ათავსებენ მომწიფებულ სადედე უჯრედს ან ახალ დედა ფუტკარს.

130. როგორ უნდა მოვიქცეთ რო არ იქნეს ოჯახის მზადება გაყოფისათვის, არამედ გავაძლიეროთ თაფლის შეგროვების პროცესი?

ნაყარის თავიდან ასაცილებლად საჭიროა თავისდროულად სკის გაფართოება, ფუტკრების დატვითღვა ფიჭის მშენებლობით, მზისგან დაფარვა, ვენტილაციის გაძლიერება სიცხის დროს.

ყველაზე ეფექტურია ძლიერი ოჯახებიდან გაზაფხულის სადედე უჯრედებიდან ახალგაზრდა დედა ფუტკრის გადაყვანა, ამ უკანსკნელის გაძლიერება მისი ძველი ოჯახიდან მოწიფული თაობის შევსებით. ნაყარის შექმნის ალბათობას აგრეთვე ამცირებს ოჯახის ორსართულიანი და მრავალსართულიანი სკაში ყოფნა. მრავალსართულიანი სკაში იგივე მიზნით მათშორის დებენ მესამე კორპუს, რომელიც შევსებულია ფიჭით. ამასთან ერთდროულად  პირველ და მეორე სართულს უცვლიან ადგილს, ანუ ზედას დედა ფუტკრით და ახალი თაობით დგამენ ქვემოთ, ხოლო ქვედას მოწიფული თაობით – ზევით.

131. რომელია უმჯობესი ოჯახის შესაქმნელად: ნაყარით თუ ახალგაზრდა დედა ფუტკრის გადაყვანით?

ნაყარს თან ახლავს დედა ფუტკრის კვერცხის დადების და საზაფხულო სამუშაოების ინტესივობის შემცირება, ამიტომ ნაყარით შექმნილი ახალი ოჯახი ვერ ქმნის ბევრ თაფლს. გარდა ამისა ნაყარის დროს აუცილებელი მეფუტკრის მუდმივი ყურადღება და მისი ყოფნა საფუტკრეში, ამასთან ეს დაკავშირებულია დიდ შრომასთან და ნაკლებპროდუქტიულია. ამის გამო უნდა მოხდეს ნაყარის შექმნის პროცესის შეჩერება და უზრუნველყოთ ოჯახის მუშა მდგოამრეობაში შენარჩუნება. ახალი ოჯახები კი უჯობესია ჩამოვაყალიბოთ ახალგაზრდა დედა ფუტკრების გადაყვანით ან ძლიერი ოჯახის თაბარი გაყოფით. ახალგაზრდა დედა ფუტკრების გადაყვანა გაზაფხულზე იძლევა დიდი რაოდენობით ფუტკრების გამოზრდისა და თაფლის შეგროვების საშუალებას.

132. როგორ ვაიძულოთ ფუტკარი რომ ოჯახის გაყოფა (ნაყარი) მოხდეს ადრე გაზაფხულზე?

გაზაფრხულზე, როდესაც ოჯახი იზრდება 12 ჩარჩომდე, შეიძლე დავაჩქაროთ მისი გაყოფა. ამისათვის მკვეთრად მცირდება ბუდე. ფიჭებს შორის ინტერვალს ამცირებენ 9 მმ-დე, აუჯობესებენ თბოიზოლაციას და ამცირებენ სკაში შესასვლელს. სკაში ფუტკრების მიერ ნექტრის მიტანის არ არსებობის პირობებში ყოველდღიურად აძლევენ 0,3-0,5ლიტრ სიროფს. ეს დააჩქარებს ოჯახის გაყოფის მოსამზადებლად საჭირო სადედე უჯრედების შექმნის პროცესს.

133. რამდენ დღეს შეიძლება იცოცხლოს ნაყარმა მხოლოდ იმ თაფლის მარაგის ხარჯზე, რომელიც მათ წაიღეს სათაფლე ჩიჩახვით სკის დატოვებისას?

ეს დამოკიდებულია ფუტკრების ქცევაზე და იმ გარემო პირობებზე, რომელშიც იმყოფება ნაყარი. მშვიდ მდგოამრეობაში და დაბალ ტემპერატურაზე (ცდების დროს) ნაყარი ცოცხლობდა 18-20 დღე. თუ ფუტკრები იმყოფებოდნენ აღგზნებულ მდგომარეობაში, მაშინ მათ შეუძლიათ დახარჯონ თაფლის მთლიანი მარაგი რამოდენიმე საათში.

134. შეიძლება თუ არა დავაჩქაროთ ნაყარის შექმნის ბუნებრივი პროცესი, თუ ოჯახს,რომელშიც არის ღია სადედე უჯრედები მივცეთ მოწიფული სადედე უჯრედი?

ასეთი ზომების მიღებას შეუძლია დააჩქაროს ნაყარის შექმნის პროცესი, მაგრამ მხოლოდ 1-2 დღით. საქმე იმაში მდგომარეობს რომ ოჯახის გაყოფისათვის ემზადება როგორც დედა ასევე მუშა ფუტკრებიც. ნაყარი არ შეიქმნება თუ მოსამზადებელი სამუშაოები სრულებით არ იქნება დამთავრებული.

135. თუ სკაში ოჯახს რომელმაც გაამზადა სადედე უჯრედები მომავალი ნაყარისათვის, შევცვლით სხვა ოჯახით რომელსაც არ აქვს მიდრეკილება ამ პროცესისადმი და ამავე დროს  გავუნადგურებ ყველა სადედე უჯრედს, დაითრგუნება მათი ნაყარისათვის მზადყოფნის მდგომარეობა?

ნაყარისათვის მზადყოფნის მდგომარეობა შეიძლება ავღკვეთოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნაყარისათვის მზად ოჯახს შევცვლით უფრო სუსტი ოჯახით. ოჯახი დაკარგავს რა დიდი რაოდენობით მფრენ ფუტკრებს უახლოეს მომავალში ნაყარს არ შექმნის.

წყარო: თარგმნილია futkari.ge-ს მიერ

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
299 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3679 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB