მეფუტკრეობაში ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკის უარყოფითი შედეგები

მეფუტკრეობა, ანტიბიოტიკები

მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობის ერთერთი მნიშვნელოვანი დარგია. ფუტკრები გარდა სხვა პროდუქტების მიღებისა დიდ როლს ასრულებენ სხვადასხავა მცენარეული კულტურების და ველური ფლორის დამტვერვაში.

ხშირად ადამიანების დაუდევრობა უარყოფით გავლენას ახდენს ფუტკრებზე, მაგალითად მათი საარსებო გარემოს დაბინძურება პესტიციდებით შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს ამ მწერისთვის. ფუტკრების პოპულაციების შემცირება კი თავის მხრივ ადამიანისთვის სასიცოცხლო მცენარეული პროდუქტების შემცირებასგამოიწვევს, რადგან მცენარეების დიდი ნაწილის რეპროდუქცია ჯვარედინ დამტვერვაზე დამოკიდებული.

ევოლუციურად  მეთაფლე ფუტკრებს დაავადებებთან საბრძოლველად სხვადასხვა ქცევითი მექანიზმები განუვითარდათ. მეფუტკრეების გარკვეული ნაწილი ფუტკრის დაავადებების მიმართ მდგრადობის ბუნებრივ პოტენციალს არ ითვალისწინებს.

საქართველოში გავრცელებული მოსაზრებით ანტიბიოტიკების გარეშე ფუტკრის ოჯახი ვერ შეძლებს ნოზემატოზთან, ამერიკულ და ევროპულ სიდამპლეებთან ან სპიროპლაზმოზთან გამკლავებას.

მეთაფლე ფუტკრებში ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება ასუსტებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მიკროფლორას, რომელიც თავის მხრივ ერთგვარ დამცავ ბარიერს წარმოადგენს ცოცხალი ორგანიზმებისთვის. მიკროფლორის ბარიერის მოშლის შემდეგაც ფუტკრის ორგანიზმი  უფრო მოწყვლადი ხდება დაავადებების მიმართ. მომნელებელი ტრაქტის მიკროფლორის დაზიანება ასუსტებს ფუტკრის იმუნიტეტს, დასუსტებული იმუნიტეტით ფუტკარი ვეღარ უმკლავდება დაავადებებს. ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკას აქვს კიდევ ერთი უარყოფითი მხარე, რადგან მისი ხშირი გამოყენებით ყალიბდებიან რეზისტენტული პათოგენური ბაქტერიები და მათთან ბრძოლა სხვა ტიპის ანტიბიოტიკის გამოყენებას მოითხოვს.

Nosema Apis და Nosema Cerana არიან პარაზიტები რომლებიც აზიანებენ ნაწლავის ეპითელურ გარს, ამ პათოგენების ვირულენტულობა შესაძლოა ვარირებდეს. ნოზემას სპორების ინტენსიური გამრავლება იწყება ისეთ პერიოდში, როდესაც ფუტკრები უხვად იკვებებიან ყვავილის მტვერით და მომნელებელი ტრაქტიც აქტიურად მუშაობს, სწორედ ეს არის ნოზემას განვითარებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობა, რადგანაც ზამთრის პერიოდში ფუტკრები მინიმალურ საკვებს მოიხმარენ და არ იღებენ ცილოვან საკვებს, ამ შემთხვევაში  რათქმაუნდა ნოზემატოზი ვერ განვითარდება, რადგან არ ექნება ხელსაყრელი გარემო პირობები.

მეცნიერებმა ჩაატარეს შემდეგი ექსპერიმენტი: ფუტკრის ოჯახები დაანაწილეს ორ ჯგუფად, აქედან ფუტკრების ერთ ჯგუფს ხელოვნურად მიაწოდეს ნოზემას სპორებიმაგრამ აქტიურად კვებავდნენ ცილოვანი საკვებით, მეორე ჯგუფი თავისუფალი იყო ნოზემას სპორებისგან, მაგრამ არ მიეწოდებოდა ცილოვანი საკვები, ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ნოზემას სპორების მატარებელი ცილებით ნაკვები ოჯახები მეტად ამტანები იყვნენ ვიდრე სპორებისგან თავისუფალი მაგრამ  ნაშიმშილები ფუტკრები.

ნოზემოზის კონტროლის ჩვენში გავრცელებული მეთოდთან დაკავშირებით შემდეგი დასკვნების და რეკომენდაციების გაკეთებაა შესაძლებელი:

• ფუტკრები ნოზემას მიმართ უფრო მეტი ამტანებით გამოირჩევიან ვიდრეცილოვანი საკვების დეფიციტის მიმართ. ამიტომ ცილოვანი საკვების და ზოგადად საკვების დეფიციტს უფრო დიდი ყურადღება უნდა დავუითმოით ვიდრე წარმოსახვით მკურნალობას;

• პასიურ პერიოდში ანტიბიოტიკებიანი კანდის მიცემას არანაირი აზრი არ აქვს რადგან ამ პერიოდში ფუტკრები არ იკვებენიან ყვავილის მტვრით და ნოზემაცპასიურ ფაზაშია. კანდში შერეული პრეპარატები კი ვერ იქნება გახსნილი თანაბრად მთელს მასაში და ვერ შეინარჩუნებს ხანგძლივ ეფექტურობას;

• მეფუტკრეობაში ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება იწვევს სასარგებლო მიკროფლორის განადგურებას რასაც მოყვება ფუტკრების იმუნიტეტის დაქვეითება;

• ნოზემოზის საწინააღმდეგოდ გამოყენებული ანტიბიოტიკები გადადის ცვილში და წლების განმავლობაში ინახება მასში. შედეგად ის ხდება თაფლის დამაბინძურებელი, რასაც ადასტურებს ბოლო წლებში თაფლის ანალიზის შედეგები. თქვენს მიერ გამოყენებული ფუმაგილინი და მეტრონიდაზოლი საბოლოოდ სხვის თაფლს დააბინძურებს, რადგან სხვა მეფუტკრე თქვენი ცვილით წარმოებულ ფიჭას შეიძენს.

მოკლედ პესტიციდების საკითხის შესახებ

ფუტკრებს სხვადასხვა პარაზიტების გარდა კიდევ ერთი გარემო ფაქტორი აყენებს დიდ ზიანს, ეს გახლავთ პესტიციდები (რომლებსაც აქტიურად იყენებენ სოფლის მეურნეობაში).

პესტიციდები არის ქიმიური ნაერთები, რომლებსაც იყენებენ მცენარეთა და ცხოველთა მავნებლების  საწინააღმდეგოდ. პესტიციდებს იყენებენ სხვადასხვა სახით (შესხურება, შეფრქვევა და ფუმიგაცია), პესტიციდების არასწორი გამოყენებით ირღვევა ბიოცენოზი (მცენარეთა, ცხოველთა და მიკრობთა ერთობლიობა).

პესტიციდების აქტიური გამოყენება ზრდის ფუტკრის ოჯახების სიკვდილიანობას, რადგან პესტიციდებით შეწამლული მცენარიდან აღებული ნექტარი და ყვავილის მტვერი ფუტკრებისთვის ტოქსიურია, პესტიციდების კვალი აისახება ცვილშიც რაცაუცილებლად დააბინძურებს პროდუქციას.

პესტიციდებით მოწამლვის დროს ხდება ფუტკრებში კომუნიკაციის უნარების  მოშლა და დეზორიენტაცია, რის შემდეგაც ისინი ვეღარ ახერხებენ ნავიგაციას, ინფრომაციის გაცვლასა და ჰარმონიულ კოოპერირებას. ოჯახში მისული  ფუტკარი ხდება სხვა ფუტკრებისთვის საფრთხე რადგან მათთვის დამახასიათებელი უერთიერთწმენდისა და ტროფალაქსის მეშვობით ხდება ფუტკრებს შორის პესტიციდების გავრცელება და შედეგად ოჯახის ინდივიდების მოწამლვა, ხოლო პესტიციდებით გაჯერებული ყვავილის მტვერი და ნექტარი მომწამლავი საკვებია როგორც ბარტყისთვის ასევე მოზრდილი თაობისთვის.

შემდგენელი: მარიამ კილაძე 2018 წელი

თქვენი რეკლამა