მეფუტკრეობა – სტატისტიკური მონაცემები

მსოფლიოში წლიურად 2 მილიონ ტონამდე თაფლი იწარმოება. თაფლის ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია ევროკავშირი – 2015 წელს მან 268 ათასი ტონა თაფლი აწარმოა, ხოლო 500 მილიონ ევრომდე ღირებულების 197 ათას ტონაზე მეტი თაფლი იმპორტით მიიღო (ევროსტატის მონაცემები).

2016 წელს ევროკავშირმა საქართველო მესამე ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე თაფლის ექსპორტი დაშვებულია.

სკების რაოდენობა

საქართველოში ფუტკრის ოჯახების რაოდენობამ 2016 წლის ბოლოსთვის 205,300 ერთეული შეადგინა, აქედან ყველაზე მეტი სკა კახეთშია (45,400 ერთეული, 13.4 %).

სკა

თაფლის წარმოება

საქართველოში 2016 წელს 2,100,000 კგ თაფლი იყო წარმოებული. თაფლის წარმოება რეგიონების მიხედვით: ყველაზე მეტი თაფლი კახეთში იყო წარმოებული (800 ტონა, 38.1 %).

თაფლი

მეფუტკრეობის დარგში წარმატებულად მუშაობენ კოოპერატივები. 2016 წელს მათმა წილმა თაფლის წარმოებაში 266.6 ტონა შეადგინა (სრული წარმოების 12.7 %).

თაფლი

თაფლის საშუალო ფასი

საქართველოში წარმოებული თაფლის საშუალო ფასი 2016 წელს „ფერმერის კართან“ 13-14 ლარი/კგ იყო.

თაფლის ექსპორტ-იმპორტი

2016 წელს საქართველოში იმპორტირებულია 27 ტონამდე თაფლი, რაც 7-ჯერ აღემატება ექსპორტის მაჩვენებელს, თუმცა, ექსპორტირებული თაფლის ფასი 1.9-ჯერ მეტია იმპორტირებულის ფასზე.

თაფლი

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

თქვენი რეკლამა